ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ლომები, ვეფხვები და სხვა დიდი კატები შეიძლება 20 წელიწადში გადაშენდნენ

ველური ბუნების სიამაყეები – ლომები, ვეფხვები და დანარჩენი დიდი კატები – თანდათანობით ქრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან, გვაფრთხილებენ გარემოს დაცვის ექსპერტები. დღესდღეობით ჯერ კიდევ გრძელდება ამ ცხოველებზე ნადირობა და ტყვეობაში მყოფი კატისებრთა ოჯახის წევრების ხოცვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ბენგალური ვეფხვისა და აფრიკული ლომების განადგურება ოჰაიოს შტატის ქალაქ ზეინსვილში მდებარე კერძო ნაკრძალში. პირობების გაუარესების გამო დიდი კატების უმეტესობამ შეიძლება ორი ათწლეულის შემდეგ აღარც იარსებოს, აცხადებენ მეცნიერები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, გაიზარდოს ამ სახეობების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები. "განა გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ლომები არ იქნებიან?” ამბობს დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგი ლუკ დოლარი. "ამჟამად ზუსტად ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ”. ლომების, ლეოპარდების, ავაზებისა და განსაკუთრებით ვეფხვების რაოდენობა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. აზიურ მედიცინაში ვეფხვის ძვლები და ორგანოები ძვირფასი მასალაა სამკურნალოდ, თუმცა ეს ცხოველები იმდენად გაიშვიათდნენ, რომ ძვლისა და სუპის მასალის საკითხში ისინი ლომებმა ჩაანაცვლეს. აზიის ჯუნგლებისა და აფრიკული სავანების წამყვან მტაცებლებს გაცილებით მეტი ღირებულება აქვთ, ვიდრე თავიანთი საბინადრო არეალისა და სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებად ყოფნაა. "მიგრაციის მსვლელობაში ლომები დიდ როლს თამაშობენ და ცხოველების ქმედებებზე ახდენენ გავლენას”, ამბობს ნატურალისტი-ბიოლოგი დერეკ ჯუბერტი. "ეს დიდი მტაცებლები აიძულებენ მათ პოტენციურ მსხვერპლებს, იყვნენ ყოველთვის ფხიზლები და სიცოცხლისუნარიანები”. ბიოლოგების გათვლით, მთავარი მტაცებლების გაქრობა, რაც ამ მომენტის გადასახედიდან თითქმის გარდაუვალია, გამოიწვევს მათი მსხვერპლი არსებების რიცხვოვნობის "აფეთქებას”. "ეკოლოგიური კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს მტაცებელი კატების დაცვას”, აცხადებს ველური ბუნების დაცვის საზოგადოების წევრი, ჯონ რობინსონი. "თუკი მათ დაიცავ, ასევე მექანიკურად გაუფრთხილდები იმ არეალში მცხოვრებ დანარჩენ ცხოველებს”. პრობლემა მხოლოდ იმაში არაა, რომ წვრილ-წვრილი ცხოველები მკვეთრად მოიმატებენ. ეს შედეგი თავის მხრივ იმას მოიტანს, რომ მალე გაჩანაგდება მცენარეულობა, რაც მომავალში გამოიწვევს მათ დაავადებასა და მასიურ განადგურებას. იელოსტოუნის ეროვნულ პარკში ცხენირემი ხარბად ნთქავდა ფოთლებსა და რტოებს, რადგან პარკში მგლები არ იყვნენ. ავსტრალიაში, ზვიგენის ყურეში, დელფინებმა და ზღვის ძროხებმა ზღვის ბალახი გაანადგურეს, რადგან არ ელოდათ საშიშროება ვეფხვისებრი ზვიგენებისგან, რომლებიც მათ ღრმა წყლებში ედევნებიან ხოლმე. ზღვის ზღარბებმა ალასკას სანაპიროზე ლამინარიის ტყეები გააცამტვერეს მას შემდეგ, რაც გვიან 1990-იანებში მასიურად შემცირდა ზღვის წავების რაოდენობა. "ცხოველების საბინადროსთვის ძველი ფორმის დაბრუნება შეუძლებელი იქნება”, ამბობს ფოტოგრაფი ბევერლი ჯუბერტი, დერეკ ჯუბერტის ცოლი. "მტაცებლებიდან დარჩებიან მხოლოდ აფთრები და მათი მსგავსი ცხოველები”. რაც მეტად იმატებს აფრიკაში მწყემსების რიცხვი, მით მეტი ფართობია მათთვის საჭირო, ეს არეალები კი ხშირად დიდი კატების საბინადრო ტერიტორიაა. მწყემსები ცხოველებს კლავენ ბრაკონიერული გზით, ხშირად წამლავენ და ამცირებენ მათ რაოდენობას. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ფერმერებმა აითვისეს იაგუარების სამოსახლოს 39% და ამ ცხოველებისთვის საცხოვრებლად უვარგისი გახადეს. "ჩვენ უკვე ვხედავთ პლანეტის 7 მილიარდიანი მოსახლეობის ეფექტს. თუკი არაფერი შეიცვლება და სიტუაცია იგივენაირად გაგრძელდება, 10-15 წელი საკმარისი იქნება დიდი კატების გასაქრობად” – განაცხადა დერეკ ჯუბერტმა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ანალიზი გასულ ნახევარ საუკუნეზე აჩვენებს შემდეგს:

● ლომების რაოდენობა 25 000-მდე შემცირდა აფრიკის ველურ ბუნებაში, როცა 50 წლის წინ 450 000-ს აღწევდა.

● ავაზების მაჩვენებელი დაეცა 45 000-დან 12 000-მდე.

● ლეოპარდების რაოდენობა შეიცვალა 750 000-დან 50 000-მდე.

● ველურ ბუნებაში ვეფხვები სულ რაღაც 3 000-ია, როცა ძველად 50 000-ს აღწევდნენ.

შეწყვილებისთვის ვარგისი მდედრების რაოდენობა სავარაუდოდ 1200-ია. ბუნების დამცველები იმედოვნებენ, რომ აფრიკის ბუნებას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. მათი აზრით, საინტერესო იქნებოდა, თუკი გაიხსნებოდა "დერეფნები” სხვადასხვა ცხოველებს შორის და ლომებსა და სხვა დიდ კატებს საშუალება მიეცემოდათ ერთმანეთთან სქესობრივი ურთიერთობის ქონისა. ამ შემთხვევაში მიღებული გენეტიკური მრავალფეროვნება იქნებოდა წინაღობა ავადმყოფობებისა და თანდაყოლილი დაავადებების წინააღმდეგ. იგივე აზრი წამოაყენეს ცენტრალურ ამერიკაში მობინადრე იაგუარების გადასარჩენადაც. ჯონ რობინსონის თქმით, "კარგი სიახლე ისაა, რომ დიდი კატები სიცოცხლით სავსენი არიან და თუკი საშუალება მიეცემათ, ისევ დაიწყებენ გამრავლებას და ძველ რაოდენობას აღადგენენ”. ცხოველების კეთილდღეობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი, იან რობინსონი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის აღდგენითი ღონისძიება უნდა ჩატარდეს ველურ ბუნებაში და არა ზოოპარკებში ან ვიწრო ტერიტორიებზე. "ტყვეობაში გაზრდილი დიდი კატები მრავლდებიან, მაგრამ ისინი კარგავენ იმ გენეტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სამშობლოში ყოფნისას გამოუმუშავდებათ ხოლმე. მსოფლიოსთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება, თუკი ვეფხვები და სხვა კატები ველური სამყაროდან გაქრებიან. ამის ასანაზღაურებლად მხოლოდ ფული არაა საკმარისი, ეს ცხოველები მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი არიან”.



წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: giorgi (03.04.2012) | ავტორი: giorgi
ნანახია: 2142 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
ძაან სამწუხარო ამბავია 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика