არსებობს 360 სახეობის ზვიგენი. ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისაა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით, აქვთ ხუთ ხუთი სალაყუჩე ხვრელი და ორი ზურგის ფარფლი. დიდი პირი, თავის ქვემო ნაწილშია მოქცეული. "საცურაო ბუშტი" არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა. გიგანტური ზვიგენების სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების სიგრძე 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენების სიგრძე 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა კვერცხისმდებელია. იკვებებიან ძირითადად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიანსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანი ზვიგენები.
ზვიგენების ღვიძლისგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს.
თეთრი ზვიგენი
imageთეთრი ზვიგენი, ცნობილია როგორც თეთრი პოინტერი. დიდი თეთრი ზვიგენი, ან თეთრი სიკვდილი. ის განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ბინადრობს ოკეანის სანაპირო რეგიონებში. ყველა ოკეანეში შევხვდებით, გარდა ჩრდილო-ყინულოვანისა. მისი სიგრძე 6 მ_ს აღწევს, ხოლო წონა 2.000 კგ_ს. შესაბამისად აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძლეველია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს.
imageსაშუალო ზომა თეთრი ზვიგენის 4-5 მეტრია, წონა 800-1500 კილოგრამი. გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული რამოდენიმე გიგანტი, მაგალითად ავსტრალიაში 1997 წელს დაჭერილია 7 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც იწონიდა 2500 კილოგრამს. ხმელთაშუა ზღვაში დაფიქსირებულია 31 შემთხვევა, მათგან 6 ფატალურად დამთავრდა. ხშირად მათი მიზანი ადამიანის შეჭმა არა, მათ უბრალოდ აინტერესებთ ადამიანები. მათი მსხვერპლი ხშირად ხდება, გასაბერი ნავები ან სათევზაო ნავები.
აღწევს სიმწიფის 15 წელს და შეუძლია იცოცხლოს 30 წელი. მას პირველი ადგილი უკავია ადამიანებზე თავმდამსხმელთა სიაში.
ლეოპარდისებრთა ზვიგენი
imageლეოპარდისებრი ზვიგენი, ზვიგენისებრთა ნაირსახეობა. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოდასავლეთში, სანაპირო ზოლის სიახლოვეს. ძირითადად ნადირობს მცირე ზომის თევზებზე, იკვებება მოლუსკებით. ზრდასრული ლეოპარდისებრი ზვიგენის სიგრძე 2 მეტრას აღწევს. სახელი დაერქვა დალაქული შეფერილობის გამო.
ვეშაპისებრი ზვიგენი
imageვეშაპისებრი ზვიგენის სხეულის ზომა 15 - 20 მეტრს აღწევს, წონა 12-15 ტ. გავრცელებულია ყველა ოკეანეში. მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ. აქვს 15 ათასამდე კბილი. იკვებება პატარა თევზებით კალმარებით და კიბოსნაირებით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!