ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

ბატებზე ნადირობა

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერი მონადირისთვის ბატი ერთ–ერთი მიმზიდველი ტროფეია, მაგრამ მისი მონადირება უმრავლესობისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება. თუმცა, როცა გარკვეული გამოცდილება გაქვს, მოთმინება რ გღალატობს და სათანადოდ ხარ აღჭურვილი, ბატზე წარმატებული ნადირობა ჩვენთანაც შეიძლება. საამისოდ ყველაზე მოსახერხებელი თებერვალია
პირველ რიგში, აუცილებელია ბატების მიმოფრენის მარშრუტის დადგენა, ისინი ხომ რეგულარულად მოძრაობენ დასასვენებელი ადგილებიდან საკვებ „მოედნებამდე“ და პირიქით. ასეთი მარშრუტი შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინო, მაგრამ აჯობებს, თუ რაიონებში მცხოვრებ ნაცნობ მონადირეებს დაიხმარებ. მართალია, მათი უმრავლესობა ბატზე საერთოდ არ ნადირობს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ინტერესიანი ხალხია, დაკვირვებული თვალი აქვთ და ყველაფერს ამჩნევენ, მით უმეტეს, როცა ამის გაკეთებას გულით სთხოვ…
საფარი– სანადირო რაიონის შერჩევის შემდეგ საფარის მოწყობის ან სანგრის ამოთხრის ჯერი დგება, არ უნდა დაივიწყოთ რომ ბატებზე წარმატებული ნადირობის უპირველესი პირობა–ეფექტურად შენიღბვაა. ეს ფრინველი საოცრად ჭკვიანი და ძალიან ფრთხილია, უმნიშვნელო შეცდომასაც კი არ გაპატიებთ.

საფარი უმჯობესია ღამით მოაწყოთ, რათა ბატებმა შემთხვევით არ აღმოგაჩინონ. მე სანგრის ამოთხრა მირჩევნია(ჯარში ფეხოსანი ვიყავი და, ალბათ, იმიტომ)– უფრო კომფორტულია, თან შეგიძლია მეგობარიც მიისვა გვერდით.. ამოთხრილი მიწის ახლოს დაყრა არ შეიძლება, ის მოშორებით უნდა მიმოფანტოთ. სანგრის „იატაკი“ და „კედლები“ ჩალა–ბალახეულით ან სპეციალური ბადით დაფარეთ, რათა მაღლიდან შავ ლაქად არ მოჩანდეს და კიდევ ერთი, საფარის მოწყობა არ ვარგა განცალკევეით მდგომ დიდ ხესთან, ბუჩქნარის კუნძულებთან და ელექტროგადამცემი ანძების სიახლოვეს. ასეთ ადგილებს ბატები ყოველთვის ერიდებიან…
პროფილები და ფიტულები– დღეს პროფილის ან ფიტულის შეძენა პრობლემა არაა. აქ თუ ვერ იშოვით ინტერნეტით გამოწერაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა ყველას გასაბერი ჯობია–მსუბუქია და კომფაქტური. რამდენი ცალია საკმარისი? რაც მეტი იქნება უკეთესია – 20 ცალი ოპტიმალურია . ფიტულები 5–6 ცალიან ჯგუფებად უნდა დასვათ, ერთმანეთისგან 3–5 მეტრის დაშორებით. თითოეულ ჯგუფში ერთი ფიტული „მოდარაჯე“ უნდა იყოს, ნაწილი უნდა „იკვებებოდეს“, ნაწილი კი– „ისვენებდეს“. ისინი საფარიდან 20–30 მეტრში ან ბატების გადმოფრენის საპირისპირო მხარეს ვალაგებ…

სატყუარა– ბატზე ნადირობისას, როცა მაღალი ხარისხის სატყუარა საყვირი გაქვს და მას ოსტატურად იყენებ, ითვლება, რომ საქმე ნახევრად გაკეთებული გაქვს. ეს სრული ჭეშმარიტებაა. საყვირი რთული ინსტრუმენტია, მისი გამოყენება უნდა ისწავლოთ. მე დიდი ხნის წინ შეძენილი მაგნიტოფონის კასეტა მაქვს, სადაც ფრინველთა ხმები საკმაოდ სუფთადაა ჩაწერილი. მას ვრთავ და დროდადრო „საშინაო დავალებას ვიმეორებ“, ვცდილობ, სატყუარით მაქსიმალურად ზუსტი ტონალობისა და ტემბრის ხმა გამოვცე…

ნადირობა– სანგარში გათენებამდე უნდა დაჯდეთ. თუ გინდათ გაგიმართლოთ, მთავარია მოთმინება., და კიდევ ერთხელ მოთმინება. მუხლის გასაშლელად ორმოდან ამოძრომა, მობრუნება და იმედის გადაწურვა დაუშვებელია.ბატები, როგორც წესი, სოლისებურად ან ტეხილი მწკრივით მოძრაობენ. განვიხილოთ რამოდენიმე ვარიანტი:
– ზოგჯერ ბატები ჰორიზონტზე გამოჩნდებიან, მინდორს შემოუფრენენ, მაგრამ არც ფიტულებს, არც სატყუარის ხმას ყურადღებას არ აქცევენ და მოშორებით სხდებიან. ისინი დაუყოვნებლივ უნდა დააფრთხოთ(მე მათი მიმართულებით მრგვალ ტყვიას ვისვრი. ერთხელ, დაახლოებით 100–120 მეტრში ასეთი, ალალბედზე ნასროლი ტყვია ერთ–ერთ ბატს კისერში მოხვდა, ცოტა ხანს იფართხალა და ადგილზე დარჩა), რადგან ნებისმიერი სხვა გუნდი უყოყმანოდ მათთან დაჯდება. როგორი მაღალი ხარისხისაც არ უნდა იყოს ფიტული, ცხადია, ბატებისთვის მათი ცოცხალი თანამოძმე უფრო მიმზიდველია:
თუ ბატები მოძრაობისას ერთმანეთს ეხმიანებიან, ე.ი. დასაჯდომ ადგილს ეძებენ. დაუყოვნებლივ უნდა მისცეთ „მოსაპატიჟებელი“ სიგნალი. თუ გუნდი შემობრუნდა , ეს იმის მაჩვენებელია , რომ რომ ფიტულები შენიშნეს. ამ დროს უნდა გაირინდოთ.
– უმოქმედობა საჭიროა მაშინაც, როცა გუნდი ახლოს, დაბალზე, უხმოდ მოფრინავს. თუ სასროლ მანძილზე გადაიარეს, ხომ კარგი, თუ არა და–გაატარეთ მხოლოდ ერთი ჩაბერვით „ცალყბად დაპატიჟების“ სიგნალი დააწიეთ. ხშირად ამ მეთოდით 120–150 მეტრზე გასული ბატები უკან ბრუნდებიან…

–როცა ბატები 30–35 მეტრამდე მოგიახლოვდებიან, სწრაფად უნდა წამოდგეთ. ამ დროს გუნდის მწყობრი სვლა ირევა. ზოგიერთი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გადაუფრინოს მონადირეს თავზე, ნაწილი ვერტიკალურად ჰაერშ იჭრება. რაც უნდა დიდი იყოს გუნდი, მის შუაგულში სროლა როგორც წესი უშედეგოა ხოლმე. ყოველთვის კონკრეტულ ფრინველს უნდა დაუმიზნოთ და ესროლოთ.
თოფები.

ბატზე სანადიროდ ნებისმიერი გლუვლულიანი თოფი გამოდგება, ძალზე მსუბუქი, ახლო მანძილზე სასროლი ცილინდრულლულიანების გარდა, თუმცა თუ საქმე არჩევანზე მიდგა ნახევარავტომატი საუკეთესო ვარიანტია

ბატზე სასროლად უმჯობესია გამოიყეენოთ 34–36 გრამიანი კონტეინერიანი ვაზნები, 0–1–2 საფანტით გატენილი(გამოდგება ასევე სახლის პირრობები გატენილი, თავ მოხვეული კონტეინერიანი ვაზნები). ასეთი ვაზნებით შეგიძლიათ ბატი ზღვრული მანძილიდან, 50 მეტრიდანაც ჩამოაგდოთ. ფრინველს სულ მცირე 4–5 ცალი საფანტი მაინც უნდა მოხვდეს რომ ჩამოაგდოთ და უპრობლემოდ აიღოთ. მოახერხებთ თუ არა ამას ეს უკვე მონადირის ოსტატობაზე და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

დაწვრილებით იხილეთ ჟურნალ “ნადირობაში”



წყარო: http://monadire.com
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: hunting-jim (26.01.2015)
ნანახია: 2528 | კომენტარი: 3 | ტეგები: ბატებზე, ნადირობა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 შოთიი   (17.08.2015 16:48:33) [მასალა]
მაგარი სტატიააა 166

+1  
2 akson777   (28.01.2015 17:46:08) [მასალა]
საგაგაფხულო ნადირობა ისე წესით უნდა იყოს საქართველოში ორგანიზებული ისევე როგორც ყველა ქვეყანაშია. 2-3 კვირიანია ძირითადად : იხვზე ,ბატზე ,დუპელზე თუნდაც სანადიროდ რო გაკეთდეს კარგი იქნება თან არ არის რთული მარა არ კეთდება...

0   Spam
1 hunting-jim   (28.01.2015 16:42:37) [მასალა]
კი როგორ არ ვიცი gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика