ეს არის ერთ-ერთი უსწრაფესი და მანევრირებადი ფრინველი საქართველოში... ოჯახი: მერცხლისებრნი გარეგნული აღწერილობა: ახასიათებს გრძელი, ღრმად ამოკვეთილი კუდი, ზურგი მბრწყინავი მოლურჯო-მოშავო აქვს, ხოლო სხეულის ქვედა ნაწილი კრემისფერია. დამახასიათებელია წაბლისფერი შუბლი და ყელი, რომელიც შავად არის შემორკალული. კუდის ბუმბულებს ქვედა მხრიდან ახასიათებს ტეთრი ლაქები, რომლებიც გაშლილ მდგომარეობაშია შესამჩნევი. კვება: სოფლის მერცხალის საკვებს წარმოადგენს სხვადასხვა მწერები რომლებსაც ძირითადად ფრენისას ჰაერში იჭერს... საბინადრო გარემო: ბინადრობს კულტურ-ლანდშაფტებში, სადაც ფერმები, მინდვრები და ტბებია. ზაფხულს, აპრილიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით, ატარებს ქვეყნებში, სადაც ბუდობს. საბუდარი ადგილებია შენობები... ბუდეს აშენებს ტალახისგან... გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
ულამაზესი კვერცხები აქვს
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!