გამარჯობათ.აქამდე სულ პოინტერი მყავდა ეხა გადავწყვიტე დრათხარის აყვანა და ამ ჟამად რუსეთში ვარ და მაინტერესებს ამ კლუბზე თუ გსმენიატ მოსკოვშია და მინდა ავიყვანო სამომავლოდ ერთი ლეკვი თნ ვცდილობ რაც შეილება საუკეთესო იყოს რომ საქართველოშიც ჩამოვიყვანო და ხელი შევუჭყო კარგი სისხლის გავრცელებას ჩვენ ქვეყანაში
jeri20, მოგესალმები მეგობარო. ძალიან კარგს იზავ თუ საქართველოში კიდევ ერთი ახალი სისხლის დრათჰაარს ჩამოიყვან(ნამდვილად დიდებული საქმეა) რაც შეეხება მაგ ლეკვების გენიალოგიას საკმაოდ კარგია. მაგრამ ჩვენთან დრათჰაარებს ძირითადად მაინც ფრინველზე სანადიროდ ვიყენებთ(ჯერ კიდევ შორს ვართ ჩვენ იქიდან, დრათჰაარი როგორც უნივერსალი და მრავალმხრივი მეძებარი გამოვიყენოთ, არც საშუალება გვაქვს იმის რომ რაც მოეთხოვება ამ ჯიშის ძაღლს ისე ჩავატაროთ მისი საველე გამოცდა) მაგრამ იმედი ვიქონიოთ ჩვენთანაც დალხვება ყინული. წარმატებას გისურვებ. cercva
ძალიან მომეწონა ყველა ძაღლი,ჩემი ერთერთი საყვარელი ჯიშია,მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან შეუმსუბუქეს ჩაცმულობა ამ ჯიშს და არც შორს უნდა იყოს ის დრო როცა მას რეტრივერის ფუნციას აღარ შეუთავსებენ,რაც თავის უნივერსალურობას დააკარგვინებს.თუ სილამაზეს ავიღებთ,აშკარად ახალი მიმართულება ჯობია. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დავუკავშორდი ამ ძაღლსაშენსაც d-drahthar.ru და 1000დოლარი გირს ლეკვი ეხა ფულს ვაგროვებ და ამ ბუდობიდან ვერა მაგრამ შემდეგიდან ავიყვან მეორეგანაც დავრეკე ის პიტომნიკია იქ 400 დოლარი ღირს nebelau.ru ზე და მირჩიეთ რომელი ავიყვანო
დამატებულია (09.12.2016, 14:33:20) --------------------------------------------- kucuna1, თქვენ კომენტარებს ვკითხულობ ხშირად და მივხვდი ბევრ ცოდნას ფლობთ ამ სფეროში ერთი თხოვნა მექნება საქართველოში რო ჩამოვალ თქვენი ნახვა მინდა მინდა კარგად ვისწავლო ლეკვოს აღზრდა ასეთი კარგი სისხლის დზაგლს რო ავიყვან ცოდოა არასწორად ავღზარდო რავი წიგნია თუ ადამიანი ვინც მხვდება სუყველას კითხვებით ვაბრუებ რო ყველაფერი ვისწავლო მადლობა წინასწარ
ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ.ბევრი ვერაფერი ვიცი,მაგრამ არ არის შეხვედრის პრობლემა.მე თქვენს ადგილზე კომპეტენტურ ხალხს მივმართავდი ლეკვის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე,აქ არის ხალხი ვისაც ჩამოყვანილები ყავთ და უკვე იციან თუ როგორ სჯობს.ან მათგან აიყვანე ლეკვი,ზედმეტი თავის ტკივილი და ხარჯები რომ აიცილოთ. გაზრდას რაც შეეხება,კარგ ვეტექიმთან დაგაკავშირებ.თუ ძაღლის დაგეშვას თავად აპირებთ,თქვენს ჭკუაზე აღზრდით,თუ მგეშავი გყავთ შერჩეული მასთან შეთანხმებით უნდა მიიყვანოთ დასაგეშ ასაკამდე. კარგი საჭმელი,ვიტამინები,აცრები,პარაზიტებზე დამუშავება ვეტექიმმა უნდა გირჩიოთ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, და რა ქვია ვეტექიმს.მე თვითონ მინდა აღვზარდო და ცოტათო თუ რამე ვერ მოვახერხე ვინმეს დავიხმარ ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
jeri20, ლილი და გრიშა,რუსთავში აქვთ კლინიკა,მაგათ გარეშე ჭიის წამალსაც კი არ ვაძლევ ძაღლს,ბევრჯერ პრობლემა ტელეფონის საშუალებითაც კი მოუგვარებიათ ჩემთვის,როცა მიყვანას ვერ ვახეეხებდი.მაგათი დამსახურებაა რომ ყოველთვის ჯანმრთელი და უმაღლესი ხარისხის ძაღლები მყავს,ვინც ჩემს ძაღლებს ცნობს დაადასტურებს,აღზრდას რაც შეეხება მეც თავად ვამჯობინებ,დაგეშვითაც თავად ვგეშავ,მაგრამ სწორი ძებნის დაყენება ძალიან რთული საქმეა და მგეშავს უნდა მივმართო,თუ რა თქმა უნდა ეგ ინტელექტი ძაღლმა არ გამოამჟღავნა. საერთოდ დრათჰაარი მოაზროვნე ძაღლია,მასში აზარტი და დისციპლინა იდეალურად არის შეზავებული,თავქარიანობა იშვიათად ახასიათებს და იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით,გამოუცდელიც კი ახერხებს მის დაყენებას(მთლად ისეთზე არ ვამბობ ჯორს და ძაღლს რომ ვერ არჩევს).არც ის მესმის რომ იძახიან ჯიუტიაო,უბრალოდ დიდ ფიზიკურ ძალას ფლობს და სწორად უნდა დაახარჯვინო.საერთოდ ძაღლი რაც უფროს სწრაფია მით უფრო ძნელი დასამორჩილებელია,სპორტყლი მანქანასავით არის.
დამატებულია (10.12.2016, 09:26:01) --------------------------------------------- თუ არ ვცდები კონტინენტალების კლუბიც ყალიბდება რომელსაც fci აღიარებს,მიმართე მათ და დაგეხმარებიან იმედი მაქვს,შოუ ძაღლი არაფერში გჭირდება შენ,გვეყო ათწლეულები რინგზე სპექტაკლების ყურება,დადგა დრო რომ სპექტაკლს მინდორში ვუყუროთ.
jeri20, შენი საქმის უკეთ იცი ძმაო მაგრამ მე იმას გირჩევ რომ:მარტო მოდი ასწავლო და გაზარდო ლეჯვი,მინდორში ატარე და ყოველ ამოფრენილ ფრინველზე გაუსროლე,ნაბულს თავისით დაიწყებს,თუნდაც სდიოს ფრინველს,მერე ნორმალური მგეშაცი ნახე და ცოტაოდენ თანხასაც გაიმეტებ ძაღლს რომ ძებნა დაუყენოს და ის აკეთოს რაც ეკუთვნის. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, კი ძმაო ეგრე ვიზავ თავიდან რაცაა საჭირო მე ვასწავლი მერე კი ეგრე მოვიქცევი კარგ მგეშავს ვნახავ და ის უკეთ გაწრთვნის მადლობა ყურადღებისთვის ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
kucuna1, 100% -ით გეთანხმები. ესეთ კარგ რჩევას ბევრი არ გაუზიარებს სხვას(უბრალოდ გაიქილიკებდა). არ მეგონა დრათჰაარი და კერძოდ მისი ფსიქიკა თუ ასე კარგად გეცოდინებოდა(არ გეწყინოს, თუ ცუდად გამომივიდა, ნამდვილად არ შემაქვს შენს კომპეტენციაში ეჭვი)უბრალოდ მაინტერესებს, დრათჰაარი გყოლია? ესე კარგად რომ ჩამოაყალიბე მისი ყველა თვისება. jeri20, მეგობარო არ გეწყინოს, მაგრამ ეტყობა ცოტა შორს ხარ ძაღლთან ურთიერთობასთან.საწყენად არ მითქვავს ნამდვილად, მაგრამ კუცუნამ ნამდვილად სწორად აგიხსნა ყველაფერი. ფასმა არ დაგაბნიოს, არ იფიქრო, რომ რახან მეტს გადაიხდი უკეთეს ლეკვს იყიდი. რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან კარგი სისხლების იყოს ლეკვი, მაგრამ წინაპრები მარტო "მეიხვეები" ყავდა, ანდაც მარტო ნადირზე და სისხლიან კვალზე ამუშავებდნენ. ჩვენთან ხომ მაინც დრათჰაარს ძირითადა ფრინველზე ვამუშავებთ(და არა ნაკლებ მუშაობს სხვა ჯიშის მეძებრებთან შედარებით). ჩვენთანაც ეხლა დაიწყო იხვის სეზონი და გამოჩნდა დრათჰაარების სურათები, ვიდეობი. კარგია ნამდვილად, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დრათჰაარი მარტო აპორტიორი არ არის(ამ ფუნქციას რეტრივერი უფრო კარგად ასრულებს), მომავალ წელს სექცია აპირებს სისხლიან კვალზე საველე გამოცდის ჩატარებას. იმედია, შემდეგში ფინანსებიც გამოჩნდება და ნელ-ნელა ჩვენც შევეცდებით წინ წავიწიოთ. cercva
bashiachuki, არა ბატონო დავით რა არის მანდ საწყენი,თქვენგან განსაკუთრებით.კითხვას რაც შეეხება;მყავდა ამ მშვენიერი ჯიშის მართლაც კარგი წარმომადგენელი(სამწუხაროდ უსაბუთო გახლდათ).პერიმ ძალიან კარგი საველე და ინდივიდუალური თვისებებით დამამახსოვრა თავი,წყლიდან აპორტირებაში,მხოლოდ განსაკუთრებული ლაბრადორი თუ დაუდგებოდა,8 თვიდან მტკვრის დინებაში იხვზე სროლას არ ვერიდებოდი,ვიცოდი რომ ნებისმიერ შემთხვევაში ფეხებთან დამიგდებდა,კილომერტიც რომ დასჭირვებოდა ცურვა.მინდორშიც საკმაოდ სწრაფი და ეშხიანი ძებნა ჰქონდა,საძილე ტომარაში ძილს არ ვერიდებოდი მწყრის სეზონზე(შირაქში,სადაც გიურზები ნავარდობენ),ვიცოდი რომ გველს კი არა უახლოეს მეგობარსაც არ მოუშვებდა ახლოს,არ ადგებოდა გვერდიდან,ამძუნებულ ძუსაც რომ ერბინა 10 მეტრში.იმდენად აზარტული იყო რომ თოფს ვერ ვაჩენდი უსეზონობაში,შეეძლო სამი დღე მჯდარიყო და არ ეჭამა ნადირობის მოლოდინში.ნადირობისას ისე იხარჯებოდა რომ ლამის ნახევარ წონას კარგავდა.მოკლედ რომ ვთქვა ძალიან ბევრი მაქვს გასახსენებელი იმ ძაღლზე.სამწუხაროდ მანქანამ დაარტყა და ყნოსვა დაკარგა,ვეღარც წყალმცურავებზე ვიყენებდი,ფრინველის მოლოდინში ყეფა დაიწყო და იხვი კი არა გარემოს დაცვაც აღარ მეკარებოდა.
ძაგლი ყოველთვის კი გააკეტებს ნაბულს მაგრამ უკეტესია ადრეულ ასაკიდანვე ტუ გაუკეთებთ პროვოცირებას და მყარ ნაბულზე დადგომას ვასწავლიტ. ეს უფრო მნისვნელოვანია თავიდან ვიდრე სირბილის და "ცერნოკი" სწავლება ეს ჩემიაზრია და კიდე ვიდეოებიტაც გავამტარებ ამ აზრს ტუ რამნე სწორად ვერ ჩავსვი ვისაც ჩემზე უკეთ ესმის გაასწოროს. ამის სემდეგ უნდა დაიწყო სხვა დანარცენი მაგალითად ეს
დამატებულია (12.12.2016, 18 33) --------------------------------------------- თუარადა ნებელაუს ლეკვი რომ არ ცამოიყვანო უფრო ფრინველზე ორიენტირებული დრათხაარის ჩამოყვანა ყოველტვის ჯობია ვიდრე მაჩვზე ნაყეფი დიპლომი ქონდეს დზაგლს და მერე ფრინველსაც ყეფიტ ზდიოსსს.https://www.facebook.com/michel.miroshnikov/photos?lst=100000966808774%3A100003139957570%3A1481551116&source_ref=pb_friends_tl ერტერტი ცარმატებული დრათხაარისტია უკრაინასი და გადახედე მის დზაგლკებსაც
bashiachuki, არა რა საჭყენი ჯერ ასევთქვად დამწყები ვარ ორი ძაღლი მყავს დანაგეში ჩემთვის სანადიროდ კარგად ნადირობდნენ ძაღლისთვის სწავლება შემიძლია ბევრს ვკითხულობ და ვსწავლობ ბევრგან ვსვავ ესეთ კითხვებს რადგან ხალხის აზრი მაინტერესებს რომ სწორი მიმართულებით წავიდე მინდა შრომა დამიფასდეს დქა ყველაფერი სწორად გამომივიდეს სულ 4 წელია ჯერ რაც ვნადირობ ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
დამატებულია (13.12.2016, 10:32:07) --------------------------------------------- მე ესეტ დრატხაარსაც დიდი სიამოვნებიტ ვიყოლიებდი მაგრამმმ
დამატებულია (13.12.2016, 10:32:55) --------------------------------------------- ვიდეომ როგორ გავასწორო ვერ მასწავლის ვინმე? ვიდეოგაკვეთილებსი ვეღარ ვნახულობ
დამატებულია (13.12.2016, 10 03) --------------------------------------------- აი ასეთი
simoni, პირველ სურათზე წითლად რაცაა შემოხაზული პირველად იმას დაკლიკავ, ანუ პირველად დაკლიკავ შარე რო აწერია, შემდეგ ემბედ და შემდეგ ლურჯად მონიშნულ კოდს დააკოპირებ და პოსტს სადაც წერ იქ ჩასვავ პეისტით. პოსტის დამატება და მორჩა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ძაღლი არაა აუცილებელი ვიღაცის დანაწერი კოდექსით აღზარდო.ისეთი უნდა დადგეს როგორიც შენ ხასიათში და შენი ნადირობის სტილში დაჯდება.ყველა ადამიანი თავის შვილს ინდივიდუალურად ზრდის,მხოლოდ რაც საზოგადოებისთვის საერთო წესია იმას ასწავლიან ყველას.მე მაგალითად ვურჩევ რომ თვითონ გაზარდოს და ჩამოაყალიბოს მის ხასიათთან ერთად.
დამატებულია (13.12.2016, 21:47:30) --------------------------------------------- რახდება დრათჰაარისტებო აღმოსავლეთში ხოარაფერი შემოსულა ახალი სისხლი?
დამატებულია (13.12.2016, 21:48:47) --------------------------------------------- შავთეთრი ძუ შემოიყვანე მგონი ასეთი ხმა გავარდა ქუთაისში,და ხოარაფერი იცით?
nemso001, მართალი ხარ მე თვითონ როგორც მაწყობს ეგრე გავზრდი მერე რო წამოიზრდება მგეშავს დავიხმარ მთავარია მონდომება დანარჩენი გამოვა ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
ჩემი აზრით ძაღლი ისეთი კომპეტენტური(ვეტექიმს ვგულისხმობ) ადამინის დახმარებით გაზარდო რომელიც ჯიშის შესაბამისად განავითარებს.მე ვიცნობ ადამიანს რომელიც ლეკვობიდან არაფერს არ აკლებს და მაინც ვერ ამსგავსებს კონკრეტულ ჯიშს. რაც შეეხება უკვე აღზრდას,რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესია,შესაძლოა ადამიანი პოინტერს იცნობდეს მაგრამ დრათჰაარს დაუნგრიოს ფსიქიკა და ის ნორმალურ ძაღლად ვეღარასდროს ჩამოყალიბდება,ამისათვისაც დახმარებას უნდა მივმართოთ,ვინაიდან ყოვლისმცოდნენი ექსპერტებიც არ არიან.ბოლოს კი ჩემო პატივცემულებო,ჯიშს როდესაც ვირჩევთ უკვე გააზრებული გვაქვს თუ რასთან გვაქვს საქმე და უნდა მივაღწიოთ მაქსიმალურად რომ ჯიშის შესაბამისად იმუშაოს მინდორში,ჩვენ ხომ მარტო ამოფრენილი ფრინველი არ გვაინტერესებს,არამედ თუ როგორ ამოფრინდება ფრინველი.დრათჰაარს რაც შეეხება ბევრისგან გამიგონია რომ ზეყნოსვით არ ეძებსო,რაც სრული აფსურდია.დრათჰაარს სეუძლია სისხლიან კვალზე მუსაობა ქვეყნოსვით,მაგრამ ძებნას ზეყნოსვით ახორციელებს და ქექვა მისთვისაც ნაკლად ითვლება როგორც სხვა მაძებრებისათვის,ამისათვის არის საჭირო ისევ კომპეტენტური ადამიანი. jeri20, თუ მგეშავთან აპირებ ძაღლის მიყვანას(პრინციპში ჯერ ლეკვიც არ აგიყვანიათ რამდენადაც ვიცი),დრო არის რომ შეარჩიოთ უკვე და მასთან გაიაროთ კონსულტაცია თუ რა დონემდე მოგეთხოვებათ ძაღლის მიყვანა,მან რომ ჩაიბაროს,ვინაიდან შესაძლოა რომზედმეტი ბრძანებაც კი ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.თუ თქვენი პირველი ძაღლია სანადირო თვალსაზრისით,დრათჰაარი საუკეთესო ვარიანტია,ის არამარტო ბრწყინვალე მონადირე,აგრეთვე საუკეთესო კომპანიონია,კურცჰაართან ერთად.პოინტერს კი ბოლო ჯიშად მივიჩნევ რომელიც რომ გამოუცდელმა სეიძლება აიყვანოს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, თქვენ როგორც ვიცი კარგი ექიმები იცით რუსთავშ და მისამართი თუ შეგიძლია მითხრა ან ნომერი რო მივიდე როგორცკი ავიყვან ლეკვს ეგრევე ვეტეერინართან უნდა წავიყვანო და კიდე კარგი მგეშავიც გეცოდინებათ ვინმე რო დაველაპარაკო 1 თვეში უკვე ჩამოვალ საქართველოში ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
jeri20, მგეშავს რაც შეეხება მეგობარო,საქმე იცი რაშია,უნდა გადაწყვიტო რა გინდა,არის საქართველოში კატეგორია,რომლებიც მგეშავებს ეძახიან საკუთარ თავს,სინამდვილეში კი მწვრთნელები არიან და მხოლოდ კომპანიონ ძაღლებთან მუშაობისას იძლევიან რეალურ შედეგს,მაგრამ ისეთი მგეშავი,რომლის დამუშავებული ძაღლიც თავისი პოტენციალის მაქსიმუმს გამოამჟღავნებს ძალიან იშვიათია.მე პირადად ერთს ვიცნობ მასეთს,რომლის დაყენებული ძაღლიც ჩუსტებს ასი წელი არ მოგიტანს,მაგრამ მინდორში გასულს ფრინველის გარდა არაფერი ექნება თავში და თუ მთლად დებილი არ გამოდგა ძაღლი(რასაც პირდაპირ ეუბნება პატრონს და ცრუ იმედებს არ უსახავს) მისით 100% კმაყოფილი დარჩები. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დაუდგათ დრათჰაარებს ამინდი ჩამოდის ცა ისეთი თოვაა დასავლეთში.ღეს რიონზე ქუთაისის განაპირა ხარაზულმა კარგად გააკეთა ფრენა,უმეტესი მაღალძე იყო,მაგრამ წამოვიდა რაც მთავარია ნემსაძე
დამატებულია (13.01.2017, 14:00:06) --------------------------------------------- დრათჰაარისტებო და მთლიანად ბაზიერელებო მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით ჯანმრთელობას და წინსვლას გისურვებთ !! თ. სინატაშვილი
kucuna1, VAXO-HUNTER, გაიხარეთ ბიჭებო მადლობა თქვენც ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. თემო მართლაც დიდი ჩავარდნა მქონდა მაგრამ ამ კარგი საქმისთვის ღირდა )) სამწუხაროდ ჩემ ძაღლსაც აკლდა ჩემი ხელი და დაეტყო მაგრამ ნელ-ნელა ესეც იბრუნებს იმ ფორმას როგორზეც მყავდა. პოსტებს გადავხედე და კარგია შენ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ!)) თ. სინატაშვილი
ყველას გილოცავთ კალანდას. მინდა გაცნობოთ სიამოვნებით, რომ განხორციელდა 2 შემოყვანილი სისხლის დრათჰარის დართვა ორივე უკრაინიდან არის ჩამოყვანილი.იმედია კარ შედეგს მივიღებთ.საბუთებსა და დიპლომებს მომავალში დავდებ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!