ამ პატარა ბუს რამდენიმე ქვესახეობიდან ჩვენთან მხოლოდ ერთი, სამხრეთევროპული ჭოტი გვხვდება. იგი ბინადრობს ღია ლანდშაფტებში, ველებზე და ნახევრად უდაბნო ადგილებში. სინათლის არ ეშინია და შუადღის შემდეგ თამამად ზის ხოლმე მზის შუქზე.
იკვებება მცირე ზომის მღრნელებით და მწერებით, რომლებზეც შებინდებისას ნადირობს, ხან მზის ჩასვლამდეც. ბუდობს ფუღუროებში, უფრო ხშირად კლდის ნაპრალებში, ხრამებში, ზოგჯერ შენობებშიც.
მავნე მღრნელების და მწერების განადგურებით ჭოტს საგრძნობი სარგებლობა მოაქვს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!