ოჯახი: შაშვისებრნი გარეგნული აღწერილობა: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა შაშვების გვარში. მამრი მთლიანად შავია, ნარინჯისფერი ნისკარტით და არშიით თვალის გარშემო. მდედრი ზემოდან მუქი ყავისფერია, ქვემოდან - ღია. მამრისგან განსხვავებით მისი ნისკარტი მუქია. ახალგაზრდა ფრინველი მდედრს წააგავს, თუმცა უფრო მოწითურია და უხვადაა ქვემოდან დაკოპლილი. დაფრინავს სწრაფად, არასწორხაზოვნად. მამრი შესანიშნავად გალობს. კვება: მის საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, ლოკოკინები, ნაირგვარი მწერები, კენკრა და ხილი. საბინადრო გარემო: ბინადრობს თითქმის ყველანაირი ტიპის ტყეებში, კარგად განვითარებული ქვეტყით, ბაღებში, პარკებსა და ღია ბუჩქნარებში. საქართველოში მობინადრეა, საკმაოდ ბევრი გვხვდება. ბუდეს იკეთებს ძირითადად ბუჩქნარსა და ეკლიან გაუვალ ადგილებში. ასევე გვხვდება სხვა ხეებზეც: თხილი, მსხალი და ა.შ. დებს 4 ცისფერ, დაწინწკლულ კვერცხს. ბარტყები ხშირად ადრე გადმოდიან ბუდიდან, მაშინ როცა ფრენა ჯერ კიდევ არ იციან და მათ მშობლები ბუდის გარეთ კვებავენ მანამ სანამ ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას არ დაიწყებენ. გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
მამალი ინდივიდი
დედალი ინდივიდი
ბუდე კვერცხებით
ბარტყები
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!