ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » ფლორა    

ვარდის ისტორია

უძველესი დროიდან ვარდი რჩება ყვავილების შეუცვლელ დედოფლად, სიდიადისა და სილამაზის სიმბოლოდ. მისი სილამაზე და მისტიურობა ადამიანის ყურადღებას იპყრობა. ის უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ , მას ხოტბას ასხავდნენ უძველესი დროიდან. ვარდი პოპულარობით და სიყვარულით  სარგებლობდა ყველა ერში. არქეოლოგიური მონაცემებით ვარდრი დედაიწაზე უკვე 25 მილიონი წელია არსებობს, ხოლო მისი ხელოვნური მოშენება 5000 წელია მიმდინარეობს და ამ დროის უდიდესი ნაწილში ის ითვლებოდა წმინდა სიმბოლოდ. ვარდების სურნელი ყოველთვის უკვშირდებოდა არა ამქვეყნიურს.

ძველად ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით სალოცავებს ცოცხალი ვარდებით რთავდნენ. ის მოჰყავდათ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოსავლეთით და ყველაზე ძველი მონაცემები ვარდის შესახებ გვხვდება ძველ ინდურ თქმულებებში, თუმცა მის სამშობლოთ სპარსეთი ითვლება. ძველსპარსულ ენაში სიტყვა „ვარდი" პირდაპირ ნიშნავს „სულ"-ს. ძველი პოეტები ირანს უწოდებდნენ „ გ ი უ ლ ი ს ტ ა ნ "-ს , რაც ნიშნავს ვარდების ქვეყანას  ( აქედანაა ალბათ საქართველოში ქალის სახელი „გიული" ანუ „ვარდი" :|) ). ბენგალური ვარდები წარმოშობით ინდოეთიდანაა, ჩაის ვარდები ჩინეთიდან.

ვარდი 1

ყვავილების დედოფალს პრივილეგირებული პირებიც აფასებდნენ. ფუფუნების მოყვარე კლეოპატრამ სწორედ ვარდების ფოთლებით გარემოცულ ადგილას მოხიბლა მიუდგომელი მეომარი მარკუს ანტონიუსი. ლეგენდის მიხედვით ძველ ინდოეთში, ღირსშესანიშნაობების დროს ერთ-ერთმა მმართველმა ბრძანა ვარდის ფოთლებით აევსოთ წყლის ავზი. მოგვიანებით ხალხმა შეამჩნია, რომ წყლის ზედაპირი ვარდის თხელი ესენციით დაიფარა. სწორედ ასე გაჩნდა ვარდის ზეთი.

როგორც ცნობილია სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ზღვის ტალღებისგან გაჩნდა. ჯერ გამოსულიც არ იყო ხმელეთზე, რომ მბრწყინავმა  ქაფებმა მის სხეულზე ღია წითელ ვარდებად იწყეს გადაქცევა.

ვარდი 2

ძველი ბერძნებისთვის ვარდი ყოველთვის იყო სიყვარულისა და მწუხარების , პოეზიისა და ფერწერის სიმბოლო. ძველი ბერძენი პოეტი ქალი საფო ვარდს „ყვავულების დედოფლად" იხსენიებდა. დიდ სოკრატს მიაჩნდა რომ ვარდი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სასარგებლო ყვავილია დედამიწაზე. ძველბერძნული მითებიდან ვიცით, რომ სალოცავები რომლებიც აფროდიტეს ეძღვნებოდა გარშემორტყმულნი იყვნენ ვარდის ბუჩქბით, ხოლო თვითონ ქალღმერთს ძალიან უყვარდა ვარდის წყალში ბანაობა.

II ათ. ჩვ. წ. აღ. კ. კრეტაზე ვარდებს გამოსახავდნენ სახლებზე, ხოლო ათასწლეულების წინ კი ფარაონების სამარხებზე. ძველი რომაელები იმდენად აღმერთებდნენ ვარდების სილამაზეს, რომ მათ ხორბლის მაგივრად თესავდნენ, ხოლო ზამთარს გემებით გამოჰქონდათ ყვავიელები ეგვიპტიდან. კიდევ ერთი ისტორია თუ რატომ გაწითლდა ვარდი – ედემის ბაღში სეირნობის დროს ევამ ვარდს აკოცა და ისიც ამ სიამოვნებისგან გაწითლდა. ვარდი ყვავილია, რომელიც ძალიან ფასობს ქრისტიანებაში. მას სწორედ ასე უწოდებენ – ღვთისშობლის ყვავილი.

ვარდი 3

მხატვრები ღვთისშობელს გამოსახავდნენ სამი თაიგულით. თეთრი თაიგული ნიშნავდა მის სიხარულს, წითელი – მწუხარებას, ხოლო ყვითელი – დიდებას.
წითელი ხავსისებრი ვარდი ქრისტეს სისხის წვეთებისგან შეიქმნა, როდესაც მას ჯვარზე აკრავდნენ ანგელოზები სისხლის  წვეთებს აგროვებდნენ, მაგრამ რამოდენიმე ხავსსზე დაეცა და იქიდან გაიზარდა ვარდი. ღაჟღაჟა წითელი ფერია რომელიც უნდა გვაზსენებდეს ჩვენი ცოდვების გამო დაღვრილ სისხლს.

ბულბულმა რომ დაინახა თეთრი ვარდი აღფრთოვანდა და გულში ჩაიკრა, ბასრი ეკალი მას გულში შეერჭო და მისმა სისხლმა წითლად შეღება ვარდის ფოთლები.

რაინდები ერთ დროს თავის სატრფოებს ვარდს ადრიდნენ. ისინი ვარდივით მშვენიერები და მიუკარებლები მიაჩნდათ. მრავალი რაინდი ფარის ემბლემად სწორედ ვარდს ირჩევდა.

პ.ს. ესე გიორგი დავჯექი აღარ მივარგა თვალები



წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: ფლორა | დაამატა: dudu-duda (09.08.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 9913 | ტეგები: by me:: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика