ფრენითა და მოძრაობით მიმინო ქორს წააგავს,ხოლო სხეულის ზომით მასზე გაცილებით პატარაა.
დედალი მიმინო 1/3 მეტია მამალზე.მიმინოს ფრთები ფართო,მოკლე და მომრგვალებულია,კუდი გრძელი.მიმინოს ფეხები გრძელი,ყვითელი ფერისაა.
დედალი მიმინოს სხეულის სიგრძე 40 სმ-ია( მამლის 28 სმ),ფრთა - 23,1-25,6 სმ (მამლის-9,6-21,2 სმ),გაშლილი ფრთები-68-77სმ (მამლის-59-65სმ).
დედალი მიმინოს წონა 250-320 გრამია,მამლის 130-150 გრამი.
მიმინოს სიცოცხლის ხანგძლივობა 5-8 წელია.ძალიან ცოტა ამ ფრინველებიდან თუ მიაღწევს ხანდაზმულობის ასაკს.საშუალოდ მათი 48% შეჯახებისგან მიყენებული ტრამვებით კვდება (მსხვერპლის დევნის დროს საკუთარ უსაფრთხოებაზე თითქმის არ ზრუნავენ), 11%-მდეს მონადირე კლავს, 14% სისხლდენით, 9% შიმშილით, 4% ავადმყოფობით, დარჩენილი 14% სიკვდილის მიზეზი უცნობია.
მიმინო მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.მას შეხვდებით:ჩრდილოეთ ამერიკაში,ევროპაში,აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში.
მიმინოს საბინადრო ადგილებია ტყის მასივი გაშლილი სივრცით.აცივების პერიოდში ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში. მიმინოს საკვები მრავალფეროვანია:ბეღურა,წიწკანა,შაშვი,მტრედი,გნოლი,კაკაბი,კოდალა,სკვინჩა,გულწითელა და სხვა მგალობელი ჩიტები,მწყერი,ჭყიამპო,ბეკასი,ყვავისებრნი,ბაჭიები,თაგვები,ბაყაყები,ქვეწარმავალნი,ღამურები და სხვა.......
დედალი მიმინო მოიპოვებს საკვებს მტრედის ,მამალი უფრო მცირე -ბეღურებისა და წიწკანების ზომებში.საეთოდ მიმინოს კვების რაციონის 95% შეადგენს ფრინველები (დაახლოებით ფრინველების 120 სახეობა).
მიმინო დღის ფრინველია.ნადირობს გაშლილ ადგილებში და ტყის პირას.დღის უმეტეს ნაწილს გაუნძრევლად,ჩასაფრებული ატარებს თავშესაფარში.
მსხვერპლს იჭერს ჰაერში (ფრთებდაკეცილი ქვასავით ეშვება ძირს და თავს ესხმის შეთვალთვალებულ მსხვერპლს და მისდევს მანამ სანამ არ დაიჭერს (ან არ გაექცევა),სხვა ფრინველებს მსხვერპლზე დევნის დროს ყურადღებას არ აქცევს) ან ჩასაფრებით.თუ საჭიროა მიმინოს შეუძლია ჰაერში მსხვერპლს ამოუბრუნდეს და ქვემოდან ზემოთ დაიჭიროს.ასევე შეუძლია მსხვერპლს ფეხით სდიოს(ბუჩქნარში და გაუვალში).
დღეში მიმინოს საშუალოდ 2 ჩიტი ჭირდება საკვებად(ბუნებაში).
მიმინო დაჭერილ ფრინველს პუტავს და შემდეგ ჭამს.
მამალ მიმინოებს ნადირობა ურჩევნიათ ტყიან ზოლში,დედლებს გაშლილ ადგილას.ფრენა სწრაფი და მანევრულია-დაფრინავენ დაბალ სიმაღლეზე მიწასთან ახლოს.
მიმინოების წყვილი გამრავლების პერიოდში დარაჯობს და იცავს საკუთარ ტერიტორიას.ხოლო მეორე წელიწადს იქმნება ახალი წყვილი.
ყოველ წელს ბუდობენ ერთ მონაკვეთში,მხოლოდ იგება ახალი ბუდე.ბუდისთვის უპირატესობას ანიჭებენ მაღალ 10-18 მეტრის სიმაღლის ხეებს.ბუდის დიამეტრი 30-50 სმ-ია,სიმაღლე 10-35 სმ.ბუდეს მიმინოები მიწიდან 3-15 მეტრის სიმაღლეზე აგებენ.
კვერცხზე ჯდება მხოლოდ დედალი მიმინო,ბარტყებს კი კვებით ორივე კვებავს.დედალს ბუდეზე ჯდომის დროს წვრილი ჩიტებით კვებავს მამალი,ის კი ბარტყებს კვებავს.დედალი ბუდეზე ზის მანამ,სანამ ბარტყებს ორი კვირა არ შეუსრულდებათ. დედალი დებს 4-7 კვერცხს,ზომით 35-48х29-35 მმ.საშუალო დაშორება ბუდეებს შორის არის 0.5-3 კმ.გამრავლების პერიოდია აპრილ-ივნისი. ბარტყებს ერთ თვემდე კვებავენ მშობლები.იმისათვის რომ ბარტყები გადარჩნენ, მშობლებმა ბუდეში უნდა მიიტანონ დაახლოებით 10 წვრილი ჩიტი დღეში.ბარტყები იბუმბლებიან 24-30 დღეში.28-32 დღის ასაკში ბარტყები გადადიან ბუდიდან მახლობელ ტოტებზე და ბუდეში მხოლოდ ღამით ბრუნდებიან.კიდევ 3-4 კვირა და ბარტყები ხდებიან მთლიანად დამოუკიდებლები და საერთოდ ტოვებენ ბუდეს.
სიკვდილიანობა ახალგაზრდა მიმინოებში ძალიან მაღალია.მხოლოდ 100-დან 12-ი თუ მიაღწევს ზრდადასრულ ასაკს.
მიმინოს დაჭერა და გაწვრთნა დიდ სიძნელეებთან არაა დაკავშირებული. საქართველოში მიმინოს ოდიდგანვე იჭერდნენ და გეშავდნენ.დაგეშილი მიმინოთი ძირითადათ მწყერზე ნადირობენ.
გამარჯობათ. დგეს მიმინო დავიჭირეთ გურიაში და ავტომობილით თბილისში ჩამოვიყვანე ... არც ხორცს ჭამს და არც წყალს სვამს , არადა დასუსტებულია ... ხელზე რომ მაზის თავს ხრის და ადუნებს . ვინმე დამეხმარეთ და რამე მირჩიეთ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!