ოლოლი ანუ ყურებიანი ბუ ყვავისოდენაა. ბუმბულოვანი სამოსელი მოყვითალო ფერისაა აქვს. გრძელი "ყურებით” და კაშკაშა ყვითელი თვალებით იგი გამოირჩევა სხვა ბუებისაგან. დედალი მამალზე ოდნავ დიდია. ბინადრობს ხემცენარეულობით დაფარულ ადგილებში.
შებინდებისას ნადირობას იწყებს თაგვისებრ მღრნელებზე, იშვიათად მცირე ზომის ფრინველებზეც.
ბუდეს ხეზე აკეთებს, დედალი 4-5 კვერცხს დებს. კვერცხის გამოჩეკვას 28 დღე უნდება. ერთი თვის ასაკის ნამატი ტოვებს ბუდეს. არის შემთხვევა როცა ოლოლი მეორედ ბუდობს.
თაგვისებრი მღრნელების გამანადგურებელი ოლოლი მეტად სასარგებლო ფრინველად ითვლება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!