ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები    

John Alexander Hunter
John Alexander Hunter (1887 – 1963)



ჯონ ჰანტერი დაიბადა 1887 წელს შოტლანდიის სამხრეთში შირინგტონში. მამამისს ქვეყნის ამ ნაწილში ერთ-ერთი საუკეთესო ფერმა ჰქონდა 300 აკრი სახნავითა და სამი კვადრატული მილი საძოვრით. გვარი Hunter(მონადირე) წარმოდგება მათი უძველესი წინაპრის პროფესიიდან და გვარის ყველა წევრს თანდაყოლილი ჰქონდა ნადირობის სიყვარული. ჯონის მამაც გამუდმებით ნადირობდა, მხოლოდ დედა იყო ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც არ მონაწილეობდა სპორტულ ნადირობებში. თუმცა თუ ნადირობა ოჯახის სხვა წევრებისათვის მხოლოდ დასვენება გახლდათ, ჯონისათვის ეს ჰაერი იყო, რის გარეშეც არსებობა არ შეეძლო.
ბავშვობაში ჯონი მამას დაყვებოდა სანადიროდ და ნასროლ ვაზნებს აგროვებდა(ძალიან უყვარდა დენთის სუნი). უმეტესად ლოხარ-მოსის ჭაობში ატარებდა მთელ დღეებს, სადაც ბლომად იყო იხვი და სხვა სანადირო ობიექტები. აქ მომავალი მონადირე აკვირდებოდა ფრინველთა ქცევებსა და მანერებს, სწავლობდა ჭაობის ბილიკებსა და ორიენტირების საფუძვლებს. შემდგომ ზრდასრული ჰანტერი იხსენებდა, რომ თვალახვეულს შეეძლო ჭაობში არსებულ ბილიკებზე სიარული...
8 წლის ჯონმა მამისაგან მალულად აიღო თოფი და წავიდა სანადიროდ. ეს თოფი გახლდათ ძველი პერდე, რომელიც მამამისმა თავისი მეგობრისაგან შეიძინა. ჰანტერის აზრით გლუვლულიანი პერდე საუკეთესოა ადამიანის მიერ შექმნილ თოფთა შორის. პერდეს დახასიათებისას ჰანტერი აღნიშნავს ,,მას უზუსტესი მოხვედრა აქვს; მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი ვაზნაა ამ თოფიდან გასროლილი და მიუხედავად ამისა საკეტი ისევე მუშაობს როგორც სრულიად ახალი; აქვს ისეთი ბალანსი, რომ სროლა ერთი სიამოვნებაა". 
როცა ჯონი პირველად გავიდა სანადიროდ, მან კინაღამ ფეხი გაიხვრიტა_ფრინველთან მიპარვისას უნებლიედ დაუშვა სასხლეტი. მიუხედავად ამისა, ამ ამბის გაგების შემდეგ, ჰანტერის მამას არ დაუშლია შვილისათვის ნადირობა. მალე ახალგაზრდა მონადირემ შეისწავლა იარაღთან მოქცევა, ყოველ საღამოს შლიდა მამის პერდეს და წმენდდა-ზეთავდა(მიუხედავად ასეთი ინტენსიური ექსპლოატაციისა და წმენდისა პერდეზე გრავირება თითქმის პირვანდელი სახით შენარჩუნდა).
გარდა აქტიური ნადირობისა ჰანტერი თევზაობასაც არ ივიწყებდა(ბამბუკის ანკესით თევზაობდა). სიბნელის დადგომისას ჯონი მდინარეს აკითხავდა, ერთ ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ხოლო მეორეში კი ჩანგალი. ამ ხერხით ორაგულზე ნადირობდა.
ასაკის მატებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ჰანტერი ბრაკონიერულ საწყისებსაც ჩაწვდა.  როცა არ ნადირობდა ან ანკესით არ თევზაობდა, მაშინ ღამეებს ათენებდა მდინარის ნაპირებთან, სადაც ოსტატურად აგებდა ბადეეს... მალე იმდენად დაოსტატდა, რომ ვერავინ შეედრებოდა მას ამ საქმეში. ეგერებისაგან დასაცავად ჰანტერს მუდამ ახლდა ძაღლი რომელიც, ყეფით აფრთხილებდა პატრონს საშოშროების მოახლოებისას.
ღამის თევზაობებიდან ძალიან გვიან ბრუნდებოდა და სახლში განათებული ოთახის ხილვა, ჯონს აუწყებდა, რომ დედას არ ეძინა, შვილს ელოდებოდა. ასეთ დროს ნანადირევს სარდაფში მალავდა და უჩუმრად აიპარებოდა საძინებელში. დედა ხშირად გაკვირვებული იყო_,,ნეტა სად იყო მთელი ღამე?" მამამ უწყოდა სად ატარებდა ღამეებს შვილი, მაგრამ საიდუმლოდ ინახავდა.
ჰანტერის მშობლებს უნდოდათ, რომ მათი შვილი ფერმერი გამხდარიყო, მაგრამ ჯონს ეს სფერო ნაკლებად აინტერესებდა. 18 წლის ასაკში მას შეუყვარდა(ეგონა რომ შეუყვარდა) მასზე გაცილებით უფროსი ასაკის ქალი. ოჯახმა გადაწყვიტა აერიდებინათ შვილი ამ საქმისათვის და გაემგზავრებინათ კენიაში ქალაქ ნაირობისთან ახლოს, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობდნენ.
ჯონი მზად იყო იმავე წუთს გამგზავრებულიყო, რადგან კენიაში სპილოები და მარტორქები ბინადრობდნენ...
რამდენიმე დღეში ჰანტერი გაემგზავრა. გამგზავრებისას მამამ მისი პერდე გადასცა ჯონს და უთხრა: ,,ეს ვიზიტი ან კაცად გაქცევს ან გაგტეხს..."
გარდა პერდესი ჯონი აფრიკაში გაემგზავრა 6,9 მილიმეტრიანი მაუზერით, რომელიც ბიძამისის ჩამონატანი იყო ერთ-ერთი ომიდან.
აფრიკაში ჩასვლის შემდეგ ჯონი მოეწყო სამუშაოდ მომბასი-ნაირობის რკინიგზაზე. აქ ჯონი პირდაპირ მატარებლიდან ნადირობდა, რადგან არც თუ იშვიათად გზად ლომი ან ლეოპარდი ხვდებოდათ...
ჯონმა სპილოზე გასროლა პირველად თავისი 6,9 მილიმეტრიანი მაუზერით აწარმოა და მაშინ არ უწყოდა, რომ ამ ყალიბით მხოლოდ შემთხვევით იყო შესაძლებელი ამ გიგანტის დაგდება. სპილო მაშინვე არ მოკვდა და ჰანტერი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს. მატარებლით უკან დაბრუნებისას მან შეამჩნია მკვდარი სპილო(მისი გასროლის შედეგი), ააცალა მას ეშვები და ეს გახლდათ პირველი აფრიკული დიდი ტროფეი! მათი გაყიდვით ჯონმა 37 ფუნტი აიღო, რაც უფრო მეტი იყო ვიდრე რკინიგზაზე 2 თვის ჯამაგირი.
აფრიკაში ჰანტერმა გაიცნო პროფესიონალი მონადირეები: ალან ბლეკი, ბილი ჯადი, ფრიც შინდელარი(ჯადი და შინდელარი შემდგომ ნადირობისას დაიღუპნენ), კამანჯო ბელი და ლესლი სიმსონი(ეს უკანასკნელი ითვლებოდა ყველაზე მაგარ ლომებზე მონადირედ. წლის განმავლობაში მან 365 ლომი მოკლა!!!). ისინი აფრიკის დამწყები მონადირისათვის ნამდვილი გმირები და მისაბაძები იყვნენ.


დადებული სურათი

პროფესიონალი მონადირის კარიერა ჯონ ჰანტერმა ლომებზე ნადირობით დაიწყო. მაშინ ადგილზე ლომის ტყავი ერთი ფუნტი ღირდა. ლეოპარდის ტყავიც დაახლოებით ამდენივეს ფასობდა. ლომები მუსრს ავლებდნენ შინაურ ცხოველებსა და არც თუ იშვიათად ადამინსაც ესხმოდნენ თავს. რკინიგზის დაგებისას ლომებმა იმდენი მუშა მოკლეს, რომ საჭირო გახდა დროებით ამ სამუშაოების შეჩერება, რათა გაენადგურებინათ ადამიანზე მონადირე ცხოველები. ჯონ ჰანტერს ერთ ჯერზე 4 ლომიც კი მოუნადირებია. პროფესიონალი მონადირე აღწერს რამდენიმე შემთხვევას, როცა თავზე ნახტომით გადამხტარი მტაცებელი ისევე განუგმირავს, როგორც ადრე შოტლანდიაში, გამფრინვალე იხვი.
ჰანტერი მონადირის განვითარების სამ ეტაპს აღწერს: 1)გამოუცდელი და ნერვიული მონადირე(საწყისი ეტაპი); 2)გამოცდილების აკრებასთან ერთად ზედმეტად თავდაჯერებული და 3)საბოლოო ეტაპი, როცა მონადირე მიხვდება, რომ ნადირობა სარისკო საქმეა.
ერთ-ერთი ნადირობისას ჯონს წრეზე მოუწია სიარული, რის შესახებაც საკუთარი ნაკვალევი აუწყებდა. მთელი ღამე გაუვალ ჯაგნარში იარა და მთელი ამ გზის განმავლობაში უამრავი მარტორქა მოკლა(თავდაცვის მიზნით), თუმცა მათი რქები არც კი აუჭრია, მიუხედავად იმისა, რომ სპილოს ეშვზე მეტს ფასობდა.
ჰანტერი მალე პროფესიონალ მონადირედ ჩამოყალიბდა. მან აფრიკაში გაიცნო ჰილდა ბენბური და დაოჯახდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ნადირობის პროფესია შეეცვალა და დისტრიბუციით დაკავებულიყო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. როცა ჯონმა მეუღლეს განუცხადა, რომ მისი სავაჭრო ბიზნესი გაბანკროტდა, მან წყნარად მიუგო: ,,სხვას არც არაფერს ველოდი, შენ პროფესიონალი მონადირე ხარ და ამ საქმით უნდა დაკავდე!"(მათ 6 შვილი ეყოლათ).
აფრიკაში ცხოვრების 40 წლის განმავლობაში ჰანტერს სანადიროდ დაჰყავდა: პრინცი და პრინცესა შვარენბერსკი, ბარონი და ბარონესა როტშილდი, ევროპელი დიდებულები, ინდოეთის რაჯები და მახარაჯები, ბევრი ამერიკელი მილიონერი. გარდა ამისა ხშირად ანადირებდა სპორცმენ-მონადირეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ფული ნაგროვები აფრიკული ნადირობისათვის.
ჯონი მუშაობდა სპეციალურ სანადირო ფირმებთან, რომელშიც ჰანტერის გარდა კიდევ რამდენიმე პროფესიონალი მონადირე მოღვაწეობდა.
ჰანტერი აღწერს ერთ-ერთ შემთხვევას, როცა სანადიროდ წამოსული ფრანგი გრაფი და გრაფინია ლომის დანახვისას ისე შეშინდნენ, რომ ეგრევე უკან მოკურცხლეს. ხოლო მეორე დღეს დაიბარეს ჯონი და თხოვეს მას მოეკლა ლომი და გრაფის მოკლულად გაესაღებინა. ამას ჯონი სიამოვნებით დათანხმდა, რაც დამატებითი შემოსავლის გარდა ეკონომიის საშუალებასაც იძლეოდა.
ჯონ ჰანტერს უამრავი საინტერესო შემთხვევა აქვს აღწერილი საკუთარ წიგნში, რომელთა აქ წერა შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება ჰანტერის შემოსავლებს: ჯონი თავისი შრომითა და სპილოს ძვლის გაყიდვით გამოიმუშავებდა იმაზე მეტს, რასაც მთელი ამ აფრიკული კოლონიის გუბერნატორი(!!!)
საინტერესოა ერთი შემთხვევა: ჰანტერმა ერთ-ერთი ნადირობისას(გამცილებლის სტატუსში გახლდათ ამერიკელ სპორცმენთა წყვილთან) მიიღო შეტყობინება: ,,გთხოვთ სასწრაფოდ დაბრუნდეთ_ ჩამოდის უელსის პრინცი და მას უნდა გაყვეთ". ჯონმა უარი განაცხადა უელსის პრინცის თანხლებაზე იმის გამო, რომ კლიენტებს(ამ შემთხვევაში უბრალო სპორცმენ-მონადირეებს) ემსახურებოდა(!!!). 

ჰანტერი ყველაზე საუკეთესო ყალიბებად აფრიკული ნადირობებისათვის მიიჩნევს .577 ან .600 ყალიბს. ყველაზე ხშირად ჯონ ჰანტერი ნადირობდა 500 ყალიბის ჰოლანდ-ჰოლანდის შტუცერით, რომლის ლულის სიგრძე 24 დიუმს შეადგენდა და აღჭურვილი იყო ეჟექტორით.
ჰანტერი გლუვლულიანებში საუკეთესოდ მიიჩნევდა პერდეს, ხოლო შტუცერებში კი ჰოლანდ-ჰოლანდს.

შეკითხვაზე: რომელია აფრიკის ყველაზე საშიში ცხოველი? ჰანტერი პასუხობს: ეს არავინ უწყის, რადგან ყველაფერი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული...

რამდენი ხანიც არ იცხოვროს ჭეშმარიტმა შოტლანდიელმა საზღვარგარეთ, მისთვის სამშობლო მხოლოდ ერთია_შოტლანდია. 63 წლის ასაკში ჯონ ჰანტერი სამშობლოში ბრუნდება. ამ დროს მისი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ და ყველა საკუთარ გზაზე იდგა.
შოტლანდიური ფერმა უკვე ჰანტერების საკუთრება აღარ იყო... ჯონმა მისი ყოფილი ფერმის მეზობლად იყიდა სახლი და იქ დაიდო ბინა.

რეზიუმე:

აფრიკაში ჯონ ჰანტერმა იპოვა ის, რაზეც ოცნებობდა. მას ლომებზე ნადირობა მოუწია იქ, სადაც ახლა ქალაქებია გაშენებული. ჯონი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნავდა: "უკან მოხედვისას დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ნადირს და მე ერთნაირი შანსები გაგვაჩნდა". წლების განმავლობაში ჰანტერი სიცოცხლის რისკის ფასად კლავდა იმ დროისათვის მავნე და ჭარბ ცხოველებს: სპილოებს, კაციჭამია ლომებს და ა.შ,
ეს დიდი მონადირე წლების განმავლობაში გამცილებელი გახლდათ სახიფათო ნადირობებში, რომლებსაც სხვადასხვა ფირმები უკეთებდნენ ორგანიზებას.
თავისი კარიერის განმავლობაში ჯონ ჰანტერს 1400 სპილოზე მეტი ყავს მოპოვებული!!!



წყარო: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=136
კატეგორია: მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები | დაამატა: giohunt1982 (14.01.2013)
ნანახია: 3088 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 babuka   (10.06.2013 19:59:54) [მასალა]
კაცი ლეგენდა

0   Spam
1 mamalixarazuli   (29.01.2013 13:39:58) [მასალა]
ამ კაცზე ბევრი რამ მაქვს წაკითხული... მაგარი მონადირე იყო 166 "აფრიკის რისხვა" !!!! 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика