ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ცხოველები    

დათვი
დათვისებრნი</span></span>, ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს. ზოგი ეგზემპლარის სხეულის სიგრძეა 3 მ, წონა 750-1000 კგ. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი, თათებზე ხუთ-ხუთი თითი, მაგარი და ბლაგვი ბრჭყალები. მეტწილად ერთი ფერისანი არიან - თეთრი, მურა, შავი, რუხი. ზოგს ყელზე და მკერდზე თეთრი ხალი აქვს. ბინადრობენ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში, ერთი სახეობა- არქტიკაში, სადაც აღწევს ყინულოვან ველებს. თეთრი დათვი ცოცხლობს 30 წლამდე, მურა დათვი - 45 წელზე მეტს. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი. ზოგან ისინი ზიანს აყენებნ ნათესებს, მეფუტკრეობას, მეცხოველეობას. ოჯახში შვიდი სახეობაა, რომლებსაც აერთიანებენ 5 გვარში. საქართველოში გვხვდება მურა დათვი. აღსანიშნავია აგრეთვე მალაიური, ტუჩა და სათვალიანი დათვი, ბარიბალი და გრიზლი. [/b]

ერთ დროს დათვები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მართადლია დათვები ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებლები, ანუ ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ხორცი იშვიათობაა მათ რაციონში.

დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია შვიდი სახეობა, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან. მართალია დათვები საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი, მოკლე მძლავრი კიდურები და მოკლე კუდი. დათვის კიდურები დიდი და ბრტყელია, თითოეული აღჭურვილია ხუთი გრძელი და ბასტი ბრჭყალით, რომელიც კატებისგან განსხვავებით, ჩამალული არ არის. დათვის მთელი სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით, რომელიც სახეობების მიხედვით განსხვავდება ფერითა და სიგრძით. მათ ფართო თავზე პატარა თვალები და მომრგვალო ყურები აქვთ. ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად. [ გრიზლი

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია, თუმცა თეთრი დათვს არცერთი შეედრება.

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. ამგვარად ის ყველაფერს მიირთმევს, მცენარეებსაც და ხორცსაც, რასაც უფრო ადვილად მოიპოვებს. შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათვის კბილების აგებულება. მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშვალებითაც ის კბეჩს მცენარეულ საკვებს.

გამონაკლის წარმოადგენს თეთრი დათვი. თოვლიან და ყინულიად გარემოში მცენარეები არ ხარობს, ამიტომ ეს დათვი აქტიური მონადირეა. უფრო ხშირად მის მსხვერპლს სელაპი წარმოადგენს. სხვა დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებება. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.

დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

დაწყვილება&l

დაწყვილების პერიოდი ზომიერ და არქტიკულ რეგიონებში მობინადრე დათვებისთვის, ჩვეულებრივ, გაზაფხულია. მაკეობა ხანმოკლეა, თუმცა იმის გამო, რომ დათვი არ მშობიარობს მანა, სანამ ზამთრის შუა ძილში არ იქნება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაცია ხდება მხოლოდ ოქტომბე-ნოემბერში, ამ პროცესს „დაგვიანებული იმპლანტაცია" ეწოდება.

დათვი შობს წარმოუდგენლად პატარა ბელებს, ხშირ შემთცვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელავნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან რა ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან

დათვები, როგორც წესი, ეულად ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაგაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ. [/
[b] საფრთხეში მყოფი დათვები
საუკუნეების განმავლობაში დათვების ყველა სახეობაზე ნადირობდნენ. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი, მათ აბარებე ზოოპარკებში ან უბრალოდ სპორტული ინტერესის გამო ნადირობდნენ მათზე.

ყველაზე დიდი ზიანი მიიღო გრიზლიმ. თუმცა გადაშენების გზაზეა ჰიმალაიური , მალაიური და სათვალიანი დათვებიც.

შედარებით ნაკლები საფრთხის ქვეშ იმყოფება ბარიბალი, თუმცა წარსულში მასზე იყო გაჩაღებული უმოწყალო ნადირობა. ერთ დროს დიდი საფრთხე ემუქრებოდა თეთრ დათვსაც, თუმცა 1970 წლიდან მათ განსაკუთრებით იცავენ, რამაც ამ მტაცებლების რიცხვის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ასევე, ტუჩა დათვიც, თუმცა მისი საბინადრო ტერიტორიები განადგურების პირას არის



წყარო:
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ცხოველები | დაამატა: soso_k3 (05.11.2009) | ავტორი: სოსო W
ნანახია: 14662 | კომენტარი: 9 | ტეგები: დათვი | რეიტინგი: 4.7/9

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 kuzmishi   (05.04.2010 00:47:04) [მასალა]
167 167 166 166 23_30_126 23_30_126

0   Spam
7 chikartula   (02.12.2009 18:24:28) [მასალა]
10

0   Spam
6 chikartula   (02.12.2009 18:24:02) [მასალა]
მე მყავდა მაგარია 166

0   Spam
5 soso_k3   (26.11.2009 12:06:01) [მასალა]
ყველას 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
4 monadiree   (09.11.2009 20:46:52) [მასალა]
sagol

0   Spam
3 soso_k3   (09.11.2009 12:23:50) [მასალა]
23

0   Spam
2 nugomonadire   (06.11.2009 01:36:35) [მასალა]
166

0   Spam
1 vaxo_vaxo   (06.11.2009 01:32:10) [მასალა]
166 166 166 10 10 10 კაია მომეწონა 167

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика