ოჯახი: კოდალისებრნი გარეგნული აღწერილობა: სხეულის ზედა ნაწილი შავი ფერისააქვს, ორი დიდი თეთრი ლაქით. ქვედა მხარე თეთრიაქვს, კუდქვეშა ბუმბულები წითელი. მდედრისაგან განსხვავებით მამრს ახასიათებს წითელი ლაქა კეფის ნაწლში. შეფერილობით ძალიან გავს სირიულ კოდალას, თუმცა, მისგან განსხვავებით შავი ზოლი, რომელიც ნისარტის ფუძის ქვედა ნაწილში იწყება, კეფამდე ადის. ორივე სქესის ახალგაზრდა ფრინველს ახასიათებს წითელი ზოლი თხემის არეში. კოდალისათვის ნიშნეულია მმოხრილი ბრჭყალები, რომლითაც ხის ქერქს ეჭიდება. ხის მტვერი რომარ ჩაისუნთქოს, ნესტოებზე ნაზი ბუმბული აქვს გადაზრდილი. კვება: იკვებება მწერებითა და მათი ლარვებით, რომლებსაც ძლიერი ნისკარტით ხის ქერქიდან იღებს; ზამთარში - თესლებით, კენკრით და თხილით. საბინადრო გარემო: გვხვდება როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან და შერეულ ტყეებში. ბინადრობს აგრეთვე სკვერებსა და პარკებში. მუხის ტყეები მრავალი ბებერი და ფუღუროიანი ხით , საუკეთესო საბინადრო გარემოა მისთვის. გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო ყველა მონადირეს გთხოვთ დაიცვათ ეს ფრინველი. მისი მოკვლა დაუშვებელია რადგან იგი ძალიან სასარგებლოა ბუნებისთვის, ეს ფრინველი პატივისცემას იმსახურებს!
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!