ციტატა, წიგნიდან: "კარგი მონადირე უპირველესად ის ადამიანია, ვინც ბუნების მეგობარია, მისი ერთგული დამცველი და არა ის ვინც მეტი ნადირი მოკლა, მონადირეების უპირველესი ამოცანაა ფაუნის, ფლორის დაცვა და არა განადგურება. ჩეხოსლოვაკიაში და ბალტიისპირეთში კარგ მონადირედ ის ითვლება, ვინც უფრო მეტი საკვები დაამზადა ნადირისთვის, უფრო მეტად ხელი შეუწყო მის მომრავლებას,დაცვას, ვინც უფრო თავდადებით იბრძვის ბრაკონიერების წინააღმდეგ. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: "თუ მოსჭრი ერთ ხეს, დარგე და გაახარე ორი". მოკალი ერთი ნადირი? ხელი შეუწყვე სხვა ნადირის გაზრდას, გამრავლებას. ნადირობა უპირველესად სპორტია, საინტერესო, ვაჟკაცური სპორტი და არა ნანადირევი ხორცით გამდიდრების წყარო. მონადირე, როგორც წესი, კეთილი გულის ადამიანია, ბუნების მოსიყვარულე, მისი დამცველი, მეგობრის ერთგული".