zrichila, მართალი ხარ ასი პროცენტით კორპუსში მხოლოდ ლაბრადორი და სპანიელი, დრათხაარმა ყოველდღე თუარ ირბინა ისე არ შეუძლია, რავიცი ჩემი ბანჯგვლიანი ძაან ენერგიით სავსე პირუტყვია. სამი დღე მყავდა ახალწლებზე სახლში ჩემი დრათხაარი და ლამის გამაგიჟა, ვერ ისვენებდა და ღამეები თეთრად გამათევია
დამატებულია (05.01.2013, 20:41:47) --------------------------------------------- Irakli(sixo), ვაუ კაკოვიჩს გაუმარჯოს! სადმე დაგათრევინებ, თუმცა კურცჰაარიც არანაკლებია, კი იცი რას შვება გოჩას ბობი
როგორც ჯიში, "დრათჰაარი" ცნობილია 1902 წლიდან , როდესაც ჰეგევალდში (გერმანია) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოეყვათ ახალი უნივერსალური უხეშბეწვიანი მეძებარი. გამოიყენეს საუკეთესო მუშა ძაღლის ჯიშები როგორიცაა: შტიჰელჰაარი, კორტალის გრიფონი, პუდელ-პოინტერი, კურცჰაარი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასევე პოინტერის სისხლიც ურევია, ალბათ შავი-ვერცხლის ფერის კურცჰაარისგან. პირველი სტანდარტი ჯიშის დრათჰაარის მიღებულ იქნა 1924 წელს, მეორე მსოფლიო ომამდე ახალი ჯიში სწრაფად გავრცელდა არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში. უკვე 1920 წელს გერმანიაში ჩატარდა საველე გამოცდები და შეფასდა მათი ექსტერიერი. ახლა, ამ კონკურსებს ეწოდება "ჰეგევალდი" და აქვს საერთაშორისო სტატუსი. ომმა დიდი ზიანი მიაყენა და შეამცირა დრათჰაარის რაოდენობა ევროპაში, მძიმედ დაქვეითდა ჯიშის გენოფონდი. 1949 წლიდან ისევ განაახლეს "ჰეგევალდი" და მიიღეს ახალი ჯიშის სტანდარტი, სადაც გაუმჯობესების მიზნით ნება დართეს სხვადასხვა ძაღსაშენებს შეერიათ კურცჰაარის სისხლი,რამაც კარგი შედეგი გამოიღო 60წლების შუა რიცხვებში დასტაბილურდა, 1965 წლიდან პრაქტიკა სხვა სისხლის შერევა აიკრძალა. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
benito, კარგად გადაგიწყვეტია კურცხაარი აიყვანე დრათხარი ინდივიდუალობა ზღაპარია ნადირზე გონჩებთან ვერ მივა და ფრინველზე კი თავად ვუყურე ახოტა რიბალკაზე რუსეთის საველე გამოცდაზე როგორ დაჩაგრა ახალმა დაგეშილმა პოინტერმა გამოცდილი დრათხარი ყნოსვის ხარჯზე რაც თავად კომისიამ ახსნა
freddie76, დრატჰაარის და პოინტერის შედარება არც შეიძლება, პოინტერი არის თბილი ამინდის ზაღლი მინდვრის და მხოლოდ მინდვრის მე თვითონ პოინტერი მყავს მაგრამ ცივ ამინდებში ფაქტიურად უზაღლოდ ვარ პოინტერი დრატჰაარს დაცაგრავს მხოლოდ და მხოლოდ მინდორში მწყერზე, დრატჰარს ფრო მეტი ფუნქცია აკისრია ვიდრე პოინტერს, რაც არ უნდა დავიჩემოთ პოინტერი დრატჰაარს ჯაობში წყალში ცივ ამინდებში ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს, რას ვიზამთ მიუხედავათ იმისა რომ მე პოინტერი მომწონს ფაქტი ჯიუტია ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
mamalixarazuli, ბევრ კურცხაარს ვერ დაჩაგრავს დავითაშვილის კურცხარმა ტორიმ საველე გამოცდაზე პირიქით დაჩაგრა პოინტერები თბილისში კი ყოველ მეორე კურცხაარს ტორის სისხლი აქვს ან ცხვედიანის კურცხაარის და თუ თავაწეული ძებნაც გამოყვება ლეკვს მაგარი ლამაზი სანახავია ნადირობაში დამიჯერე და ერთი კითხვა მაქ იპოდრომზე ბოლო გამოფენას თუ დაესწარი?
butatino, არმგონია პოინტერი ადამიანზე მცივანაიყოს და მაშინ რატომ შედის ძამტრის სუსხიან ამინდში მონადირე წყალში მონადირებულის გულისთვის? აქ მემგონი ჟილკის ამბავია და ძახლებშიც ანალოგიური სიტუაციაა ჯიში და ბეწვის სიგრზე არაფერ შუაშია ყნოსვა კი მემგონი უფრო დიდი პლიუსია
არ შეიძლება ერთი ჯიშის მეორეზე ესე შედარება,ეს თუ ის ჯიშის ძაღლმა დაჩაგრა მეორე, ერთი ჯიშის ძღლებსაც არ აქვთ ერთნაირი ყნოსვა. დრათჰაარით მთელი წელი ინადირებ არა აქვს სად როგორ ადგილას,ეს იქნება ჭაობი თუ ტყე.ყინვაში როცა თოფზე მიგეყინება ხელები ის სიხარულით მოგყვება და არ გაანებებს ნადირობას თავს, კატერივით მიცურავს და გამოაქვს. არავინ საუბრობს და ეს უაზრო საუბარი იქნება რო შეადარო მდევარს დრათჰაარი,ყველა მონადირეს სხადასხვა ჯიშის ძაღლი უყვარს და ის ურჩევნია სხვას, ეს გემოვნებაზეა და ის პირობები სად დადის და რაზე დადის ხშირათ სანადიროდ. რაც შეეხება დრათჰაარს ის ნადირობს ყველანაირ ფრინველზე, თან ძალიან კარგათ, რას შეეხება ცხოველს, ის შეიძლება დაგეშო ცხოველზე( დათვზე, მგელზე არ მაქ საუბარი) ირემზე, კურდღელზე, მელაზე, და აშ. გერმანიაში როცა ატარებენ სადიპლომო გამოცდებს მათთვის,მათგან მოითხოვენ ნადირობას ფრინველზე ( მინდორში, ტყეში და ჭაობში)ცხოველზე (კურდღელზე, მელაზე, მაჩვზე) ასევე სისხლიან კვალზე ძებნას. ეს ხდება რუსეთშიც და უკრაინაში. ჩვენ პირობებში ყველაზე იდეალურია დრათჰაარი ეს არა მართო ჩემი აზრია.
დამატებულია (08.01.2013, 17:38:39) --------------------------------------------- freddie76, ყველა მონადირე ძაღლის ჯიში გამოყვანილია კონკრეტულ ადგილას და სეზონის დროის მიხედვით, დრათჰაარს სილამაზის გულიზა კი არ აქვს ესეთი სქელი ბეწვი? მონადირეს რაც არ უნდა ანთებული ქონდეს მონადირის გული მოკლე მკლავიან მაიკით არ წავა იხვზე სანადიროთ , ისევეა ძაღლიც, ჯერ ცოდოა
მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
mamalixarazuli, კვირას ესეიგი კურცხარების და დათხარების რინგს დაესწარი და უმრავლესობის ექსტერიერიც მოგეწონა საერთოდ კი გამოფენა ასე შეაფასეს და მონადირის ჟურნალშიც დაიწერა 26 დრათხარი აქამდე არცერთხელ არ გამოსულა 42 კურცხარიდან ზუსტად არ მახსოვს მაგრა წლინახევრიდან 3 წლამდე ასაკობრივ ხვადებში 6მა უმახლესი შეფასება ფრიადი დავიმსახურეთ პოინტერებმა კი რბილად რომ ვთქვათ უკან ჩამორჩნენ არადა 40 წარმომადგენელი ყავდათ
დამატებულია (08.01.2013, 17:57:09) --------------------------------------------- hunter_buda, როცა ერთი მეძებრის აყვანას აპირებს მონადირე მაშინ უმრავლესობა ადარებს ჯიშებს ერთმანეთს და უცხოეთში რომ ნადირზე სადაც ამუშავებენ იქაურობა უფრო ფერმას გავს იმდენია იქ ნადირი აქ კი გონჩობა ნაკლებად გამოსდის
ყველა მონადირე ძაღლის ჯიში გამოყვანილია კონკრეტულ ადგილას და სეზონის დროის მიხედვით, დრათჰაარს სილამაზის გულიზა კი არ აქვს ესეთი სქელი ბეწვი? მონადირეს რაც არ უნდა ანთებული ქონდეს მონადირის გული მოკლე მკლავიან მაიკით არ წავა იხვზე სანადიროთ , ისევეა ძაღლიც, ჯერ ცოდოა
freddie76, მეგობარო მე საუკეთესო სისხლის პოინტერი მყავს არც ჯილკა აკლია წავა და ყინულს გატეხავს ტავს აკლავს ისეთია მაგრამ დაბალ ბეწვიანი და მაღალ ბეწვიანი ტყუილა კი არ გამოუყვანიათ, ზამტარში დადიხარ მოკლემკლავიანებით? ერთს გააცივებს პოინტერს ცივი წყალი და დასვი მერე სერვანდში, ის რაც პოინტერში მოგვწონს საერთოდ ვერ აისახება იხვზე ნადირობისას ეს უბრალოდ ზაღლის წვალებაა და მეტი არაფერი, პოინტერი არის მონავარდე და ულამაზესი ნაბულის მქონე ზაღლი რის გამოც გვიყვარს ის და არა წელში მოხრილი აკანკალებული ეს უკვე პოინტერი აღარ არის ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ის რაც პოინტერში მოგვწონს საერთოდ ვერ აისახება იხვზე ნადირობისას ეს უბრალოდ ზაღლის წვალებაა და მეტი არაფერი, პოინტერი არის მონავარდე და ულამაზესი ნაბულის მქონე ზაღლი რის გამოც გვიყვარს ის და არა წელში მოხრილი აკანკალებული ეს უკვე პოინტერი აღარ არის
freddie76, მაგარი შედარება რომ ვახსენე წეღან ის ვიგულისხმე რომ ადამიანის და ძაღლის შესაძლებლობების შედარება აბსურდია.
დამატებულია (08.01.2013, 18:19:10) --------------------------------------------- საერთოდ, ჩემი აზრით, არ არის სწორი მეძებრების, ასეთი შედარება,(პოინტერიvsდრათჰაარი). ეს იცი რას გავს მერსედესის კლასები რომ შეადარო "G კლასი vs Sკლასი".
butatino, რა მნიშვნელობა აქვს დაბალ ბეწვიანია თუ დიდბეწვიანი ყველა ძაღლს 38 აქ ტემპერატურა წყალში კი ყველა სიგრზის ბეწვი სველდება ამოსვლის შემდეგ კი ყველა ჯიშ უნდა მოვლა მეტ ნაკლებად და მე ნადირობაზე ვსაუბრობ და არა გამძლეობაზე
freddie76, ზოგი მასე შობა,მარა კიარ უნდა შევადაროთ ჯიშები,არამედ ისეტი ჯიშის ძაღლი უნდა ავიყვანოთ რომელიც გამოგვადგება იმ ადგილებში სადაც ჩვენ დავდივართ.დასავლეთში დრათჰაარი იდეალურია.ამას იმიტო კი არ ვამბობ რო მე კყავს დრათჰაარი, არამედ ვაფასებ მაგ ჯიშს. რაც შეეხება უცხოეთში უმეთესად ნადირობენ სანადირო მეურნეობებში. ამაზე არ მაქ საუბარი მე იმაზე ვამბობ რო დრათჰაარს გენეთიკაში აქვს ჩადებული ჩვენ ენაზე რო ვთქვათ სისხლში აქვთ ის თვისებები რაც ზემოთ აღნიშნე და მაგიტო გამოყავთ დრათჰაარი სადიპლომოებზე თქო. ამ თვისებების გამო გამოიყვანეს ეს ჯიში,მონადირეს ერთი ძაღლი ყოლოდათ და ენადირათ მთელი სეზონი.თორე ჯიშების მეტი რაა. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
freddie76, პოინტერი და დრათჰაარის შედარება არ გამოვაა. კლასიკურობაში ლამაზ ნაბულს თუ გულისხმობ, კი ბატონო, პოინტერი ამ შემთხვევაში ძაან მაგარია. დრათჰაარი ჭაობში, ეკალბარდში და ა.შ. შეუცვლელია. მოკლედ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს.
დამატებულია (08.01.2013, 18:45:21) --------------------------------------------- ყველა ჯიშს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ეგ იმას არ ნიშნავს რომ დრათჰაარი ნაკლები მონადირეა მე პირადად ეხლა კურცჰაარი მყავს მაგრამ ჩემი ფავორიტი დრათჰაარია, იმიტომ რომ ერთი მეძებარი როცა გყავს და ყველანაირ ფრინველზე ერთი ძაღლით უნდა ინადირო მე დრათჰაარი მირჩევნია ასეთ დროს. მომავალში აუცილებლად ავიყვან დრათჰაარს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, თუკი პოინტერის დრათხარის კურცხაარის და სხვა ერთმანეთის შედარება არ შეიზლება მაშინ საველეზე ერთად რატომ გამოდიან თან ყველანაირ მოსანადირებელ ფრინველზე
დამატებულია (08.01.2013, 19:08:33) --------------------------------------------- giohunt1982, მეც კურცხაარი მყავს და მთელი სეზონი არაფერზე არ უჟირს ნადირობა ნოემრის თვეში კაკბებზე ნადირობიდან დაღლილი იხვის გულისთვის რომ არ მოგატყუო 40 მეტრზე მაინც შეცურა ზღვაში
freddie76, დრატჰაარებს და პოინტერებს ერტად აფასებენ საველეზე? დრატჰაარის მუსაობის სტილი და პოინტერის ერთია? ან ნაბული? ან სისწრაფერ ან საერთოდ რა აქვთ საერთო? მე დრატჰაარზე არ ვგიჯდები მაგრამ ფაქტია რომ მეტი შესაძლებლობები აქვს ვიდრე პოინტერს ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
მე მკავს დრატხარი მეგობრებო წელს გავიკვანე იხვზე პირველად 4-5ჯერ მკავს უკვე გაკვანილი ერთხელ კამიშებიდან გამოიკვანა დაჭრილი მელოტა და მომიკვანა იხვი რომ მოუკალი არაფლდიდებიტ არ მომიტანა ისე დაჭრილს მიზდევს და პირს არ კიდებს მოსატანად დამეხმაროტ იქნებ სხვანაირად როგორ უდა მოვექცე.?
დამატებულია (08.01.2013, 22:41:38) --------------------------------------------- არადა მანამდე კიდე დრატხარი მკავდა და ის კველაფერში მაგარი იყო.
რა დაჩაგვრაზეა ლაპარაკი და რეებს ლაპარაკობთ, ასეთი სულელური შედარება როგორ უნდა გააკეთოს კაცმა რომ პოინტერმა დრათხაარი დაიხიაო? კარგით რა ხალხო ყველა ძაღლს აქვს თავის პლიუსმინუსები და ყველა მის საქმეში შეუდარებელია. ჩემთვის კურცჰაარი და დრათჰაარი იდეალია და მაგენის გარდა მე სხვა ძაღლს ვერ ვიგუებ, არა იმიტომ რომ ყველაზე უკეთესები არიან უბრალოდ მე მომწონს. ასე რომ ზოგზოგიერთმა დაუკვირდით რასაც წერთ და დრათჰაარი პოინტერთან მიმართებაში ხელწამოსაკრავი არ არის საქართველოს გაუმარჯოს!!!
დრათჰაარი აის დრათჰაარი და პოინტერი პოინტერია. ამ თემაში მე მიმაჩნია ალბათ სწორედ როგორ უნდა გავზარდოთ დრათჰაარი და როგორ იგეშება და ა.შ მე კურცჰაარი რახან მყავს ესეიგი ყველაზე მაგარი ჯიშის ძაღლის პატრონი ვარ თუ ?... დედიკო გიყვას თუ მამიკოოო რაღაც ეგეთი შედარებებია. (( პოინტერი ჯობია იაგს ნუტრიაზე ნადირობისას იქნებ დამეთახმოს ვინმეე , გამოჩნდება ვიღაც და დამეთანხმება )) ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
დამატებულია (09.01.2013, 10:11:03) --------------------------------------------- datochacho, აპორტირებაში უნდა ავარჯიშო რაც შეიძლება მეტი. მოკლული იხვითაც ავარჯიშე, ჯერ მშრალზე და როცა საფუძვლიანად ისწავლის მოტანას და მკვდარ იხვსაც აღარ დატოვებს, მერე წყალში ვარჯიში. მოკლედ, ვარჯიში და ვარჯიში და შედეგებიც არ დააყოვნებს. გამოუსწორებელი არაფერია.
ამ თემაში საუბარია დრათჰაარზე და თემას ნუ გადავუხვევთ! ყველა მეძებარს აქვს თავისი მუშაობის სტილი და ყველა მათგანს ყავს თავისი მიმდევარი, რაც დამოკიდებულია ადამიანის გემოვნებაზე, და თითოეულ ჩვენთაგანს, ამ უკანასკნელის, საკუთარი გემოვნების, ქონის სრული უფლება გააჩნია. მოგვწონს დრათჰაარი? ვისაუბროთ დრათჰაარზე! პოინტერი აქ არაფერ შუაშია! მოგვწონს პოინტერი? ვისაუბროთ პოინტერზე შესაბამის თემაში, მაგრამ პოინტერზე და არა კოკერ-სპანიელზე და ა.შ. ექსპერტების მიერ თითოეული ჯიში ფასდება თავისი დადგენილი მუშაობის სტილის მიხედვით, რომელიც ყველა ჯიშისათვის სხვადასხვაა. ამიტომ კამათს, რომელი უკეთესია, აზრი არა აქვს. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
gio90, მიხარია თუ მოგეწონა ეს ვიდეო ეს ვიდეო ამტკიცებს იმას, რომ მთავარია, მონდომება, შრომა და გეშვის ცოდნა და წარმატებული შედეგებიც არ დააყოვნებს. ესეთი გაწვრთნილი ძაღლი(დრათჰაარი) ერთი ან ორი თუ მინახავს ჩვენთან. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ძაან ძაან მაგარი ძაღლია. ვიშრომოთ რო ჩვენც ასეთები გავზარდოთ.
აბა რაა
დამატებულია (09.01.2013, 17:59:40) --------------------------------------------- მაინცდამაინც ის დრათჰაარი(ვიდეოდან), კი არ არის ვუნდერკინდი, ასეთი შედეგები, ბევრი შრომით, ვარჯიშით და სწორი გეშვით მიიღწევა.
ცოტა კრიტიკოსის როლში გამოვდივარ მაგრამ მაინც უნდა გითხრათ დრათხარის ჯიშის გამრავლება როცა ხდებოდა მასეთ დრათხარს გამრავლებისთვის არ გამოიყენებდნენ ძალიან ახლოს იბერტყავს სველ ბეწვს პატრონიდან
freddie76, ვიდეოში კარგად მოუსმინე ძაღლი ბრძანების შემდეგ იბერტყავს ბეწვს. ეგეც რომ არა ეგეთი არაფერი მსმენია შენ რომ ამბობ. კარგი ექსტერიერისა და კარგი საველე თვისებების მქონე დრათჰაარს რომელი ჭკუათმყოფელი დაბრაკავს იმის გამო რომ სველ ბეწვს პატრონთან ახლოს იბერტყავს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ფაქტია რო ძაღლს უნდა გაზრდასთან ერთად აღზრდა და მარტო საჭმელის ჭმევას ეს შედეგები არ მოაქ.მეორე ის რო ჩემი აზრით წყალთან მიმართებაში ბევრი ჯიში ნამდვილად არ შეედრება,აგვისტოში ყველა მაგარია . vanihka.
გამარჯობათ მონადირეებო,დათხარი დიდიხნის გამოცდილი ჯიშია.მეც ვეტანხმები ,რომ სუფთა სისხლის ძაღლი უფრო გამოადგება მონადირეს. ამიტომ ჯაბია საქარტველოში სუფტა სისხლის ძაღლებს მოუფრთხილდეთ და შემდეგ ვისიამოვნოთ მათი ნადირობით. m.janelidze
დამატებულია (11.01.2013, 11:20:32) --------------------------------------------- ეს დრათჰაარი მომეწონა გამოფენაზე ძალიან... მაგრამ ჯერ პატარა იყო /იმედია მისი პატრონი არ მიწყენს "საავტორო უფლება" რო დავარღვიე/
დამატებულია (11.01.2013, 11:26:29) --------------------------------------------- გამოფენაზე საკმაოდ კარგი დრათჰაარები გამოყავთ და აუცილებლად შევიძენ ვინმესგან სუფთა სისხლის ლეკვს..... /ჯერ "ქოროს" იმედი მაქვს :) /
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!