ფიდერით ჭერის პრაქტიკაში დამატებითი საკვების თემა ჩემიაზრით ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დამწყებ მეთევზეებში,რადგან ისინი, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ფიდერითთევზაობის წარმატება 100%-ით თუ არა, 80%-ით მაინცდამოკიდებულია გამოყენებული დამატებითი საკვებისშემადგენლობაზე. გავბედავ და გამოვთქვავ ჩემს აზრს, რომ ასეთიმიდგომა შეცდომაა. მე ვთვლი, რომ ფიდერით ჭერაში წარმატებისმისაღწევად ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს თევზაობის სტილისდა წესების უზუსტეს დაცვას (რაზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ),ვიდრე დამატებითი საკვების რეცეპტს. საუკეთესო საკვებიც რომშევიძინოთ ან დავამზადოთ, თუ სწორად არ შევარჩევთ დასაკვებწერტილს, არ შევასრულებთ ზუსტ ტყორცნას და ცუდადავაწყობთ მონტაჟს, თევზაობის შედეგები იმედებისგამაცრუებელი იქნება.
ამიტომ, ამ თემის დასაწყისში უფრო მერთებულად მივიჩნევ,რომ, მანამ, სანამ უშუალოდ საკვების რეცეპტებზე ვისაუბრებთ,განვიხილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც შეიძლებადამწყებმა ფიდერით მოთევზავემ დაუშვას დამატებით საკვებთანმიმართებაში.
შეცდომა 1. ვიყიდეთ ყველანაირი ბურღულეული, კოფტონი,არომატიზატორები და კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც ინტერნეტშიწავიკითხეთ და ეს ყველაფერი გაურკვეველი პროპორციითშეურიეთ ერთმანეთს. ასეთი მიდგომა ყველაზე ხშირია დამწყებფიდერით მოთევზავეებში, მეც სწორედ ასე დავიწყე. რა თქმაუნდა, ასეთი ნარევის ზოგიერთი კომპონენტი მიმზიდველიიქნება თევზისთვის, მაგრამ მთლიანობაში მისი ეფექტურობასაკმარისი არ იქნება და არც ფინანსურ დანახარჯებსაც არგაამართლებს.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი წესი: უნდა შევქმნათ ე.წ. "ბაზა", ანუ სულ რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი მარტივისაკვები, რომელსაც შემდგომში შეურევთ სხვადასხვა დანამატებს -უკვე მომავალი თევზაობის პირობებიდან გამომდინარე. ანუ ესნიშნავს, რომ ყოველ გასვლაზე მეთევზე ინდივიდუალურადარჩევს თავის სამიზნეს და დამატებითი საკვების მომზადებაუფრო საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი ხდება.
შეცდომა 2. საკვების არასაკმარისი ან გადამეტებული დასველება.ფიდერით თევზაობაში არსებობს "ოქროს წესი" - საკვებურაშიმოთავსებული საკვების კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი, რომფსკერზე დაშვებისას მაშინვე დაიწყოს მისი გამორეცხვა. თუსაკვები არასაკმარისად იქნება დასველებული, ის გადმოიყრებასაკვებურიდან ან მონტაჟის ტყორცნის დროს, ან წყალზედაცემისას, ანუ ფსკერს ვერ მიაღწევს. ან პირიქით, ზედმეტადდასველებული "პლასტილინისებური" საკვები ვერ დატოვებსსაკვებურას და უკან ამოყვება მას ძუის ამოხვევისას. შესაბამისად,დატენიანების სატანადო ხარისხის მისაღწევად მცირეოდენივარჯიში გვჭირდება. ამაში დაგვეხმარება შემდეგი მარტივიხერხი. ნუ დაასხავთ წყალს მთელ თქვენს საკვებს, რაღაც ნაწილიდატოვეთ მშრალი. ხოდა, თუ წყალი ბევრი მოგივათ, ყოველთვისშეძლებთ დატენიანების შემცირებას მშრალი საკვების დამატებით.და ერთიც, წყალი საკვების დასასველებლათ უნდა ავიღოთუშუალოდ იმ ტბიდან ან მდინარედან, სადაც ვთევზაობთ,რადგან იგი არ შეიცავს იქაური თევზისთვის უცხო კომპონენტებს,რომლებმაც შეიძლება დააფრთხონ იგი.
შეცდომა 3. რაც მეტს ჩავყრით, მეტს დავიჭერთ. ეს მოსაზრებაარასწორია ორი მიზეზის გამო - ერთი ის, რომ ჩვენი მიზანიამოვიზიდოთ და არა გავაძღოთ თევზი და კიდევ ის, რომ ცხელზაფხულში, როცა წყალი თბილია, ფსკერზე დიდი რაოდენობითდაყრილი საკვები მალე იწყებს ლპობას და აფრთხობს თევზს.პრინციპში, ფიდერით თევზაობის დროს ძნელია დიდირაოდენობის საკვების ტყორცნა საკვებურათი, მაგრამ მაინცგავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ზედმეტად ბევრი საკვებიშეიძლება მავნე აღმოჩნდეს თევზაობისთვის. ასევე, ნუდაგვავიწყდება, რომ ზაფხულის სიცხეში დიდი რაოდენობისსაკვები შეიძლება უკვე ნაპირზევე გაგვიფუჭდეს. ასეთი საკვებითთევზაობისას ჩვენ დიდი ხნით დავითხოვთ თევზს ცვენსირგვლივ მდებარე აკვატორიიდან.
მოკლედ ეს არის ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა ამ თემისდასაწყისში, თუ ფორუმელთაგან ვინმეს კიდევ გაქვთ ინფორმაციადამატებითი საკვების სწორ გამოყენებაზე ფიდერით ჭერაში -დაპოსტეთ. მე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს აზრს, რომ თუვინმე კარგად იჭერს თევზს ფიდერით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამმეთევზემ იცის დამატებითი საკვების რაღაც "საიდუმლო"რეცეპტი, ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მას კარგად აქვსგააზრებული ფიდერით თევზაობის ფილოსოფია, ფლობს კარგტექნიკას და კარგად იცის, თუ რა დანიშნულება აქვს მისიდამატებითი საკვების ყოველ კომპონენტს.
წყარო: fisher.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!