ჭაობის ფრინველებზე ნადირობა სპორტული და საინტერესოა. თითქმის არაფრით ჩამოუვარდება გაუვალ ეკალბარდებში ტყის ქათამზე ნადირობას.
ჭაობის ფრინველებზე ნადირობას მონადირე სპორტსმენისგან მოითხოვს ძალას, გამძლეობას, უსწრაფეს რეაქციას და რაც მთავარია აყალიბებს მას ნამდვილ მონადირედ, ჩუბინ მსროლელად.
არაფერი შეედრება ნისლში დანთქმულ ჭაობის მწვანე ნაპირზე პოინტერის ნაბულს მის სილამაზეს. ძლივს გარბიხარ ძაღლისკენ, რომელსაც დაძაბულობისგან ნესტოები უთრთის და მალიმალ იხედება თქვენსკენ. ჭაობიდან ჭყივილით ამოვარდნილ ბეკასს ახალბედა მონადირეები უიმეო სროლით აცილებენ, რადგან მისი ფრენის სისწრაფე 15-20 მეტრია წამში...თუმცა სჯობს ყველაფერი თანმიმდევრულად ვთქვათ. ჩვენი ჭაობის ფრინველები გადამფრენია. ძირითადად ვხვდებით: ჩიბუხას (ბეკასს), გოჭას (დუპელს), და ჭყიამპოს (გარშნეპს). ჭაობის დანარჩენ ფრინვლებს ვესვრით შემთხვევით შემხვედრთ. ესენია: ლალღა, ლერწმის ქათამურა და სხვა.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჩვენში ჩიბუხაა. ეს გრძელნისკარტა ფრინველი პირველად გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე. იგი მრავლად გვხვდება ყველანაირ ჭაობში, მდინარის თუ ტბის პირა ჭანჭრობებში. საშემოდგომო გადაფრენა ჩვენში სექტემბრის დასაწყისიდან იწყება და ორ თვეს გრძელდება.
სწორედ სექტემბრიდან ვიწყებთ ამ ფრინველზე ნადირობას, რომელიც ტანით მწყრისოდენაა, ხოლო შეფერილობით კი მასზე მუქია. აქვს აგრეთვე გრძელი ნისკარტი და თეთრი გული. ჩიბუხაზე, ისევე როგორც ტყის ქათამზე ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი მეძებარი. უპირატესობას ვერ მივანიჭებდი ვერცერთი ჯიშის მეძებარს. კარგია ის ძაღლი, რომელიც ქარის საწინააღმდეგოდ, მქოსებური მოძრაობიტ, საშუალო ტემპით ეძებს ფრინველს ,.. ჩამოგდებული კი პატრონთან მიაქვს. იდეალური ვარიანტია, თუ ძაღლს კარგი ყნოსვა აქვს, ვინაიდან მას საშუალება არ აქვს ჭაობში კვალით ეძებოს ეს ფრინველი. რადგან ჩიბუხა უმთავრესად წყლიან ადგილებში გვხვდება. საკმაოდ შედეგიანია ტანმორჩილი სპანიელიც, მაგრამ ამ ძაღ»ით ნადირობა, ჩემი აზრით ნაბულის არქონის გამო, ნაკლებად ემოციურია.
საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ჩიბუხა მეძებარ ძაღლს ნაბულზე იშვიათად უჩერდება - მცდარია. იმ ადგილებში სადაც ჭაობში ბალახი საფარი დაბალია ჩიბუხა მართლაც ფრთხილია და მიახლოებულ მეძებარს თუ მონადირეს სასროლ მანძჲლე იშვიათად უშვებს. ხოლო ზომიერ ბალახში იგი მყარად ზის, განსაკუთრებით თუ სიცხეა დამეძებარს კარგად უჩერდება ნაბულზე. ეს საშუალებას აძლევს მონადირეს დამშვიდებულად ესროლოს მას, რომელსაც ინგლისურად „სნაიპი" ჰქვია, აქედანვე წარმოსდგება სიტყვა სნაიპერი.
ნადირობისათვის საუკეთესო დროდ შეიძლება ჩაითვალოს ოქტომბერი. ჩიბუხა ამ დროს მსუქანი და ძალზედ გემრიელია. ნადირობის დაწყება დილით ადრეც შეიძლება, მაგრამ უკეთესია ნადირობას მაშინ შევუდგეთ, როდესაც მზე კარგად ამოიწვერება. ოქტომბრის დასაწყისში ჩვენში კარგად ცხელა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ფრინველი სიცხეში კარგად უჩერდება მეძებარს ნაბულზე რაც კარგი ნადირობის საწინდარია. თვალის დახამხამება და ეს გრძელნისკარტა ფრინველი თვალს მოეფარება ხოლმე. ამიტომ საჭიროა ამოფრენილ ბეკასს მანამდე ვესროლოთ, სანამ ის თავისი ზიგზაგებით დაიწყებდეს ფრენას.ეს კი მსროლელისგან ძალზედ სწრაფ რექაციას მოითხოვს. რაღაც წამია საჭირო იმისათვის რომ ფრინველი საფანტის კონაშჰი მოექცეს. გვახსოვდეს ბეკასზე არ შეედრება არც სასტენდო სკოლაში მეცადინეობა და არც არანარი თეორიული თუ პრაქტიკული სწავლება... ამ ფრინველზე ნადირობა სროლის საუკეთესო სკოლაა.
პირადად მე ძალზედ მიყვარს ამ ფრინველზე ნადირობა. მოკლული მყავს თითქმის 4 ასეული ცალი. სექტემბერ-ოქტომბერში მონადირეთა დიდი ნაწილი მწყერზე ნადირობს, მე ამ ფრინველზე განმარტოებით ნადირობას ვამჯობინებ. მე არ უარვყფ მწყერზე ნადირობის დიდ სპორტულ მნიშვნელობას, მაგრამ ჩიბუხაზე ნადირობა ბევრად ემოციურია. მასზე ნადირობისას საუკეთესოა ცილინდრულ ლულებიანი თოფი. ვხმარობ №10 ს ან №11 საფანტს, რომელსაც ვყოფ 4-5 ნაწილად კაპრონის საფენებით.
ნადრობისას ქარის საწინააღმდეგოდ ვუშვებთ ძაღლს და, და რაც შეიძლება ნაკლები ხმაურით მივუყვებით ჭაობს. ნაბულზე დამდგარ ძაღლს ვუახლოვდებითაუჩქარებლად, მაგრამ ამავე დროს ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ რადგან ფრინველი შეიძლება ჩვენს მიახლოებამდე აფრინდეს. ძაღლის მიტანების შემდეგ აფრენილ ჩიბუხას რაც უფრო მალე ვესვრით, მით უფრო კარგია რადგან იგი სწრაფად გადის სასროლი ზონიდან.
გოჭაზე, ისევე როგორც ჩიბუხაზე, ნადირობენ ნაბულიანი მეძებარი ძაღლით ან სპანიელით. გოჭა ჩიბუხაზე შესამჩნევად დიდია, მასზე ოდნავ მოკლე ნისკარტი და მონაცრისფრო მკერდი აქვს. ეს ჩუმი საიდუმლოებით მოცული ფრინველი საგაზაფხულო გადაფრენას აპრილის შუა რიცხვებში იწყებს, რაც თითქმის ორ თვეს გრძელდება. ის საკმაო რაოდენობით გვხვდება ტაბაწყურის და ერწოს ტბის მიდამოებში, ქარელის, სკრის სველ მინდვრებში, წალკის ნინოწმინდისა და დმანისის მინდვრებში. დუპელი უფრო მეტად ჭირვეულია ადგილის არჩევაში ვიდრე-ბეკასი. ის ყველანაირ ჭაობში როდი ჯდება. უპირატესობას სველ მინდვრებს ანიჭებს. მსგავსი ადგილები ჩვენში წლითიჭლობით მცირდება და ამ ფრინველის რიცხოვნობაც თანდათან კლებულობს.
გოჭა ზარმაცია, იგი ძალზედ ახლოს უშვებს მონადირე ძაღლს და თითქმის ცხვირწინ უფრინდება ფრთების ხმაურიანი ფრთხიალით და მოკლე, განუმეორებლად სევდიანი ხმით. დამჯდარი დუპელი ისე მაგრად ეკვრის მიწას, რომ საშუალო ყნოსვის მქონე ძაღლისათვის საკმაოდ ძნელი საპოვნია. პირადი პრაქტიკიდან არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა ჩემი ბავშობიდან. ჩემი პირველი ძაღლი, ინგლისური სეტერი რიტა ულამაზესი ნაბულის შემდეგ წინ გავარდა, და როდედდსაც ამოფრენილ ფრინველს 10 ნომერი საფანტი ვესროლე, მან ფრენით მდინარე გადაკვეთა და გაღმა მინდორზე დაჯდა. წუთში იქ გავჩნდი და ძაღლს მოძებნა ვუბრძანე. 20-წუთიანი ძებნა ამ შიშველ მინდორზე უშდედგოდ დამთავრდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ ბალახში ჩამჯდარი ლამაზი ფრინველი შევნიშნე დაჭრილი გოჭა ხელით დავიჭირე. სხვადასხვა სანადირო ლიტერატურაში ხშირად აღწერენ დუპელის მსგავს თვისებას, საკმარისია იგი ოდნავ შეინძრეს, რომ საშუალო ყნოსვის ძაღლისთვისაც ადვილი საპოვნი გახდება.
გოჭაზე ნადირობა უმჯობესია დილაადრიან დავიწყოთ. ამდროს საჭმელად გამოსული ფრინველი გვხვდება ჭაობი შედარებით ღია ადგილებში, ჭაობის პირა ფშანებში, ხანდახან კარტოფილისა და ჭარხლის ნათესებში.
საკმარისია ერთი დუპელიც კი ვნახოთ, რომ ახლომახლო ადგილები გულდაგულ მოვსინჯოთ. ხშირად პატარა ფართობში იყრიან ხოლმე თავს. ხანდახან ძაღლი წყვილ გოჭას წამოაფრენს ხოლმე, რომლებიც არსწორხაზოვნად მიფრინავენ ხოლმე ჩვენგან მარცხნივ და მარჯვნივ ეს კი საშუალებას გვაძლევს ზუსტი სროლის ტექნიკა ორი სროლით გამოვამჟღავნოთ. გადამფრენი დუპელი ხშირად გაურბის ძაღლს და საკმაოდ შორს მიფრინავს. მზის ამოსვლის შემდეგ დუპელი შედრებით მაღალ ბალახში თუ ლელქაშში იმალება და მისი პოვნა ძნელდება.ამ ფრინველზე ნადირობისას სასურველია ძაღლი გამოცდილი იყოს. დუპელს ვესვრით 8 ან 9 ნომერ საფანტს, რადგან იგი ბეკასზე უფრო ადვილად იტანს ჭრილობას. სროლის დროს მთავარია არ ვიჩქაროთ, რადგან დუპელი სწორხაზოვნად მიფრინავსდა მისი სამიზნეზე დასმა ბეკასთან შედარებით ბევრად ადვილია. დუპელი ბეკასზე ადრე მიფრინავს თბილ ქვეყნებში. იგი ჩვენს მხარეს 10-15 ოქტომბრისკენ ტოვებს ხოლკმე. ბევრად უფრო გვიან მიფრინავენ ხოლმე თბილ ქვეყნებისკენ ბეკასები. ბევრმა შეიძლება იფიქროს რომ ამიტ მთავრდება ახალ სეზონზე ჭაობის ფრინველზე ნადირობა მაგრამ არა.
მაშ ასე, თბილი ქვეყნებისკენ მიფრინასვ ბეკასი, უეცრად გაქრება ისედაც საიდუმლოებით მოცული დუპელი და გამოჩნდება ჭაობის მონადირესათვის საყვარელი ფრინველი ჭყიამპო, იგივე გარშნეპი. იგი ტანად ბეღურაზე ოდნავ დიდია,გარეგნულად კი ძალზედ წააგავს ბეკასს, თუმცა ბევრად მოკლე ნისკარტი აქვს. ჭყიამპო პირველ თოვლამდე რჩება ხოლმე ჭაობებში რაც მონდაირეს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხანს დატკბეს თავისი ძაღლის ოსტატობით.
ჭყიამპო ჭაობის ფრინველებიდან ყველაზე მშვიდია და ყველაზე ახლოს უშვებს ძაღლს. მას შეიძლებაცგვერდითაც ჩაუარო, მაგრამ ისე მყარად ზის ადგილზე, რომ არაფრით არ აფრინდება გარდა ცალკეული შემთხვევებისა, ამიტომ მასზე ნადირობა მეძებარი ძაღლის გარეშე უაზრობაა.
გარშნეპი ნელა და სწორხაზოვნად ფრინავს, მისი მოპოვება ადვილია. თუმცა პირქარის დროს ეს ფრინველი აწყდება რა ქარს, ზიგზაგებიტ იწყებს ფრენას, ქარი აქეთ იქით აგდებს და საოცრად ძნელ სამიზნეს ხდის. ამ შემთხვევაში ეს სამიზნე არ ექვემდებარება სანადირო გლუვლულიანი თოფით სროლის სწორ წესსა და პრინციპს.
გარშნეპის პოვნა შეიძლება ძლიერ დაჭაობებულ, ნესტიან და ლელქაშიან ადგილებში, გვხვდება აგრეტვე საბეკასე ჭაობებში. ასე რომ ოქტომბერ ნოემბერში ერთდროულად შეგვიძლია ვესროლოთ გრიგალივით სწრაფ ბეკასს და პეპელასავით ნელა მფრენ პატარა ჭყიამპოს. ასეთი ნადირობა ყოველთვის საინტერესო და სპორტულია.
ახლა ორიოდე სიტყვით ჭაობის დანარჩენ ფრინველებზე, რომელსაც ბეკასზე, დუპელზე და გარშნეპზე ნადირობისას ვხვდებით. ესენია ღალღა და ლერწმის ქათამურა. ეს ფრინველები ერთმანეთს ძალიან გვანან ცხოვრების წესითაც და გარეგნულადაც. ლალღა ლაინასებრთა წარმომადგენელია. იგი ძალზე უხილავი ფრინველია. ეწევასაიდუმლოებიტ მოცულ ცხოვრებას, მისი ხმა ხშირად ისმის ღამღამობით ჭაობებიდან. გაზაფხულზე მაისში გამოჩნდება ხოლმე და ხანდახან აუარებელს შევხვდებით ხოლმე პურის ყანებსა თუ სათიბებში. მუქი ყავისფერია, წითელი ფეხები აქვს. იგი უხეიროდ დაფრინავს და პეპელას მოგვაგონებს. სამაგიეროდ საოოცრად სწრაფად დარბის, იმდენად სწრაფად რომ კარგი მორბენალიც შეიძლება ვერ დაეწიოს. ამიტომ ამ ფრინველზე ყველაზე კარგად სპანიელი ნადირობს, რომელიც კვალზე მიჰყვება ფრინველს და აიძულებს მას ნახტომებით აფრინდეს. რადგან ღალღა მაღალ ბალახში დიდხანს არ უჩერდება ძაღლს ნაბულზე და გაქცევით შველის თავს, ამიტომ ახალგაზრდა მეძებარი მიზანშეწონილი არ არის მასზე ვამუშაოთ, რადგან ძაღლი კვალზე მუშაობას ეჩვევა რაც ერთობ არა სასურველია.
ლერწმის ქათამურა მოლურჯო მონაცრისფრო ფრინველია, იგი ღალღის ოდენაა. ვინაიდან მისი ქცევა და ადგილსამყოფელიც ისეთივეა როგორც ღალღასი, ამოტომ ამ ფრინველს იგივე წესით მოიპოვებენროგორც ღალღას. ორივე ფრინველს ესვრიან 8, 9, ან 10 ნომერ საფანტს. ხშირად ჩვენ ვნადირობთ მდინარის დაჭაობებულ ნაპირებზე ანდა იმ ჭაობებში, სადაც მრავლადაა საკმაოდ ღრმა გუბურები. ამშეთხვევაში ძალზედ კარგი იქნებათუ ჩვენი ძაღლი თამამდ შევა წყალში ჩამოგდებული ფრინველის გამოსატანდ ნებისმიერ შემთხევაში ნანადირევი ჩვენს თასმზე ჩამოკიდებული არმოჩნდება.
როდესაც ჩასასვლელად ჩაიწვერება შემოდგომის მზე და სიგრილე იგრძნობა თქვენ შინ მიეშურებით ნადირობით დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი რადგან ერთი შეხედვით და უძრავ ჭაობშჲ იხილეთ აუარებელი ცოცცხალი არსება უსწრაფესი ბეკასი, რომელსაც თურმე ინგლისში სნაიპს უწოდებენ, ჩუმი სწორხაზოვნად მფრენი დუპელი, პეპლისმაგვრად მოფარფატე გარშნეპი, წითკლად ყავისფრად შეღებილი ღალღა, რომლის ხმაც ხშირად ღამღამობით მოისმის ხოლმე ჭაობებიდან.
ზვიად ბუთურიშვილიჟურნალი "ნადირობა"