კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, იამაიკელმა უსეინ ბოლტმა ყველაზე სწრაფი ცხოველი, კენიის ეროვნული პარკის ბინადრის გეპარდის ლეკვი "იშვილა”, რაც 13.000 დოლარი დაუჯდა. "შვილობილს” უსეინმა თავისივე მეტსახელი "მეხი-ბოლტი” დაარქვა.
195 სმ სიმაღლისა და 93 კგ წონის ყველა დროის საუკეთესო სპრინტერი უსეინ ბოლტი 24 წლისაა, არის სამგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდების მფლობელი 100 და 200 მეტრზე სირბილსა და ამანათრბენაში. მძლეოსნობის ისტორიაში ის პირველია, ვინც ერთ ოლიმპიადაზე სამ დისტანციაში გაიმარჯვა და სამივეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა!
მიუხედავად ამისა, დიდი "მეხი”, მაქსიმალური სიჩქარით – 37,5 კმ/სთ ვერასდროს აჯობებს შვილობილ პატარა "მეხ” გეპარდს.
გეპარდი ყველა კატისებრისგან იმით განსხვავდება, რომ საფრიდან არ ნადირობს, პრაქტიკულად, არც იმალება და გაშლილ ადგილას მისდევს მსხვერპლს: ამის საშუალებას მას უდიდესი სისწრაფე აძლევს – სულ რაღაც 2 წამში გეპარდი ავითარებს 75 კმ/სთ სიჩქარეს, დევნისას კი საშუალოდ 110-115 კმ/სთ-ს. ამ დროს გეპარდს იმდენი ენერგია ეხარჯება, რომ იძულებულია, დევნა მაქსიმუმ 1 წუთს გააგრძელოს….
მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სწრაფები, მაინც ფრინველები არიან. მათ შორის გამოირჩევა შევარდენი (Falco Peregrinus), რომელიც სამართლიანად ითვლება ყველაზე სწრაფ ცოცხალ არსებად.
"სუპერჩემპიონი” როგორც კი პოტენციურ მსხვერპლს შეამჩნევს, ადგილს სწყდება, დიდ სიმაღლეზე უსწრაფესად ადის და ფრთებდაკეცილი მოწყვეტით ეშვება. სპეციალისტთა გამოთვლით, მსხვერპლზე თავდასხმის მომენტში შავარდნის სისწრაფე 322 კმ საათსაც კი აღწევს! მისი ჭანგის დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ საბრალო მსხვერპლს ან თავს წააცლის, ან ტანს შუაზე გლეჯს ხოლმე! ალბათ, ამის გამოა, რომ სხვა მტაცებელი ფრინველებისგან განსხვავებით, შავარდენი ნანადირევის თავს ხელუხლებელს ტოვებს.
ზა Cheetah Feb09 02.jpg მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: ძუძუმწოვრები რიგი: მტაცებლები ოჯახი: კატისებრნი გვარი: ავაზა სახეობა: ავაზა ლათინური სახელი Acinonyx jubatus დაცვის სტატუსი Status iucn3.1 VU ka.svg მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 219 არეალი Cheetah range.gif გავრცელების არეალი
მამრები ქმნიან ფორმირებას. ჩვეულებრივ ეს ფორმირება შედგება ძმებისგან ხოლმე. თუმცა თუ ნაშიერებში მხოლოდ ერთი მამრი არსებობს, მაშინ მოგვიანებით მას უერთდება 2 – 3 სხვა მარტოხელა მამრი ავაზა, ან პირიქით – ის უერთდება მათ. ესეთ ფორმირებებს ეძახიან კოალიციებს. ესეთ კოალიციებს 6-ჯერ უფრო დიდი შანსი აქვთ ტერიტორიის მოპოვების ვიდრე მარტოხელა მამრს. კოალიციები ცდილობენ რაც შეუძლიათ შეინარჩუნონ ტერიტორია და იპოვონ მდედრი, რომელთანაც შეწყვილდებიან. მამრები ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიას მოშარდვით სხვადასხვა ობიექტებზე, მაგ. ხეებზე. ამაში კოალიციის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. მამრები “დაუპატიჟებელ სტუმრებს” კლავენ და ხშირად ჩხუბი მთავრდება ხოლმე სერიოზული დაზიანებით ან სიკვდილით. მდედრები[რედაქტირება]
მამრებისგან და სხვა კატებისგან განსხვავებით, მდედრები არ ამყარებენ ტერიტორიებს. მდედრები ყოველთვის მარტო ნადირობენ. გამონაკლისი შეიძლება იყოს მისი ნაშიერები, რომლებიც დაყვებიან მას როდესაც ხდებიან 5 – 6 კვირისანი. საკვები[რედაქტირება]
ავაზა ხორცისმჭამელი ცხოველია. იკვებება ძუძუმწოვრებით 40კგ.-ს ქვემოთ. კვების მენიუში ძირითადად შედიან გაზელები და იმპალები. უფრო დიდი ძუძუმწოვრები როგორებიც არიან ზებრები და გნუები ასევე მოინადირებიან როდესაც ავაზები ჯგუფად ნადირობენ. მსხვერპლების სიაში ასევე შედიან კურდღლები. სხვა კატებისგან განსხვავებით გეპარდები დღისით ნადირობენ, ძირითადად დილით ადრე ან გვიან მოსაღამოვებისას, როდესაც ისე ძალიან არ ცხელა, მაგრამ მაინც არის სინათლე. ავაზები ნადირობის დროს უფრო მათ ხედვას იყენებენ ვიდრე ყნოსვას. მსხვერპლს უსაფრდებიან 10 -30 მეტრის მოშორებით, ხოლო შემდეგ ედევნებიან მას. ეს ჩვეუელბრივ ხდება ერთი წუთის განმავლობაში ან უფრო მალე და თუ ავაზა განიცდის კრახს სწრაფად დაჭერაში მაშინ იგი მსხვერპლს თავს ანებებს. ავაზების ნადირობის საშუალო წარმატებულობის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. ძალიან სწრაფად სირბილისას ავაზას სხეული განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. კერძოდ კი მისი სხეულის ტემპერატურა მაღლა ადის. თუ დადევნება დიდია ავაზა საჭიროებს შესვენებას ნახევარი საათით ან უფრო მეტითაც. ავაზა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გატეხოს მსხვერპლის კისერი ნადირობისას, ამიტომ დადევნებისას იგი აქცევს მსხვერპლს და კბენს მას კისერში რათა გაგუდოს იგი. ნაკბენმა შეიძლება ასევე გახვრიტოს ხოლმე კისერში მთავარი არტერია. ამის შემდეგ იგი ცდილობს შეჭამოს მსხვერპლი იმდენად ჩქარად რამდენადაც შეუძლია სანამ არ გამოჩნდება უფრო ძლიერი მტაცებელი. ურთიერთობები სხვა მტაცებლებთან[რედაქტირება]
მიუხედავად მათი სისწრაფისა და მშვენიერი ნადირობისა ავაზებს ხშირად ჩაგრავენ სხვა, უფრო ძლიერი მტაცებლები. სისწრაფის ხარჯზე შემსუბუქებულია მათი სიძლიერე და მათ პრაქტიკულად არ შეუძლიათ თავის დაცვა აფრიკის სხვა მტაცებლებისგან. ბრძოლის დროს, მათ ურჩევნიათ დაუთმონ ნადავლი სხვას, თუნდაც ერთ აფთარს, ვიდრე გარისკონ თავიანთი სიცოცხლე და მიიღონ დაზიანება, რადგანაც მაგალითად ფეხ დაზიანებული ავაზა გამოუსადეგარია სანადიროდ და პრაქტიკულად განწირულია სასიკვდილოდ. ბოლო წლებში ავაზების რიცხვი საკმაოდ შემცირდა სხვა მტაცებლების გამო. განსაკუთრებით უსუსურნი არიან პატარები, რომლებიც რამდენიმე კვირისანი არიან. მათი 90% კვდება ლომების, ლეოპარდების, აფთრების, გარეული ძაღლების და არწივების მიერაც კი. ისინი ხშირად იმალებიან ბუჩქნარში მათივე უსაფრთხოებისთვის. საფრთხის მოახლოების დროს დედა შვილებს იცავს და ხანდახან წარმატებითაც გამოსდის სხვა მტაცებლების განდევნა. კოალიციებსაც შეუძლიათ სხვა მტაცებლის განდევნა, თუმცა ეს დამოკიდებულია კოალიციისა და მტაცებლების რიცხვზე და ზომებზე. ძლიერი სისწრაფის გამო, ახალგარზდა ავაზას მხოლოდ რამდენიმე მტერი ჰყავს. ლიტერატურა[რედაქტირება]
ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს არის მისი სასუნთქი სისტემა და გული: ფართო ნესტოები მას საკმარისი ჟანგბადით ამარაგებს. ჩვეულებრივ, ნადირობის დროს, გეპარდი სამოციდან ას ორმოცდაათამდე ჩასუნთქვას აკეთებს. ამასთანავე, ბრჭყალების გარდა, მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას, რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს. სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით გეპარდს ღრიალი არ შეუძლია. ის მაღალ, ყვირილს მსგავს ბგერებს გამოსცემს. ავაზა საკმაოდ მგრძნობიარე სახეობაა. მას უჭირს ახალ გარემოსთან ადაპტაცია და ტყვეობაში თითქმის ვერ მრავლდება. მასზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობის გარდა, გეპარდს საცხოვრებლისა და საკვების დაკარგვის საფრთხეც ემუქრება. გავრცელების არე[რედაქტირება]
არსებობს გეოგრაფიულად იზოლირებული რამდენიმე პოპულაცია და ყველა მათგანი აფრიკასა და აზიაში. დაახლოებით ორმოცდაათამდე ერთეული ბინადრობს ირანში, არსებობს ვარაუდი, რომ ცოტა ინდოეთშიც შემორჩა. ასევე არის დაუზუსტებელი ცნობები პაკისტანიდან, სადაც ერთ მკვდარ ავაზას მიაგნეს. ევოლუცია[რედაქტირება]
უკანასკნელმა გამყინვარების პერიოდმა გეპარდების პოპულაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და სახეობა თითქმის გაქრა. თანამედროვე ავაზები სისხლით ნათესავები არიან და სისხლის აღრევის გამო ხშირია სიკვდილიანობა ადრეულ ასაკში: ჰეპარდების 70% ერთი წლის ასაკამდე იღუპება. ადრე გეპარდებს მათი აგებულების გამო ცალკე ქვეოჯახად მიიჩნევდნენ(Acinonychinae), მაგრამ მოლეკულურ-გენეტუკური კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ავაზები პუმას ენათესავებიან. ავაზებს პატარა კატების ქვეოჯახს მიაკუთვნებენ. გამრავლება[რედაქტირება]
მდედრები ზრდასრულ ასაკს აღწევენ 20 – 24 თვის შემდეგ, მამრებს მიახლოებით 12 თვე სჭირდებათ ამისთვის. ავაზებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მდედრები არიან სქესობრივად ნაირგვაროვნები და ხშირად მათი ნაშიერები სხვადასხვა მამრებისგან არიან. მდედრები შობენ მიახლოებით 9-მდე ნაშიერს, 90 – 98 დღიანი ორსულობის შემდეგ, თუმცა ჩვეულებრივ ნაშიერების საშუალო რიცხვია ხოლმე 3 -5. სხვა ზოგიერთი კატებისგან განსხვავებით ავაზა იბადება უკვე თანდაყოლილი ლაქებით. ახლად დაბადებულ ნაშიერებს ასევე გააჩნიათ განსხვავებული ბეწვი ყელზე. დროთა განმავლობაში ზრდასთან ერთად ეს ბეწვი სცილდებათ ავაზებს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ბეწვი ატარებს დაცვითი მექანიზმის ხასიათს. შვილები დედებს ტოვებენ 13 – 20 თვის შემდეგ. ველურ ბუნებაში ავაზების სიცოცხლის ხანგრძლივობა მიახლოებით 12 წელია, ხოლო ტყვეობაში – 20. მამრებისგან განსხვავებით, მდედრები მარტოხელები არიან და ერთმანეთს თავს არიდებენ, თუმცა ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როდესაც ზოგი დედა-შვილის(მდედრი) წყვილები ერთიანდება მცირე პერიოდის განმავლობაში. ავაზებს გააჩნიათ უნიკალური და კარგად ორგანიზებული სოციალური წესრიგი. მდედრები მარტო ცხოვრობენ გარდა იმ პერიოდისა როდესაც ზრდიან ნაშიერებს. პირველი 18 თვე ნაშიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; პატარებმა უნდა ისწავლონ უამრავი გაკვეთილი თუ როგორ გადარჩნენ ველურ ბუნებაში, რომლებიც გამოიხატება ნადირობის სწავლასა და სხვა მტაცებლებისგან თავის დაცვაში. 18 თვის შემდეგ, დედა ტოვებს შვილებს, რომლებიც შემდეგ ქმნიან ფორმირებას და ცხოვრობენ ერთად შემდეგი 6 თვის განმავლობაში. მიახლოებით 2 წლის შემდეგ, მდედრი გეპარდები ტოვებენ ამ ფორმირებას და იწყებენ ცალკე დამოუკიდებელ ცხოვრებას, ხოლო ძმები რჩებიან ერთად სიცოცხლის ბოლომდე. მამრები[რედაქტირება]
ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის მტაცებელი. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველი; გავრცელებულია აფრიკის, ინდოეთის, წინა და შუა აზიის ტრამალებსა და უდაბნოებში. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე - 100 სმ, აქვს შავხალებიანი მოყვითალო ბეწვი. ავაზის მეკეობა 95 დღემდე გრძელდება. ყრის 2-4 ლეკვს. იკვებება ძირითადად ანტილოპებით, ხეზე ასვლა არ შეუძლია, დარბის სწრაფად (მაქსიმალური სისწრაფე 120 კმ საათში). ავაზას ბევრ ქვეყანაში ათვინიერებენ და ანტილოპებზე სანადიროდ გეშავენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც. სექციების სია [დამალვა] 1 აღწერა 2 გავრცელების არე 3 ევოლუცია 4 გამრავლება 5 მამრები 6 მდედრები 7 საკვები 8 ურთიერთობები სხვა მტაცებლებთან 9 ლიტერატურა აღწერა[რედაქტირება]
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება. მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როდესაც მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს. ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის მუტაცია: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ. ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!