ხალხური სიბრძნე და მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიკოტინის წვეთი ცხენს კლავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კატა, ან ძაღლი ბევრად პატარაა , შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ნიკოტინს, რომელსაც შეიცავს სიგარეტი, მათი ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვს.
მრავალი წელია, რაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ღელავენ იმის გამო, რომ მოწევა ვნებს ცხოველების ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია ძაღლი ან კატა, რომელიც სიამოვნებით ეწევა სიგარეტს, თუმცა პასიური მოწევა ცხოველებისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ადამიანისთვის.
მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატის ვეტერინარული ცენტრის მკვლევრები 7 წლის განმავლობაში სხვადასვა ასაკის და ჯიშის 180 შინაურ კატას იკვლევდნენ. საბოლოოდ დადგუნდა, რომ კატები, რომლებიც ცხოვრობენ მწეველთა ოჯახში ორჯერ მეტად ავადდებოდნენ ლიმფური ჯირკვლის სიმსივნით, ლიმფომით, რომელიც ყველაზე მალე იწვევს სიკვდილს. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, დაავადება მხოლოდ 1 წელიწადში ცხოველების ¾-ს კლავს.
თუმცა, სიგარეტის კვამლის შესუნთქვის შემთხვევაში არა მხოლოდ დაავადებები ემუქრებიან შინაურ ცხოველებს, არამედ ის ჩვენს შინაურ ცხოველებში სხვა მეტად უსიამოვნო შეგრნებენს იწვევს – მათ თვალები ეცრემლებათ, უჭირთ სუნთქვა, უძლიერდებათ გამონადენი ცხვირიდან. ერთი სიტყვით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ცხოველის რესპირატორული სისტემა.
ამასთან, ძალიან რთულია ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის გარკვევა – ხშირად ვეტერინარები უნიშნავენ მკურნალობას ალერგიისა და სხვა დაავადებებისგან, თუმცა სინამდვილეში პრობლემა ნიკოტონის ზემოქმედებითაა გამოწვეული.
ცხოველები ავადმყოფურად რეაგირებენ არა მხოლოდ სიგარეტზე, არამედ ნებისმიერი სახის თამბაქოს კვამლზე, მაგალითად ყალიონის, სიგარის და ა.შ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ეწევა პატრონი – ერთ კოლოფს დღეში, თუ ერთ ღერ სიგარეტს თვეში, იმიტომ, რომ კვამლიდან გამოყოფილი ნიკოტინი შეიძლება შეითვისოს და მოგროვდეს ავეჯზე, ნივთებზე, ხალიჩასა და ცხოველების ფილტვებში. ამის შედეგად ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ადრე მეტად აქტიურები და ძლიერები იყვნენ, იწყებენ გამოფიტვას, იმიტომ, რომ მათ ფილტვებში ნიკოტინის მუდმივი მოხვედრა ავითარებს გულის უკმარისობას და კიბოს სიმსივნეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცხოველების სიკვდილიანობა პასიური მოწევის შედეგად ზუსტად ისეთივეა, როგორც ადამიანებში.
შინაური ცხოველის ყოველი სახეობა ნიკოტინისგან იტანჯება სხვადასხვანაირად, თუმცა შეუქცევადი და მძიმე ცვლილება ხდება ლიმფურ სისტემაში, რომელსაც სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა იწვევს.
კატები განსაკუთრებით ავადდებიან პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებებით. ეს ხდება იმის გამო, რომ ისინი დიდ დროს ანდომებენ ბეწვის ლოკვას, რომელიც მავნე ნივთიერების ე.წ. "მაგნიტს" წარმოადგენს, რომელსაც სიგარეტის კვამლი შეიცავს. სწორედ მათ ილოკავენ და ყლაპავენ, რითაც ნიკოტინის სასიკვდილო დოზას და კანცეროგენულ ნივთიერებებს იღებენ, რომელიც პირის ლორწოვან გარსს არღვევს. ამასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად კატებს, რომლებიც ცხოვრობენ მწეველი ადამიანის ბინაში ორჯერ მეტად აღენიშნებათ ლიმფური სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. ამასთან, თუ ისინი მწეველ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ 5 წლის მანძილზე ცხოვრობენ, დაავადება სამმაგდება, ხოლოდ თუ მწეველი ორია, დაავადების სიხშირეც შესაბამისად იზრდება. სხვა ჯიშზე მეტად პასიური მწეველის შემთხვევაში სპარსული კატა ზიანდება.
ძაღლებში ყელყურისა და ფილტვების ონკოლოგიური დაავადებები იჩენს თავს. ამ ცხოველების მშვენიერი ყნოსვა მათი ყველაზე ძლიერი მხარეა, თუმცა ხშირად ეს სასიკვდილოა მწეველი პატრონის ხელში.
ძაღლის ძალიან მგრძნობიარე ცხვირის ლორწოვანი გარსი შეიძლება დაზიანდეს ყველა დაავადებით, რომელსაც თამბაქოს კვამლი გამოიწვევს. ამასთან, რაც მეტად გრძელია ძაღლის ცხვირი, მით უფრო დიდი შანსი აქვს დაავადდეს – ნიკოტინი და კანცეროგენები ჯდება ყელყურში და ცხვირში, ილექება, გროვდება და ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ყველა პირობას ქმნის.
თუკი ცხვირი მოკლეა, მაშინ უკვე ფილტვების კიბოს საშიშროება იქმნება იმდენად, რამდენადაც მოკლე ცხვირის მცირე ლორწოვანი გარსის გამო მავნე ნივთიერებები ადვილად ხვდებიან სასუნთქ ორგანოებში და ფილტვებში. განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ამ პრობლემებთან ბულდოგები.
მაშ რა უნდა ვქნათ? პასუხი ნათელია – მოწევას თავი უნდა დავანებოთ. ეს ვარიანტი იდეალურია როგორც პატრონისთვის, ასევე მისი ბინადარისთვის. თუკი მოწევისთვის თავის დანებება მეტისმეტად ძნელია, მაშინ საჭიროა მაქსიმალურად დაიცვათ და არ მიაკაროთ ცხოველს სიგარეტის კვამლი – მოწიეთ კიბეზე ან აივანზე.