ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მომღერალი ვ. სარაჯიშვილი მეთერთმეტე შვილი იყო პეტრე სარაჯიშვილისა. დაიბადა 1878წ. სიღნაღში. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოდის. ვანო სათავადაზნაურო გიმნაზიაში დიდი მუსიკალობით გამოირჩეოდა. ასევე ეუფლება ჩელოს დაკვრას. სარაჯიშვილი როგორც მომღერალი სანდრო კავსაძის გუნდში დაიხვეწა. სათავადაზნაურო საზოგადოებამ მას დაუნიშნა სტიპენდია და პეტერბურგში მიავლინა. 1903 წ. ვ. სარაჯიშვილი გამოდის ერთ–ერთ საღამოზე,მსმენელი ძალზედ მოხიბლული დარჩა მისი მონაცემებით და იგი სიამოვნებით მიიღო სიმღერის მასწავლებელმა პრიაშნიკოვმა. შემდეგ იგი მიიწვიეს იტალიის დასში, რომელიც იმხანად პეტერბურგში გამოდიოდა. ვ. სარაჯიშვილი ბრუნდება სამშობლოში და მოხდა განსაცვიფრებელი ამბავი, როცა პეტერბურგიდან დაბრუნებული თბილისის თეატრის დირექციამ ოპერაში არ დაუშვა.საქმე მეფისნაცვლამდის მივიდა რის შედეგად თბილისის სცენაზე გამოსვლას ეუფლება.პირველი წარმოდგენა ,,ტოსვიატაში’’იყო .მან შეასრულა (ალფრედის როლი), შემდეგ ,,რიგოლეტო’’, (ჰერცოგის პარტია),,ევგენი ონეგინი’’ (ლენსკი). თითოეული მისი სპექტაკლი სასიხარულო მოვლენად გადაიქცა. მის მუსიკალობას ბადალი არ ჰყავდა, მომღერალთაშორის. მან იმღერა ,,ფაუსტსა’’ და ,,მანონში’’. შემდეგ იგი მიემგზავრება იტალიაში სამეცადინოდ. იტალიაში მეცადინეობდა კონსერვატორიის განთქმულ მაესტრო კასტელოსთან. იგი იტალიაში დაუახლოვდა ელენე თარხნიშვილს, რომლის სალონშიც იკრიბებოდნენ მსოფლიოს უპირველესი ვოკალისტები. მან თავისი შემოქმედება გააცნო მილანის საზოგადოებას ერთ–ერთ კონცერტზე. ამ კონცერტში მონაწილეობდა მრავალი გამოჩენილი მომღერალი, თუმცა მას განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. იგი ბრწყინვალედ ასრულებს დებიუტს ლა–სკალაში. მას ჰქონდა ძალიან ბევრი მიწვევები იტალიაში, ევროპასა და ამერიკაში. ვ. სარაჯიშვილს შეეძლო რომ მსოფლიო კარიერა გაეკეთებინა თუმცა იგი სამშობლოს დაუბრუნდა. იტალიაში ჩასული იყო პეტერბურგის წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა იტალიური დასის შექმნა და პეტერბურგში ჩაყვანა. იტალიელ ტენორთა შორის მან არჩევანი ვანო სარაჯიშვილზე შეაჩერა.მან სიამოვნებით მიიღო წინადადება, თუმცა პეტერბურგში წასვლამდე სამშობლოს მონატრებული 1908წ. თბილისის საოპერო თეატრში გასტროლებს აწყობს და კონცერტებს ატარებს. ვ.სარაჯიშვილი პეტერბურგში იტალიის დასის მიერ ჩატარებული სეზონის თვალმარგალიტად იქცა. მან უამრავი მოწვევა მიიღო, მაგრამ უარი თქვა და პატრიოტული მოღვაწეობა განაგრძო სამშობლოში. საქართველოში ყოველი მისი გამოსვლა ქართული ხელოვნების ზეიმი იყო. 1913წ. იგი პირველად ასრულებს ქართულ კლუბში ზ. ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერში’’ აბესალომის პარტიას,მესამე მოქმედებაში.ამავე წელს საგასტროლოდ მიემგზავრება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ერთსულოვან აღიარებას ჰპოვებს . იგი მონაწილეობდა ქართულად თარგმნილ ოპერებში. 1918წ.სპექტაკლში ,,ქრისტინე’’ ბრწყინვალედ ასრულებს (ასანის) პარტიას.1919წ. არაყიშვილის ოპერაში ასრულებს შოთას როლს,, ქეთო და კოტეში’’ თამაშობს (კოტეს როლს).1920წ. ოპერა ,,ღალატში’’(ერეკლეს როლს) ამავე დროს იგი კომისიის თანაშემწედ იყო ოპერის თეატრში. 1923წ. ,,დაისში’’ ასრულებს მალხაზის პარტიას. ამ პარტიით მან დააგვირგვინა შემოქმედება. 1924წ. 11ნოე. შეწყდა ქართული სიმღერის მშვენების მაჯისცემა. ვ. სარაჯიშვილი გარდაიცვალა. (ვანო სარაჯიშვილი გახლდათ გატაცებული მონადირე. მისი ნადირობის ეპიზოდები აღწერილი აქვს, თავის მოთხრობაში ევგენი მარკოვს. ”მომღერალი და მონადირე”-ში. giohunt1982.)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!