ჰამილტონსტევარე შვედეთში კულტივირებული, შესანიშნავი სანადირო თვისებების მქონე, მდევარია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებადაა ცნობილი. შეზღუდული რაოდენობით ჰყავთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასა და აშშ-ში. როგორც ამბობენ, საკუთარ ქვეყანაში ამ ჯიშის პოპულარობა პირველ რიგში განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ეს მდევრები ოსტატურად მუშაობენ კურდღელზე, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას შველს. შეგუებულნი არიან დაბალ ტემპერატურას, და კარგად ნადირობენ თოვლშიც, თოვლი კი შვედეთში იშვიათი არაა. ეს ჯიში 19 საუკუნის მეორე ნახევარში გრაფმა ჰამილტონმა გამოიყვანა, რომელიც შვედეთში მეძაღლეობის პირველი კლუბის დამფუძნებლად ითვლებოდა. მან მიზნად, ახალი სანადირო თვისებებით გამორჩეული ჯიშის შექმნა დაისახა. საამისოდ ინგლისური ფოქსჰაუნდი და სამი გერმანული ჯიშის, კერძოდ კი: კურლანდიული, გოლშნტიკური, და ლიუნენბერგული მდვრები გამოიყენა და მიზანსაც მიაღწია. ჰამილტონსტევარე ჭკვიანი დამჯერი ძაღლია, მაგრამ ზედმეტად ტემპერამენტიანი და ხმაურიანი. დიდ ფიზიკურ დატვირთვებს მოითხოვს ამიტომ მისი სოფლის პირობებში შენახვა სჯობს. ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია: თავი-წაგრძელებული ხმელი. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერად გამოხატული. კეფის ბორცვი ნაკლებად შესამჩნევი. ღაწვები მჭიდროდ მიკრული. ცხვირი სწორი. ცხვირის წვერი აუცილებლად შავი, ფართო, კარგად განვითარებული ფართო ნესტოებით. თვალები-მშვიდი გამომეტყველების, მუქიყავისფერი ფერის. ყურები-საშუალო სიგრძის, ოდნავ მაღლა დაყენებული. ტანი-ზურგი სწორი, მძლავრი, წელი მოკლე. მუცელი დაკუნთული, ოდნავ აკრეფილი. თათები-შეკრული ძლიერი, კარგად განვითარებული ბალიშებით. კუდი-საშუალო სიგრძის, მაღლა დაყენებული, ზომიერად მსხვილი, და ბოლოსკენ შევიწროვებული. ბეწვი-სწორი მოკლე, მჭიდრიდ მიკრული. კუდის ქვედა მხარეს მეწვი შეიძლება იყოს ოდნავ გრძელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ანაჩეჩით. ფერი-კისრის, ზურგის, გვერდებისა და კუდის ზედა მხარე შავი. თავი კიდურები, კუდის ქვედა მხარე ყავისფერი. სახის ბოლო, ყელი, მკერდის წინა მხარე, თათები და კუდის ბოლო თეთრი. სიმაღლე-ხვადები 570მმ (დასაშვებია 500-დან 600-მდე), ძუები 530მმ (დასაშვებია 460-დან 570მმ-მდე).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!