gelka72, გეთანხმები, პირველი ამი წელი მითუმეტეს, მაგრამ მერე თუ გამოდგა მაგრად ასიამოვნებს ნებისმიერ მონადირეს, ჩემი ყველაფრის აზრზე მოვიდა, გარდა სიბინძურის, მაგარი მაძუნდარაა, რამდენიც არ უნდა ბანო მაინც ბინძურია
დამატებულია (03.05.2013, 16:31:43) --------------------------------------------- და აე თუ ისე უნივერსალია, ცხოველზე სანადიროთაც კარგი გამომადგა
დამატებულია (03.05.2013, 16:32:10) --------------------------------------------- 3 წელი უნდა დამეწერა
გადაეჩვევა თუ მიხვდება რისთვის ისჯება, ადამიანი ხომ არაა უთხრა იმიტომ გაილახე ქათამი რომ შეჭამეო და გაიგოს, როგორმე უნდაა მიახვედრო დასჯის მიზეზს და აუცილებლად გადაეჩვევა, მაგალითად ახლოს ქათმის მიყვანით და რამდენჯერაც გაიწევს დასჯით, თუ არ გაიწევს დასაჩუქრებით და ასე შემდეგ... არის სხვა მეთოდებიც, მარტო ცემით კი ალბათ საერთოდ ვერ ხვდება რატომ ცემენ...ისე კი საკმაოდ ჯიუტია და ძნელად თვინიერდება
gelka72, არ გეწყინოს ძმაო მაგრამ შენ რაც გაგიგია დრათხაარზე რომ ჯიუტია და ურჩი და უხეშიო ეს სრული სისულელეა! მცდარი ინფორმაციაა, ამას მხოლოდ ის ხალხი ამბობს რომელსაც სუფთა სისხლის დრათხაარი არ ყოლია და არ იცის საერთოდ ძაღლის აღზრდა. დრათხაარებს სეტერებს და კურცჰაარებს რომ ერთმანეთში აჯვარებენ და მერე სრული დებილი გამოდის ძაღლი მერე გაიძახიან დრათხაარი ჯიუტი და ურჩიაო. შენ თუ გაინტერესებს ნაღდი დრათხაარი როგორ ნადირობს და რა დონის უჭკვიანესია შეგიძლია შემეხმიანო და განახებ ჩემ ძაღლს როგორც ადამიანს ისე ესმის ყველაფერი და ერთი სიტყვით ასრულებს ბრძანებებს ისე რომ მეორედ გამეორება არ მჭირდება, სულ თვალებში შემომციცინებს. დრათხაარი არის უჭკვიანესი და ყველაზე მორჩილი და უჯიგრესი ძაღლი
დამატებულია (03.05.2013, 17:50:38) --------------------------------------------- [img][/img] ამათი შვილები იქნებიან სასწაულები
დამატებულია (03.05.2013, 17:55:29) --------------------------------------------- mmiko, არ გირჩევ ძმაო მაგ ლეკვის გაზრდას, ადექი და მიეცი სხვას, მაგი არც სეტერია და არც დრათხაარი, რათ გინდა ნაჯვარი ძაღლი? არ გამოგადგება და მერე იტყვი დრათხაარები არ ვარგაო ჯიუტები არიანო და ასეო და ისეო, სუფთა აიყვანო და გაჩვენებს კლასს საქართველოს გაუმარჯოს!!!
დრათჰაარი ძაღლი არააა , დღათჰაარი ცხცოველია.-- ბინძურია, ტყიური, გადარეული, შმაგი, უტვინო, ველური,ღორი. თავზე გადაგივლის, ტლახიანი , ოთახში შემოგივარდება და შენს ლოგინზე წამოსკუპტება, ცხელი კეციდან ჭადს ააძრობს და გადასანსლავს, ტორტით რო გაბერო წავადა ნეხვს დააყოლებს. დაგსვრის, დაგღლის, გაყვიორებს და მერე ყვირილითაც დაიღლები,ამ შემთხვევაში ეგრეა ის არის მონადირე და შენ კიდევ ძაღლი ეხლა მეორე----ყინავს და ცივა ,თოვა არაფერია იმასთან , რასაც ცივი წვიმა, ქარი, და უბედურება, ქვია, ტალახიანი კანკალს აყოლილი დგეხარ და ნადირობის მომგონს წყევლი, მაგრამ მაინც დგეხარ, იხვი კი მოდის და მოდის, ამინდის გამო ბევრს აცილებ, მაგრამ ზატო მაინც ბევრი გყავს მოკლული , იმიტომ რო იხვიც ბევრია, გაყინულ წყალში ცვივა იხვები, არა მანდ სულიერი არც ძაღლი დსა არც კაცი არ ჩაიშვება იხვის მოსატანად, ეგ ანთებიანი სიკვდილის ტოლფასია ორივესთვის, მაგრამ შენს გვერდში თითქოს მზეს ეფიცხებაო ნახევრად წყალში დამჯდარი ცხოველია-რომელსაც დრათხაარს უწოდებენ, ხოდა ეგ ცხოველი ყოველ ჩამოგდებულ იხვზე გარბის ისეთივე კოკისპირულად როგორაც წვიმს და ეზიდაბა ჩამოგდებულ მწვანეთავებას. რა კუდი მაგასააქვს მაგრამ ბევრ კუდიანს შეშურდება ისე იქნევს. სიხარულიდან რო მოგიტანა, შენ კი ისე გცივა , ისე ხარ გაყინული რო ხელის გაშვერაც გეზარება იხვის გამოსართმევად.... ესაა ჩემი კომენტარი ამ გადარეულზე
მე ამ კაცის სიტყვებს ვენდობი და კარგად წაიკითხეტ qadagishvili
giohunt1982 მე არ ვიცი გიორგი ხუმრობას რას ეძახი ამ შემთხვევაში, მარა თუგინდაც ხუმრობად ჩათვალე კრიმანჭულის ნათქვამი. ხომ გაგიგია ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი ნახევარი სიმართლე რომ არ იყოსო qadagishvili
gelka72, ვინმეს თუ ერთი ძაღლი არ "გამოადგა", არასწორი, არასათანადო აღზრდის და დაგეშვის გამო და ამიტომ ზოგადად ჯიში ლანძღოს ეს სწორია???? რათქმაუნდა არა! კი, კონტინენტალები ზოგადად ჯიუტი და ცოტა "ძნელად აღსაზრდელები" არიან, მაგრამ თავის საქმეში ისინი შეუცვლელნი არიან! ვიღაცას, რომ "უზრდელი", "ბინძური" და "ღორი" დრათჰაარი უნახავს ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა ასეთი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია გაზრდა-აღზრდაზე. ადამიანებშიც ასე არაა? ყველა "ერთნაირი" იბადება, მაგრამ შემდეგ ვინ როგორი ადამიანი გამოვა დამოკიდებულია აღზრდაზე მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982 ზოგადად რაღაცრაღაცეებში გეთანხმები ცუდი ძაღლი არ არსებობს, არსებობს ცუდი აღმზდელი ასეა სწორი ნათქვამი. (უნივერსალი ძაღლი)რომ არ არსებობს ესეც ვიცი. მარგარამ ამ ჯიშის ძაღლები რომ არიან ჯიუტები და ცოტაც აგრესიულები ამაში ბევრი დამეთანხმება ალბათ. გამიგია რომ დრათჰაარის ჭკუაზე მოყვანას ბევრი შრომა და ნერვები ჭირდება ვიდრე სახვა ჯიშის ძაღლებს. კრიმანჭულმა ბევრი რამ სწორად დაწერა qadagishvili
gelka72, აბსოლიტურად, ყველა ჯიშის მეძებრის, სწორად აღზრდას და დაგეშვას, ძალიან ბევრი შრომა და ნებისყოფა სჭირდება. კრიმანჭული, სეტერში რამხელა შრომას დებს, ხომ ყველა ვხედავთ?? უწვალებლად და უშრომელად ვერც სეტერი აიღებს საველე დიპლომს და ვერც სხვა ჯიშის მეძებარი. ასევე იქნება დრათჰაარის დაგეშვაც. მე, პირადად მინახავს დრათჰაარის მუშაობა ვალდშნეპზე, სადაც დრათჰაარმა, კარგი საველე თვისებების სეტერიც და პოინტერიც დაჩრდილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ის მეტია რომელიმე ჯიშზე. დრათჰაარის იხვზე ნადირობა ვნახეთ წელს(ბაზიერელებმა) სადაც არც ერთი სხვა მეძებარი, ვერ მოახერხებდა იხვის აპორტირებას. ისეთი სწრაფი დინებიდან გამოჰქონდა იხვი. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ყველა ჯიშის ძაღლს უნდა შრომა და გარჯა ეს ნაღდია უწვალებრივ არაფერი არ მოდის . სიმართლის თქმა ცუდს ხომ არ ნიშნავს არა???მარა რატო არ გინდათ აღიაროთ სიმართლე ის რომ ეს ჯიში არის უფრო ძნელი აღსაზრდელი ვიდრე სხვა??? qadagishvili
gelka72, ტყუილია და ეს ჯიში პირიქით სხვებთან შედარებით მარტივი დასაგეშია, შენ პირადად გაგიზრდია დრათხაარი? მე ლავერაკიც მყავდა, გოედონიც და კურცჰაარიც მაგრამ მე ყველას დრათჰაარს ვამჯობინებ, იმიტომ კიარა ყველაზე უკეთესია, უბრალოდ მე მაგრად მომეწონა და სხვა ჯიშებთან შედარებით ჩემ ხელში ყველაზე ადვილად დაიგეშა. 5 თვისას უკვე წყლიდან მელოტა გამოაქვს უპრობლემოდ. ძაან მაგარი მყარი ნაბული აქვს და შორს გაქცევა არ იცის, ასე რომ ძმაო გაზრდაზეა ყველა ჯიში
დრათჰაარი გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი,კონტინენტალური მეძებრების ჯგუფის წარმომადგენელია,მისი სახელი პირდაპირ თარგმანში ბეწვ-მავთულს ნიშნავს,ჯიში გერმანელმა სელექციონერებმა მე-19-ე საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს.მათი მიზანი ნადირობაში მაქსიმალურად ეფექტური და მრავალმხრივი ფუნქციების ძაღლის შექმნა იყო.ამ ჯიშია დაბადების წლად 1902 წელი ითვლება,ჯიშის პირველი სტანდარტი 1924 წელს იქნა მიღებული.ამ ძაღლს გერმანიაში ,,ეგერის ძაღლსაც,, უწოდებენ,მისი მრავალფუნქციურობია გამო.მის ფუნქციებში შედის:1.მინდორში და ტყეში კურდღელზე მდევარივით ყეფით მუშაობა და მოკლული კურდღელის აპორტირება.2.ნადირის სისხლიან კვალზე მუშაობა (გარეული ღორი,შველი,ირემი,მაჩვი და სხვა)დაჭრილი ნადირის მოძებნა და მონადირის მისვლამდე შეკავება,მოკლულ ნადირზე პატრონთან ანონსირება.3.წყალმცურავ ფრინველებზე ჭაობში და წყალზე მუშაობა.4.ველისა და ტყის ფრინველებზე ნაბულით მუშაობა.5.სახლისა და ეზოს დაცვა.მეორე მსოფლიო ომამდე ჯიში სწრაფი ტემპით გავრცელდა არა მარტო გერმანიაში,არამედ მთელ ევროპაში.გერმანიასა და ავსტრიაში დრათჰაარები ეროვნული სიამაყის რანგში არიან აყვანილი.1920 წელს გერმანიაში პირველი ,,ჰეგევალდი,,გაიმართა,მიზანი საუკეთესო ექსტერიერისა და საველე თვისებების დრათჰაარების გამოვლენა იყო,მომავალი საჯიშე მუშაობისათვის.,,ჰეგევალდი,, თარგმანში ნაკრძალ ტყეს ნიშნავს,პირველად გამართული გამოფენა-შეჯიბრის ადგილის მიხედვით,და სახელი ტრადიციული გახდა მიუხედავად იმისა,რომ ,,ჰეგევალდი,,ყოველ წელს გერმანიის ან ავსტრიის სხვა და სხვა ქალაქში იმართება. მეორე მსოფლიო ომმა დიდი ზარალი მიაყენა ჯიშის გენოფონდს,მკვეთრად შემცირდა მწარმოებლების რიცხოვნება,მოხდა სისხლი აღრევა.1949 წლიდან ისევ დაიწყეს ,,ჰეგევალდის,, ჩატარება,მიღებულ იქნა ახალი სტანდარტი,რომლითაც გერმანიის რამოდენიმე ძაღლსაშენს უფლება მიეცა,ძაღლების მუშა თვისებებისა და ექსტერიერის გაუჯობესების მიზნით,კურცჰაარების სისხლის ერთჯერად აღრევაზე/60-ანი წლების დასაწყისისათვის ჯიში დასტაბილურდა და 1965 წლიდან სისხლის აღრევა აიკრძალა. სხვა გზით წავიდნენ ავსტრიელი სელექციონერები,აქ სისხლის შერევა აკრძალული იყო,სამაგიეროდ ფართოდ გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების საუკეთესო მწარმოებლებთან შეჯვარება,შედეგად მიღებული იქნა ძალიან მაღალი ხარისხის ექსტერიერისა და მუშა თვისებების დრათჰაარები.ისეთი ძაღლსაშენები როგორიცაა:ფ.რაუხაარი,ფ.ფალკენჰაინი,ფ.კრონავეზბურგი,ცაპისი მთელ მსოფლიოშია განთქმული.ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს ჰოლანდიაში პირველ რიგში ძაღლსაშენები:ვან დე ზანდვარი,ვან დე მაკერინჰოფი,ხოლო ძაღლსაშენი ელო ვან დე იაგგრააგი 1983 წლის ჰეგევალდის გამარჯვებული გახდა.შესანიშნავი ექსტერიერის ძაღლები მიიღეს იტალიაში,ძაღლსაშენები:დელ ზეფირო და დი კოსტა რუბეო.ესპანეთში დე ბოსკე დე ბოგემია. ,,ჰეგევალდზე,, ძაღლების ექსტერიერის შეფასებისას ორი შეფასება იწერება,უშუალოდ ექსტერიერი და ბეწვის ლაბორატორიული შეფასება.მთლიანად ძაღლის ექსტერიერისა და მუშა თვისებების შეფასება 12 პუნქტად ხდება.მოვიყვან რამოდენიმე გამოცდის აღწერას.სისხლიან კვალზე გამოცდისას,ეგერი ფეხზე სპეციალურ ,,ქოშებს,, იცვამს რომელიც შველის ან ტახის კვალს ტოვებს,ამ ,,ქოშებს,,შველის ან ტახის სისხლში ამოსვრიან და ეგერი 1,5 კილომეტრს გაივლის,ამ კვალზე ძაღლს მხოლოდ 48 საათის შემდეგ უშვებენ,საგულისხმოა რო ამ კვალს 48 საათის განმავლობაში,მრავალი ცოცხალი შველი,ტახი,მელა და კურდღელი გადაკვეთს.კვალზე გაშვების შემდგომ ძაღლს გზაზე უამრავი ხელის შემშლელი გარემოება ხვდება,მაგალითად ,,დრუჟბით,, მომუშავე ხისმჭრელები,ბალახისმცელავი გლეხები,შინაური ცხოველები და სხვა.ძაღლმა ყურადღების გაფანტვის გარეშე უნდა გაიტანოს კვალი. ძაღლმა რამოდენიმე ასეულ მეტრზე დადებული მოკლული მელა უნდა იპოვოს 1,5 მეტრის სიღრმის ორმოში და პატრონს მოუტანოს,მოკლული მელის წონა 4-დან 6 კილოგრამამდეა. ძაღლმა 12-14 მეტრის სიგანის მდინარის გაღმიდან ენდა გადმოიტანოს მოკლული კურდღელი ან მელა. უნდა იპოვოს მოკლული ტახი და პატრონი მასთან მიიყვანოს (ანონსი) ჭაობში და ლაქაშებში დაჭრილი იხვის დაჭერა და აპორტირება. ხოხობზე,გნოლზე,მწყერზე ნაბულით მუშაობა,ამ ნადირობაში საჭირო ყველა მოთხოვნით და სხვა. ,,ჰეგევალდზე,, გამარჯვება მთელი მოვლენაა,ერთი გერმანელი წერდა როცა 3 წლიანი მუშაობის შემდეგ მისმა დრათჰაარმა ,,ჰეგევალდზე,, გაიმარჯვა,იმ პატარა ქალაქში სადაც ის ცხოვრობდა,ქუჩას ერთი წლით გამარჯვებული ძაღლის სახელი დაარქვეს და შინ დაბრუნებულ ძაღლს სახლი წინ წითელი ხალიჩა დახვდა დაგებული!!! წყარო:monadire.ge მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ჩემი აზრით თლად ბოლომდე არ არის დღეს დღეობით დრათხაარების გამოყვანა სრულყოფილი, ვიზუალურად ერთ ბუდობაში სულ სხავდასხვანაირები იბადებიან, ზოგი თლად გრიფონივით არის გაჩეჩილი და ზოგს შორიდან რომ დაინახავ თლად კურცხაარს გავს. იგივე ჩემ დართხაარს ნახევარი ლეკვები სულ თლად ქოსა გამოდის და ნახევარი დიდ თმიანი. რაღაც შუალედური არ არის ანუ ყველას სხვადასხვა ზომის თმა აქვთ. ჩემი აზრით შტიხელჰაარები უკეთესი შეხედულების არიან ვიდრე დრათხაარები. დღეს დღეობით მემგონი აღარც კი არსებობს შტიხელჰაარი, შერეულია დრათხაარში საქართველოს გაუმარჯოს!!!
marsi, შენი დრათჰაარი საგვარეულოთია?? ანუ,მე მაინტერესებს, სუფთა სისხლების დართჰაარებსაც გამოსდით მასეთი, შერეული ბეწვის, ლეკვები???? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, კი საგვარეულოთია და საკმაოდ ცნობადი წინაპრები ყავს. თან უცხოეთიდან შემოყვანილ სისხლზე მყავდა შეჯვარებული და ლეკვები ქოსებიც და თმიანებიც დაიბადნენ
დამატებულია (24.05.2013, 21:25:55) --------------------------------------------- giohunt1982, თან გამოფენაზე მსაჯს ძაან მოეწონა ჩემი ძაღლი. ისე ჩემი ბანჯგვლიანია
giohunt1982, ესე არმიინდა როვიყიდო ლეკვი მინდა ჯიშიანი და კარგი სისხლის იყოს რო მომავალში გაგვახაროს თავისი მონაცემებით და გვასახელოს ყველა ბაზიერელი გამოფენაზე ერთი ყდის კარგ დრათჰარს მარა ფასც საკმაოდ კარგი აქ ) თ.მაჭარაძე
მოგესალმებით ყველას! კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე. როგორც დრათჰაარის მფლობელმა გადავიკითხე ეს თემა და გაკვირვებული დავრჩი. საოცარია პირდაპირ, ამ უნივერსალურ მეძებარზე თიტქმის ცუდისმეტი ვერაფერი ამოვიკიტხე. ზოგმა ვირიაო, ღორივით ბინძურიო, მარტო მეიხვეაო და ა.შ. ნამდვილათ ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. რატომ დრათჰაარი ცუდად ნადირობს მწყერზე, ხოხობზე, ბეკასზე,ვალდშნეპზე, თუ რა? ჯერ სანადიროდ რომ ხარ, გვერდით ერთგული მეგობარი გყავს,რომელიც თვალებში შემოგყურებს(მითუმეტეს მისი დაუოკებელი ნადირობის ჟინისა).73-ე ეროვნულ გამოფენაზე ყველა რინგი საკმაოდ "ხმაურიანად" ჩატარდა, მხოლოდ დრათჰაარების რინგი იყო საკმაოდ მოკრძალებული.არცერთ ფორუმზე სიტყვა არ დაძრულა ამ ჯიშის მეძებრებზე და და მათ მფლობელებზე, მითუმეტეს რომ საკმაოდ კარგი ექსტერიერის ძაღლები იყო წარმოდგენილი.ერთადერთი რაც ნამდვილად გულდასწყვეტია, საველე დიპლომების ნაკლებობა ამ ჯიშის ეგზემპლიარებში,რაც ალბათ პატრონების(მათ შორის ჩემიც) უყურადღებობის ბრალია.იმედია, შემდეგში ეს პრობლემაც მოიხსნება და როგორც დღეს კურცჰაარის გენიალობა ზეობს, ასევ იქნება დრათჰაარის ღირსების დაფასება."ქებათა-ქება დრათჰაარს!" ბოდიშს გიხდით ზედმეტი საუბრისთვის.
დამატებულია (22.06.2013, 20:13:36) --------------------------------------------- baqari3501, კარგი ლეკვიგყავს მეგობარო, ღმერთმა ერთგული მეგობარი და მონადირე გაგიზარდოს ღმერთმა! ბეწვის მხრივ უბრალოდ "გრიფონისტი" იქნება
giohunt1982, მე მომწონს ოდნავ გრძელბეწვიანი დრათჰაარი, მითუმეტეს სოფელში ვცხოვრობ და ეზოში მყავს ამიტო სისუფთავეზე პრობლემებს ვერ შემიქმნის
bashiachuki, მოგესალმები მეგობარო კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ მშვენიერ საიტზე თემაში ბევრი კარგიც წერია ამ შესანიშნავ ჯიშზე და ვინც რა უნდა წეროს მაინც ვთვლი რომ ჩემს სანადირო პირობებში დრათჰაარი იდეალურია შედარებას რაც შეეხება უხეშად ავხსნი: მირჩევნია ჯიპი მყავდეს და ყველგან, ყველა ამინდში დავდიოდე თუნდაც ნელა, ვიდრე სპორტული მანქანა რომელსაც მხოლოდ ბეტონის (ასფალტის) საფარიან გზაზე მიესვლება
giohunt1982, გასაგებია, მაგრამ ხომ იცით ათასი კარგის შემდეგ ათი ცუდი რომ დაიწეროს, ის ათი გადაძალავს ათასს.
დამატებულია (27.06.2013, 01:28:36) --------------------------------------------- თქვენი მონა-მორჩილის ძაღლმა გამოფენაზე ფრიადი, და თავის ასაკობრივ ჯგუფში (1,5-3 წლამდე ხვადებში) პირველი ადგილი აიღო.სველე გამოფენისთვის ვერ მოვამზადე გარკვეული მიზეზების გამო( იმედია,აგვისტოში გავიყვან საველე გამოცდაზე. ცოტა "ფიცხობს" ნაბულის დროს, ალბათ მაინც "ახალგაზრდაა",ასაკი 1,6 წლის). "ვაჯკაცობაშიც" არა უშავს, მაგარი ლეკვები გააკეთა.(სურათებს მოგვიანებით დავდებ)
baqari3501, კაი ცოცხალი და მოუსვენარი ტიპია. ცოტა ბანჯგვლიანია მარა არაუშავს, რო გაიზრდებვა გაპუტავ ყოველ გაზაფხულზე და ვსიო. ხელი არ მოაკლო და გასიამოვნებს ეგ ჯიში, მაგის გარდა სხა ძაღლის სახელს არ ახსენებ
დამატებულია (12.07.2013, 19:59:41) --------------------------------------------- datodavita, უმაგრესებია ძმაო ნამდვილი ელიტ კლასებია, ერთი ძუ და ერთი ხვადია ხო თუარ ვცდები?
marsi, არ მოვაკლებ ძამა. თან ძალიან ჭკვიანია და უკვე ბევრი რამ ისწავლა ამ სეზონს მთლიანად სწავლას და დაგეშვას დაუთმობ აი მეორე სეზონზე კი ვისიამოვნებ ნადირობით. ჯიშს რაც შეეხება ძალიან მომწონს და სხვა ჯიშის ძაღლის აყვანის სურვილიც არ მქონია თან ჩემი პირველი ძაღლი ნახევრად დრათჰაარი არის და ამ ჯიშის თითქმის ყველა თვისების მატარებელია. მალე ვიდეოს დავდებ თუ როგორი მონდომებით ასრულებს დავალებებ ჩემი პატარა მეგობარი
baqari3501, ჩემმა ზუსტად 5 თვის იყო ზამთარში მელოტა რომ გამოიტანა ტბიდან, ლამის გადავირიე სიხარულით, თან პირველივე წაყვანაზე, საერტოდ არ ველოდი უბრალოდ წავიყვანე მეთქი სხვა ძაღლებს უყურებსთქო და როცა დაინახა მელოტა წყალში პირდაპირ გაეშვა მოსატანად. აუ კაროჩე რაღაცა სასწაულები არიან დრათხაარები, დაუზარელები, მოუსვენრები, გიჟები და გადარეულები
დამატებულია (13.07.2013, 19:56:54) --------------------------------------------- datodavita, სად ცხოვრობ შენ მეგობარო? მომავალში მექნება იმედი რო შენი ძაღლების შთამომავალი დავითრიო. რათქმაუნდა ვიყიდი შენგან
ბ ი ჭ ე ბ ო ეხლა ვაპირებ ტვენახევრის დრათჰაარის მოყვანას,როგორც ვიცი წელს ზევით იგეშება დრათჰაარი,ამ სეზონზე რო ვატარო შეიძლება?3-4 თვის რო იქნება?ბავშვობიდან რო იცოდეს თავის საქმე და აზრზე იყოს გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
maxo777, საიდან მოიტანს ეს ხალხი რომ წელს ზევით იგეშება? ეს მცდარი აზრია, აიყვანე შენ სუფთა სისხლის დრათჰაარი და 5 თვის ასაკში მწყერზე ისეთ სტოიკებს გაგიჭიმავს მეტი რომ არ შეიძლება
დამატებულია (13.07.2013, 22:23:33) --------------------------------------------- სამი თვის ასაკიდან უკვე უნდა ატარო
datodavita, რა დაგიჯდა ლეკვის ჩამოყვანა საქართველოში? რა და მეც ვფიქრობ უცხოური სისხლის ჩამოყვანას, უკრაინა შედარებით უფრო ადვილი ვარიანტი უნდა იყოს. ადგილზე რა მიეცი და ტრანსპორტირება რა დაგიჯდა მაინტერსებს
ნებისმიერი მეძებრისთვის, ”პირველი სეზონი” არის გეშვა!! და არა ნადირობა. 4-5 თვიდან რომ ნაბულს აკეთებს ლეკვი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან ნაბული გააკეთა, სრულფასოვნად ინადირებს უკვე. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, მართალია თუნდაც წლის იყოს პირველი სეზონი მაინც ჩავარდნაა ნადირობის თვალსაზრისით, ანუ დიდი ყურადღება უნდა და მონადირემ ნადავლის სიმრავლეზე არ უნდა იფიქროს, მთავარია სწორად მოხდეს მეძებრის დაგეშვა რომელის შემდეგ სეზონზე ბევრად უკეთ ინადირებს და ასე გაგრძეელდება სრულ დახვეწამდე. maxo777 3 თვის ლეკვს რაც შეეხება ძალიან სუსტი იქნება და ძალიან დაუჯერებელი რაც მისი სწორად დაგეშვის საშვალებას არ მოგცემს. ხოლო თავისი საქმის ცოდნას რაც შეეხება ეგ დაბადებიდან იცის მთავარია სწორად განვითარებაში დაეხმარო. მაგ: რაცარუნდა კარგი ყნოსვა და ლამაზი ნაბული გამოყვეს გენეტიკურად, თუ შორს ირბენს, არ მოიტანს, დაღეჭავს ფრინველს და არ დაგემორჩილება, გამოდის რო უვარგისი მეძებარია. რაშიც მხოლოდ მონადირეა დამნაშავე 2 თვიდან სერიოზულად მოკიდე ხელი და როცა დარწმუნდები მის სრულ მორჩილებაში მაშინ შეგიძლია გაიყვანო ტყის ქათამზე. მწყერის სეზონისთვის პატარა იქნება. marsi, ჩემსაც 5 თვე უწევს და უკვე საკმაოდ მოვანზადე პირველი გასვლისთვის, დანარჩენს მინდორში ვნახავ
რას ამბობთ მეგობრებო, მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ. როგორ შეიძლება 3 თვის ლეკვის გეშვა? ლეკვი მინდორშიც არ უნდა ატარო დიხანს. ჩემი მწირი გამოცდილებიდან გეტყვით, ხვადის გეშვის საუკეთესო პერიოდი 1 წელი, ძუ-8-9 თვე. რათქმა უნდა ერთეულ ინდივიდებზე არ ვსაუბრობ. ისე ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ყოველთვის ყველაფერი გვეჩქარება.
დამატებულია (17.07.2013, 01:35:51) --------------------------------------------- ერთ ჩემ სუბიექტურ აზრსაც დავამატებ, თუ ნებას დამრთავთ, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ვიდეო მასალა დაიდო ინტერნეტში ძაღლების გაწვრთნასთან და გეშვასთან დაკავშირებით, აგრეთვე ბევრი ლიტერატურული მასალა რაც ზალიან კარგია, მაგრამ მოდი ეიფორიაში ნუ ჩავარდებით. მე მგონი ამ ფორუმზე(წინასწარ ბოდიშს ვიხდი) ძალიან ბევრს არა აქვს ძაღლის გეშვის გამოცდილება.ეს საწყენი არარის ნამდვილად.დასწყისში, თუ ჯიშიანი ძაღლი გყავს და აუცილებელი ბრძანებები იცის, გემორჩილება, მიენდეთ; თვითონ მეძებარი გიჩვენებთ როგორ უნდა მიუდგეთ მას,მითუმეტეს კონტინენტურ მეძებრებს(ეს ჩემი სიტყვები არ გეგოგონოთ, ერთ-ერთი დიდი "კურცჰაარისტი" მალოვი აღნიშნავს ამას).შემდეგ დროის განმავლობაში დახვეწავთ უნარ-ჩვევებს, მითუმეტეს თუ გამოცდილი მონადირე-მეგობარი გიდგათ გვერდში,აღარ ვლაპარაკობ გამოცდილ კინოლოგებთან თუ გაქვთ ურთიერთობა. გაზფხულზე, თბილისის ზღვაზე იმდენი იმდენი ძაღლი ვნახე,(რაც ნამდვილად სასიხარულოა) ამდენი არასდროს მინახავს, მაგრამ მგეშავებიდან ალბათ ერთეულები თუ გეშავდნენ ლეკვებს,როგორც წესია. ყვირილი, გინება, ძაღლის ცემა. დამერწმუნეთ, მეგობრებო ეს კარგს არაფერს მოუტანს თქვენს "ოთხფეხა კოლეგებს".წარმატებებს გისურვებთ! ბოდიშს გიხდით ზედმეტი დამრიგებლური ტონისგან.
როგორც ვატყობ ეს ჯიში 5-6 თვიდან იგეშება რო დააგვიანო და ცოტა ასაკში იყოს გაუჭირდება დაგეშვა შემდეგ?
5-6 თვის ლეკვი არ შეიძლება ჩაითვალოს დაგეშილად!! დაგეშვა 5-6 თვეზე მეტი ასაკის ძაღლს უფრო გაუადვილდება!! ანუ, გადაჭრით არ შეიძლება თქმა რომ ესა თუ ის ჯიში, ამა და ამ ასაკიდან იგეშება აუცილებლად. 6 თვისაა ჩემი მეგობრის დრათჰაარი, რაც საჭიროა დაგეშვისთვის ყველაფერს ვცდილობთ, მაგრამ ჯერ აზრზე არ არის, თუ რისთვის დარბის მინდორში. თუმცა მანამდე სხვა ლეკვი 6თვისა უკვე რაღაცას მაინც ცდილობდა. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ილია, არ გეწყინოს მეგობარო, მცდარი ინფორმაციაა ის რომ დრათჰაარი 5-6 თვის ასაკში იგეშება. წინა პოსტში ავღნიშნე და ისევ ვიმეორებ, ნუ ჩავარდებით ეიფორიაში. 4-6 თვის ლეკვის დაგეშვა არ შეიძლება(წარმიდგინეთ 3-4 წლის ბავშვი რომ სკოლაში მივიყვანოთ, და მაღალი მიღწევები მოვთხოვოთ).მითუმეტეს, დრათჰაარი, სეტერი, რომლებიც ცოტა მეტ სიჯიუტეს ავლენენ, მათი გეშვის საკითხი ცოტა უფრო მოთმინებასთან და პედანტიზმთან არის დაკავშირებული. cercva
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!