ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ფრინველები    

დურაჯი, Francolinus francolinus, турач
    
    
ჩვენი ქვეყნის მკვიდრ ფრინველთაგან განსაკუთრებით მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ დურაჯის დაცვა-გამრავლებას.
     დურაჯი ჩვენში ბოლო ხანებში თითქმის მთლიანად გადაშენდა. მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებში ისევ გაჩნდა მდინარე ივრის ნაპირებზე, წითელწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში, განსაკუთრებით ალანდარა-ივრის აღკვეთილის დაარსების შემდეგ. რასაკვირველია, ჯერ ნაადრევია ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიაზე მისი რაოდენობის აღდგენა-გავრცელებაზე ძველ საზრვრებსი, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც იყო 1946-1960 წლებში.
     როგორც ლიტერატურული წყაროებიდან ჩანს, დურაჯი საქართველოში მასიურად გავრცელებული სანადირო ფრინველი ყოფილა. შოთა რუსთაველი თავის "ვეფხისტყაოსანში" წერს:
                "მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა"
                "ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა"
                "მოვიდა,მივსცენ დურაჯნი,მთხოვა ცეცხლითა დაგულსა"
                "დურაჯნი მივსცენ,გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა".
     უახლოესი ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ დურაჯი ჩვენში გავრცელებული იყო მდინარეების ივრისა და ალაზნის ნაპირას აზერბაიჯანის საზღვრიდან თითქმის სოფელ ნაფარაულამდე, ალაზნის ჭალებში და "ყორულის ტყემდე".
     როგორც ნატურალისტი ე.მარკოვი მოგვითხრობს, 1962 წელს წნორის წყლის ახლოს, დაჭაობებულ ადგილზე, დურაჯის ორი ბუდობა იყო შენიშნული, ერთში ექვსი კვერცხი აღმოჩნდა, ხოლო მეორეში--თორმეტი. ორივე ბუდობა მალევე მოსპეს ბრაკონიერმა მონადირეებმა.
     იგივე ე.მარკოვი წერს, რომ საგარეჯოს რაიონის მაშინდელ ნაკრძალშიც," ყორუღშიაც", ბუდობდა დურაჯი, რომელიც მოგვიანებით კვლავ ბრაკონიერებმა ამოჟლიტეს.
     მეტად დიდი ზიანი მიაყენა დურაჯს, როგრც ჩვენში, ისე აზერბაიჯანში 1924 და 1950 წლების დიდმა თოვლ-სუსხიანმა ზამთარმა. მისი რაოდენობა ძლიერ შემცირდა არა მარტო დიდი თოვლის, საკვების სიმცირისა და მტაცებელ ნადირ-ფრინველთა გამო, არამედ მეტწილად შეუგნებელი მონადირეების წყალობით.
     საქართველოში დურაჯმა კვლავ უნდა მოიკიდოს ფეხი და ძველებურად მასიურ სანადირო ფრინველად გადაიქცეს.
     დურაჯის ორგანიზმს არავითარი განსაკუთრებული ავადმყოფობა არ ახასიათებს, ისიც მშვენივრად მრავლდება, კარგად ემალება მტაცებელს, მაგრამ ადამიანის ბოროტების წინაშე, რასაკვირველია უძლურია.
     ევროპაში დურაჯი ადამიანის ხელით მოისპო. ასეთივე ბედი ეწვეოდა ჩვენს დურაჯშაც, რომ მის დასაცავად დროზე არ ყოფილიყო მიღებული ზომები, რომელთა წყალობით ახლა უკვე გვაქვს მცირე, მაგრამ მტკიცე ბაზა დურაჯის გასამრავლებლად მდ.ივრის ნაპირების გასწვრივ მდებარე სანადირო მეურნეობებში, სადაც ამ ფრინველის არსებობისათვის ყველაზე უკეთესი ხელსაყრელი პირობებია.
     მამალი დურაჯის ხავერდოვანი შავი მკერდი გარშემო თეთრი წერტილებითაა მოფენილი, ყელზე ბაცი მიხაკისფერი საყელო აქვს შემოვლებული, თეთრნარევი მუქი ყვითელი ბუმბული გვერდებზე, ზურგსა და ფერდებზე შეუმჩნევლად უერთდება ბოლოს ნაცრისერ-მოშავო ბუმბულს. წითელი ფერის ფეხები... მისი სილამაზე განსაცვიფრებელია. დედალი დურაჯი კი გაცილებით უფრო უკეთესად არის შემოსილი.
     დურაჯის საყვარელი ადგილსამყოფელია უმთავრესად ეკალ-ბარდი, მაყვლიანი, ძეძვიანი, შამბნარი, ჩალიანი, ლერწმიანი, მდინარის ან არხის პირი. დურაჯი ხშირად ადამიანის ბინის ახლოს, ვენახებისა და თუთის ნარგავებშიც გვხვდება.
     დურაჯის საკვები მრავალფეროვანია: მცენარის კვირტები, ფოთლები, გარეული ნაყოფი, სარეველა და კულტურული მცენარეების თესლი,მწერები, ლოკოკინები, და სხვა.
     გაზაფხულზე, მარტში, დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია და თავის მეუღლისადმი ერთგული. კვერცხდება აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება და მაისის ბოლომდე გრძელდება. კვერცხების  რაოდენობა ბუდეში 12-15 -ია.
   
     კრუხად ზის დედალი, მამალი კი ბუდეს დარაჯობს.
     მართვეების გამოჩეკის შემდეგ ოჯახის მეთაური არ სცილდება მათ.
     წიწილების გამოჩეკას 21 დღე უნდა. იშვიათი არაა შემოდგომის დასაწყისში (სექტემბერში) დურაჯის მართვეებთან შეხვედრა. ამგვარად, დურაჯის ზოგიერთი წყვილი წლის მანძილზე ორ თაობას იძლევა; ეს კი ძვირფასი თვისებაა სანადირო-სარეწაო ფრინველისათვის.
დურაჯის ხმა:


წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ფრინველები | დაამატა: Admin (05.12.2009)
ნანახია: 8166 | კომენტარი: 3 | ტეგები: დურაჯი, турач, Francolinus francolinus | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 noko   (22.01.2010 23:23:02) [მასალა]
166

0   Spam
2 gigagiga239   (06.12.2009 00:18:54) [მასალა]
10

0   Spam
1 soso_k3   (05.12.2009 12:44:49) [მასალა]
sainteresoaaa. 166 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика