ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ძაღლები ომში



 ძაღლებს ომში მონაწილეობის დიდი ისტორია აქვთ, დაწყებული ანტიკური ხანიდან. მათ სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, მათ შორის: მზვერავებად, შემტევებად, გუშაგებად და სხვა. ძაღლებს იყენებენ თანამედროვე ომებშიც.

ისტორიაა

ძაღლებს ომში იყენებდნენ ეგვიპტელები, ბერძნები, სპარსელები, რომაელები და სხვა. ბერძნები და რომაელები, ძაღლებს ყველაზე ხშირად იყენებდნენ გუშაგებად და პატრულირებისთვის, ასევე ზოგჯერ ისინი მიყავდათ ომშიც-საბრძოლველად. ძაღლების ომში გამოყენების ყველაზე ძველი მაგალითი, აღწერილი კლასიკურ წყაროებში, დაკავშირებულია ლიდიის მეფე ალიატესთან, რომელმაც ძვ.წ.აღ 600 წელს, კიმერიელებთან ომში საბრძოლველად გამოიყენა ძაღლები, რომლებმაც მოკლეს კიდეც რამოდენიმე მტრის მებრძოლი.

ხშირად, ძაღლებს უკეთებდნენ საყელოებს, რომელთაც ქონდათ მეტალის წაწვეტებული თავები და აცვამდნენ ასევე აბჯარს.

ძვ. წ.აღ მეშვიდე საუკუნეში: ბერძნულ ქალაქებს-ეფესოსა და მაგნესიას შორის ომის დროს, მაგნესიელთა ცხენოსნებს თან ახლდნენ  ძაღლები და შუბოსანი მეომრები. ძაღლებს პირველებს უშვებდნენ მტერთან შეტაკებისთვის, რათა გაერღვიათ მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობა, რომელსაც შემდგომ მოჰყვებოდა შუბოსნების იერიში, შემდეგ კი ცხენოსანთა შეტევა.

ძვ.წ.აღ 525 წელს, პელუზიის ბრძოლის დროს, კამბისე II-მ გამოიყენა ფსიქოლოგიური ტაქტიკა ეგვიპტელების წინააღმდეგ, როდესაც ძაღლები და სხვა ცხოველები დააყენა წინა მწკრივში და ამით ფისქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ეგვიპტელებზე- ვინაიდან იცოდნენ ეგვიპტელთა რელიგიის თაყვანისმცემლური დამოკიდებულების შესახებ ცხოველების მიმართ.

1500 წლისთვის, მასტიფები და სხვა დიდი ზომის ძაღლები გამოიყენებოდნენ ესპანელი კონკისტადორების მიერ, ინდიელების წინააღმდეგ.

1914-1918 წლებში, ძაღლებს იყენებდნენ საერთაშორისო შეიარაღებული ძალები, მნიშნელოვანი ინფორმაციების გადასატანად.

1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირი იყენებდა ე.წ ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებს, რომლებსაც ზურგზე ქონდათ მიმაგრებული ბომბი და გაწვრთნილები იყვნენ ისე, რომ უვარდებოდნენ ტანკებს, რაც იწვევდა აფეთქებას.

2011 წელს, შეერთებული შტატების ქვედანაყოფმა-ზღვის ლომებმა გამოიყენეს ბელგიური ნაგაზი მალინოისი, სახელად ქაირო-ოპერაცია „ნეპტუნის შუბის“ დროს, როდესაც მოკლეს ოსამა ბინ ლადენი.

ისტორიის მანძილზე, ძაღლებს სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ ომში. ბევრი ფუნქცია, რისთვისაც ადრე იყენებდნენ ძაღლებს, ისინი დღეისათვის მოძველებულია და აღარ გამოიყენებიან ამ მიზნით.

ისტორიული როლი

ბრძოლა

ანტიკურ პერიოდში, ძაღლები, როგორიცაა მასტიფები და სხვა დიდი ზომის ძაღლები, გამოიყენებოდნენ შემტევ ძაღლებად. მათ აცვამდნენ აბჯარს და უკეთებდნენ მეტალის წაწვეტებულ საყელოებს.  ეს სტრატეგია გამოიყენებოდა სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ, მათ შორის რომაელებისა და ბერძნების მიერ. ეს მიდგომა, თანამედროვე ბრძოლებში აღარ გამოიყენება, რადგან თანამედროვე იარაღებით, ძაღლების ძალიან ადვილად მოკვლაა შესაძლებელი, როგორც მაგ. ოკინავის ბრძოლის დროს (1945 წლის 1აპრილი-22 ივნისი), როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა სწრაფად გაანადგურეს იაპონელ ჯარისკაცთა ოცეული, მათი ძაღლების ჩათვლით.

ლოგისტიკა და კომუნიკაცია

პირველი მსოფლიო ომისთვის, ევროპელები იყენებდნენ ძაღლებს, იარაღების და სხვა საბრძოლო მასალების ბრძოლის ველზე- ორთვალა ურმით მისატანად. მათ ასევე იყენებდნენ ბრძოლის ველიდან, დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად.

პირველ მსოფლიო ომში, მათ ასევე იყენებდნენ ინფორმაციის მიმოცვლისთვის. ეს საჭიროებდა, რომ, ძაღლი ყოფილიყო ძალიან ერთგული მინიმუმ ორი პატრონის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მას საერთოდ არ მიეტანა ინფორმაცია.

აღმოჩენა და თვალყურის დევნება

ბევრი ძაღლი გამოყენებულ იქნა ნაღმების აღმოსაჩენად. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი, უშუალოდ ომში, არ არიან ძალიან ეფექტურები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წვრთნისას ისინი წარმატებით პოულობდნენ ნაღმებს, ეს საქმიანობა მათთვის სტრესის მომტანი იყო და ერთ ჯერზე, მხოლოდ 20-30 წთ შეეძლოთ მუშაობა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ მათი წვრთნისას გამოიყენებოდა ელექტროშოკები, როგორც გაფრთხილება ნაღმებთან მიახლოებისას, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.  თუმცა ძაღლები, ბრძოლის ველზე დიდი ხნით მუშაობის შემდეგ, ხდებოდნენ ძლაინ ნერვიულები, რადგან მუდმივ მოლოდინში იყვნენ, ელექტროშოკის მოქმედების.

ძაღლებს იყენებდნენ ასევე, მოწინააღმდეგის ჯარისკაცების ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების დასადგენად, რასაც ძაღლები ყნოსვის საშუალებით ახერხებდნენ.

მზვერავები

ზოგიერთი ძაღლები სპეციალურად გაწვრთნილები არიან ხაფანგების და დამალული მოწინააღმდეგის, როგორიცაა სნაიპერის აღმოსაჩენად. ძაღლის მახვილი სმენისა და ყნოსვის ორგანოები, ამ კუთხით ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ადამიანის.

გუშაგი

ეს, ძაღლების ერთ ერთი უძველესი ფუნქცია იყო, სადაც ძაღლებს იყენებდნენ ბანაკების დასაცავად. ისინი ყეფდნენ, უცხო პირების შემჩნევის დროს და ამით ატყობინებდნენ ბანაკში მყოფებს პოტენციური საფრთხის შესახებ.  ცივი ომის პერიოდში, ამერიკელი სამხედროები იყენებდნენ ძაღლებს, ბირთვული იარაღების შესანახი ტერიტორიების გარშემო, რათა დამატებით დაეცვათ თავი, უცხო პირების ტერიტორიაში შესვლისგან.

თანამედროვე გამოყენება

თანამედროვეობაში, სამხედრო მიზნით გამოყენებულ ძაღლებს, შეერთებულ შტატებში ხშირად ეძახიან სამხედრო მომსახურე ძაღლებს.  მათი ფუნქციები, იმდენადვე ფართოა, როგორც ანტიკური ძაღლების, თუმცა, მათ, დღეისათვის იშვიათად იყენებენ ფრონტის ხაზზე.

ყველაზე გავრცელებული ძაღლის ჯიში, რომელსაც თანამედროვეობაში იყენებენ სამხედრო მიზნით, არის გერმანული ნაგაზი.  ასევე, ბოლო წლებში, აქტიურად გამოიყენება ბელგიური ნაგაზი მალინოისი და ჰოლანდიური ნაგაზი.

1970 წლისთვის, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს ყავდათ 1600-ზე მეტი ძაღლი, მსოფლიოს მასშტაბით. დღეისათვის, მათი რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 530-მდე. უმეტესობა ძაღლები, რომლებიც დღეს მუშაობენ სხვადსხვა დანიშნულებით სამხედროებთან ერთად, გაწვრთნილია ლექლენდის ავიაბაზაში, რომელიც დღეისათვის ერთადერთი დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში, რომელიც წვრთნის ძაღლებს სამხედრო დანიშნულებით.

ტრადიციულად, როგორც მაგ. მეორე მსოფლიო ომში, სამხედრო ძაღლები, ომის შემდეგ ბრუნდებოდნენ სახლებში, თავიანთ პატრონებთან ან ისინი აყავდათ სხვებს. ამ კუთხით ვიეტნამის ომი განსხვავებული იყო, რადგან, ომის შემდეგ, ძაღლების ევთნაზია ხდებოდა. 2000 წელს, ბილ კლინტონის მიერ ხელმოწერილი კანონმდებლობის შედეგად, ისევ შესაძლებელი გახდა ასეთი ძაღლების სახლში აყვანა; შედეგად, ვიეტნამის ომი, ერთადერთი ომია ამერიკის ისტორიაში, რომლის დროსაც, ძაღლები სახლში აღარ დაბრუნებულან.   
      
ბელგიური ძაღლები-გაწვრთნილი, ტყვიამფრქვევების გადასაადგილებლად      

  
მშველელი ძაღლი ეძებს დაჭრილ ჯარისკაცებს ყნოსვისა და სმენის საშუალებით  


ამ სურათში ხდება, ფუჭი ვაზნიდან გასროლა-რათა ძაღლი მიეჩვიოს სროლის ხმას   


ამერიკელი ჯარისკაცი და მისი ძაღლი ისვენებს, სანამ მოხდება ერაყელ მეამბოხეებზე იერიშის მიტანა  
 



წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: ubiego (19.05.2015) W
ნანახია: 4237 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giorgi-480   (27.06.2015 21:07:35) [მასალა]
მეხუთე ინფორმაციაში მართლაც შესანიშნავი ტაქტიკა გამოიყენა კამბისე მეორემ 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика