მეგობრებო მინდა დრათჰაარის ლიკევის შეძენა,სურვილი კი მაქვს კარგი ლეკვის შეძენის მაგრამ შესაძლებლობა მეორეა.ძალიან ძვირები ღირს ბაზრობებზე თან ვერც გაიგებ სწორი დართვებით მიღებული ლეკვებია თუ ნაჯვარაია.
დამატებულია (12.06.2017, 21:58:52) --------------------------------------------- როგორია მეგობრებო? დღეს ვიყიდე, დედაც და მამაც ადგილზე ვნახე, უმაგრესი ძაღლებია, გაკითხულიც მქონდა და ნამდვილად ვიცი რო ძაან კარგი გენი აქვს ორივე მხრიდან.. თვენახევრისაა ჯერ..
monadire_999, გილოცავ! წარმატებული მონადირე დამდგარიყოს. ვისი სისხლების ლეკვია? საგვარეულო დადეთ თუ არ შეწუხდები. წინასწარ მადლობა.
დამატებულია (12.06.2017, 22:44:07) --------------------------------------------- jentile5, ამისთვის არსებობს სანადირო მეძაღლეობის კლუბი. მიმართეთ და აუცილებლად ჯიშიან ლეკვს აიყვან.
ხონელი ალიბაბას ძაღლები დასავლეთში ბევრმა იცის რა, ამ ლეკვის მამა თბილისში წამოიყვანეს ერთი კვირის წინ, საგამოფენოდ და საჯიშედ, გამოფენა როდის ტარდება ზუსტად არვიცი.. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
monadire_999, ნამდვილად არ ვიცი ხონელი ალიბაბა და არც მისი ძაღლის შთამომავლები. საჯიშედ ჩამოყვანა თბილისში საინტერესოა.... გამოფენას რაც შეეხება ჩატარდა უკვე. მე საგვარეულო ნუსხა გთხოვე თუ აქვს ლეკვს.... cercva
bashiachuki, საგვარეულო ნუსხა სამწუხაროდ არამაქვს ძმა, დედას არვიცი და მამას რომელიც წამოიყვანეს თბილისში იმას აქვს ყველა საბუთი და რამდენიმე დიპლომიო, თან ისეთ ექსტრემალურ პირობებში ვიყიდე ლეკვი რო ვერაფერი ვერ მოვასწარი, სამსახურიდან წავედით მანქანით და მთელი დღე სამსახურში მყვადა, საღამოს წამოვიყვანე სახლში :)
დამატებულია (13.06.2017, 23:37:18) --------------------------------------------- აი ზემოთ როა ჯული ზუსტად ეგეთია, ორეულია ზუსტად მაგის.. ზეგ გადავიგებ უკეთეს სურათებს და დავდებ..
monadire_999, რატომ იჩქარე? აგეღო საბუთი თუ ესეთი კარგი სისხლების არის. გაარკვიე თუ შესაძლებლობა იქნება რომ საგვარეულო აიღო. კონკრეტულად იმ ხვადის კოორდინატებს თუ დამიდგენ, დამავალებ.მინდა ვნახო და თუ მართლა კარგია, საჯიშედ გამოვიყენებთ ჩვენი სექცია.
დამატებულია (14.06.2017, 10:02:15) --------------------------------------------- giorgig192021, გიო მაგარია. აბა შენ იცი, სექციას ვაძლიერებთ.გაისად ჩვენი სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ. წელს პირველად ვიყავით ჯიშთაშორისზე ესეც უკვე მიღწევაა
bashiachuki, აუცილებლად დაგიზუსტებთ ყველაფერს ძმა. ერთი ის ვიცი ზუსტაფ რო გოგი თოფაძეს ყოლია ამ ხაზის ძაღლები და იქედანაა წამოყვანილი. ვეცდები ზუსტად გაგიგო ამჟამინდელი მისამართი. და დღეს ლინდას უფრო კარგ სურათებსაც დავდებ
დამატებულია (16.06.2017, 01:20:33) --------------------------------------------- დაიბადა ჯოლის ლეკვები 15 ივნისს,მამა და დედა ფრიადოსნები,დედა საველეს მფლობელი.რამოდენიმე ხანში დავდება უფრო კარგ ფოტოებს
მოგესალმებით მონადირებო ეთი პრობლემა მაქვს მყავს დრათჰაარი 2 წლის მოტანა იცის კარგათ ეძებს ნაბულიც (სტოიკა) კარგი აქვს მაგრამ ამ ბოლოს როცა მინდორში გამყავს ცოტა შორს დარბის ანუ ჩემთან ხლოს არ მოდის რა მოვუხერხო არ ვიცი იქნებ მირჩიოთ რამე დათო
dh, რავი მეგობარო წესით დათხარს ეგ წლამდე ახასიათებს (ცოტა სიჯიუტეს ვგულისხმობ) და მერე უფრო დგება ძაღლი, გრძელი რემნით გაიყვანე დაბალ მინდორში და როცა შორს გაქცევას დააპირებს ისე დაქაჩე რემენს რო ცოტა კისერზე დაარტყას, რამდენჯერაც გაიწევს იმნდერჯერ გაუკეთე ეგრე, მიახვედრე როგორმე რო არ შეიძლება რასაც შვება, ცოტა გაუწყერი და თავის ნებაზე ნუ მიუშობ, ოღონ არავითარ შემთხვევაში არ ცემო, ეგ გამორიცხე საერთოდ, ყველანაირ მონადირულს და ადამიანურს ეწინააღმდეგება ცემა. ცემით ვერაფერს გააგებინებ, პირიქით. მიახვედრე რო ახლოს იაროს და ხშირად მოეფერე . ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
ჯოლიმ 7 ლეკვი მოიგო,4 ძუ და 3 ხვადი.6 ყავისფერი.ერთი ხვადი და ძუ მოკვდა გაგიჟებას ვარ.ძაან მაგრები არიან,მალე კუდებს დავაჭრი.45 დღის შემდეგ დავიწყებ გაცემას.კარგად მინდა მოძლიერდნენ და ხარისხიც დაეტყობათ
დამატებულია (18.06.2017, 23:39:46) --------------------------------------------- ბუთა დავიბრუნე და ახლა ორი მყავს ძუ,ორივე მაგარი საბუთებით და ექსტერიერით,საველეთი და ა.შ.მომავალ წლამდე თუ ჩაზტადება ნეტა საველე ან გამოფენა მაინტერესებს
გამარჯობათ, მაინტერესებს რა ასაკიდან უნდა დავუწყო ლეკვს ბრძანებების სწავლა ??? ჩემს 1 თვის და 3 კვირის ლეკვს ჯერ მარტო თამაში აინტერესებს სხვა დანარჩენზე არც ფიქრობს :)
giorgi86, ასე ორი თვიდან უკვე უნდა შეაჩვიო ბრძანებებს ძმა, ჩემი არის ზუსტად 2 თვის და 20 დღის და დაჯექი, მოდი, ფუ, უკვე ძაან კარგად იცის, მოტანით კიდე ცოტა ზარმაცობს, რასაც გადავუგდებ გაიქცევა ეგრევე, წამოიღებს და შუა გზაში აგდებს ძირს, ბოლომდე არ მოაქ მარა მაგასაც დაამუღამებს მალე.. ისე ძაან ნუ გადატვირთავ თავიდან, დღეში ერთი საათი ვარჯიში საკმარიასია, ოღონდ ყოველდღე ავარჯიშე, ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
დამატებულია (22.07.2017, 08:37:10) --------------------------------------------- აი თვის გახდნენ უკვე,.....დარჩა 4,ორი ძუ და ორი ხვადი.
დამატებულია (22.07.2017, 08:46:15) --------------------------------------------- ერთი ხვადი უფრო მუქ ფერშია,ხოლო დანარჩენი ყავისფერები უფრო ღიაა.
დამატებულია (24.07.2017, 13:40:26) --------------------------------------------- რამდენ დღეზე უშრება მდედრს ძუძუ,გამოცდილებიდან რაიციიიით?ან კიდე რით შეიძლება გაუგრძელოს ლეკვებს,რძე რომ არ გაუშრეს,რა არის საკვების შეცვლა თუ რაიმე დანამატები?წონა არაკლია ძუს,მხოლოდ რძე ურება
[img]http://[/img] ლეკვები არიან ერთი თვის. დედასაც და მამასაც აქვთ საველე დიპლომები და არიან რინგის პირველადგილოსნები. თუ დაინტერესდებით დანარჩენს პირადათ გეტყვით.
monadire_999, აჩვენე ნორმალურ ვეტერინარს და ყველაზე უკეთ ის გეტყვის რა როგორ უნდა გააკეთო მე მაგრად მიშველა ვეტერინარმა თითქმის მკვდარი ლეკვი გავაცოცხლეთ მოვიდა ჯანზე ლეკვი მოწამლული იყო. კურცჰაარი მყავს 5თვის და ორჯერ უფრო დიდია მაგ ლეკვზე კარგ ვეტერინარს აჩვენე ის დაუნიშნავს რაც საჭიროა და ყველაფერი კარგად იქნება. ბ.თოთაძე
dh, საერთოდ ეს იმის ბრალია რომ ძაღლთან კონტაკტი არის ნაკლები. ასეთ შემთხვევაში სერიოზული კინოლოგები ურჩევენ მეპატრონეს დილიტ ან საგამოს რემნით ასეირნოს და თუ ძაღლი ეცდება შორს გასვლას რემნით უნდა მოქაჩო.გარდა ამისა არის კიდე ერთი შემთხვევა როდესაც ნადირობ თუ ძაღლს მაღალი ხნოსვა აქვს და ფიზიკურად ძლიერია შორიდან იწყებს შემოვლას ანუ ეს ადგილზეც არის დამოკიდებული მაღალი ბალახი თუარის.მაგრამ ეს უფრო ინდივიდუალურია.ისე ძალიან ლამაზი სანახაობა კიარის დრატხარი პოინტერივით რომიღებს სუნს .მაგალითად ჩემი ძაღლი როდესაც პირობითად შორს გადიოდა ვიცოდი რომ ამას იმიტომ აკეთებდა რომ ჩემსკენ მოყავდა ფრინველი.საოცარი ძაღლი იყო,თავიდან მეც მიკვირდა მეთქი ესე რატომ შვებათქო მაგრამ მერე დაუმუღამე .თანაც სულ არაკეთბდა ამას ამიტომ როდესაც ასე იზამდა ხოლმე ცოტა ფეხს აუჩქარებდი და როგროც კი შემობრუნდებოდა ჩ ემსკენ უკვე ვხდებოდი რომ კვალზე იყო და ჩემსკენ მოდენიდა საოცარი სანახაობააა ძაღლით ნადირობა ,,არა მანოკით ნადრიობას!!!" აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
zviadauri, ეს ყველა სიმპტომი იმის ბრალია რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, რომ მინდორში შესვლა ხდება არასცორი მიმართულებიდან (ანუ ნიავი უბერავს თქვენი მხრიდან და დზაგლი ცდილობს გავიდეს ცინ და დაიჭიროს ნიავი და ავტომატურად მოდის თქვენსკენ) რა უნდა მოდევნოს მდევარი ხომარაა მედზებარია. ეს ყველაფერი გაცილებით ლამაზი სანახაობა იქნება თუ მინდორში შევა მონადირე ისე რომ ნიავი დზაგლს და მონადირესაც სახეში უბერავდეს და დზაგლი ყოველტვის იმუშავებს თავაწეული და ზეყნოსვით
დამატებულია (24.08.2017, 12:22:33) --------------------------------------------- dh, დზაგლმა თუ ახლოში ირბინა და ფეხებში მოგედო ისაა პრობლემა და თუ გადის და ნაბულძე გელოდება მაგაში რა პრობლემას ხედავ?? იაროს მოდზებნოს დადგეს ნაბულზე და მაგეთ ძაღლს რა ჯობია
ეს ყველა სიმპტომი იმის ბრალია რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, რომ მინდორში შესვლა ხდება არასცორი მიმართულებიდან (ანუ ნიავი უბერავს თქვენი მხრიდან და დზაგლი ცდილობს გავიდეს ცინ და დაიჭიროს ნიავი და ავტომატურად მოდის თქვენსკენ)
ვერ დაგეთანხმებით. ჩემს ძმაკაცს ჰყავდა კურცჰაარი რომელიც ასევე აკეთებდა. ნიავის მიმართულებითაც და საწინააღმდეგოდაც. ამის მეტი ასეთი ძაღლი არ შემხვედრია და ამას აკეთებდა იმიტომ რომ მწყერი შუაში მოექცია. თუ მისკენ გაფრინდებოდა ნახტომში იჭერდა. ერთ ნადირობაში 4 მწყერი დაგვიჭირა ასე.
დამატებულია (25.08.2017, 10:47:39) --------------------------------------------- ძნელია ძაღლს ეს ასწავლო. თვითონ, თავისის სიჭკვიანით აკეთებდა ამას. შუაში მოქცეულ მწყერს 2 გზა მოჭრილი ჰქონდა. იყო შემთხვევა რომ ჩემსკენ გამოფრინდა და თოფის ლულაზე დამეჯახა. ძაღლისკენ გაფრენილს, თუ ახლოს გაუფრენდა ესევე ხსნიდა ჰაერიდან. თითქმის ნადირობა არ ყოფილა რომ მწყერი არ დაეჭირა. სამწუხაროდ დავკარგეთ ეს ლეგენდა ძაღლი.
დამატებულია (25.08.2017, 11:08:23) --------------------------------------------- პროცესი რომ აღვწერო: ძაღლი მუშაობდა კვალზე , მწყერის ადგილმდებარეობას რომ განსაზღვრიდა ან ხვდებოდა რომ იყო ახლოს კვალს თავს ანებებდა, გადიოდა ნახევარწრეზე და იქიდან უდგებოდა ნაბულზე სახით მონადირისაკენ. მწყერი იჯდა შუაში ძაღლსა და მონადირეს შორის. არ ვიცი რა ბუნების ძალა სჭირდება ამას ძაღლს ამდენი სიეშმაკე და მიხვედრილობა რომ ჰქონდეს.
მერე სწორი მუშაობაა ეგ?? აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ძაღლი გადიოდა მონადირსგან წინ და შემდეგ მოყვებოდა ნიავს მონადირსაკენ. ასე ხდება ხშირად როცა ზურგიდან არის ნიავი, ამას აკეთებს ძაღლი იმიტომ, რომ გაიიოლოს მუშაობა და არა იმიტომ რომ მწყერს დენის მონადირისკენ!
დამატებულია (25.08.2017, 13:20:03) --------------------------------------------- tereos, ნაბულზე მონადირის მხარეს დადგომაზე არ ყოფილა ეგ საუბარი
მწყერის დაჭერა არანაირად არ არის პლიუსი პირიქით ... გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
და ძაღლი რომელიც მწყერს იჭერს, მაგრამ ზდევნით არიკლავს თავს მაგ შემხვევასი პლიუსია თუ მინუს? ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე მყავს ასეთი ძაღლი. ფაქტი კი ერთია, ეძებს თავაწეული ნიავის საწინააღმდეგოდ, და მაშინ როცა ამის საშუალება არაა ეძებს კვალზე და მოვლით აკეთებს ნაბულს. დასავლეთის პირობაზე იდეალურია, უბრალოდ აპორტის პრობლემააქ, რასაც ვუშველე სპანიელის და პოინტერის გაერთიანებით რაცარუნდა გასაკვირი იყოს. ხშირად კი სპანიელი ერთგვარ დახარეს წარმოადგენს (მაგ. ღალღაზე) და მუშაობს კვალზე იდეალურად. ყურადღება უპირველეს ყოვლისა
აქ ერტი კიდე ისაა სატქმელი რაარის სწორი ნადირობა და ვის რა უნდა რომ მიიღოს ნადირობისგან. (მეც ეგრე ვიყავი) მაგრამ რომ დაინახავ რაარის სწორი და რა მოეტხოვება დზაგლს ნადირობაში ის არ მოგეჩვენება კარგად როცა ნაბულის მერე დზაგლი დაგიჭერს მცყერს(ისმის კიტხვა თოფი რაგადგინდა?) ნაბულის მერე იმიტომ დავდივარ მინდორში რომ გასროლა გავაკეთო. თუ იმან იჭირა ფრინველი მაშინ დზაგლი თავისთვის ნადირობს და არა პატრონისთვის. ზოგისტვის შეიძლება კაი ფაქტია ეს უკანასკნელი მაგრამ ჩემთვის და სწორი ნადირობისტვის არა.(როგორც მაგალითად სანადიროდ იმიტომ წასვლა რომ ბევრი ხორცი მივიტანო სახლში, და ბევრი დავხოცო, ეს ყველაფერი ახალგაზრდობაში მახასიათებდა და მადლობა ღმერთს გადავეჩვიე) რაც შეეხება სპანიელის და პოინტერის გაერთიანებას თუ ერთმანეთზე შეჯვარებით უშველე კიდე ცუდი იმიტომ რომ უნივერსალი დზაგლები უკვე გამოყვანილია ჯიში დაყენებულია და ამით ახალს ვერაფერს გააკეთებ თუარა იმას რომ კიდე რამდენიმე ხანი უჯიშო დზაგლის ყურება მოგიწევს მეგობარო და იმ სიამოვნებას ვერ მიიღებ რასაც ჯიშიანი ძაღლით
simoni, მოვიხიბლეთ ძაღლის მუშაობით (ხუმრობით რა თქმა უნდა). ისე მაინტერესებს სად და როდის აიღო დრათჰაარის ჯიშის ძაღლებში მე-3 ადგილი. სად ჩატარდა და ვინ ჩაატარა? პირველ- მეორე ადგილებზე ვინ გავიდა ისიც საინტერესოა ახალგაზრდებო, ჩემი კეთილი რჩევა იქნება არასდროს მასე ძაღლი არ დაგეშოთ.
დამატებულია (10.09.2017, 13:54:20) --------------------------------------------- და შენ სიმონჩიკ, დრათჰაარების შაყირს თავი დაანებე
რაშვებით დრათჰაარისტებო,როგორ ხართ? ე.ი. ორთვენახევარი წოვენ ლეკვებმა დედას და მიაფანცალეს.თმა დაეყარა და ნადირობაზეც მალე იღლება,ვიყავი ვეტერინართან დავუწყე ვიტამინების კომპლექტი ნემსით და ისე,საჭმელზე არ იგიჟებს თავს და რაიმე კარგს ხომ არ მირჩევდით კიდევ
დამატებულია (15.09.2017, 09:56:00) --------------------------------------------- კიდევ მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო და რა აზრის ხართ,ვინც ძველი დრათჰარისტიხართ.უსუსტდება თმის საფარი დრათჰაარს თუარა ლეკვობის შემდეგ/////თან საჭირო კვებაც არაქონდა////
დამატებულია (20.09.2017, 09:29:51) --------------------------------------------- გამარჯობათ დრათბაარისტებო,გიო და კიდევ ვინც ნახავთ ბუთაია მყავს ატეხილი და დასავლეთში ხარისხიანი ხვადის მისამართები მომწერეთ ძმურად...ლეროს შტოა და ყველა სისხლი არ მიდის აქეთ უმეტესი მონათესავე ყავს
ყავისფერია ჩემი და შავთეთრი ბრაკი იქნება,ამიტო გერმანელების სისხლი ყავთ ზესტაფონში,ძლივს მივაგენი,მაგარი ხვადია ყავისფერჭრელი და ვაჯვარებ ამსაღამოს,2 წლისააა.საგვარეულოს დავდებ და ფოტოებს ამ ხვადისას.დანარჩენი დასავლეთის ხვადები ნათესავებია ჩემის
დამატებულია (20.09.2017, 22:47:12) --------------------------------------------- დღეს პირველი დართვა იყო,ძალიან კარგი ხვადია სისხლითაც და ექსტერიერითაც,როგორც მისმა პატრონმა ნიკა ლურსმანაშვილმა განაცხადა ნადირობითაც იდეალურად ნადირობს და ელოდებიან მომავალ გამოფენა საველეებს...
კი გიო ბ..ტ დ.ცხვედიანს ხვადის პატრონიც შეეხმიანა და მეც.ხოიცი ყველა შეჯვარებაზე კლუბთან გავდივარ კონსულტაციას
დამატებულია (21.09.2017, 12:05:51) --------------------------------------------- კონტროლზე ვფიქრობ რომ წავიყვანო მეორეჯერ ხვადთან და კიდე გადავიღებ კარგ ფოტოებს და ერთად დავდებ ყველას
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!