მეძებრისათვის ძებნის მანერის გამომუშავება
თქვენი შეგირდი უკვე გაიზარდა. თუ სათანადო წრთვნის კურსი გაიარა, ე.ი ხალისით და ზუსტად ასრულებს ბრანებებს, მაშინ ის მზადაა მინდორში გასაყვანად. თანამედროვე მეძებრებს მრავალი თვისება თან დაყოლილი აქვთ, მათ შორის ნადირობის ჟინი, ძებნა და ნაბული. მგეშავის საქმეა ახალგაზრდა ძაღლს ეს თვისებები ჯერ გაუღვიძოს, შემდეგ კი მიზანმიმართული ვარჯიშით თანდათან განუვითაროს, დაუხვეწოს და გაუმყაროს.
თუ თქვენი ლეკვი მუშა ძაღლების შთამომავალია, მაშინ ისიც, დიდი ალბათობით, კარგ სანადირო თვისებებს გამოამჟღავნებს. არ უნდა შეშინდეთ, როცა პირველ ხანებში ის უსისტემო სირბილს დაიწყებს და პეპლების გარდა ყურადღებას არაფერს მიაქცევს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ ლეკვი მინდორში პატარაობიდანვე, სეირნობის დროს იქნება ნამყოფი, მაშინ ბალახის, ყვავილებისა და პეპლების დანახვაზე იგი შედარებით ნაკლებად გაფიცხდება და რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ, როცა გულს იჯერებს, ძალდაუტანებლად დაიწყებს ბრძანებბების შესრულებას...
ზოგიერთი მონადირე დიდ, ზოგჯერ კი გამოუსწორებელ, შეცდომას უშვებს, როცა ძაღლის დაგეშვას იმ ადგილებში იწყებს, სადაც ფრინველი მრავლადაა. მართლაც, ბევრ გეშვას სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად დაგეშოს ძაღლი და პირველივე წელს სრულფასოვნად ინადიროს, მაგრამ ავიწყდება, თუ ხშირად რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამას. მრავალწლიანი გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ მეძებარი სწორად და კარგად იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა პირველადი გეშვა ისეთ ადგილებშია აქვს დაწყებული, სადაც ფრინვრლი მცირე რაოდენობით იყო. რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ სადაც ფრინველი ბევრია, ძაღლი მაშინვე, წამყვანიდამ 5-10 ნაბიჯში, პოულობს მას, რომელსაც მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ ასეთ შემთხვევაში ძაღლი ვერ სწავლობს სწორი მანერით ძევნას და უსისტემოდ დარბის მინდორში. ამგვარად დაგეშილი ძაღლები ფრინველით ღარიბ საგვარეულოში მალე კარგავენ აზარტს, არ ავითარებენ სათანადო სისწრაფეს და, მიუხედავად იმისა, ზოგიერთი მათგანი მაინც თავგამოდებით მისდევს ფრინველს. ასე, რომ, გახსოვდეთ: შესანიშნავი ყნოსვის ძაღლი, თუ ის უსისტემოდ ეძებს, ნადირობისას ყოველთვის ჩამორჩება საშუალო ყნოსვის, მაგრამ სწორი მანერით მომუშავე ძაღლს.
ახალგაზრდა დაუგეშავი ძაღლი, როგორც წესი,უჩვეულო გარემოში ძნელად ასრულებს ბრძანებებს. ამავე დროს მას ფრინველისადმი თანდაყოლილი ლტოლვა აქვს, ამიტომ როცა ის პირველ ფრინველს წამოაფრენს, მის დაჭერის სურვილი უჩნდება და მის დევს. თუ პირველ ფრინველს გაეკიდა, მაშინ აუცილებლად გაეკიდება სხვებსაც და ეს მავნე ჩვევა ე.წ. „ავტომატიზმში" გადავა, რაც საკმაოდ ძნელი გამოსასწორებელია. ამას პროფესიონალ მაგეშავთამრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. იმიტომ ძაღლისთვის ფრინველის ჩვენება საჩქარო არ არის. მტავარია, ახალგაზრდა ძაღლი მიხვდეს, თუ რატომ დაჰყავთ მინდორში, მასში უნდა გაიღვიძოს ნადიობის ჟინმა რისთვისაც სრულიად საკმარისია 2-3 ფრინველის ჩვენება. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ფინველმა ძაღლში ინტერესი და ლტოლვა გამოიწვია, იგი მაშინვე გადაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი ნაკლებად ან საერთოდ არ არის. იგი მის ძებნას დაიწყებს, თქვენ კი მოგეცემათ საშუალება მშვიდად ასწავლოთ მას სწორი მანერით მუშაობა.
გეშვისათვის საჭირო ატრიბუტები
გეშვისათვის აუცილებელია:
- საყელური,
- საბელი,
- სასტვენი.
დაგჭირდებათ 25-30 მეტრიანი „კორდაც"-ჩვეულებრივი 8-10 მმ-იანი თოკი. ზოგი თოკს არ ხმარობს, რადგან ფიქრობს, რომ ძაღლს მისი ტარება უჭირს და წვრილ ზონარს ან თასმას იყენებენ. თუმცა ძაღლი საკმაოდ ადვილად დაატარებს შედარებით მძიმე კორდასაც კი , თან საკმარის სიჩქარესაც ავითარებს. ზონარი კი მოუხერხებელია. პირველ ხანებში ძაღლის შესაკავებლად მისი ძლიერად მოქაჩვა არის ხოლმე საჭირო. ამ დროს ზონარის ხელში დაკავება საკმაოდ ძნელია-ცურავს და ხელისგულსაც აზიანებს.
კორდა საყელურზე „კარაბინით" უნდა მიამაგროთ. თუ თქვენი ძაღლი რბილი ხასიათისაა და დამჯერია, შეიძლება კორდა არც კი დაგჭირდეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უფრო ხშირად კორდის ტარება აუცილებელია ხოლმე არამარტო გეშვის, არამედ ნადირობის დაწყების წინაც. მართალია, კორდა ერთგვარად თრგუნავს ძაღლს, მისი ნერვულლი სისტემის შეკავებას იწვევს, რადგან ძაღლი თავს დაბმულად გრძნობს, მაგრამ კორდაზე მყოფი ძაღლი მუდმივად ხხელში გეყოლებათ და მისი მართვა გაგიადვილდებათ.
დასაგეში ადგილის შერჩევა
ძაღლის გეშვის დასაწყებად ადგილის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე კარგია, თუ ადგილმდებარეობას დაზვერავთ და ისეთ მინდორს შეარჩევთ, სადაც ბუჩქები ნაკლებად არის, რათა ძაღლი თქვენი თვალთახედვის არეში გყავდეთ. ასევე სასურველია. თუ მინდორში არანაირი ფრინველი არ იქნება. თუმცა ასეთი ადგილის პოვნა საკმაოდ ძნელია, ვინაიდან ტოროლები და სხვა წვრილი ფრინველები ყველგანაა და ამას ძალაუნებურად უნდა შეეგუოთ, მთავარია, არ იყოს სანადირო ფრინველი. როცა ძაღლს მინდორში სათანადო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებთ, შეგიძლიათ ის მეჩხერ ტყეშიც შეიყვანოთ (შემდგომში რომ არ იუცხოოს), მაგრამ დიდი ხნით არ უნდა დაგეკარგოთ თვალიდან. და კიდევ ერთი, იქ სადაც ძაღლს გეშავთ, არ უნდა იყოს უცხო გამაღიზიანებლები (საქონლები, სხვა ძაღლები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და ა.შ), რაზეც ძაღლი ყურადღებას გადაიტანს. მოგვიანებით, როცა ძაღლი სწორი მანერით ძებნას საბოლოოდ აითვისებს, მისი ყურადღება სხვა გამღიზიანებლების მიმართ არ გაიფანტება.