პამიდვრის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. იგი შორეულ წარსულში ტროპიკული მცენარე იყო და ხარობდა პერუს, ჩილესა და მექსიკის ტერიტორიაზე. აქედან იგი ევროპაში შემოვიდა და თავდაპირველად დეკორატიულ მცენარედ ითვლებოდა. მისი ნაყოფი შხამიანი ეგონათ და საჭმელად არ ხმარობდნენ. ამ ასი წლის წინათ ნახავდით ქოთანში ჩარგულ პომიდორს ფანჯრის რაფაზე სხვა ოთახის ყვავილებს შორის.
თვით სიტყვა,,პომიდორი” იტალიური წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ოქროს ვაშლს”. ძველმექსიკურად კი მას ,,ტომატი” ჰქვია.
ჩვეულებრივ პომიდვრის ნაყოფი წითელი ფერისაა, მაგრამ არსებობს ყვითელი და იისფერი ჯიშებიც. პომიდვრის მწიფე ნაყოფი უხვად შეიცავს ,,ც” ვიტამინს.