ჩვეულებრივი თხუნელა არის მცირე ზომის მიწისქვეშა მცხოვრები ძუძუმწოვარი ძლიერი ნიჩბისებური წინა კიდურებით და პატარა თვალებით. არა აქვს ყურის ნიჟარები. აქვს მკვრივი, მოგრძო (20 სმ-მდე) სხეული, რომელიც დაფარულია ხშირი, მოკლე და ხავერდოვანი ბეწვით, რომელსაც ხაო არა აქვს. ბეწვი მალე იცვეთება, რის გამოც წელიწადში 4ჯერ ცვლიან მას. შეფერილობა ჩვეულებრივად შავია, რუხი ან მოწაბლისფრო. კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და შეხება. კუდის სიგრძე დაახლოებით თავის სიგრძის ტოლია. თხუნელა მთელი წელიწადის განმავლობაში აქტიურია. მაგრამ ზამთრის სოროები ბევრად უფრო ღრმად გადიან მიწაში, სადაც სუბსტრატი არ იყინება. ბინადრობს ადგილებში რბილი მიწით, რადგან მღრღნელებისგან განსხვავებით, არ შეუძლია მაგარი მიწის ღრღნა. ძირითადად იკვებება ჭიაყელებით. თხუნელას სუნი იზიდავს ჭიაყელებს, რომლებიც თვითონვე ძვრებიან მახეში, ასე რომ თხუნელას მხოლოდ "მოსავლის" დაკრეფვა რჩება. საჭმლის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში, თხუნელა შებოჭავს ჭიაყელებს თავში კბენით და ათავსებს მათ "შავი დღისთვის". მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 40 დღემდე გრძელდება. შობენ 1-9 უსუსურ ნაშიერს. არ გამოიყენება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!