ფრინველები (შავარდენი და შევარდნისებრი,მიმინო,ქორი,არწივი და ...) აუცილებელია ვკვებოთ უმი ხორცით, სასურველია ახალი,თუმცა შეიძლება მივცეთ გაყინული ხორციც (ოღონდ აუცილებლად გადნობისა და ნორმალურ ტემპერატურამდე გათბობის შემდეგ).საკვებად ვარგისია ყველანაირი ფრინველისა და ცხოველის უმი ხორცი.დაგეშვის ანუ გაწვრთნის პერიოდში მტაცებელი აუცილებელია ვკვებოთ უცხიმო ანუ მჭლე ხორცით,რადგანაც მტაცებელს რომელსაც მიღებული აქვს ქონიანი საკვები,გაშვების შემდეგ უჭირს ან არ სურს ხელზე მოსვლა.დაგეშვის დროს საუკეთესოა ფრინველის ხორცი.შესაძლებელი საქონლის მჭლე ხორციც,მხოლოდ ამ შემთხვევაშიც კვირაში 2-3 ჯერ ფრინველის ხორცი აუცილებელია (ამ დროს სასურველია,ფრინველის ბუმბულიც თუ შეყვება ხორცთან ერთად).ხორცის გარდა მტაცებლები შეიძლება ვკვებოთ მოხარშული კვერცხითდა ასევე შეიძლებაჭყინტი ყველიც. ოღონდ ყველა ის საკვები რომელსაც მივცემთ მტაცებელს უნდა იყოს აბსოლიტურად უმარილო. დაიმახსოვრეთ!!! ხორცს,სანამ მტაცებლის საკვებად გამოვიყენებთ, აუცილებად უნდა გავავლოთ წყალი.ასევე მტაცებლის კვების დროს აუცილებელია ხელები გვქონდეს სუფთა,რათა მარილის გარდა საკვებს არ შეყვეს ნიკოტინი(თუთუნი).
წყალი მიმინოს თასით სულ უნდა ედგას.თასი უნდა იყოს ისეთი,რომ მიმინო თავისუფლად ჩაჯდეს და წყალი დალიოს და დაიბანოს (დაბანის დროს მიმინო ბუმბულს ჭუჭყს აშორებს და დაზიანებულ ბუმბულს ისწორებს).წყალი თასში უნდა ჩავასხათ დაახლოებით 3-4 თითის დადებაზე,არც ცოტა და არც მეტი (მიმინო რომ არ დაიხრჩოს).წყალი რეგულარულად უნდა ვცვალოთ და ყურადღება მივაქციოთ რომ არ იყოს ქლორიანი (თუ ქალაქში ონკანიდან ვიღებთ წყალს,სასურველია 2 საათის დაყენებული წყალი უნდა იყოს,რათა ქლორმა მოსწროს განეიტრალება),მარილიანი და სხვა რამით დაბინძურებული.
პ.მ მე დამილევინებია ქლორიანი წყალი და არ მოუკლავს,მაგრამ მაინც ვთვლი,რომ არასასურველია.
ამ სტატიის წაკითხვის დროს თუ რაიმე ვერ გაიგეთ, ან რაიმე შეკითხვა დაგებადათ, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენი საიტის ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან "ადმინისტრ. დაკავშირებ"-ის ოფციით. ადმინისტრაცია
არასდროს არ ამიწონია მიმინოსთვის მისაცემი საკვები.4 ბეღურას შეჭმა შეუძლია.დედალ შევარდენს სჭირდება 120-130 გრამი ხორცი,ან ერთი მტრედი, თუმცა დაგეშილ ფრინველს, რამდენიც მას სურს იმდენს არ ვაჭმევთ, არამედ რამდენიც საჭიროა.როდესაც გეყოლება მტაცებელი თვითონ მიხვდები აუწონლადაც რამდენი უნდა მისცე.რაც შეეძლება საკვების რაოდენობას,იმაზე მეტს რაც შეუძლია ვერანაირად ვერ შეჭამს.მიმინო რამოდენიმე დღე სრულყოფილად არ ჭამს,ბევრად ნაკლებს ჭამს ვიდრე შეუძლია მიირთვას. თუმცა უცხოელები წონიან და ჟურნალსაც აწარმოებენ დღეების მიხედვით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!