ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » საქართველოს ბუნება    

გელათის ფლორა და ფაუნა

 თბილი და ზომიერად ტენიანი ჰავა ხელს უწყობს მრავალფეროვანი მცენარეული საფარის განვითარებას. მცენარეულ საფარში განირჩევა კოლხური ტიპის ფართეფოთლოვანი ტყე, კარგად განვითარებული ქვეტყით და ნაირბალახიანი საფარით. ქვეტყე ხასიათდება ნაყოფისმომცველი მცენარეების მრავალფეროვნებით.

   გელათის მიდამოებში გავრცელებულია დაახლოებით 34 სახეობის მერქნიანი მცენარე. მათგან შიშველთესლიანია ორი (უთხოვარი და ნაძვი), 31 სახეობა ფარულთესლოვანია. 16 სახეობა ხეა, 18 კი - ბუჩქი.

 

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0037.JPG


ჩვენში გავრცელებული მერქნიანი მცენარეებია:

უთხოვარი ანუ ურთხელი, ნაძვი, კატაბარდა, ჩვეულებრივი კოწახური, მურყანი ანუ რთხმელა, კავკასიური რცხილა,

ჩვეულებრივი ტყის თხილი, წაბლი, ჰართვისის მუხა, ასკილი, ზღმარტლი, ჩიტავაშლა, წითელი კუნელი, შავი კუნელი, კოლხური ბზა, კოლხური ჯონჯოლი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი, კოლხური სურო და სხვა.

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0648.JPG


  ჩვენში  ნაძვი მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება. ეს არის აღმოსავლური ნაძვი, რომელსაც ახასიათებს პირამიდული ვარჯი მცირედ დაშვებული ტოტებით. მასზე სქლადაა მოფენილი მუქი მწვანე წიწვები. ბუნებრივ პირობებში ნაძვი სახლდება დაჩრდილულ ხეობებში, განათებულ ადგილებს კი ერიდება. ნაძვის მერქანი იხმარება სამშენებლო-სადურგლო და სახარატო საქმეში, აგრეთვე როგორც სარეზონანსო მასალა მუსიკალური ინსტრუმენტებისათვის. ნაძვი შეიცავს ფისოვან ნივთიერებებს, საიდანაც ხდიან სკიპიდარს, ფისს. ნაძვი დეკორატიული მცენარეა, 40-50 მეტრამდე იზრდება და ცოცხლობს 250-400 წელს.

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0654.JPG

  ბზა მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა, რომელიც კარგად იტანს ჩრდილს. აქვს შესანიშნავი მერქანი. გამოიყენება სახარატო და სადურგლო საქმეში. იზრდება ძალიან ნელა. მისი ყვავილები თაფლოვანია, უხვი ღალის მქონე. ქერქს იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

  რცხილა ძალიან გავრცელებული ხეა საქართველოში. იგი დიდ მოთხოვნებს არ უყენებს ნიადაგს და 200-300 წელი. იგი იზრდება 30 მეტრამდე. მისი შეშა საუკეთესოდ ითვლება. სამშენებლო მასალად არ იყენებენ ტანის სიმრუდის გამო.

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0628.JPG

  სურო მარადმწვანე ხვიარა ბუჩქია. ჩვენში გავრცელებულია კავკასიური  და კოლხური სურო. მისი ღერო მცოცავია და მაღლა ადის კლდეებზე, ხეებზე, კედელზე... მისაკიდი დამატებითი ფესვებით მჭიდროდ ემაგრება კედელს. სუროს ყვავილები თაფლოვანია, იძლევა უხვ ღალას სწორედ იმ დროს, როცა ყვავილები საერთოდ უფრო ცოტაა.

  ასკილი გვხვდება ტყის პირებში, ბუჩქნარებში, მდინარის ნაპირებზე. მის ნაყოფში დიდი რაოდენობით მოიპოვება c ვიტამინი. საქართველოში 20-ზე მეტი სახეობის ასკილი გვხვდება. გამოიყენება ვარდების საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მცენარედ.

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0618.JPG

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0633.JPG


გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0617.JPG

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0653.JPG

გელათის ფლორა და ფაუნა - IMG_0625.JPG


        ზღმარტლს ახასიათებს კენკრა ნაყოფი, რომელსაც მომჟავო გემო აქვს და გვიან შემოდგომაზე მწიფდება. ის მრავალწლოვანი, ფოთოლცვენია მცენარეა. ნაყოფს საკვებად იყენებს ფრინველები, ცხოველები და ადამიანები. ზღმარტლს აქვს მოთეთრო ფერის, სურნელოვანი ლამაზი ყვავილები.

გელათში ბალახოვანი მცენარეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის აღსანიშნავია ფართოდ გავრცელებული სახეობები: მრავალძარღვა და სამყურა.


   იმერეთის ტერიტორია ფაუნის თვალსაზრისით იყოფა სამ ზონად:

  1. ვაკისა და დაბლობის
  2. ტყის
  3. სუბალპური

   გელათის მოდამოების ფაუნა ეკუთვნის ტყის ზონას, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გვხვდება ხერხემლიანთა ყველა კლასის წარმომადგენელი. ხერხემლიანთა ქვეტიპიდან ფართოდაა გავრცელებული ძუძუმწოვართა კლასი. მტაცებელთა რიგიდან - მგლების, კატების, კვერნების ოჯახების წარმომადგენლები.

  • მგლების ოჯახიდან აქ გვხვდება კავკასიური მგელი (მცირე რაოდენობით და ისიც ზამთრობით), შინაური ძაღლი, ტურა (დიდი რაოდენობით)

გელათის ფლორა და ფაუნა - mgeli.jpg


  • საქართველოში გავრცელებული სამი სახის მელადან გელათის ტერიტორიაზე გვხვდება მხოლოდ ამიერკავკასიური მთის მელა.
  • კატების ოჯახიდან გვხვდება კავკასიური ტყის კატა
  • კვერნების ოჯახიდან გელათში ბინადრობს კავკასიური თეთრყელა კვერნა, კავკასიური ყვითელგულა კვერნა, დედოფალას ორი სახეობა: მცირე და დიდი კავკასიური დედოფალები, აგრეთვე მაჩვების ერთი სახეობა - ამიერკავკასიური მაჩვი (ისინი მოსახლეობასთან ახლოს ცხოვრობენ და ხშირად აწუხებენ კიდეც მათ.
  • შინაური მტაცებლებიდან ვხვდებით შინაურ კატასა და შინაურ ძაღლს;

ჩლიქოსნებიდან ვხვდებით როგორც კენტჩლიქიანებს, ისევე წყვილჩლიქიანთა წარმომადგენლებს.

  • კენტჩლიქიანებიდან გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - შინაური ცხენი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა გამწევ ძალად იყენებს.
  • წყვილჩლიქიანებს მიეკუთვნებიან შინაური ღორი, ძროხა და თხა,

წარსულში აქ გავრცელებული ყოფილა კავკასიური ირემი და შველი, მაგრამ საარსებო გარემოს შეცვლის გამო, რაც ანთროპოგენული ფაქტორით არის გამოწვეული, მთლად მოისპო.


    გელათის მიდამოებში გავრცელებულია მრღნელთა რიგის წარმომადგენლები: ტყის ქაცვი მემინდვრია, ბუჩქის მემინდვრია, ჩვეულებრივი მემინდვრია, მთის ტყის თაგვი, მინდვრის თაგვი, სახლის თაგვი, შავი ვირთაგვა, რუხი ვირთაგვა, ძილიგუდა.

   მრღნელები ხელსაყრელ პირობებში სწრაფად მრავლდებიან. ზოგ მათგანს  გადააქვთ მრავალი საშიში დაავადება: ტრიქინელოზი, ცოფი, შავი ჭირი, ტიფი და სხვა.

   გელათში ბინადრობენ ხელფრთიანების ანუ ხელფრთიანების რიგი. გავრცელებული სახეობებია: ქაცვი ღამურა, დიდყურა, ნატერეის მეღამია, მცირე ცხვირნალა.

     საქართველოში გავრცელებული მწერიჭამიების 10 სახეობიდან ჩვენში სამი არსებობს: ჩვეულებრივი ზღარბი, კოლხური თხუნელა და ჩვეულებრივი კბილზანგელა.

   გელათში გვხვდება როგორც ტყის, ასევე ველის ბიოტიპის ფრინველები. ზოგო მათგანი მონადირე ცხოვრებით ცხოვრობს, ზოგიც მომთაბარე ან მიმომფრენია. გვხვდება ფრინველთა შემდეგი სახეობები: კავკასიური ღაჟო, ჭედია ყარანა, კავკასიური ჩიტბატონა, სკვინჩა, კავკასიური თოხიტარა, წივწივა ჩვეულებრივი, წივწივა შავი, შავი შაშვი, ოფოფი, კავკასიური ჩხიკვი, ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა, აღმოსავლური ბულბული, სახლის ბეღურა, მგალობელი შაშვი, ბზეწვია და სხვა.



წყარო: http://lemill.net/content/webpages/10d210d410da10d010d710d810e1-10e410da10dd10e010d0-10d310d0-10e410d010e310dc10d0/view
კატეგორია: საქართველოს ბუნება | დაამატა: dudu-duda (14.02.2012) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 7723 | ტეგები: გელათი, ფლორა, და, ფაუნა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика