ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ნაგაზი
ჯიშის ისტორია [რედაქტირება] ნაგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის" ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ", აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ"). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც" უწოდებენ. ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის. ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს" უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს" (ანუ „ნაგაზით" ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს"). ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების" ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების" დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით. განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის" ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს". აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში. ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი" (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია). ნაგაზის ადგილი ჯიშში კავკასიური მეცხვარული ძაღლი მთის დიდი კავკასიონის ნაგაზი დაღესტნური მცირე კავკასიონის ყარაბაში ყარსული ბარის გამპრი აზერბაიჯანული ზემოთ ჩამოთვლილიდან ნაგაზი, ყარაბაში და გამპრი - ქვეჯიშების კერძო, საკუთარი სახელებია. ნაგაზი საბჭოთა კავშირში 1950-იანი წლებიდან კავკასიური მეცხვარული ძაღლის მასობრივი მოჯიშება სახელმწიფო დონეზე დაიწყეს საბჭოთა კავშირში. ათობით ათასი კავკასიური მეცხვარული ძაღლი გამოიყენებოდა სამეურნეო, სამხედრო ობიექტების (მათ შორის „ბერლინის კედლისა") და მრავალმილიონიანი პატიმრობის ადგილების დასაცავად. საბჭოთა კავშირის მთავარი კონოლოგი ა.მაზოვერი აღნიშნავდა, რომ ნაგაზი საუკეთესო იყო კავკასიური მეცხვარულ ძაღლების ქვეჯიშებში. სპეციალისტი კინოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოჯიშება უმთავრესად ეფუძნებოდა საქართველოდან 1950-1960 წწ. გაყვანილ საუკეთესო ეგზემპლიარებს (დიდი მასშტაბებით ჩატარებულმა ამ ღონისძიებამ ფრიად დააზარალა ნაგაზის ჯიში საკუთრივ საქართველოში). გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისათვის საბჭოთა ჯიშთსანაშენეებმა დიდი და მიზანდასახული მუშაობით მნიშვნელოვნად დახვეწეს და გააუმჯობესეს ჯიში, რომელიც არსებითად დაშორდა აბორიგენულ წინაპრებს. საუკუნეების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთმა „კავკასიური მეცხვარული ძაღლი (Кавказская Овчарка)" და მისი სტანდარტი საერთაშორისო მასშტაბით დაარეგისტრირა როგორც რუსული ჯიში. ნაგაზი საქართველოში ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით არიან თუშები, რომელთა არსებობა მთლიანად მეცხვარეობას ეფუძნება. თუშები ტრადიციულად თავის ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ საქართველოს მრავალ რეგიონსა (ელდარის იალაღები) და ჩრდილო კავკასიაში (ყიზლარის იალაღები) და ყველგან ავრცელებდნენ ნაგაზებს. მეორე მსოფლიო ომისშემდგომ საქართველოში ნაგაზის ჯიშის აღდგენაზე ზრუნვა კერძო ენთუზიასტებმა დაიწყეს 70-იანი წლებიდან, როდესაც „ფაუნის მოყვარულთა კლუბმა" გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო ექსპედიცია საქართველოს რაიონებში ჯიშის მდგომარეობის შესასწავლად და ჩაატარდა ფოტოგადაღებები და აზომვები. მოეწყო აგრეთვე საგანგებო ტელეგადაცემები და დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები - რომელთა მიზანი იყო ნაგაზის ჯიშის პოპულარიზება, გადარჩენა და გაუმჯობესება. ამავე პერიოდში გამოფენებზე გამოჩნდნენ პირველი აბორიგენული ნაგაზები და რუსეთიდან ჩამოჯიშებული კავკასიური მეცხვარული ძაღლები. 1970-იანი წლების თბილისის ჩემპიონებს შორის იყვნენ ხვადი „ზორბა" და ძუკნები „ციბა" და „ჩუკა". საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაგაზის ჯიშის აღდგენა-გაუმჯობესებაზე მუშაობა განახლდა. სამწუხაროდ, ჯიშთსანაშენეებში უპირატესად იყენებენ რუსეთიდან იმპორტირებულ კავკასიურ მეცხვარულ ძაღლებს და კვლავ ნაკლები ყურადღება ექცევა აბორიგენული გენური წყაროების გამოყენებას. დიდი წარმატება ხვდა წილად კავკასიური მეცხვარული ძაღლების აჭარის ჯიშთსანაშენეს - რომლის ნაგაზი „ბასმაჩი" (ა.აბაშიძე) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ აჭარაში რევოლუციის შემდგომ ეს ჯიშთსანაშენე დაიშალა და ძაღლების უმეტესობა კვლავ რუსეთში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი ამავე პერიოდში გახდა კავკასიური მეცხვარული ძაღლი „სიმბა" (მ.ჭკუასელი) წოდორეთიდან. ნაგაზების საქართველოში ჯიშთსანაშენე საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოიაზრება ყურადღების კონცენტრირება აბორიგენულ, ხალასი სისხლის, საკმაოდ იშვიათ თეთრ ნაგაზებზე - რომლებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნილება თანდათანობით არსებითი ხდება (რამდენადაც კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოშენებაში რუსული და ევრო-ამერიკული ჯიშთსანაშენეებისათვის კონკურენცია შეუძლებელია). აგრეთვე საშურია 2-3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა. ტერმინოლოგია და ტერმინის თარგმანი [რედაქტირება] კავკასიური მეცხვარული ძაღლი (რუს.: Кавказская Овчарка, ინგლ.: Caucasian shepherd) ნაგაზი (რუს.: Нагази, ინგლ.: Nagazi) „კავკასიური მეცხვარული ძაღლი" ანუ „ქართული მეცხვარული ძაღლი" ნაგაზი-ს ვულგარული ფორმებია. შენიშვნა: Овчарка, Shepherd, Sheep dog არ შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნაგაზი", არამედ ყოველთვის უნდა ითარგმნოს როგორც „მეცხვარული ძაღლი" ან „ცხვრის ძაღლი". მამალ ძაღლს ეწოდება „ხვადი" დედალ ძაღლს ეწოდება „ძუ", „ძუკნა" ჩვილ ძაღლს ეწოდება „ლეკვი" მგელზე შემტევ, მგლების გამანადგურებელ ნაგაზს ეწოდება „მახრჩობელა" ძაღლის ლითონის საყელურს, რომელსაც აქვს ნემსები მგლის კბილებისაგან დასაცავად, ეწოდება „ჩანგლები" უჯიშო, შერეული სისხლის ძაღლს ეწოდება „ბაშკია" ნაგაზებს ტრადიციისამებრ ყურებს აჭრიან ანუ „უცვითავენ, უცქვიტავენ" (რათა ამ სათუთი, მტკივნეული ორგანოთი მგელმა არ დაიმორჩილოს). ბარში აგრეთვე „უკვეცავენ" კუდს, რათა ბალანში გახვეულმა ეკალ-ბარდებმა არ შეაწუხონ. „ყურშას" უწოდებენ ნაგაზს, რომელსაც ყურები არ აქვს „დაცვეთილი" „ხალასსისხლიანი" ანუ „ჯიშიანი" არის ძაღლი, რომელიც წინაპრების კონტროლირებადი შერჩევითაა გაჩენილი (აბორიგენული ძაღლებისათვის სულ ცოტა 3 თაობისა) ხალასსისხლიანი ძაღლების მოსაშენებელ ფერმას ეწოდება „ჯიშთსანაშენე" პერიოდს როდესაც ძუ მზადაა განაყოფიერებისათვის ეწოდება „მძუნაობა" („მძუნავი ძუკნა")


წყარო: http://wikipedia.org
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giorgi (13.11.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 3375 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 giorgi   (14.11.2011 23:32:51) [მასალა]
ერტ დროს მარღლაც ოფიციალურად იყო საქართველოს საკუთრება ეს ჯიში ( მეცხვარე) მაგრამ ეხლა რუსებმა მიითვისეს ამ ჯიშის საკუთრება. 167 167

0   Spam
4 xarata   (14.11.2011 20:49:40) [მასალა]
დუდა სავსებით გეთანხმები 39 39 39 39

0   Spam
3 spai   (14.11.2011 19:59:08) [მასალა]
მაგარი დზაგლია 10 10 166 166

0   Spam
2 vaxo_vaxo   (14.11.2011 15:06:25) [მასალა]
მართლა მაგარი ძაღლია 166 166 166

0   Spam
1 dudu-duda   (14.11.2011 02:56:44) [მასალა]
მიყვარს ეს ჯიში ეგ კავკასიური შეარქვეს თორე ნამდვილი ქართული მეცხვარეა 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика