ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

გარეული ღორი


გარეული ღორი უძველესი დროიდან ითვლება სასურველ სანადირო ობიექტად მთელს მსოფლიოში. მას ყოველთვის შეუძლია თავის დაცვა და ამიტომ საშიშიცაა, მასზე ნადირობის მსურველს მართებს სიფრთხილე, ნებისყოფის სიმტკიცე, იარაღის კარგი ფლობა და ცხოველოს ქცევის ცოდნა.
მოკლე აღწერა:

გარეული ღორი, ეშვი, ტახი — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე  — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.
საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. 
ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. გარეული ღორი დეკემბერ-იანვარში მაკეობს. აპრილ-მაისში შობს 5-12 გოჭს. ახლად დაბადებულ გოჭებს ტანის სიგრძეზე ნაცრისფერი ზოლები გაჰყვებათ, რომლებიც მათ ზრდასთან ერთად უქრებათ.  მაკეობა 120 დღემდე გრძელდება. ტახი უმეტესადგანმარტოვებით ცხოვრობს.

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე,მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში.შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში,დასავლეთ საქართველოში რიონის ქვემო მდინარეების ჭალებში.
შდარებით დიდი რაოდენობით მხოლოდ გარდაბნის და ივრის სატყეო-სანადირო მეურნეობაში მოიპოვება.  გვხდება ალაზნის ჭალის ტყეებში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზ ეყვარლის, ახმეტის რაიონებში, ახალციხის რაიონში.

ძირითადად, ღორზე ნადირობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ეს არის: მიპარვით ნადირობა, ჩასაფრებით ნადირობა, ძაღლებით ნადირობა და სარეკით ნადირობა. 
ღორი ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა, სუსტი აქვს მხედველობა, ეს უნდა  გაითვალისწინოს მონადირემ, და სწორად შეარჩიოს ქარის მიმართულება, ტანსაცმელს  არ ასდიოდეს რაიმე სპეციფიური სუნი, ღორი კარგად გრძნობს თამბაქოს და ნიკოტინის სუნსაც,  სუნამოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, გასათვალისწინებელია ოფლის ფაქტორი.
იმის გამო რომ გარეული ღორის "დაგდება" არც ისე ადვილია, და დაჭრილი ცხოველი ძალიან საშიშია, აგრეთვე რომ არ დავკარგოთ დაჭრილი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად უნდა ვესროლოთ მსხვერპლს, რომ დავაზიანოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ცხოველის სასიკვდილო ზონა, არის თავი, კისერი და გულმკერდის არე.

ღორზე სანადიროდ მიზანშეწონილია, ძლიერი კალიბრები გამოდგება როგორიცაა: .308 ვინ 300ვინმაგი, 30 06, 7,62X54 და ა.შ.
ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი.
დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა, სპეციალური ლიცენზიით, რაც საკმაო რაოდენობის თანხებთანაა დაკავშირებული.

ღორზე ნადირობის თავისებურებები:
მიუხედავად თავისი მასის და გარეგნობისა ის საკმაოდ სწრაფი ცხოველია. მას შეუძლია 100-150 მეტრის დაშორებით იგრძნოს მონადირის მოძრაობა და შეცვალოს მიმართულება.
დედა ღორი განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ყავს ჩვილი გოჭები, მას შეუძლია თავს დაესხას ნებისმიერ ცხოველს ან ადამიანს თუ შეამჩნევს 30-40 მერტის სიახლოვეზე. კოლტში ნებისმიერი  ღორი იცავს პატარას, როგორც თავისას.
ზაფხულობით მთელი ღამის განმავლობაში ჭამენ, ზამთარში კი, დღისით შედარებით თბილ დროს აქტიურობენ.  ისინი ყოველდღე წყალში წვებიან, მიუხედავად სიცივისა და ამისათვის გუბეს, თიხიან წუმპს ან დაჭაობებულ ადგილს არჩევენ. წყალი მათთვის იმდენად აუცილებელია, რომ მის სიახლოვეს ირჩევს ბინას.

ღორის ქცევა სროლის შემდგომ:
ღორი დიდ გამძლეობას იჩენს სასიკვდილოდ დაჭრილიც კი, არ არსებობს შემთხვევა, რომ ერთი სროლით, დაეგდოს ვინმეს, დაჭრილს შეუძლია კილომეტრები გაიაროს, გულში დაჭრილიც კი 100 მეტრის მანძილზე გარბის.
განსაკუთრებით გამძლეა ჭრილობაზე გვიან შემოდგომით, როდესაც  კანქვეშ წარმოექმნება დამატებითი ფენა. დაჭრის უეჭველი მანიშნებელია დაშვებული კუდი. დაჭრილს სისხლი გვიან გამოსდის სხვა ცხოველთან შედარებით, სქელი კანის და ცხიმის ფენის გამო, ამიტომ სისხლი ნაკვალევზე გვიან ჩნდება 100-150მ დაშორებით მცირე წვეთებად. ამიტომ დაჭრილ ღორს უნდა მივყვეთ 250 მსიგრძეზე კვალში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონადირე დარწმუნებულია რომ ააცილა.
სისხლის დიდი რაოდენობა მიგვითითებს სერიოზულ ჭრილობაზე, თუ გულშია ჭრილობა, სისხლის ნაკადი გულისცემის ინტერვალებითაა.თუ ცხოველი დაცემის შემდეგ ცდილობს წინა ფეხებით წამოდგომას, დაზიანებულია ხერხემალი, თუ სროლის შემდეგ დაეცა, რამოდენიმე წამის მერე წამოდგა და გარბის, დაზიანებულია თავის ქალა.

უსაფრთხოების ზომები:
პოზიცია დაიკავეთ ხის გვერდით, ან რაიმეს რომ მოეფაროთ საფრთხის დროს. თქვენი მეზობლის მდებარეობა კარგად დაადგინეთ, და თქვენი ხელის აწევით ანიშნეთ და ამის შემდეგ გადატენეთ იარაღი.
არავითარ შემთხვევაში არ ისროლოთ თუ კარგად არ ჩანს სამიზნე, არ ისროლოთ მარტო ხმაურზე და გაფაჩუნებაზე . არ გამოხვიეთ ნომრიდან თუ არაა გაცემული ბრძანება "ატბოი".
დაცემულ ცხოველთან მიდით ფრთხილად, სასროლად  მომზადებული იარაღით, მიუახლოვდით უკნიდან ან გვერდიდან, არავითარ შემთხვევაშიწინიდან არ მიხვიდეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ მდგომარეობაში ცხოველი წამომხტარა და თავს დასხმია მოახლოვებულ მონადირეს. ყურადღება მიაქციეთ ყურებს და ჯაგარს, თუ ყურები დაჭიმულია და ჯაგარი ყალყზე უდგას ცხოველი ცოცხალია და საშიში. ახლოს მისულმა საკონტროლო გასროლა გააკეთეთ ყურში.
გასროლა არ მოახდინოთ, თუ პირდაპირ თქვენსკენ მორბის ღორი, მოცილდითდა ესროლეთ გვერდიდან. საუკეთესო ვარიანტია ყურში და წინა ბეჭისთავზე სროლა. 
დაჭრილი მხეცის დევნა ყოველთვის საშიშია, რადგან ის შეიძლება დაიმალოსდა იქიდან თავს დაესხას მონადირეს. მის თავდასხმაზე ჯობია სწრაფად გვერძე გადახტომა, გვერძე ჩარბენის მერე, ღორი იშვიათად ბრუნდება ხელმეორედ საიერიშოდ. მონადირიე თუ შემთხვევით დაეცა ამ დროს ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება ეს ამბავი!!! 
არ გაუშვათ კვალზე ორი ძაღლი ერთად, რადგან ისინი ამ დროს სიფრთხილეს ადუნებენ.



წყარო: http://hunters.ge/gareuli-cxovelebi/190-gareuli-gori.html
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: გიომონადირე (24.04.2012) W
ნანახია: 2426 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 sosiko_sastsraposhvili   (18.03.2014 23:35:27) [მასალა]
გარეული ღორი, ეშვი, ტახი (Sus scrofa) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდორში — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика