ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები თევზებზე    

ლოქო


ლოქო არის საქართველოს და საერთოდ ევროპის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი. იგი იზრდება 3 მეტრი და 150-200 კილო. 
ლოქო თბილი სეზონის თევზია. ზამთარში იგი გამოსაზამთრებელ ღრმულებში წვება და არ იკვებება წყლის 8-10 გრადუსზე გათბობამდე.



ამ გიგანტის კვების რაციონი მრავალფეროვანია: თევზი, ბაყაყი, კიბორჩხალა, წურბელა, ჭია, წყალში მოხვედრილი წვრილი მღრღნელები და წყალმცურავე ფრინველებიც კი

მთელი ზაფხულის განმავლობაში ლოქო აქტიურად იკვებება, როგორც ვიცით იგი ღამის მტაცებელია და მასზე თევზაობა განსაკუთრებით შედეგიანია 2-3 საათი მზის ჩასვლამდე და გარიჟრაჟზე. თუ დღე მოღრუბლული გამოდგა და წყალი ჭერის ადგილას მღვრიეა (ადიდებული არ უნდა იყოს თუ მდინარეა), მაშინ ლოქოზე მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ვითევზაოთ. ზაფხულის ხანმოკლე წვიმის შემდეგ ლოქო (განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის) სანაპირო ზოლში გამოდის საკვებად, წვიმით ჩარეცხილი ჭიების, ლოკოკინების და სხვა მწერების თუ მღრღნელების საჭმელად, ასე რომ წვიმის შემდეგსანაპირო ზოლში თევზაობასაც აქვს აზრი.

არსებობს ლოქოზე თევზაობის მრავალი მეთოდი: სპინინგით ხელოვნურ სატყუარებზე, ტივტივათი ნაპირიდან ან ნავიდან, ფსკერული მეთოდი, ჩაკიდული სატყუარით და კვოკით ნავიდან და სხვა. ამ სტატიაში მე მხოლოდ ზოგად რჩევებს მოგაწვდით და ცალკეული მეთოდების განხილვით თავს არ შეგაწყენთ.
მინდა მოგახსენოთ რომ არ არის საჭირო ძვირად ღირებული აღჭურვილობის შეძენა, მთავარი მაჩვენებელი ლოქოზე თევზაობისას არის სიმტკიცე და გამძლეობა, იმიტომ რომ სავარაუდო ნადავლი ძლიერი და შეუპოვარი მებრძოლია და მეორე შანს როგორც წესი მეთევზეს არ აძლევს. ამიტომ საწყენი იქნება ღირსეული ნადავლის დაკარგვა კოჭას ან ჯოხის უხარისხობის გამო.



ნაპირიდან თევზაობისას უპრიანია 3მ სიგრძის ჯოხის გამოყენება, ნავიდან კი 2.5-2.7მ სიგრძისა. ზედმეტად გრძელი ანკესის გამოყენებისას დიდ ლოქოსთან ბრძოლა საკმაოდ რთული და მოუხერხებელი ხდება.

 საქართველოში ბინადრობს შემდეგმდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური;
 ტბებში: ჯანდარის, ლისის, ბებესირის, პალიასტომის, ბაზალეტის ტბა, ბებესირის ტბა.





წყარო: http://hunters.ge/tevzis-jishebi/174-loqo.html
კატეგორია: სტატიები თევზებზე | დაამატა: გიომონადირე (25.04.2012) W
ნანახია: 2925 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 guro-judo   (12.10.2012 01:03:34) [მასალა]
გაიხარე მადლობა 166

0   Spam
2 dudu-duda   (11.10.2012 22:17:11) [მასალა]
დიდის დაჭერის შანსი ნაკლები გაქვს მეგობარო ეხლა ყველა რომელსაც წურბელა ყავს მიდის ზღვაში რო მოიშოროს ;) 167 167

0   Spam
1 guro-judo   (11.10.2012 21:11:29) [მასალა]
ლოქოზე თევზაობა ოქტომბერში დაგვინებული ხომ არ იქნება ????? 1p3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика