ალჟირში, ქალაქ სიდი ბელ აბბესის მახლობლად მდებარეობს ტბა, რომელშიც არც წყალმცენარეებია და არც ცხოველები მისი ტოქსიურობის გამო. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ტბაში წყლის ნაცვლად მელანი "ასხია”. ტბის მელანი ჩვეულებრივად გამოიყენება წერისათვის. ეს უცნაური მოვლენა ახისნება იმით, რომ ტბაში ორი მდინარე ჩაედინება. ერთი მათგანი მდიდარია რკინით, ხოლო მეორე შეიცავს რკინის გამხსნელ ორგანულ ტორფის ნაერთებს. მათი შერევისას მდინარის წყლები ფაქტიურად მელნად გადაიქცევა.
ადგილობრივები ტბას მითებსა და ლეგენდებს უკავშირებენ. მას სხვადსხვა სახელით მოიხსენიებენ – "სამელნე”, "ეშმაკის თვალი”, "შავი ტბა”
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!