ნადირობის სტანდარტული ლიცენზიით მოსაპოვებელი გადამფრენი ფრინველები
ნადირობის სტანდარტული ლიცენზიით მოსაპოვებელი გადამფრენი ფრინველები.
ლიცენზიის ფასი 10 ლარი (+1 ლარი ბანკის მომსახურების)
ლიცენზია ძალაშია აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე.
1. მწყერი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 20 ცალი.
2. ჩიბუხა (ბეკასი)
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
3. ჩიბუხელა (გარშნეპი)
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
4. ღალღა
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
5. ქედანი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
6. გარეული მტრედი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
7. გულიო (გვიძინი)
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
8. ჩვეულებრივი გვრიტი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
8. ტყის ქათამი
ნადირობა დაშვებულია: 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
9. რუხი ბატი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
10. დიდი თეთრშუბლა ბატი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
11. რუხი იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
12. ჭიკვარა (სტვენია იხვი)
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
13. გარეული იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
14. იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
15. ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
16. მელოტა
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
17. კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
18. თეთრშუბლა იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
19. წითელთავა ყვინთია
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
20. ქოჩორა ყვინთია
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
შენიშვნა: წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე:
1. რუხი ბატი, 10 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე, დღიური რაოდენობა 3 ცალი.
2. რუხი იხვი, 10 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე, დღიური რაოდენობა 2 ცალი.
გამარჯობათ ბიჭებო მითახით რა რომელ რიცხვში იხსნება სეზონი 15 აგვისტოს თუ 22 აგვისტოს? 1 აგვისტო არის შაბათი 15 აგვისტო გამოდის მესამე შაბათი მაგრამ ეს დღე 1 და 2 რიცხვი ითვლება თუ 22-ში გადაიწევს?
გუშინ სეზონი დავხურეთ ჯანდარის ტბაზე, იხვი თვალით არ დამინახია. ნაპირი სავსე იყო სუპერთანამედროვე ავტომატიური იარაღით აღჭურვილი "მონადირეებით" რომლებიც განუწყვეტლივ ესროდნენ თვითმფრინავის სიმაღლეზე მფრენ თოლიებს, ყვავებს, "ბაკლანებს"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!