... ღამით საგრძნობლად ციოდა,აკანკალებულს რამდენჯერმე გამომაღვიძა,კოცონი ჩამქრალიყო,ავდაქი და შეშა შევუეთე.
დილით ჯოტომ მამასწრო ადგომა.ხელ-პირი საჩქაროთ დავიბანეთ,შევნაყრდით და გზას გავუდექით.მცირე ხანში მთაზე ავედით,დეკას მთლიანი ზონა გავიარეთ,წინ გაშლილი მინდორი დაგხვდა.ერთხანს მივყევით ერთმანეთს.უცებ,თითქოს ფეხებში გაგვიძვრაო,ცხვირწინ აგვიფრინდა შავი როჭო.
ეს ისე უცებ მოხდა,რომ მხრიდან თოფის გადმოღებაც ვერ მოვასწარი.ამასობაში მინდორიც გავიარეთ,თანდათან მხარმარცხნით მივყევი,გეზი მწვერვალისკენ ავიღეთ.რამდენიმე წუთში მაღალ კლდეზე ავედით.ჯოტომ დაკვირვებით დაათვალიერა გარემო დურბინდით,ბოლოს აღფრთოვანებით წამოიძახა:
--ევგენი ლვოვიჩ,გახედე!-- კიდევ დააკვირდა და დურბინდი ხელში მოცა.--აი,აი,იმ კლდის ფერდობზეა!--დაატანა და თითი ჩრდილო-აღმოსავლეთით გაიშვირა.
ღრმა ხევის გადაღმა კედელივით აღმართულ კლდესთან თვალი მოვკარი ამწვანებულ პატარა მინდორს,სადაც მარტო იდგა ერთადერთი ჯიხვი.
--ვხედავ,ვხედავ!--ისე აღტაცებით წმოვიძახე,თითქოს ჯიხვისთვის ხელი ჩამევლოს რქეში.
ისევ დავაკვირდი.
ახლა უკვე ჯიხვს კი არა,მის ირგვლივ ადგილმდებარეობას ვათვალიერებდი.დავრწმუნდი,რომ ამ პატარა მინდვრიდან ზემო მხრისაკენ ჯიხვს მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა.
ეს იყო მიუვალ კლდეზე წვიმით ჩამორეცილი ნაპრალი.
ჩემი ვარაუდით თავისი მარჯვე ,მჭიდი ჩლიქებით ჯიხვს აქ თავი ძლივს უნდა შეემაგრებინა; ტანით ნაპრალის კიდეს უნდა მიყრდნობოდა ა ასე, უდიდსი სიფრთხილით გაქცეულიყო,თუ სადმე საფრთხე მიადგებოდა.
ჯოტო მარწმუნებდა,რომშესაძლებელი იყო ქვემოდან მიპარვით ჯიხვთან ორმოციოდე ნაბიჯზე მიალოვება და მისი მოკვლა,მაგრამ რაკი წინადღით გამოვცადე ასეთ დაქანებულ კლდეზე ასვლის სიძნელე,არ მინდოდა ხელახლა განმეცადა ის.
დაყოვნების დრო რ იყო.გეგმა უცებ შევიმუშავეთ.
ჯოტო პირდაპირ გაემართა,მე კი შორიდან მოვლით გავსწიე იმ ადგილამდე ,სადაც წინასწარი ვარაუდით უნდა გამოსულიყო ჯიხვი,მას შემდეგ,იგი რაც დაფრთხებოდა.
მე ვთხოვე ჯოტოს ნელა და უხმაუროდ მიჰყოლოდა ბილიკს.ამით საშვალება მოეცა დროზე ავსულიყავიადგილზე,ორი კილომეტრი ტყუილად რო არ მევლო იმ კლდე-ღრეებში.არც ჯოტოს გზა იყო იოლი,ჯერ ღრმა ხევში უნდა ჩასულიყო,მერე ციცაბო კლდე გადაელახა.და თუ პირდაპირ დამიზნებით სროლას ვერ მოახერხებდა,მიახლოების უმალვე ჰაერში უნდა გაესროლა,ჯიხვი დაფრთხებოდა და გამოსწევდა იმ მიმართულებით,სადაც მე ჩავსაფრდებოდი.
ადგილზე დავყარეთ ჩანთები,სათადარიგო ლულები და სხვა ზედმეტი ნივთები,რომლებიც ხელს შეგვიშლიდა მარდათ სიარულში.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ოფლში გაწურულმა გულის ფანცქალით ძლივს მივაღწიე დანიშნულ დიდ ქვამდე.
ჩემს წინ ასოდე ნაბიჯზე, იწყებოდა ნაპრალი,რომლის ძირში იდგა ჯიხვი.ნაპრალის ზემოთ,ერთ ადგილას,ჩაღრმავებული ზედაპირი წვრილი და მსხვილი ქვებით იყო სავსე.ეტყობოდა,აქ ჩამოდიოდა მაღალი მწვერვალიდან გამოქანებული ნიაღვარი,მას გადაერეცხა ნაპრალი,მისი ნაპირები და ასე გაჩენილიყო აქ ჯიხვების ბილიკი.
დიდ ქვაზე დავდე დაკეცილი ყაბალახი,იქვე ამოვეფარე,თოფის ჩახმახი შევაყენე და სული გავნაბე მოლოდინში.წუთები საათებად მეჩვენებოდა.
"--ჯოტო ხომ განთქმული მსროლელია! იქნებ ერთი გასროლით წამოაგორა ჯიხვი! თუ ასე მოხდა,მე რიღასთვის ვიწვალე ამ კლდეზე ფორთხვით?მაგრამ ვაითუ დააცილოს ,ჯიხვიც სხვა მიმართულებით გაიქცეს,მაშინ?..."
ჩემი ფიქრი ყრუ გასროლამ გაფანტა.მერე მომეჩვენა,თითქოს კვლავ გაისმა სროლა --ერთი,ორი,სამი... ათი,სადღაც სულ ახლოს.სროლის ხმა ხევიდან ხევში გრიალით გადადიოდა.
თოფი მოვიმარჯვე,სული გავნაბე მოლოდინში.
აი,სანუკვარი ჯიხვიც გამოჩნდა,მაგრამ არა იქ,სადაც მოველოდი,არამედ საგრძნობლად მხარმარცხნივ,პირდაპირ ამართულ ნაპრალებიდან ამოჰყო თავი.მერე გაბედული,დინჯი ნახტომებით გამოვიდა ნაპრალის კიდეზე.უმალვე ამაყად მაღლა საწია ლამაზრქებიანი თავი და გვერდით ჩემსკე დადგა.
ეს იყო ნანატრი შემთხვევა.
საკმარისი იყო ჩახმახი გამომეშალა და ყველაფერი გათავდებოდა,მაგრამ,უეცრად ერთმა ფიქრმა შემაცერა:ვაი თუ ჩემი ტყვიით განგმირული ეს მთების ულამაზესი არსება გადაიჩეხოს ხევში,საიდანაც მისი ამოტანა ყოვლად შეუძლებელი გახდება,მაშინ? არ ვესროლე,თავი შევიკავე.წუთის შემდეგ ჯიხვი მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გამოსწია ჩემკენ.ვუმიზნებ ,მაგრამ ისევ თავს ვიკავებ,მოხერხებულ წამს ველოდები,მინდა უფრო მომიახლოვდეს.უცებ მოწყვეტით შეჩერდა და საოცარი ხმით დაუსტვინა."უთოოდ იგრძნო,რომ ახლოს ვიყავი"--გავიფიქრე,და ის იყო ჩემმა თოფმაც იგრიალა.ჯიხვი იქვე ჩაიკეცა,მაგრამ უმალვე წამოფორხილდა,წინა ფეხები მიწას დაჰკრა ,გასაქცევად წამოიწია.მეორეჯერ დავახალე თოფი...სროლის ხმამ კლდიდან-კლდეზე გადაიქუხა.კვლავ ჩვეულებრივი მყუდროება დამკვიდრდა ირგვლივ.ჩემს წინ ეგდო ულამაზესი ქმნილება.მონადირეები ადვილად მიმიხვდებიან,თუ რა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის.ადვილი წარმოსადგენია ისიც,თუ რა სიხარული უნდა განმეცადა დასისხლიანებული ფეხებით ორი დღე კლდე-ღრეებზე ფორთხვისა და ფანცქალის შემდეგ.
ჩემს დღეში და არც მერე,არც ერთ ნანაფირევს იმდენი სიამოვნება არ მოუნიჭებია,რაც იმ ჯიხვმა განმაცდევინა.
სიხარულისგან ფრთებშესხმული ერთხანს დავცქეროდი მოკლულ ჯიხვს,მერე უცებ მოაგონდა ჯოტო.და ის იყო,წინ გავექანე,რათა შემეტყობინებინა მისთვის ჩემი გამარჯვება,რომ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ნაპრალის კიდეზე აღმოვჩნდი.გადავიხედე თუ არა,თვალთ დამიბნელდა,უძირო ხეობა თითქოს თვისკენ მიზიდავდა და იდუმალი ხმით მეძახდა.უმალ უკან დავიწიე...
ჩემს ზემოთ თვალისმომჭრელად ბრწყინავდა უღელტეხილის მწვერვალები,ირგვლივ ამართულიყო კლდეები,მათ ძირში კი,სადღაც ქვემოთ,გრგვინვით გადარბოდნენ ჩანჩქერები.უფრო იქით მოჩანდა საუკუნოვანი,უდაბური ტყეებიდა ყუბანის მდინარეთა სათავეები...
რაღაც წარმოუდგენელი სილაღე ვიგრღენი.უცებ შეუცნობლად,უბრალოდ და ბუნებრივად მთელი ხმით წამოვიჭყე სიმღერა.
უცებ ჯოტოც გამოჩნდა შორიდან.დამინახა თუ არა ,ჩემკენ გამოექანა...
---კარგია,ძალიან კარგი! მოხარული ვარ!--სიცილით მომეგება მეგობარი.--შენს სიმღერაზე მამა-პაპათა ჩვეულებისამებრ თავდავიწყებით მოვრბოდი.ვიცოდი,რომ ჯიხვი უკვე მოკალი,მინდოდა ყველაზე ადრე ამომეღწია შენთან და დაგხმარებოდი.ოღონდ ერთი რამ უნდა გახსოვდეს--სუკი ჩემია...--ბავშვურად მოკრძალებით გაიღიმა ჯოტომ და თვალები მომანათა.
---წაიღე,წაიღე! სუკი კი არა,მთელი ჯიხვი წაიღე, ოღონდ ლამაზი რქებით დამშვენებული თავი დამიტოვე...
კვლავ აღტაცებას ვეძლეოდი,ვნეტარებდი გამარჯვებით გალაღებული,მაგრამ ყოველივე ეს წუთიერი აღმოჩნდა...
--ოცდაათ ნაბიჯზე მივეპარე,ვერ შემამჩნია,შამეძლო ერთი გასროლით მომეკლა,მაგრამ თავი შევიკავე...--განაგრძო ჯოტომ.
--რატომ?--შევეკითხე გაკვირვებით.
--აბა თუ მიხვდები?--ჯოტოს ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
--ვერ მივხვდი,რატომ,მაინც რატომ?
--იმიტომ,რომ შენ ჩემი სტუმარი ხარ!
--მერე რა რო სტმარი ვარ?
--ვალდებული ვიყავი,რომ მესიამოვნებინა შენთვის.ვიცოდი ამ სიამოვნებას მოგანიჭებდა ჯიხვის მოკვლა.ამიტომ ის უნდა მოგეკლა შენ და არა მე..
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ასეთი პასუხი.არ ვიცოდი,თუ ასეთი ჩვეულება ქონდათ ააფხაზ მონადირეებს.იმ დღეს პირველად გავიგე ეს. მხურვალე მადლობის გრძნობით ჩამოვართვი ხელუ მეგობარს და გადავეხვიე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!