ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ქვეწარმავლებზე    

გველის ნაკბენი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად შხამიანი გველების ნაკბენით საშუალოდ 500 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება. მათ შორის, ყოველ წელს 50 000 ადამიანი იღუპება. დსთ-ს ტერიტორიაზე შხამიანი გველების 58 სახეობაა. ამათგან 10 სახეობა ადამიანისათვის საშიშია. საქართველოში გავრცელებულია 4 ოჯახის 10 გვარის 20 სახეობის გველი-ველის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით, საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება. გველის დაკბენა ყველაზე ხშირია 20-59 წლის ასაკში (57%) და ბავშვებში (30%). თემურ კობიძის თქმით, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან – ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით. დაგესვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა: ადამიანმა ჩაიცვას მაღალი ჩექმა ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და დამცავი შარვალი. თან იქონიოს გრძელი ჯოხი. ადამიანმა თავი უნდა მოარიდოს თივის ზვინებთან, მინდორში, ტყეში და ქვიან ადგილებში ყოფნას. თემურ კობიძის თქმით, კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინრებიდან ან კბილების არხებიდან. კბილები 1-1.5 სანტიმეტრის სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან. სიმპტომები კბენის ადგილას: მომენტალური ძლიერი ტკივილი. კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც რამდენიმე წუთში მთელ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხი ფერის ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი (რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება). თუ კბენით დაზიანდა ვენის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილი (შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში) ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანი ადგილობრივი მოვლენების განვითარებამდე კვდება. გველით დაკბენის სიმპტომებია: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები.: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების "ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში-სიკვდილი. გართულების შემთხვევაში ადამიანს უვიტარდება სეფსისი, რბილი ქსოვილების ნეკროზი ან კიდურის განგრენა. გველისგან დაკბენის შერმთხვევაში ადამიანმა არ უნდა გაკეთოს: კანის გრძელი "ლამპასისებური” განაკვეთები, ჯვარედინი განაკვეთი, ცირკულარული განაკვეთი, არ ამოწოვოს შხამი ჭრილობიდან პირით, არ დაიდოს ლახტი, არ დალიოს ალკოჰოლიანი სასმელები, კბენის ადგილი არ ამოიშანთოს. არ შეიყვანოს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი.

 

დაგესვლის შემტხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს ჰორიზონტალურად. ”ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით "გამოწველეთ” კანი. ჭრილობა "პირს დააღებს” და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა დაამუშავეთ კბენის ადგილი სპირტით ან იოდით. დაიწყეთ კიდურის იმობილიზაცია: დააფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ხის ტოტი, ღობის ფიცარი და სხვ) ორი სახსარის დონეზე. ავადმყოფი სასწრაფოდ მიიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში”, დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში – შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წანოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები – 1,6 მეტრს აღწევენ. გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. გველები ნადავლს დაუღეჭავად ყლაპავენ. შხამი მსხვერპლს ადამბლავებს – მოძრაობის უნარს ართმევს – და გველს მის გადაყლაპვას უადვილებს. გველის შხამი რთული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ფერმე-ნტების (უმთავრესად – ჰიდროლაზის), ტოქსიკური პოლიპეპტიდების, ნეიროტოქსინების, სპეცი-ფიკური ცილებისა და არაორგანული კომპონენტების კომპლექსს წარმოადგენს. ზოგიერთი გველის (მაგა-ლითად, ასპიტებისა და ზღვის გველების) შხამი ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას იწვევს, ზოგი-ერთისა (გველგესლასებრთა, ჩხრიალა გველებისა) – ჰემორაგიულ შეშუპებას, სისხლის შედედებას, ჰემო-ლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლას), წნევის დაცემას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. გი-ურზას შხამი სწორედ ძლიერი ჰემოლიზური უნარით გამოირჩევა. გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ.  



წყარო: http://blogspot.com
კატეგორია: სტატიები ქვეწარმავლებზე | დაამატა: giorgi (22.10.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 6586 | კომენტარი: 2 | ტეგები: შხამიანები…. გველის ნაკბენი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 giorgi   (24.10.2011 19:38:25) [მასალა]
23_30_126 23_30_126

0   Spam
1 toka_monadire   (24.10.2011 00:04:05) [მასალა]
ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატიაა მადლბა ავტორს 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика