ცნობილმა ფოტოგრაფმა რიკ შერემეტამ ალიასკაზე ყოფნის დროს ველური მურა დათვების ყოფის უნიკალური მომენტები გადაიღო. ის 4 დღის განმავლობაში დათვების ყოველდღიურ ცხოვრებას აკვირდებოდა. "ყველაზე საინტერესო იოლანდაზე დაკვირვება იყო, – იხსენებს შერემეტა, – ის გუნდში გამოკვეთილი ლიდერი იყო, ნადირობისთვის საუკეთესო ადგილებს არჩევდა და ყველაზე მეტ თევზს იჭერდა”.დიდი თევზის დაჭერის შემდეგ იოლანდა წყალმარჩხ ადგილზე მიდიოდა, რათა ნადავლი ეჭამა.”დათვი ამ რიტუალს დღეში რამდენჯერმე იმეორებდა და არასდროს მინახავს დასასვენებლად ნაპირზე გამოსულიყო, როგორც ამას მისი გუნდის წევრები აკეთებდნენ”, – ყვება ფოტოგრაფი. როგორც ჩანს, ასეთმა აქტიურმა ნადირობამ ცხოველი დაქანცა. ერთხელაც, როდესაც მორიგი ორაგული დაიჭირა, იოლანდა წყალში ჩაჯდა, ნადავლი მაგრად მიიხუტა და იქვე ჩაეძინა.იოლანდას მონაპოვარმა ერთ-ერთი დათვის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მძინარე დათვის გაძარცვა სცადა. ნადავლისთვის ბრძოლამ იოლანდას ტკბილი ძილი დაუფრთხო.”ასეთი წუთების გადაღების შანსი ფოტოგრაფებს ძალიან იშვიათად აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მთელი სცენის გადაღება მოვასწარი”, – ამბობს რიკ შერემეტი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!