ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ნათესაური შეწყვილება (ინბრიდინგი)
ნათესაური შეწყვილება (ინბრიდინგი)

     როდესაც ძაღლსაშენში მიმდინარეობს ჰომოგენური შერჩევა, ამ დროს ხშირად საჭიროა სისხლით ნათესავი ცხოველების შეწყვილება, ვინაიდან ყველაზე მეტი მზგავსება სწორედ ნათესავებს შორის არსებობს.       ამრიგად როგორც შერჩევის ერთერთი სისტემა, ნათესაური შეწყვილება ჰომოგენური შერჩევის უკიდურესი სახეა. თუ ნათესაური შეწყვილება ჰომოგენური შეწყვილების უკიდურესი სახეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური მოქმედება ისეთივეა როგორც ჰომოგენური შერჩევისას, ოღონდ უფრო ძლიერადაა გამოხატული. მაშასადამე, ჰომოზიგოტობის ხარისხისა და შთამომავლობის მშობლებთან გენეტიკური მზგავსების ზრდა არის ნათესაური შეწყვილების უმთავრესი გენეტიკური მოქმედება. ჰომოზიგოტების ზრდით არის განპირობებული ნათესაური შეწყვილების წინააღმდეგობითი მოქმედება, მისი გამოყენების შესაძლებლობა და ადგილი სანაშენე მუშაობაში. ძველთაგანვე შენიშნულია, რომ ნათესაური შეწყვილება ანუ ინბრიდინგი და არანათესაური შეწყვილება ანუ აუტბრიდიგი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდებიან როგორც მემკვიდრეობაზე, ისე სიცოცხლისუნარიანობაზე. ნათესაური შეწყვილება, ჰომოზიგოტების ზრდის გამო, მემკვიდრეობას განამტკიცებს, რაც მეტად სასურველია დადებითი ნიშანთვისებების თაობებში დაცვისა და შემონახვისათვის. მაგრამ ჰომოზიგოტების მეტისმეტი ზრდა იწვევს მემკვიდრეობის გაღარიბებას და სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას, რასაც ინბრედული დეპრესია ეწოდება. ამრიგად, ნათესაური შეწყვილება მემკვიდრეობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე ერთმანეთის საწინააღმდეგო გავლენას ახდენს - მემკვიდრეობას განამტკიცებს, სიცოცხლისუნარიანობას კი აქვეითებს. აუტბრიდინგი დიამეტრალურად კი საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ნათესაური შეწყვილების უარყოფითი მოქმედება ცხოველის სიცოცხლისუნარიანობაზე ანუ ინბრედული დეპრესია მრავალი მეტად არასასურველი მოვლენით გამოიხატება, რომლებიც პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს. პირველში ისეთი მოვლენები შედის, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ სიცოცხლისუნარიანობასა და ნაყოფიერებაზე, მეორეში კი ისეთები, რომლებიც იწვევენ ინბრედული ცხოველის სიკვდილს - განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.
      პირველი ჯგუფის არასასურველი მოვლენებია: 
1. ინბრედული ცხოველის ზრდისა და განვითარების შეფერხება და ამის შედეგად შთამომავლობის დაკნინება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ინბრიდინგის ეს და სხვა მავნე შედეგი პირველ ხანებში შეიძლება არც იყოს შესამჩნევი, იგი თანდათან გროვდება, თაობიდან თაობამდე ძლიერდება თანდათან ზრდის კვალობაზე და ბოლოს ერთბაშად, თითქოსდა მოულოდნელად ღებულობენ დეპრესირებულ შთამომავლობას. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. შეიძლება გვეგონოს, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთ "მშვენიერ" დღეს რომელიღაც თაობაში მივიღებთ უკიდურესად დეპრესირებულ შთამომავლობას. 
2. ინბრედული ცხოველის კონსტიტუციური გადანაზება, დასუსტება, რეზისტენტობის შემცირება, რის შედეგადაც ცხოველი ხშირად ავადმყოფობს. 
3. ინბრედული ცხოველი, საკვების ცუდი ანაზღაურებითა და დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება. ინბრედული ცხოველი ცოცხალი მასის 1 კგ-ის მატებაზე და პროდუქტის ერთ ერთეულის წარმოებაზე, საგრძნობლად მეტ საკვებ ერთეულს ხარჯავენ. 
4. ნათესავურ შეწყვილებათა შედეგად სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითების ერთერთი ძირითადი მაჩვენებელია ინბრედული ცხოველის ნაყოფიერების დაქვეითება და ზოგჯერ გამრავლების უნარის დაკარგვაც კი. მაგ. თ.ბეტსის მიერ შოტჰორნის ჯიშის დიუშესის ოჯახის გამოყვანისას, მეოთხე ინბრედულ თაობაში, 14 ფურიდან 11 უნაყოფო იყო. 
მეორე ჯგუფში შედის დეპრესიის უფრო მკვეთრად გამოხატული მოვლენები: 
1. მიიღება სხვადასხვა სიმახინჯეებით დახასიათებული ცხოველები. მაგ. ღორში და ძროხაში ცნობილია 10 სხვადასხვა სიმახინჯე, რომელიც ნათესაური შეწყვილების უზომო გამოყენებით მიიღება. 
2. ემბრიონალური სიკვდილიანობა, რაც ძირითადად აბორტებით გამოიხატება, მიიღება მკვდრადშობილი ცხოველებიც. რაც შეეხება აუტბრიდინგს, მისი უმთავრესი გენეტიკური შედეგი ინბრიდინგის დიამეტრალურად საწინააღმდეგოა - მის შედეგად იზრდება ჰეტეროზიგოტებისა და კომბინაციური ცვალებადობის ხარისხი, ამიტომ აუტბრიდინგი და მისი უკიდურესი სახე - შეჯვარება, სიცოცხლისუნარიანობაზე ინბრიდინგის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და იწვევს მის მკვეთრ გაძლიერებას. აუტბრიდინგის (და განსაკუთრებით შეჯვარების) შედეგად "წარმოქმნილ" სიცოცხლისუნარიანობის ჰიბრიდულ ძალას ჰეტეროზისი ეწოდება. ჰეტეროზისის ნიშნები, ინბრედული დეპრესიის ნიშნების საწინააღმდეგოა. ე.ი ხდება მოზარდის კარგი განვითარება და ცხოველითა ტანადობის ზრდა, სხეულის აგებულობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება, საკვების კარგი ათვისება, მაღალი ნაყოფიერება, აბორტების და მახინჯი ცხოველების დაბადების მკვეთრი შემცირება ან სულაც ლიკვიდაცია. ჰეტეროზისი უფრო ხშირად გამოხატულია ისეთი ნიშანთვისებების მიხედვით, , რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია სიცოცხლისუნარიანობასთან. ჰეტეროზისი განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული შეჯვარების პირველ თაობაში, ხოლო შემდეგ თაობებში კი ეცემა (ქრება). ჰეტეროზისის შედეგია ის, რომ ჯიშთაშორისი შეჯვარებისას მიიღება უფრო ტანადი, მაღალი ნაყოფიერებითა და პროდუქტიულობით დამახასიათებელი შთამომავლობა, ვიდრე საწყის ჯიშებს ახასიათებდათ. ლ. ადამეცს მოყავს საინტერესო მაგალითი: XIX საუკუნის დასასრულს ავსტრიის ერთერთ ალპურ საძოვარზე ზვავში მოყვა ცხვრის ფარა, რომელიც შედგებოდა მთის "სიმკაცრესთან" შეგუებული ადგილობრივი ჯიშის ცხვრისაგან და მისი ნაჯვარისაგან ინგლისურ ჰემპშირთან. მაშველი ძალების მოსვლისას აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ბატკნის 71% დაღუპულიყო იმ დროს, როდესაც ნაჯვარისა მხოლოდ 12.5%. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ცხვრის კონსტიტუციის სიმაგრე და მთლიანი სიცოცხლისუნარიანობა - შეჯვარების შედეგად. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი საქართველოს მეცხვარეობაშიც: კერძოდ 1952 წელს ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე დიდი თოვლი მოვიდა ( ამ ზონაში ეს უჩვეულო მოვლენა იყო). ხალასჯიშიანი ცხვრის დიდი სულადობა დაიღუპა, ხოლო ნაჯვარი ცხვრის დიდი სულადობა გადარჩა. აქამდე ჩვენ უმთავრესად ვლაპარაკობდით ნათესაური შეწყვილების უარყოფითი მოქმედების შესახებ, მაგრამ მას დადებითი მოქმედებაც ახასიათებს და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ეს რომ ასე არ იყოს, ინბრიდინგის პრობლემა ჩვენ წინაშე არც დაისმეოდა, უბრალოდ ავიცილებდით მას. ნათესაური შეწყვილების დადებითი მოქმედება ის არის, რომ ჰომოზიგოტების მაღალი პროდუქტიულობის და სხვა ძვირფასი ნიშანთვისებების განმსაზღვრელ გენებს და მემკვიდრეულად განამტკიცებს მათ. ამ ძნელი მიზნის მისაღწევად, მომშენებელს ინბრიდინგზე უფრო საიმედო საშუალება არ მოეპოვება . 
     თუ არის საუკეთესო ცხოველი და საჭიროა მისი მზგავსი შთამომავლობის მიღება, ყველაზე უტყუარი საშუალება ინბრიდინგია. მეცხოველეობაში მას იყენებენ ორი ძირითადი ზოოტექნიკური ამოცანის გადასაწყვეტად: 
1. საუკეთესო ცხოველისგან მთლიანი ტიპით მისი მზგავსი შთამომავლობის მიღება, რომელშიც მისი გენოტიპი იქნება განმტკიცებული. ეს ძალზე რთული ამოცანაა, ვინაიდან საუკეთესო ცხოველებს უმეტესად ჰეტეროზიგოტი გენოტიპი აქვთ და ამის გამო ხდება გენეტიკური დათიშვები, იზრდება ვარიაციების კოეფიციენტი. 
2. ჯიშის შიგნით ერთმანეთისგან გარკვეული დონით განსხვავებული ჯგუფების, სამომშენებლო ხაზებისა და ოჯახების - მაშასადამე ჯიშის სტრუქტურის შესაქმნელად. ამრიგად , ინბრიდინგს წინააღმდეგობითI მოქმედება ახასიათებს........ერთის მხრივ იწვევს დეპრესიას, მეორე მხრივ საუკეთესო თვისებების გამრავლებისა და უნიკალური თვისებების გავრცელების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით, დახელოვნებული მომშენებელი საუკეთესო თვისებებს "ჯოგის" საკუთრებად აქცევს. ნათესაური შეწყვილების ასეთი წინააღმდეგობითი მოქმედება იყო იმის მიზეზი, რომ ნათესაური შეწყვილების პრობლემა ზოოტექნიკური მეცნიერების აქტუალური თემა იყო ყველა დროს და მისდამი დამოკიდებულება იცვლებოდა. არსებობს VIII საუკუნის დოკუმენტი იმის შესახებ, რომ არაბებს ეკრძალებოდათ ნათესავი ცხენების ერთმანეთთან შეწყვილება. ალბათ წარსულის პრაქტიკამ აჩვენა არაბეთში, ინბრიდინგის ყველა მავნე შედეგი. უფრო გვიან XVIII საუკუნეში, როდესაც საჭირო გახდა მაღალპროდუქტიული ჯიშების მასობრივად შექმნა, ისევ დაიწყო ინბრიდინგით "გატაცება", განსაკუთრებით ინგლისში, სადაც ყველაზე მეტი ჯიში შეიქმნა იმ დროს. მაგ. სახელგანთქმული ინგლისელი მომშენებელი რობერტ ბეკველი ფართოდ იყენებდა ინბრიდინგს. ამის გამო მის ნაყოფიერ მუშაობას ინბრიდინგს მიაწერდნენ, რაც არ იყო სწორი. ბეკველი თავის სანაშენე მუშაობის მეთოდებს საიდუმლოდ ინახავდა, ჩანდა მხოლოდ ის, რომ ნათესავ ცხოველებს აწყვილებდა და ამიტომ ყველაფრის მიზეზი ინბრიდინგი ეგონათ. ეს კი ხელს უწყობდა ინბრიდინგის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას. ცნობილია იმავე ეპოქაში ძმებმა რობერტ და ჩარლზ კოლინგებმა ძროხის შორტჰორნის ჯიშის გამოყვანისას ფართოდ გამოიყენეს ინბრიდინგი. სხვა, ნაკლებად გამოცდილ მომშენებლებს კი არ გაუმართლათ და სრულიად დაეღუპათ ჯოგები. განსაკუთრებით გერმანელები დაზარალდნენ. ამან XIX საუკუნის შუა წლებში ისევ უარყოფითი დამოკიდებულება განაპირობა ინბრიდინგისადმი, განსაკუთრებით გერმანიაში, აგრეთვე რუსეთში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გერმანელი ზოოტექნიკოსი როდე წერდა , თითქოსდა სანაშენე წიგნები მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ შემთხვევით ნათესავები არ შეეწყვილებინათ. გასული საუკუნის დასაწყისში და უფრო ადრეც მსოფლიო მეცხოველეობის ანალიზის საფუძველზე ნ. კულეშოვმა აღიმაღლა ხმა ინბრიდინგის ასე ხელაღებით უარყოფის წინააღმდეგ. მან გვიჩვენა, რომ სანაშენე მუშაობის გარკვეულ ეტაპზე და გარკვეული ამოცანების შესასრულებლად ინბრიდინგი უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ არა ისე უზომოდ და უსისტემოდ როგორც ინგლისში, არამედ მხოლოდ გარკვეულ პირობებში და გარკვეული მიზნების მისაღწევად.

 სტატიის ავტორი: andro



წყარო: http://simba.ge/
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: Admin (23.07.2013)
ნანახია: 2949 | ტეგები: dzaglebi, ნათესაური, მონადირე, monadire, shejvareba, შეჯვარება, შეწყვილება, inbridingi, ინბრიდინგი, heckvileba | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика