კალაჰარის უდაბნოში არსებული მიწისქვეშა ტბა ,რომელშიც ოქროსფერი ლოქო ბინადრობს
[img][/img]
დრაკონის მღვიმე
დრაკონის მღვიმე
კალაჰარის უდაბნო აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ სამხრეთის ნაწილში ბოტსვანის, ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნო სასტიკი პირობებით გამოირჩევა. ცოცხალი ორგანიზმისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წყლის ფაქტობრივად არარსებობა წარმოადგენს. თუმცა წყალი შორს არ წასულა. სიღრმეში საიდუმლო ინახება, რომელიც მხოლოდ 25 წლის წინ აღმოაჩინეს.
ზედაპირზე ერთიანი ჰაერის ამოხეთქვის გამო, ამ ადგილს დრაკონის სუნთქვის ქვაბული ეწოდა. ზედაპირიდან 60 მეტრის სიღრმეზე წყალია. აქ უზარმაზარი სივრცეა, რომელიც 3 ბოინგს დაიტევს და რომელიც სუფთა წყლითაა სავსე. ეს მსოფლიოში უდიდესი მიწისქვეშა ტბაა. ეს ნამარხი წყალია. მეცნიერთა ვარაუდით, მილიონობით წლის თუარა ათასობით წლის მანძილზე მაინც, აქ ეს წყალი ხელუხლებლად ინახება. ტბის სიღრმის შესახებ არაფერი ვიცით. მყვინთავები 100 მეტრზე ჩავიდნენ მაგრამ ფსკერი ვერ შეამჩნიეს. აღსანიშნავია, რომ დრაკონის სუნთქვა ქვაბულების დიდი სისტემის ნაწილია, რომელიც კალაჰარის ქვეშ ათასობით მილზეა გადაჭიმული. სიცოცხლეა ამ სამარისებურ ქვაბულშიც კი
[img][/img]
ოქროსფერი ლოქო
ოქროსფერი ლოქო – მხოლოდ ამ ქვაბულშია აღმოჩენილი. იგი მსოფლიოში უიშვიათესი და იზოლირებული თევზია. აქ ცხოვრება ისეთივე ძნელია როგორც ზემოთ უდაბნოში. აქ საკვები არ არის, თუ ზოგჯერ ზედაპირზე დაყრილ ნარჩენებს არ ჩავთვლით. თანაც ეს ლოქო ვერაფერს ხედავს (ყოველ შემთხვევაში მხედველობის უნარი ძალიან შეზღუდული აქვს, რაც გამოწვეულია ძალიან წვრილი და განუვითარებელი თვალებით). თევზს სამყაროს გაცნობა მხოლოდ შეხებით შეუძლია. უსინათლო თევზი მარადიულ წყვდიადში, აფრიკის ერთერთი ყველაზე უნაყოფო რეგიონის ქვეშ ბინადრობს. სასტიკი ირონიაა, ამდენი წყალი დამალული და მიუწვდომელია მაშინ როცა მიწის ზედაპირზე უდაბური ადგილია და წყლის თითოეული წვეთი გადარჩენისათვის აუცილებელია. კალაჰარის დასავლეთ კიდესთან მიწა იმდენად მშრალია, რომ ნებისმიერი არსებისთვის გადარჩენა შეუძლებელი ჩანს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!