ოჯახი: მერცხლისებრნი გარეგნული აღწერილობა: სოფლის მერცხალზე მომცრო, ზემოდან მოლურჯო-მოშავო შეფერილობის მქონე ფრინველია. სხვა მერცხლებისგან ადვილად გამოირჩევა თეთრი კუდზედა მფარავი ბუმბულებით. სხეულის ქვედა ნაწილი თეთრი აქვს. სოფლის მერცხლისგან განსხვავებით კუდი ნაკლებადააქვს ამოკვეთილი და მოკლებულია კიდურა წაგრძელებულ ბუმბულებს. კვება: იკვებება მწერებით, რომლებსაც ჰაერში დიდ სიმაღლეზე იჭერს. საბინადრო გარემო: ბუდობს კოლონიურად, როგორც შენობებზე, ისე კლდოვან ფლატეებზე. გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
გიო მერცხლები ბევრნაირია და ყველა გავს ერთმანეთს და ზოგზოგიერთები ძალიან გვანან ნამდვილად... :167: გააჩნია სახეობას კლდის მერცხალი ვიცი რანაირიცარი დაახლოებით და რავი გავს რომელზე ამბობ ზუსტად არ ვიცი ამასაც ზოგი ეძახის კლდის მერცხალს იმიტომ რომ კლდეზეც ბუდიბს... ყველაზე გამორჩეული მაინც სოფლის მერცხალია და ჩემთვის პატივსაცემი ფრინველი მაგრად მიყვარს მაგრამ მარჯანი უფრო მიყვარს :069:
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!