საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღორს ნაირგვარ სახელს უწოდებენ. მაგალითად მამალ ღორს ქვია ტახი, ეშვი, დედალს - ნეზვი, ქუბი, ნორჩ ნაშიერს გოჭი, ცოტა უფრო მოზრდილს, ბურვაკი, ნაზარდა, თელი, სასუქად შენახულს - კერატი, კვრეტი, ქოსმენი. ღორს აქვს ზოგიერთი მოფერებითი სახელიც.
გარეული ღორის საშუალო ზომის ჩლიქოსანი ცხოველია. იგი შინაური ღორის უშუალო წინაპარია. მისთჳის დამახასიათებელი მკვრივკუნთოვანი სხეული, რმელიც შემდგარია მძლავრსა და შედარებით დაბალ ფეხებზე. კისერი მოკლე და ძლიერ გამსხვლიბეული აქვს. ამის გამოა, რომ მას თავის მობრუნება არ შეუძლია. თავი წაგრძელებული აქვს და ქმნის დინგს, რომელიც ხრტილოვანი წარმოაქმნით ნიკველით მთავრდება. გარეული ღორის სხეულის საერთო სიგრძე 160-205 სმ-ია, აქედან კუდი 20-30 სმ სიგრძისა აქვს. სიმაღლე მინდაოში 80-120 სანტიმეტრამდე აღწევს. წონა საშუალოდ 100-დან 250 კილოგრამამდეა, თუმცა აღრიცხულია ეგზემპლარები, რომელთა წონა 270-400 კილოგრამი იყო. ნეზვი ზომა წონით ტახს ნამდვილად ჩამორჩება. გარეულ ღორს, განსაკუთრებით კი ტახს ძლიერ აქვს განვითარებული ეშვები, რომლებიც მისი თავდაცვის ძირითადი იარაღია. ეშვები ღორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და შესაბამისად უცვდება.
მეტწილად გარეული ღორი ერთგვაროვანი შეფერილობისაა - მოშავო, შავი, მურა - მოშავო, მურა - მორუხო. ფერი სეზონურად მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.
საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მნიშვნელოვნად არის გავრცელებული, თუმცა განუკითხავი ბრაკონიერების შედეგად, ბევრ ადგილას აღარ გვხვდება. ისტორიულად მრავლად იყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების სავარგულებში... მოიპოვება აფხაზეთში, მცირე რაოდენობით გურია-აჭარის ქედს ტყეებში. ძველ მკვლევართა გადმოცემითბათუმის მისადევრებსა და მის მახლობელ მთებში, რომლებიც უდრიან ტყით ყოფილან დაფარული, დიდი რაოდენობით გარეული ღორი მოიპოვებოდა. სამწუხაროდ დღეს ამას ვეღარ ვიტყვით. ეს ნადირი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე, გარდაბნის მახლობელ მტკვრისპირა ჭალებში, მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში. რამდენიმე ეგზემპლარი შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აქა-ია არაგვის ხეობაშჲ, აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გარეული ღორი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ უკრაინაშჲ, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში, მცირე, წინა და შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში, ამურის მხარეში, ჩრდილო აფრიკაში.
ვერტიკალურად ვრცელდება 2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. არეალის ზოგ ადგილას 4000 მეტრამდეც აღწევს.
გარეული ღორის ტიპობრივი საბინადროებია: ტყეები, ჭალები, ბუჩქნარები, მაყვლის ბარდები, ჩალიანები. საერთოდ იგი ეტანება მაყვალსა და გაუვალ სავარგულებს. აღსანიშნავია რომ ასეთ ადგილებში თავშესაფრებული ღორების დაფრთხობა და ღია ადგილას გამოყვანა, თუნდაც დაგეშილი ძაღლებითა და თოფის სროლით, არც ისე ადვილი საქმეა. ზოგჯერ კოლტი ისეთ სიმაგრეში წევს, რომ მათი იქიდან გამოდევნა საერთოდ შეუძლებელია. ხმაური, ყვირილი ასეთ შემთხვევაში ამაოა. სიმაგრის გარდა გარეული ღორისათვის აუცილებელი საარსებო პირობაა წყლის სიახლოვე. ამიტომ იგი ძირითადად ჭაობიან ადგილებსა და წყალსატევების მახლობლად ბინავდება.
გარეული ღორი კოლტების სახით ცხოვრობს, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე ნეზვი, თავიანთი ნაშიერებითურთ. კოლტებში ინდივიდთა რაოდენობა აღწევს აღწევს 15-დან 20-მდე, თუმცა ლიტერატურაში ცნობილია ისეთი კოლტებიც, რომლებშჲც ასამდე ღორი ყოფილა. ტახი ჩვეულებრივ განმარტოებულად ბინადრობს და ნეზვებთან მხოლოდ ხურაობის პერიოდში გაერევიან ხოლმე. ამ დროს ერთ ტახთან 3 - 4 ნესვი იყრის ხოლმე თავს.
ღორი ყველაფრისმჭამელი ცხოველია. იკვებება როგორც მცენარეულობით ისევე ცხოველებით. ჭამს მცენარეთა ნაყოფებს, ხილს, კენკრას, რკოს, წიწიბოს, წაბლს, თხილს, კაკალს, აგრეთვე მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებსა და სხვა უხერხემლო ცხოველებს, ზოგჯერ მიწაზე მჯდომ ფრინველებს, მათ კვერცხებსა და მართვეებს, თაგვისებურ მღრღნელებს, კურდღლის ბაჭიებს.
მრავლდება წელიწადში ერთხელ. ხურაობა ნოემბერ იანვარში მიმდინარეობს. მაკეობა 114-დან 140 დგემდე გრძელდება. 2-10 გოჭს იშვიათად მეტს. დაზუსტებულია რომ ახალგაზრდა ნეზვები შედარებით მცირე რაოდენობით ნამატს იძლევიან. ვიდრე ხანდაზმულები. გოჭს სიცოცხლის პირველ თვეებშჲ სხეულზე გასწვრივი ნათელი ზოლები ემჩნევა. რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება. ახალშობილი გოჭები პირველი 7-8 დღის განმავლობაში, სანამ რამდენადმე მოღონიერდებიან და მარჯვედ სიარულს შეძლებენ ბუნაგში რჩებიან. გოჭები სწრაფად იზრდებიან. 8-9 თვის ბურვაკის წონა 50 კილოგრამამდე აღწევს. ტახი სქესობრივად 15-18 თვის ასაკში მწიფდება, ხოლო სრულ ზრდას 4 წლისთავზე ასრულებს. ნეზვი სქესობრივად რამდენადმე უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ტახი.
ბუნებრივი მტრები გარეულ ღორს, შეიძლება ითქვას თითქმის არ ჰყავს. საქართველოს ფარგლებში ნორჩ გოჭებს, ზოგჯერ ბურვაკებსა და დაავადებულ ნეზვებს თავს ესხმის მგელი და ფოცხვერი, ხოლო წარსულში ჯიქიც. განმარტოებით მცხოვრებ ტახზე თავდასხმას ვერ ბედავს არამარტო მგელი და ფოცხვერი , არამედ დათვიც.
საყურადღებოა! რომ გარეული ღორი ანადგურებს მრავალ მწერსა და მატლს, რითაც სახალხო მეურნეობისთვის სარგებლობა მოაქვს. მაგალითად ცნობილია რომ მაისი ხოჭოს რაოდენობას 30-40 პროცენტით ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი სხვა სახეობის მავნე მწერების შესახებაც. აღსანიშნავია ისიც რომ გარეული ღორი ჩიჩქნის ნიადაგს და ამით ერთგვარად ხელს უწყობს მცენარეთა თესვასა და აღდგენას.
მას სოფლის მეურნეობისთვის ერთგვარი ზიანიც მოაქვს მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების დაზიანებით. რიგ ადგილებში ანადგურებს ხემცენარეთა ამონაყარს და ნერგებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეული ღორის მიერ მოტანილი სარგებლობა აჭარბებს მის მიერ მიყენებულ ზიანს.
და ბოლოს, საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს თვალსაჩინო ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. ამჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობაში, რის შედეგადაც მისმა რაოდენობამ ბევრგან შესამჩნევად იმატა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!