ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ტურა

ტურა(Canis aureus) – ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახიდან. აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, მოწითალო-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზაფხულობით უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.

გავრცელება: სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ტურა ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, რადგანაც სოროს თხრა ეზარება თვითონ თხრის პატარა სოროს, ან იკავებს სხვა ცხოველების სოროს.

ტურა იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით: ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველით,ბაყაყი, ლოკოკინა, მწერები, ჭამს ლეშსაც, იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც, მას ტკბილი ხილი უყვარს, მაგალითად ყურძენი, საზამთრო, ნესვი და სხვა. ის სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს, ის მავნებლობით მელასაც  აჭარბებს, შეუძლია საქათმესა და ბეღელში მოხერხებულად შღწევა.

ტურა ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია, მას შეუძლია ნახტომით ჰაერში მიწვდეს ფრენილ ფრინველს, განსაკუთრებით ანადგურებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს. ის ძალიან ფრთხილია, ნადირობისასა ხშირად ამოწმებს გარემოს საფრთხის შიშით, სადაც მსხვილი მტაცებლები ნადირობენ ტურები მათ კვალს მისდევენ, რომ მათი ნადავლის ნარჩენები მიირთვას.

 მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში, მაკეობის ხანგრძლივობაა სამი  თვე.  აპრილ-მაისში ყრის უსუსრ თვალბაუხელელ 4–6  ლეკვს. დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეული საკვებით იკვებებიან.

ტურისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი ყმუილი -"კივილი". ისინი ყმუიან ნადირობის წინ, სირბილის დროსაც, რაიმე ხმამაღალ ხმაურს აყვებიან ყმუილით. არ კივიან წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში, მოწმენდილ მთვარიან ღამეებში კი განსაკუთრებით ყმუიან. ის არის ცოფისა და სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი. ბეწვი მდარე ხარისხისაა. ტურას უგებენ 4 ან 5 ნომერ ხაფანგს. თოფით მოპოვებისთვის საჭიროა 1ნომერი საფანტი.




წყარო: http://hunters.ge/gareuli-cxovelebi/260-tura.html
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: გიომონადირე (24.04.2012) W
ნანახია: 3009 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 datobasilashvili   (05.04.2015 20:42:58) [მასალა]
ტურრრრრააააააა 48 48 01b 15 16 1cc

0   Spam
1 sosiko_sastsraposhvili   (18.03.2014 23:41:52) [მასალა]
ტურა (Canis aureus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, თევზებით, მწერებით და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.http://commons.wikimedia.org/wiki/File:Golden_jackal_small.jpg?uselang=ka

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика