02:29:07
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
პოინტერი
kucuna1დრო: კვირა, 06.11.2016, 08:33:17 | შეტყობინება # 4051
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, ძალიან პროპორციული ლეკვია,მაგრად მომწონს და ვინიცობაა ისეთის ხელში ჩავარდეს სურათშიც ვეღარ ვნახო.ძმურად თუ არ დაიზარებ მეორე გვერდიდანაც გადაუღე სურათი.ერთიბეწვაა ეგ ლაწირაკი ჯერ და რა გამოყვანილი და გამოკვეთილი აქვს ყველა ფორმა.ცოტა ტუჩს რომ მოიმატებს ეგ ულამაზესი რაღაც გახდება.მ ა გ ა რ ი ა ა ა ა

დამატებულია (06.11.2016, 08:33:17)
---------------------------------------------
გაზაფხულზე მაგისი დაგეშვის პროცესი,ორი სეზონი ნადირობის ტოლფასი სიამოვნება იქნება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
barbaqadzenikoloziდრო: კვირა, 06.11.2016, 18:59:47 | შეტყობინება # 4052
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადასარევი რამეა. იმედია შეაფერისი პატრონი შეხვდება.
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 10:45:22 | შეტყობინება # 4053
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვინაიდან დიდი მონდომება და სურვილი დავინახე ამ კაცში kucuna 1 გადავწყვიტე როლო მისთვის გადამეცა საჩუქრად, მივულოცოთ მას .

დამატებულია (10.11.2016, 10:45:22)
---------------------------------------------
Tsinandali's Roloa ზემოთ ფოტოზე ასახული ლეკვი

 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 11:55:04 | შეტყობინება # 4054
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოსალოცი ამბავია, გიგა ეს ის ბიჭია ადრე რომ გეუბნებოდი 39

d.kakulia
 
tereosდრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 14:58:00 | შეტყობინება # 4055
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, გილოცავ მაგარი ლეკვის მფლობელი გახდი.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 16:27:54 | შეტყობინება # 4056
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, გილოცავ თემო! 39 39

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 18:46:42 | შეტყობინება # 4057
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა ყველას,მოსალოცადაც მაქვს საქმე და სამაღარიჩოდაც.ამ ბიჭს ქვია მომშენებელი და კონკრეტული საქმის მცოდნე ადამიანი.მე უბრალოდ ვიყავი ჩასული სასაუბროდ,მყიდველი იყო მისული და ჩემთან საუბრის შემდეგ(რამოდენიმე საათი დაუზარელად მიზიარებდა თავის ცოდნას) სპონტანურად გადაწყვიტა ალბათ და შემომთავაზა,რამდენად გიჟი უნდა ვყოფილიყავი რომ უარი მეთქვა.ბოლოსდაბოლოს 100% ვარ დარწმუნებული რომ გამოგონილი საბუთებით არ მყავს,ისიც ვიცი რომელი ძაღლების შვილია.
გამანებივრა და ლოკის ნაბულითაც დამატკბო.მოკლედ ვიტყვი და საშინელი ვირუსის მატარებელია გიგა(ორ დღეში ჩამითრია) არ არსებობს რომ არ დაგაინტერესოს და არ მოგანდომოს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 19:32:03 | შეტყობინება # 4058
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
39 თემო წარმატებები

დამატებულია (10.11.2016, 19:32:03)
---------------------------------------------
monadire11 წარმატებები. ნამდვილად გასაოცარი საქციელია. სამაგალითოს და მისაბაძის თქმა გამიჭირდება, იმდენად დიდსულოვანი ნაბიჯია.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ხუთშაბათი, 10.11.2016, 19:32:24
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 21:24:12 | შეტყობინება # 4059
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, მადლობა შენც ასევე დავით,შენს სიტყვებსაც თავისი ეფექი ექნებოდა სავარაუდოდ.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 10.11.2016, 23:47:26 | შეტყობინება # 4060
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თემო მაგდენი ქება არაა საჭირო,ღმერმა ქნას ისეთი გამოვიდეს მე როგორიც მინდა.ვეღარ გკითხე ლოკი როგორ მოგეწონა?
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.11.2016, 11:30:43 | შეტყობინება # 4061
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, ლოკის რომ რაიმე ნაკლი უპოვო,მინიმუმ შენს დონეზე მაინც უნდა იყოს ადამიანი.მოწონებით კიდევ იმდენად მომეწონა რომ,მაგარი იღბლიანი უნდა იყოს ადამიანი მაგისი ლეკვი რომ გერგოს წილად,თან გიგას მოწონებული ლეკვი.მართლა მაგარი უნდა იყოს ძაღლი(ამას ლოკიზე ვამბობ) გარეული მწყერი,რომელიც სულ რაღაც ათიოდე წამის წინ მოხვდა იქ(სუნიც კი არ აქვს გაშვებული წესიერად),ძაღლმა მაგ სისწრაფით ძებნისას იპოვოს,მასეთი ლამაზი ნაბული გააკეთოს და მიტანებაც იდიალური,ყველამ ვიცით რომ გადამჯდარი ფრინველის პოვნა ყოველთვის რთულია ძაღლისთვის,ეგ შემთხვევა კი გადამჯდარზე უფო რთული იყო მე თუ მკითხავს ადამიანი(თუ ვცდები მითხარით).
ლოკისი კიდევ ის არ მომეწონა ყველაზე ძალიან,ჩემი რომ არ არის და საერთოდ ყველას მაგნაირი ძაღლი რომ არ გვყავს.ამ ნაკლებ არაფერი ეშველება gimili .


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
Gi0rGiდრო: პარასკევი, 11.11.2016, 11:39:00 | შეტყობინება # 4062
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გამარჯობათ არ ვიცი რამდენად სწორ კითვას ვსვავ,მაგრამ მაინტერესებს რამდენად სანდოა ძაღლის საბუთები? რამდენიმეს რო ველაპარაკე მითხრეს გაარკვიე რომელი კლუბიდან აქვს აღებული საბუთებიო და იკითხე შემდეგ რამდენას სანდოაო და თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვა თქვენც მითხრათ... გადაწყვეტილი მაქვს საბუთებიანი პოინტერის ლეკვის ყიდვა და არ მინდა მოვტყუვდე ან რაიმე მაგდაგვარი... და გთხოვთ ისიც მითხარით ამ საბუთებში მთავარი ყურადღება რას უნდა მიექცეს... ასევე ლეკვის აყვანისას.

The Mauler

შეტყობინება დაამუშავა Gi0rGi - პარასკევი, 11.11.2016, 11:42:30
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.11.2016, 11:51:48 | შეტყობინება # 4063
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლეკვი კონტაქტში შემოვიდა,მინდორშიც ვიყავით სასეირნოდ(ეს ყოველდღიური ვალდებულება არის ჩემი,ყველა ძაღლთან),ძალიან ცნობისმოყვარე ლეკვია,ამისი სირბილი უნდა ნახოს ყველამ,მთელი მონდომებით დარბის,მთელი სისწრაფით რაც რომ შეუძლია,ენერგიის მაქსიმუმს ხარჯავს,ხვალიდან 15 წუთით შევამცირებთ მინდორში ყოფნის დროს,მინდა რომ ზუსტად იმდენი ხანი იყოს მინდორში,თვითონ რომ გაუსწორდება და ცოტათი ნალები კიდევ.

დამატებულია (11.11.2016, 11:42:56)
---------------------------------------------
VAXO-HUNTER, ყველამ ვიცით რომ დაბადების დღეზე ადამიანს ჩუქნიან საჩუქრებს.გიგამ კიდევ თავის დაბადების დღეზე მაჩუქა ეს ლეკვი.ვულოცავ მთელი სულით და გულით,ღმერთმა ისე ამყოფოს როგორც მის გულს გაუხარდება.

დამატებულია (11.11.2016, 11:51:48)
---------------------------------------------
Gi0rGi, აზრია არ აქვს რომელი კლუბის საბუთები ექნება ლეკვს,მაინც არავინ აღიარებს მაგათ.სეპარატისტული სახელმწიფოებივით არიან ეგენი(სამაჩაბლო და აფხაზეთი რომ გვყავს ჩვენ).


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 11.11.2016, 12:02:03 | შეტყობინება # 4064
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 საჩუქარსაც გააჩნია. ჩემთვის ლეკვზე ძვირფასი საჩუქარი არ არსებობს ( 3 დღის წინ მეც ახალი წევრი მოვიყვანე), მაგრამ ლეკვსაც გააჩნია. გეთანხმები, უდიდესი ნაკლი აქვთ 069 იქნებ როდესმე ეშველოთ და გახდნენ ჩვენები gimili წარმატებები. ( თემას გადავუხვიე )

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 11.11.2016, 12:21:33
 
westernდრო: პარასკევი, 11.11.2016, 12:48:05 | შეტყობინება # 4065
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
აზრია არ აქვს რომელი კლუბის საბუთები ექნება ლეკვს,მაინც არავინ აღიარებს მაგათ.

kucuna1, მაშინ დავუხევ ,,დაჩის'' საბუთებს რახან მასეა 03 01155 ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჯერ კიდევ არ არის იმ დონემდე აყვანილი საქართველოში მეძაღლეობა იტალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს რომ შევედაროთ!!ჩვენათან კლუბი არის უბრალოდ იმ დონემდე ასე უბრალოდ რომ ვთქვათ,მიხვიდე აიყვანო ამა თუ იმ ჯიშის ძაღლი და იცოდე რომ დართულია პოინტერი,პოინტერზე სეტერი,სეტერზე და არა ნაგაზზე და რამე ,მაწანწალაზე!!!


თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
Gi0rGiდრო: პარასკევი, 11.11.2016, 12:54:14 | შეტყობინება # 4066
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, აბა რა საბუთები უნდა ქონდეს? მე უბრალოდ სანდოობა მაინტერესებს რამდენად სანდოა ესა თუ ის კლუბი არ მინდა ვიღაცას რაღაც საბუთი ქონდეს გაკეთებული და ტრუხაზე მივცე იმ ლეკვში რომელიც რეალურად არ ღირს და იგივე ლეკვს 3-4 ჯერ ნაკლებ ფასში ვიყიდიდი. კარგი ლეკვი მინდა ნამდვილად და ფული არ მენანება მაგისთვის

დამატებულია (11.11.2016, 12:54:14)
---------------------------------------------
western, ხო არავის აღიარება არ მინდა უბრალოდ მინდა ბოლომდე დარწმუნებული ვიყო იმაში რომ ჩემი ძაღლი მართლაც სუფთა სისხლისაა და მის წინაპრებში რაღაც მაწანწალა არ ურევია


The Mauler
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.11.2016, 13:01:05 | შეტყობინება # 4067
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
იქნებ როდესმე ეშველოთ და გახდნენ ჩვენები

მე ამის გადასაჭრელად გადავდგი უკვე პირველი ნაბიჯი,დღევანდელ დღეს პოინტერების ნაირ ცუდ დღეში არცერთი საქართველოში გავრცელებული ჯიში არ არის.მაჩაბლის კლუბში გაწევრინებული ძაღლებიდან(ამას ჩემს ძაღლზეც ვამბობ) ძალიან დიდი ნაწილი,მხოლოდ რინგზე,ანუ ექსტერიერის დათვალიერებაში იღებს მონაწილეობას,წლის განმავლობაში კი მხოლოდ რამოდენიმე გამოდის საველეზე.ჩემი აზრით ექსპერტი მაშინ ხდები ადამიანი,როდესაც კარგი ძაღლები გყავს გაზრდილი და დაგეშილი,ძაღლის შეფასებას მაშინ სწავლობ,აბა ძაღლს რომ კუდი არ უნდა ქონდეს მოტეხილი და ბულდოგივით ყბა არ უნდა ქონდეს ნოქარმაც კი იცის.დღეს დღეისობით საველეზე ძირითადად ფასდება ძაღლები,იმ ადამიანების მიერ,რომლებსაც საკუთარი ძაღლიც კი არ ჰყავთ,კარგზე აღარ ვლაპარაკობ.თუ ჰყავთ კიდევ,რინგზე ჯიგრულად პირველ ადგილზე დაყენებული ძაღლები,არც საველეს პრობლემა აქვთ ამ ხალხს,სახელი კი აქვთ განთქმული(უძაღლო ქვეყანაში ძაღლებს რომ აყეფებდნენ ეგ პონტია) და ამნაირი ძაღლების შთამომავლები გვყავს ჩვენ,საველე აქვს,დიპლომი აქვს დაკა 25 დღის ლეკვები 300 ლარად.ადრე დავწერე ფორუმზე,ჩვენს ექსპერტებს,ნებისმიერ ევროპულ ტურნირზე ძაღლების საყელურებსაც არ ანდობენთქო,ისევ ამ აზრზე ვარ.
საქართველოში ძალიან ბევრი ლამაზი პოინტერი არის,მათ შორის არის ცემი რიჩიც,ყველაფერი რომ მოგეწონება კაცს.არც გრეისი და არც ლოკი(თუმა ლოკი ლამაზი ძაღლია საკმაოდ) არ არიან შოუ ძაღლები(სიმეტრიულები არიან ძალიან,ცხვირი,თავი,ყური,კუდი,მკერდი,ფეხი,მკერდი იდიალური ყველაფერი) მაგრამ იმ დღეს ლოკი რომ გაუშვა და გაფრინდა,რა ლამაზი იყო ვერც კი წარმოიდგენთ,ჟრუანტელმა დამიარა ნაბულზე რომ ჩაერჭო,თავაწეული ნაბული,აზიდული მაღლა,ყველა კუნთის მოძრაობა რომ ჩანს,ისეთი სანახავი იყო სეკუნდირება გავუკეთე.ჩვენები კიდევ გაბერილი ბუჭტებივით არიან,ხელს რომ გაუშვებ და თვალში რომ პატარავდებიან ყველანაირად.

დამატებულია (11.11.2016, 13:01:05)
---------------------------------------------
Gi0rGi, western, ამ საკითხზე თავისუფალ თემაში ვისაუბროთ თუ გინდათ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 11.11.2016, 14:21:58 | შეტყობინება # 4068
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 100%-ით გეთანხმები, იცი შენ ჩემი მიდგომა და შეხედულა ამ საკითხებზე, არაერთ თემაში დაგვიწერია, გვიკამათია და ბევრიც ძალიან ნაწყენი დარჩენილა ამ მწარე სიმართლით. ყბაჩო პოინტერები საკმაოდ პოპულარული გახდა, კუდის მოტეხვაც არ არის უბედურება თურმე, გენეტიკური ხომ არ არის და ლეკვებს კარგს იძლევაო 167
საველე დიპლომიც ბევრ კითხვას ბადებს. თუ ძაღლი მინდვრის ბოლომდე არ მიყვება მწყერს მე-3 ხარისხი გარანტირებულია. რინგზე თუ პირველი დადგა აუცილებლად ფრიადით უნდა შეფასდეს. 5 თვის ძაღლი აგვისტოში რომ არ უნდა დაგეშო და მითუმეტეს ანადირო ეს არ ვიცით და ამის მერე გინდა საყელური ანდო?
ბევრი ასეთი ძაღლი უნდა გახდეს ჩვენი, ოღონდ მანამდე ბევრი შრომაა საჭირო (პირველ რიგში საკუთარ თავზე ვამბობ). ამ ეტაპზე არ ვარ მზად ასეთი ძაღლისთვის. ყველა ის კითხვა , რაც წინა პოსტებში დავსვი ( ალბათ ცოტა კრიტიკულიც) საკუთარი, ზედაპირული ცოდნის გასაღრმავებლად დავსვი.

დამატებულია (11.11.2016, 14:21:58)
---------------------------------------------
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: monadire11 - ის მიდგომა არის სამაგალითო. თოფი მეთოფეს ))) ანუ ლეკვი იმას ვინ იცის სიღრმისეულად რა "ხილია" 10 საცოდაობა იქნებოდა ამ ლეკვების ისეთ ხელში მოხვედრა, ვინც დაიწუნებდა იმიტომ რომ მაჩვის სოროებს არ თხრის, ან დაჭრილ მელას არ ეომება 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
monadire11დრო: პარასკევი, 11.11.2016, 20:10:25 | შეტყობინება # 4069
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ძალიან დიდი ხანი მქონდა ურთიერთობა მაგ კლუბთან, მე ვერ ვიტყვი საბუთებს აყალბებენ და ასე შემდეგთქო ,მთავარი პრობლემა არის წესებში და მიდგომაში,უფრო დიდი კიდე ხალხში.ყველას ვისაც ძუ ყავს რთავს განურჩევლად იმისა ვარგა თუ არა.რაც შეეხება დიპლომს,ძაღლი რომელიც ნაბულს აკეთებს და არ მისდევს ჯიბეში უდევს მესამე ხარისხი, FCI შეჯიბრებზე კიდევ შეიძლება ძაღლმა იმუშაოს ძალიან კარგად მარა მას თუ შესაბამისი სტილი და მონაცემები არ აქვს ვერასდროს ვერ მიიღებს შეფასებას,ისე ბიჭებო მემგონი თემას მაგრად გადავუხვიეთ,მოდით გავხსნათ თემა სადაც დავსვამთ კითხვებს და ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას.
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 11.11.2016, 20:22:44 | შეტყობინება # 4070
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გავხსნათ, საინტერესო იქნება. მითუმეტეს რომ რაღაც კონტურები იკევეთება საერთო აზრთან დაკავშირებით 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 22.11.2016, 15:35:00 | შეტყობინება # 4071
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო იცით რაშია საქმე:ყველას გვინდა საბუთიანი ძაღლის ყოლა,ფულსაც ვიხდით მაგრამ ცოტათი მეტის გადახდა არ გვინდა.საბუთები ქონდეს და თუნდაც არავინ აღიარებდეს.განა ეგ იგივე არ არის რაც ყალბი?რატომ არ აღიარებენ?მაგაზე პასუხი გაიცეს და აღარ იქნება მოსარიდებელი სიმართლის თქმა,წყენის თავიდან ასარიდებლად.ერთმა კაი ადამიანმა მითხრა ცოტა ხნის წინ,ჩამოვაყალიბოთ კლუბი,ვთქვათ რომ ექსპერტები ვართ,არავინ გვაღიარებს მაგრამ ხომ ექსპერტები გვერქმევაო.
აბა ეხლა მითხარით რა აზრი აქვს ამ საბუთებს?კონტინენტალებისთვისაც იქმნება კლუბი,პოინტერ კლუბიც ხომ არის.ვისაც გინდათ საბუთებიანი ძაღლის ყოლა რომელსაც კარგი სტილისა და ძებნის გამომჟღავნების შემთხვევაში დამსახურებული ხალხი შეაფასებს.ცოტაოდენი ფულის გადახდა გვენანება ზოგიერთებს.რა სჭირდა გიგას ლეკვს გასაჩუქებელი?ლამის ოთხი თვის ლეკვია და მეათედი თანხის გადახდა ვერავინ გადაწყვიტა.აიყვანენ ერთი თვის ლეკვს და წესიერად მოვლის შემთხვევაში ოთხ თვემდე ყველაფერი ყიდვის გარდა 500 ლარი დაუჯდება.საბუთები კიდევ ისეთი მაინც არ ექნება.მე ვიცი ძუს პატრონები და ჩვენი ფორუმელებიც დამეთანხმებიან,კუდმოტეხილ ლეკვებს რომ ყიდიან,კონკრეტულ დღეს დაგითქვამენ და წინა დღით ლეკს კუდსა და გავაზე გრძელ ბეწვებს გაპუტავენ.
გიგას ლეკვი თვითონ თუ არ მოეწონა გასასეირნებლადაც არ გაგატანს,არათუ გაყიდის.აბა რომ ვამბობ ამას ქვია ჯიშის ცოდნა და სიყვარული,დიდი სურვილი იმისა რომ კარგი სისხლები გვყავდეს,რომლების იმედიც მომავალში გვექნება.

დამატებულია (22.11.2016, 15:35:00)
---------------------------------------------
[img]http://[/img]
[img]http://[/img]
ძალიან მაგარია როდესაც საუკეთესო ვეტექიმის და საუკეთესო მგეშავის დახმარებით ზრდი ასეთ ლეკვს.გიგა და ლილი დიდი მადლობა მეგობრებო.
გიგა ძმურად გუშინდელი შემოსევის სურათი დადე.ძალიან იშვიათად რომ სუყველა ასეთი ხარისხის ლეკვები აჩვენოს ძაღლმა.ეგენი მინდორს დახევენ შენი წყალობით.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 22.11.2016, 19:11:30 | შეტყობინება # 4072
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
მოდით გავხსნათ თემა სადაც დავსვამთ კითხვებს და ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას.

არის უკვე გახსნილი თავისუფალი თემა http://www.bazieri.ge/forum/40-1076-4

თუ არ მოგეწონებათ მაშინ, რამე კონკრეტული სახელწოდებით გავხსნათ.

დამატებულია (22.11.2016, 19:11:30)
---------------------------------------------
kucuna1, 166 მაგარი ტიპია!
პოინტერისტებს უნდა გკითხოთ: პოინტერი კვებაში ზოგადად როგორია??? ანუ მშრალი, მზა საკვებიდან გადადის მომზადებულ "სალაფავზე"? ანუ ფაფებს და ა.შ. წუნობს??? პასუხი ობიექტური მინდა! gimili მე მყავს ნანახი ძალიან აზიზი ძაღლები მინდორში "პერერივზე" პურს ზედაც რომ არ უყურებდნენ!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 22.11.2016, 20:16:27 | შეტყობინება # 4073
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, 10 166

დამატებულია (22.11.2016, 20:16:27)
---------------------------------------------

Quote giohunt1982 ()
პოინტერი კვებაში ზოგადად როგორია??? ანუ მშრალი, მზა საკვებიდან გადადის მომზადებულ "სალაფავზე"? ანუ ფაფებს და ა.შ. წუნობს??? პასუხი ობიექტური მინდა
ძალიან კაპრიზნები არიან, ერთიდაიგივე საჭმელს დიდი ხნის განმავლობაში არ მიირთმევენ, ან თუ მშრალ საკვებზე რამე არ დაუსხი ისეც ნაკლებად ჭამს,ჩემი მასეა და კიდე რამდენიმეც ვიცი რომ მასე არიან ისინიც. ჩემსას კონკრეტულად, მშრალ საკვებს ურჩევნია ეგ ფაფები და მასეთი რაღაცეები, გრეჩიხა, ბრინჯი... ვფიქრობ, რომ მიჩვევაზეა-თუ ლეკვობიდან ერთიდაიგივე საკვებზე გყავს შეჭამს და თუ მრავალფეროვანზე, დაიწყებს გარჩევას...


HOLLAND & HOLLAND
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 11:11:13 | შეტყობინება # 4074
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გიო ინდივიდუალურია,რაც არ უნდა მაგარი მჭამელი იყოს ძაღლი(ჯიშს არ აქვს აზრი) მაქსიმუმ ერთი თვე მჭირდება რომ გავაფუჭო.რიჩი მაგარი უჭმელია,სულ რჩევა უნდოდა საჭმლის,ავდექი და ერთი კვირა პურს ვაძლევდი მარტო,რომ დაიტანჯა აშლილობით და წონაშიც რომ წავიდა დაბლა,საჭმლის დადგმას აღარ მაცდიდა.
კითხვას რაც შეეხება:არ არიან უჭმელი ძაღლევი,ძაღლის კაპრიზულობა კიდევ პატრონის დანაშაულია.გიგაზე იმიტომ ვიძახი რომ მაგარიათქო რომ,მიბრძანდეს ნებისმიერი ბატონო და ნახონ როგორი მჭამელები ყავს,ათიდან ერთიც არ არის კაპრიზული,მინდორში გაუშვებს და რომელს ყავს საქართველოში მაგისი ძაღლების ბადალი.
ამასწინათ მითხრა რომ ძაღლს არ უნდა დაავიწყდეს რომ ძაღლიაო და მასეც არის საჭირო.

დამატებულია (26.11.2016, 17:55:13)
---------------------------------------------


დამატებულია (01.12.2016, 10:36:04)
---------------------------------------------
giohunt1982,
[img]http://[/img]

დამატებულია (01.12.2016, 10:37:55)
---------------------------------------------
გრეისი,ლოკი და რემი ჭამის დროს ძაღლსაშენ წინანდალში,ორი წუთი არ ჭირდება საჭმელს,უკვალოდ გაქრობისთვის.

დამატებულია (01.12.2016, 10:38:58)
---------------------------------------------
[img]http://[/img]

დამატებულია (01.12.2016, 10:41:50)
---------------------------------------------
ესეც ძაღლსაშენი წინანდალის მომავალი თაობა,ჩემი როლოც აქ იყო მაგრამ ფოტოში არ ჩანს და საერთოდ ძნელი აღსაბეჭდავები არიან,კარგი ტელეფონითაც კი,სულ სადღაც ეჩქარებათ თითქოს.

დამატებულია (01.12.2016, 11:11:13)
---------------------------------------------
გუშინ პირველად გამიჩნდა სურვილი რომ უმაღლესი ხარისხის ციფრული ტექნიკა მქონოდა,პროფესიონალი რომელიც სურვილს შეგისრულებს და დააფიქსირებს ზუსტად იმას რასაც ობიექტივს მიუშვერ,მაგრამ არამგონია მაინც რომ მოეხერხებინა,უფრო რადარის სისტემა იყო საჭირო ლოკის სისწრაფე რომ დამეფიქსირებინა მინდორში.მოკლედ გეტყვით რომ ამ თემის გასაღვიძებლად გუშინ 100 კილომეტრამდე გავიარე ჩემი მანქანით და დანარჩენი გიგას მანქანით,მაგრამ ეგ სასაცილო მანძილია იმასთან შედარებით რაც ამ ძუმ გამოიარა რუსეთიდან საქართველომდე,ლოკისთან რომ დართულიყო.
[img]http://[/img]
მაგ ძუს წინაპართა დეტალებს გიგა დაგვიწერს იმედი მაქვს(ძმურად გიგა ნუ დაიზარებ),არ მინდოდა რომ მხოლოდ სახელით შემოვფარგლულიყავი,დილეტანტურია რაც მაგ წყვილის დონეს არ შეეფერება.
დართვამდე კი მთელი ნახევარსაათიანი სპექტაკლი დაგვიდგა ლოკიმ,მეც და ჩამოსულ სტუმრებსაც,ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე გადასაღებად,მაგრამ ისევე ცივად დავაბრუნე ჯიბეში.სისწრაფე,სტილი,ენერგეტიკა,ტემპი და რავიცი კიდევ რა აღარ,ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო,მე ამას გემოვნებას ვეძახი.
ლოკითი ნასიამოვნებმა სტუმარმა,რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ნანახი:ასეთი ძაღლი სადოვნიკოვს არ ჰყავსო.ეს თქვა ადამიანზე რომელიც ევროპის ტურნირებზე შედეგებს აღწევს.
ამ ბუდობიდან ალიმენტის ლეკვი გიგას ეკუთვნის,კელვები დაახლოვებით იანვრის ბოლოს დაიბადებიან და არამგონია ურიგო ვარიანტი იყოს იმისთვის ვისაც პოინტერის აყვანა უნდა მუშა სისხლებიდან.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ხუთშაბათი, 01.12.2016, 11:12:52
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 12:04:12 | შეტყობინება # 4075
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, მასეა თემო, ანუ პატრონზეა დამოკიდებული! მიჩვევაზე და გაზრდაზეა! არ არსებობს პროდუქტი რომელსაც ჩემი ძაღლები არ ჭამენ! gimili ინგლისელმა დააპირა განაზება და არ გამოუვიდა! ახლა ჯამთან დგება ნაბულზე და ბრძანებას ელოდება! gimili

ეგ კითხვა იმიტომ დავსვი, რომ რამოდენიმე ადამიანი მწერდა: ჩემი პოინტერი არ ჭამს ამას და იმას, რა ვქნა, რა ვუყო?
ასეთი ხასიათის კითხვებს და მაგიტომ დავსვი კითხვა რომ პოინტერის მეპატრონეებს დაეწერათ პასუხი.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 15:11:33 | შეტყობინება # 4076
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ძუ არის ერთერთი საუკეთესო სისხლების მქონე ძაღლების შვილი,მამა არის არისტანის კლემენტი საუკეთესო სტილის მქონე ხვადი მთელს მსოფლიოში, დედა- დუნია კლებახტალ ,ესეც ასევე ძალიან მაგარი ძაღლების შვილია,მამა იტალიელია დედა გერმანელი იტალუირი სისხლებით,თვითონ ძუ საკმაოდ სტილნი და კარგი ძუა.
 
koba30დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 15:22:08 | შეტყობინება # 4077
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგრად მიყვარს ეს ჯიში მაგრამ 2 ლეკვი გავზარდე კარგი დედმამა ყავდად და ესენი მშიშრები გამომადგენ
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 20:22:54 | შეტყობინება # 4078
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote koba30 ()
მშიშრები გამომადგენ

მასეთ ძაღლებს რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს და უამრავჯერ მქონია გიგასთან კამათი მაგ თემაზე,უბრალოდ ეზოს ძაღლებს ეძახის ან მოსაკლავიაო,ანალოგიური მაცხარებს დათოსგანაც,მაგრამ შერეკილები გამახსენდა სადაც 2+2=ისევ 2 ურიდა ცხონებული ეუბნება რომ ასეთი ცოდნით ვერ გაფრინდებოდნენ,იგივე სიტუაციაა ქართულ მეძაღლეობაშიც,არ ვიცით თურმე არაფერი და არც ნანახი გვაქვს რაიმე,უძაღლოდ არც არასდროს ვყოფილვარ და ისეთი მყავს რიჩი რომ საქართველოს მონადირეების ძალიან დიდი პროცენტი მაგნაირ ძაღლთან ნანადირევისც არ არის,მაგრამ გიგას სიტყვებს გავიმეორებ ისევ:"ძაღლებზე სწრაფად მე ვიზრდები" და უკეთესის სურვილი მაქვს(ამას ჩემს თავზეც ვიღებ.გიგას სიტყვებს ვგულისხმობ).მაგას თუ თავის ძაღლებზე უკეთესი უნდა,მაშინ მაგნიტურ-რეაქტიული ფეზხსაცმელი ჩაიცვას და ურჩევნია რომ შევარდნის ძალებზე იყოს გათვლილი და არა ცხენისაზე,ვინაიდან მაგას ძაღლები არ ყავს, არამედ მისტიური არსებები,"პერსპექტიული ხვადი" ლოკიზე ასე ამბობს,იმიტომ რომ თავდაბალია თორე მაგ ძაღლის ერთადერთი ნაკლი რაც იყო ზემოთ დავწერე(ყველას არ გვყავს).აქ დაიწერა რომ ძვირი იყო ლეკვის საფასური,მაგრამ განა სანადიროდ წასულები ჩვენ უკეთეს ვაზნებს არ ვარჩევთ,იმისთვის რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ,განა იმისთვის არ ვმუშაობთ რომ უკეთესად გვეცვას და მივიღოთ ცხოვრების სიამტკბილობანი?არმანი,ბოსი,ჯილეტი,ბოში,ჩაკბეჩილი ვაშლი,ბერეტა და კიდევ სხვა უმაღლესი დონის ბრენდები მხოლოდ საკუთარი ტავისთვის რომ მუშაობდნენ განა სხვები გავიგებდით მათი მუშაობის ხარისხს?
განა ეგოისტები არ იქნებოდნენ მასე რომ მოქცეულიყვნენ?გუშინაც ეგ ვუთხარი: ადექი და საუკეთესო ლეკვი გაყიდე რომ იგემოს იმ გარჯილმა ნამდვილი გემოვნება.კორფუჯის სტადიიდან გამოსვლას რამდენი გადაწყვეტსთქო,დადგა და თავისთვის დასატოვებელი ლეკვის გასხვისება გადაწყვიტა,შევეჩვიე ლეკვს თორე გავუცვლიდი და ჩემსას გავაყიდინებდი,როგორც საკუთარი მანქანით გაგიტანონ მასეთი რამე დამემართა,თუ წაიყვანენ ბარემ საუკეთესო წაიყვანონო.
სეზონზე ეგ ლეკვი რომ თავისას იტყვის ნადირობაში დაძველებული ამბავია,პირველი ფრინველის შემოსვლისას კი უკვე ადამიანის გულს გაახარებს,თუ რა თქმა უნდა სწორად მიუდგება მომავალი პატრონი.
თუ მაგ ლეკვის მშობლების ბადალი საქართველოში არის თავი დამაჭრან ბეჭებთან,წმინდა სისხლებს რომ ვყიდულობთ სანადიროდ მაგიტომ არის რომ მშვიდობას ამჯობინებენ და ზედმეტი ხმაურის ეშინიათ,ისეთი როგორიც თოფის ხმა არის,ან მსხვილი ფრინველის ამოსვლა.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
tereosდრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 22:10:53 | შეტყობინება # 4079
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი ძაღლი მყოლია ამ ხნის განმავლობაში, დრატჰაარი, კურცჰაარი, პოინტერი. ამჟამად ისევ დრატჰაარი მყავს , უსაბუთოა. რაც მასში შრომა და დრო ჩავდე ვერ გაამართლა, თუმცა ნადირობს და ფრნველის მოპოვების მხრივ საბუთიან ძაღლებს ბევრჯერ კიდეც სჯობნის. სხვებზე უკეთესი შედეგები გვაქვს ჩვენ დუეტს და რომ ვნადირობთ შერცხვენილები ნამდვილად არ ვართ. ისეთ აპორტს აკეთებს რომ მწყერი ნერწყვითაც კი არ უსველდება. დაჭრილი და ცოცხლად დაჭერილიც უვნებლად მოჰყავს. თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი არ არის იმიტომ რომ იმ სტილსა და სილამაზეს ვერ ვნახულობ რისი მოთხოვნილებაც მაქვს. და ამ სფეროშიც ახალ ეტაპზე გადავედი. შემდგომი ძაღლები არასოდეს აღარ მეყოლება უსაბუთო დედ-მამიდან.
ამ ძაღლის წინ კი პოინტერი მყავდა რომლის სურათიც ავატარად მიდევს ოჩოპინტრე.გე-ზე უმაგრესი ძაღლი იყო. სიტყვიერი ბრძანებების გარეშე მიგებდა. თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. აპორტს აკეთებდა როგორც მიწიდან ასევე წყლიდან. დეკემბერში იხვი გამომიტანა ტბიდან. ეს იმით შევძელი რომ ერთად ჩავდიოდით წყალში საბანაოდ. ძალიან უყვარდა ჩემთან ერთად წყალში შესვლა და წყლის შიში საერთოდ არ ჰქონდა. 15 წუთის განმავლობაში სდია ჯაფარიძის ტბაში დაჭრილ ფრინველს და მაინც დაიჭირა და გამომიტანა. ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს მასთან თუმც სამწუხაროდ დავკარგე. დავკარგე მაგრამ ჩემთვის ეტალონად იქცა.
ჩემს ნადირობის სტილს პოინტერი ან სეტერი უფრო შეესაბამება და მომავალ გაზაფხულზე კიდევაც ავიყვან, თუმცა ახლანდელ ძაღლსაც ვერ შეველევი, იმდენი შრომა მაქვს მასში ჩადებული, რა მისი ბრალია თუ სუფთა სისხლის არ არის.
 
koba30დრო: ხუთშაბათი, 01.12.2016, 22:22:13 | შეტყობინება # 4080
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 90
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იცი რა არის დრატხარიც მყავდა დიდი კმაყოფილი დავჩი მაგრამ პოინტერის მუგამი მკონდა და ოეჯერ ვერ გამიმარტლა

დამატებულია (01.12.2016, 22:20:39)
---------------------------------------------
კიდე უნდა ვცადო მომავალში

დამატებულია (01.12.2016, 22:22:13)
---------------------------------------------
ლამაზი დზაგლებია

 
tereosდრო: პარასკევი, 02.12.2016, 10:31:29 | შეტყობინება # 4081
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრგან მესმის რომ ძაღლებს თოფის ხმას აჩვევენ. არასოდეს არ ჩამიტარებია მსგავსი გაკვეთილი ჩემი ძაღლებისათვის და არასოდეს არც ერთს არ ჰქონია ხმის შიში. ეს ხლოპუშკები და უაზრო თოფის სროლები მგონი უფრო აშინებს ლეკვს. საერთოდ ლეკვი, როგორც ბავშვი, უფრო მშიშარაა. დიდს კი გამბედაობა ემატები. დიდობაში , თუ პატარასვე არ დააშინებ, აღარ ეშინიათ თოფის ხმის. ლეკვობაში უნდა ვასწავლოთ ბრძანებები, მოტანა,შემდეგ მინდორში მოძრაობა. შემდეგ ფრინველზე გეშვა უთოფოდ და სულ ბოლო ეტაპია ფრინველის მოპოვება. ამ დროს ძაღლი უკვე ფრინველის აზრზეა. მასთან შეხვედრა მისთვის ძალიან ემოციურია (ემოცის ბრალია, აბა სხვა რა უნდა იყოს ნაბულზე მდგომი ძაღლის ცახცახი, როცა ჰაერი ცხელია , ძაღლი კი შემცივნებულივით თრთის). ამ დროს თოფის სროლის ხმა მისთვის მეორეხარისხოვანი ხდება. თან მყარდება კავშირი სროლასა და ფრინველის მოპოვებასთან.

დამატებულია (02.12.2016, 10:30:53)
---------------------------------------------
kucuna1, შენი პოსტი 3 ჯერ წავიკითხე . დაწერე დღესაც რამე თორემ აღარ ვიცი რა ვიფიქრო.

დამატებულია (02.12.2016, 10:31:29)
---------------------------------------------
17

 
westernდრო: პარასკევი, 02.12.2016, 10:57:04 | შეტყობინება # 4082
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მახსოვს ამბობდა ერთი 23 მასეთი სტილის ძაღლებზე (პოინტერებზე) სისწრაფეზე რომ ყავთ მარტო ორიენტირებული და ორ წუთში რომ ლექდებიან თან მის გავლილზე სხვა ძაღლი რომ აკეთებს ნაბულს სასტიკად არ მომწონსო(რომ წაიკითხავს მიხვდება ალბათ). რაღა დაგიმალოთ არც მე მომწონს და მარტო სისწრაფეზე რატო ამახვილებთ ამ ძაEლების,მიმართ ყურადღებას? 23

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
solomonდრო: პარასკევი, 02.12.2016, 12:40:36 | შეტყობინება # 4083
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
koba30, საბუთიანი აიყვანე და წინასწარ შეისწავლე მშობლების ნადირობის დონე და სტილი, მერე აღარ მოგიწევს ტყულად შრომის ჩადება მოვლა გაზრდასა და გეშვაში. 166
 
monadire11დრო: პარასკევი, 02.12.2016, 15:33:00 | შეტყობინება # 4084
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Western თქვენ კონკრეტულად რა არ მოგწონთ? მათი სისწრაფე თუ პოვნა? აღნ ვინ ნახა ეს ძაღლები გალექებული 2 წუთში?
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 02.12.2016, 16:06:13 | შეტყობინება # 4085
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ კარგად დავაკვირდებით ამ ძაღლების მუშაობას არ იქნება ძნელი მისახვედრი რა მომზადება ჭირდებათ მარტო ფიზიკურ კონდიციებში მოსაყვანად. გასათვალისწინებელია სისწრაფე და მანძილი, რასაც ფარავენ მუშაობის დროს. არ არის გასაკვირი თუ დილიდან საღამომდე ვერ იმუშავებს "ფეხებში მოჩუჩუნე" ძაღლივით მაგრამ არც 2 წუთში და არც 2 საათში არ გალექდება თუ ფორმაშია.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 02.12.2016, 17:47:30
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 13.12.2016, 14:24:41 | შეტყობინება # 4086
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tereos, მითხარი ძმაო რა გაინტერესებს და არ დაგზარდები თუ რამე ვიცი.მიზეზი როცა მაქვს ვცდილობ თემა არ ჩავარდეს და საინტერსო იყოს,გაბეზრება ნამდვილად არ მიყვარს.
western, კობას ვენაცვალე,რიჩი შენ მინდორშიც გყავს ნანახი და ტყეშიც,ნანახი გაქვს როგორ ენერგიულად მუშაობს(ფრინველი კი არ შეგვხვდა სამწუხაროდ),კარგი და ახალგაზრდა ძაღლია,ბევრი ძაღლის ნამუშევარზე უკეთებია ნაბულებიც და ბევრსაც მაგის ნამუშევარზე უკეთებია მაგრამ საქმე მაგაში კი არ არის.ეს ძაღლები ბევრჯერ და ბევრთანაც მიკრიტიკებია,იმიტომ რომ მაშინ პატარა ვიყავი,ეხლა კიდევ გავიზარდე ჩემო კარგო ადამიანო,უფრო მეტი სილამაზე და სიამოვნება მივიღო,იმის მერე ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე(თუმცაღა ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სასწავლი).ეხლაც ვიტყვი რომ ძაღლი თუ კარგი დაყენებული არ არის,გინდა დიდი ძებნის იყოს და გინდაც ახლოსი,მაინც გამოგიტოვებს ფრინველს თორე განა ყნოსვა არა აქვს იმას.ამ ლეკვს მე გიგას გარეშე ვერ დავაყენებ ისეთს რისი სურვილიც მაქვს.
უბრალოდ ყველამ უნდა ნახოს ლოკი მინდორში და მერე ზოგს ჩემზე ადრე შეეცვლება შეხედულება.მირჩევნია მასე ეძებოს და გამოტოვოს ვიდრე რიგითად და ყველა ნახოს.

დამატებულია (03.12.2016, 14:54:19)
---------------------------------------------

Quote tereos ()
ბევრგან მესმის რომ ძაღლებს თოფის ხმას აჩვევენ

არასოდეს არ უნდა დაგჭირდეს თოფის ხმის შეჩვევა,ეგ დაშინებულ ძაღლებს ემართებათ.სწორი აღზრდის შემთხვევაში თოფის ხმა ბუნებრივი მოვლენაა ძაღლისთვის.თუ სწორად არ მივუდგებით ძაღლებს,უკვე დაგეშილ და დაყენებულ ძაღლსაც კი დავაშინებ,ისე რომ თოფს არ გავარტყავ.

დამატებულია (13.12.2016, 14:24:41)
---------------------------------------------
Tsinandali's rolo 4 თვის და 3 კვირის,14,3 კილოგრამი.გეგმიური ვიზიტი კლინიკაში,ჯანმრთელი ბიჭი რომ გაიზარდოს.
[img]http://[/img]


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
hunter78დრო: ორშაბათი, 09.01.2017, 20:50:43 | შეტყობინება # 4087
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ წელს მომიკვდა პოინტერი და ლწკვი ავიყვანე კარგი მოძრავი ლეკვია ვინც მომცა მითხრა თვალების ანთება ჰქონდა და მაქსიტროლის წვეთები წვეთე ცოტახანიო მერე სხვამ ნახა და ქუთუთოები აქვს ჩაბრუნებული ოპერაცია უნდაო არა და მშვენივრად ხედავს ეგ პოინტერის დაავადებააო.ჯერ ერთი თვისაა და რას მირჩევთ ან თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა? წინასწარ დიდი მადლობა.
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 10.01.2017, 13:28:36 | შეტყობინება # 4088
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://[/img]
[img]http://[/img]
აბა ვის აქვს სურვილი?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
hunter78დრო: სამშაბათი, 10.01.2017, 14:01:03 | შეტყობინება # 4089
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ლეკვია ძალიან 10
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 10.01.2017, 18:34:25 | შეტყობინება # 4090
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote western ()
მარტო სისწრაფეზე რატო ამახვილებთ ამ ძაEლების,მიმართ ყურადღებას?

არამარტო სისწრაფეზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ზუსტად ეს სისწრაფე გამოარჩევს ამ ტიპის პოინტერებს სხვა დანარჩენისაგან!
ყნოსვა ყველა ჯანმრთელ ძაღლს აქვს აბა! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
hunter78დრო: სამშაბათი, 10.01.2017, 20:40:04 | შეტყობინება # 4091
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მომავალი მონადირე

 
kucuna1დრო: შაბათი, 14.01.2017, 14:56:08 | შეტყობინება # 4092
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://[/img]

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
dima71დრო: ხუთშაბათი, 19.01.2017, 16:54:34 | შეტყობინება # 4093
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
monadire11
გიგა იტალიური ცნობილი საშენების საიტებს ვერ მოგვაწვდი?!..ამ ინტერნეტის ბევრი კი არაფერი გამეგება,მაგრამ მაგალითად დელ ვენტოს საშენს დავიჯერო საიტი არა აქვს?.. ვეძებ და ვერ ვპოულობ!!!


d.machavariani
 
monadire11დრო: პარასკევი, 20.01.2017, 12:36:51 | შეტყობინება # 4094
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dima71 სამწუხაროდ საშენების დიდ რაოდენობას საიტები არ აქვს .რაც შეეხება დელ ვენტოს, როგორც საშენი აღარ არსებობს მწვანეებმა დახურეს და გუბერტის ძაღლის ყოლის უფლება სამუდამოდ ჩამოარათვეს.თქვენ საიტები რატომ გაინტერესებთ რამის ჩამოყვანა გინდათ თუ უბრალოდ დათვალიერება??
 
dima71დრო: პარასკევი, 20.01.2017, 22:35:49 | შეტყობინება # 4095
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტა კი ჩამომაყვანინა ძუ და ხვადი და შენ საშენს ვაჩუქებდი ნაღდად!..მერე ერთ ლეკვს როგორ დამამადლი შე კაცო?!.. ხო რა თქმა უნდა ინეტერესის და ამავ დროულად ოცნების ფრთისშესხმაც შესაძლებელი შეიძლება გახდეს რა იცი რა ხდება?!.. და კიდევ რატო აუკრძალეს და სამუდამოდ რას ქვია ჩამოართვეს ძაღლის ყოლის უფლება?.. და შენი ლანდა გორი სადა და როგორაა? ხო სწორად მახსოვს?

d.machavariani
 
monadire11დრო: შაბათი, 21.01.2017, 21:05:56 | შეტყობინება # 4096
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dima71 დიდი მადლობა გულუხვობისთვის, მაგრამ მე უკვე ისეთი სისხლები და ძაღლები მყავს სხვა სისხლებს ნამდვილად არ ვეძებ,ჩემს ხვადთან რუსეთიდან ჩამოიყვანეს ცოტა ხნის წინ ძუ დასართავად.ისე მე ვფიქრობ ჩამოყვანა აუცილებელი აღარ არის რადგან არიან აქ არაერთი სერიუზული ძაღლები.ჩამოყვანას ვინ ჩივის 7 ლეკვიდან 3ს ძლივს შევურჩიე ღირსეული პატრონი.აგერ ერთი 6 თვის ხვადი მყავს ულამაზესი და პერსპექტიული მარა ნორმალური პატრონი ვერ ვუშოვე.
 
kucuna1დრო: შაბათი, 21.01.2017, 22:04:54 | შეტყობინება # 4097
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dima71, ზემოთ რომ საგვარეულო დავდე,ეგ არის გიგას ძაღლსაშენის ლეკვი,მე მყავს.არა მგონია რომ მაგაზე კარგი სისხლების ლეკვი დამითმოს რომელიმე ძაღლსაშენმა ევროპაში,თუ დათმობ,იმ ლეკვს არ დაგითმობს რომელსაც საერთოდ რაიმე პერსპექტივა ანათებდეს თვალებში,ვინაიდან კარგი ძაღლებით არიან ცნობილები და თუ კარგებს დაარიგებენ მაგათი პოპულარობაც წარსულს ჩაბარდება ცხადია.
რომელ ლეკვზეც გიგა წერდა ზემოთ,ეგ ლეკვი რამდენადაც ვიცი რუსეთში უნდოდათ რომ წაეყვანათ,მაგრამ არ გაატანა გიგამ,საყვარელი საქმიანობის გამო გაიღო ეგ მსხვერპლი,მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე რომ ემოქმედა არც მე მაჩუქებდა სამი თვის,აგზრდილს და აცრებ დამთავრებულ ლეკვს.
რაც შეეხება ლეკვის ჩუქებას გიგას ძაღლსაშენზე,წავიკითხე მეც თქვენი შეთავაზება და ვიცოდი რომ პასუხიც ასეთივე ექნებოდა,ვინაიდან ლოკი ძალიან მაგარი სტილიანი და ევროპის უმაღლესი დონის ტურნირებისთვის ზედგამოჭრილი ძაღლია,რომელთანაც დეკემბერში რუსეთიდან ნამდვილად ყავდათ ჩამოყვანილი(ნაცარქექია ძაღლის,ან ძაღლთან ჩამოსაყვანად მაგხელა ხარჯებს რომ არავინ გაიღებდა ვხვდებით სუყველა),დართვის სურათებიც დავდე წინა პოსტებში.
ყველაზე პრობლემატური საქართველოში ისე არის რომ პოინტერების პატრონებს და მონადირეების დიდ ნაწილს,პოინტერში მოსწონთ ნაბულის სილამაზა და ყველა დამეთანხმება რომ მართლაც გამორჩეული ნაბული აქვს,მაგრამ იმაზე ძალიან იშვიათი ლაპარაკობს და უფრო ნაკლებმა იცის თუ როგორ უნდა იპოვოს პოინტერმა ფრინველი.
ყველაზე ცუდი კი ის არის ჩემო კარგებო რომ საქართველოში კურაჟი უფრო ცნობილი ძაღლი იყო ვიდრე ლოკი ან გრეისია,მე კურაჟს ჩირქს არ ვცხებ,ვინაიდან ამ ძაღლმა მართლაც სულზე მოუსწრო ქართულ პოინტერებს და გაფილტრა სისხლები(მეც კურაჟის ლეკვი მყავს,მეოთხე წელშია და საკმაოდ კარგი ძაღლია),თაობაც კარგი მოგვცა,თავის კლასშიც სავარაუდოდ ბადალი არც ყავდა,მაგრამ რაზეც ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ ეს უკვე სულ სხვა დონეა,სადაც მარტო ნაბულების სილამაზეს არ ექცევა ყურადღება,არამედ შესაძლოა ნაბულის გაკეთებამდეც კი გადაუსვან წითელი ხაზი ძაღლს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
dima71დრო: კვირა, 22.01.2017, 00:13:32 | შეტყობინება # 4098
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
რა მგონია რომ მაგაზე კარგი სისხლების ლეკვი დამითმოს რომელიმე ძაღლსაშენმა ევროპაში,თუ დათმობ,იმ ლეკვს არ დაგითმობს რომელსაც საერთოდ რაიმე პერსპექტივა ანათებდეს თვალებში,ვინაიდან კარგი ძაღლებით არიან ცნობილები და თუ კარგებს დაარიგებენ მაგათი პოპულარობაც წარსულს ჩაბარდება ცხადია.


მაგრამ რა მაინტერესებს იცით?!..თუ ვერ იყიდი ასეთ ლეკვს ევროპაში , მაშინ აქეთ ,,მოძმე'' რუსეთში, იგივე ასატრიანის საშენში საიდან მოხვდა ისეთი სისხლი რომელმაც ჩემპიონი გამოუშვა?!..ან იგივე გრეისი?!..ჩემი მოკლე ჭკუით და გენეტიკური მეცნიერების კარნახით ასეთ ლოგიკასთან ვიჭედები,.. ვთქვათ ვარსკვლავებს წყვეტს ძაღლი, მისმა ნაშიერმა ცასაც არ ახედა,.. მაგრამ ხომ შეიძლება შვილისშვილში იფეთქოს ნიჭმა ორმაგად?.. კი თუ არა?

Quote monadire11 ()
მაგრამ მე უკვე ისეთი სისხლები და ძაღლები მყავს სხვა სისხლებს ნამდვილად არ ვეძებ


ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიგა და დიდ წარმატებებს გისურვებ, დიდი ხანია თვალს გადევნებ და მსიამოვნებს რომ ახალგაზრდა კაცს ასეთი ენთუზიაზმი გაქვს !!!!!!


d.machavariani
 
monadire11დრო: კვირა, 22.01.2017, 00:51:19 | შეტყობინება # 4099
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Dima71 ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად მიხარია რომ გაინტერესებთ ეს საქმე და თვალს გვადევნებთ.რაც შეეხება ლეკვს .რათქმაუნდა მთლად მასეც არარის როგორც ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ 1საჩიროა ვიცოდეთ სისხლები 2ვიცოდეთ რა გვინდა და რისთვის გვინდა 3 აუცილებელია საახლობლო და მყარი კონტაქტები 4 და ყველაზე ძნელი ამ ლეკვის სწორად განვითარება და დაგეშვა.გრეისის მამა სანდრომ 10000 ევროდ იყიდა 10 თვის ასაკში, როცა ძაღლს უკვე ეტყობა რისი გამკეთებელია.აკოპს რაც შეეხება მანაც დიდი ძაღლი ( სიტო დელა მაზორა) იყიდა უკვე პენსიაზე გასული.ისე აკოპის ხვადი რაც ჩემპიონი გახდა გრეისის ძმაა მამის მხრიდან. წელს ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ჩამოგვყვავს მსაჯად.მავრიდუ არის საუკეთესო მგეშავების ხუთეულში.იაქტიურეთ წამოდით შეჯიბრებზე ძალიან ბევრ ახალს გაიგებთ ყველა
 
dima71დრო: კვირა, 22.01.2017, 01:17:04 | შეტყობინება # 4100
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
გრეისის მამა სანდრომ 10000 ევროდ იყიდა


ეეეუფფ!!!.. მაგისთვის თირკმელს თუ გაყიდის ჩემნაირი კაცი თორე ..

Quote monadire11 ()
იაქტიურეთ წამოდით შეჯიბრებზე ძალიან ბევრ ახალს გაიგებთ ყველა


მე სიამოვნებით დავესწრები როგორც კი დაანოსდება,.. არც ერთ ჯიშს არ ვაკნინებ, პირიქით ყველას პატივს ვცემ, მაგრამ პოიტერი ჩემი სისუსტეა, თუნდაც ასე ვთქვათ ,,აქოური", სხვა ძაღლთან ერთად მინდორში უბრალოდ მეძინება 167 !!!!


d.machavariani
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика