მელა - მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. საქართველოშიგვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი
წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარვისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი.
ბინადრობენ ტყეში, ველებსა და უდაბნოებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებენ. იყენებს ბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით.
იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში - სულ რამდენიმე წელი.
მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით. მაგრამ სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: მწყერს, ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა. საშიშია როგორც ცოფის მტარებელი და გამავრცელებელი. ზიანს აყენებს ადამიანსაც შინაური ფრინველის განადგურებით.
ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობაში მიღებულია ბაკურიანული თეთრი მელა, ქართული თეთრი მელა, რომელიც შავ-ვერცხლისფერი მელიებისგან ბუნებრივი მუტაციის შედეგად გამოიყვანეს. აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და შავი ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა. მელაზე ნადირობა აკრძალულია.
მელა (Vulpes) — მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელა (Vulpes vulpes) ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებსბუნებრივ თავშესაფრებს — მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქცეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა — კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში — სულრამდენიმე წელი. მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!