შაბათ დილას გახლდიტ სანადიროდ, იქ ახლობლის პოინტერმა ბაჯომ საქმეები აკეთა კაროჩე პოინტერობა მომინდა :D:D უმაგრესი ჯიშია.. ნაბულზე როგორც ქანდაკება ისე დგებოდა, რასაც ქვია ყურებიტ ვტკბებოდი რა.. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
monadire_999, ეგრეა ძმაო მე სულ კურცხარი სეტერი მყავდა მეორე სეზონია რაც ჯერი მყავს დზაან მაგარია გავიგე რა ყოფილა ნაბული ძებნის სტილი დზაან მაგარი ჯიშია ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
10 სექტემბერს მომყავს მეც პოინტერი ლოლა, 3 წლისაა და იმენა დიდოსტატია რასაც ქვია, ახლა ლეკვები ყავს და ჯერ ვერ ვანადირებთ ;) ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
მყავს პოინტერი 7 თვის სუფთა ზარმაცაა თუმცა ძალიან ჭკვიანი ყნოსვა აქვს სასწაული, სტოიკასაც აკეთებს არც თოფის ეშინია და ჩამოგდებულ მწყერსაც უეჭველი პოულობს მოტანაც იცის მაგრამ რად გინდა ეზარება სიარული იმის მაგივრად რომ სიხარულით მოარბენინოს მწყერი ნელი დასტოინი ნაბიჯებით მოდის თითქოს ბებერია მინდორშიც რომ გამყავს გაირბენს ორ მეტრს და ჩერდება წუთში ათჯელ მაინც :( რა ვუშველო არადა ძაან თბილი ლეკვია ეს ოხერი
1. აჩვენე ვეტერინარს, ჯანმრთელობის პრობლემები რომ გამოირიცხოს; 2. ჩამოგდებული მწყერის პოვნას და მოტანას ნუ მოთხოვ; დანარჩენს ბიჭები დაამატებენ გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
Grigalashvili, ასაკით პატარაა 7 თვის, მაგხელა ლეკვს არაფერი მოეთხოვება. ისე დაბმული ან დამწყვდეული ხო არ გყავს, ენერგიის დაუხარჯველობის გამო ხო არ გასუქდა და გაზარმაცდა? HOLLAND & HOLLAND
რატომ არ უნდა მოვთხოვო ეს ? - ძალიან ადრეა, შედი შესაბამის თემაში და კიდევ ბევრ სასარგებლო რამეს წაიკითხავ ძაღლის გეშვასთან დაკავშირებით გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
საერთოდ პოინტერის დახასიათებაში გარკვევით წერია.. ნანადირევი არ მოაქვს. იშვიათად რო მიეჩვიოს. დანარჩენში ყველაფერში შეუდარებელია. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
საერთაშორისო შეფასებით ,რასაც შარშან გავეცანი, მოტანა ევალება და ქულები ეწერება. ან ამ საიტზე ან ოჩოპინტრეზე დაიდო შარშან რომ ტარდებოდა წესები. აბა გადახედეთ.
დამატებულია (08.09.2016, 10:25:08) --------------------------------------------- მგინი გაგრინსკის გახსნილი თემაა. იქნებ მაპოვნინოთ, ან მოდერატორმა ან ტემის ავტორმა. სხვა დროსაც მქონდა ამ ტემაზე კამათი და საერთაშორისო წესებში რომ წავიკითხე აპორტზე დამამახსოვრდა. პოინტერებს ეხება.
ხო არვიცი ძმა შეიძლება გამოფენაზე თხოვენ მარა, ახლახანს ვიყიდე ენციკლოპედიაა დიდი წიგნია მარტო ძაღლებზე და იქ წერია რო ინგლისურს პოინტერს არ ახასიათებს ნანადირევის მოტანა. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
სწავლით ძაღლს ყველაფერს ასწავლი თუ მოინდომებ და თუ გაქვს მაგდენი გამოცდილება მაგ სფეროში. ისე კი მეც ვიცი რომ არ მოეთხოვება პოინტერს მოტანა, მაგრამ სწავლება შეიძლება. HOLLAND & HOLLAND
მართალია ძმა, სწავლებით ბებიაჩემს ვასწავლე კომპიუტერში ქალების გატიტვლება კარტში 80 წლისაა და პოინტერმა თუ მოტანა ისწავლა დიდი ამბავი :D:D:D ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
როგორ ფიქრობთ , პოინტერს არ უდევს ინსტიქტში მოტანა? მე მგონი რომ აქვს ეს ინსტრიქტში. ყოველ შემთხვევაში ჩემი პოინტერი ამას აკეთებდა იდიალურად თან ისე რომ არანაირი ძალდატანება და დიდი სწავლება არ დამჭირვებია. ლეკვობაში სათამაშოს რომ გადავუგდებდი მოჰქონდა. შემდეგ ნაჭრის ტოპსიკი მწყრის ბუმბულით გატენილი. და დიდობაში ისეთ აპორტს აკეთებდა რომ მწყერს ოდნავაც კი არ აზიანებდა. ალბათ დამეთანხმებით, მაგარი კომფორტია ნადირობისას ძაღლი რომელიც აპორტს აკეთებს და მაგარი დისკომფორტი შენ რომ გიწევს აქეთ-იქით სირბილი ნანადირევის მოსაძებნად და ასაღებად. პოინტერს კი არ უნდა აპორტის სწავლება, არამედ არ უნდა გადააჩვიო ამას. და კიდევ გამოფენაზე კი არ ევალება არამედ საველე შეჯიბრზე. აუცილებლად მოვძებნი და დავდებ საერთაშორისო წესებს.
დამატებულია (09.09.2016, 11:49:37) --------------------------------------------- კუნძულელ მეძებრებში იგულისხმება როგორც სეტერები ასევე პოინტერი. აბა გადახედეთ მე19 პუნქტს. http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12214
დამატებულია (09.09.2016, 11:51:01) --------------------------------------------- ვფიქრობ რომ საქართველოში მცდარი აზრი მუსირებს იმაზე რომ აპორტს არ უნდა აკეთებდეს პოინტერი და ამ ჯიშში ამ თვისებას არ იყენებენ.
დამატებულია (09.09.2016, 11:58:37) --------------------------------------------- და უფრო მეტიც 23 თავის მე-13 პუნქტს გადახედეთ. ძაღი თუ უარს ამბობს აპორტზე იხსნება შეჯიბრიდან. და ჩვენ რა გვინდა რომ პოინტერი არ აკეთებდეს აპორტს, ანუ რაც საერთაშორისო წესებშია იმას უგულვებელყოფთ და ქართული წესებით გვინდა გავზარდოთ პოიტერი? ყველა მფლობელს აქვს უფლება თავისი ძაღლი ისე გაზარდოს როგორც მას სურს მაგრამ პოინტერის აპორტს ნუ მიაწერთ ჯიშის შეუსაბამოდ .
დამატებულია (09.09.2016, 12:00:14) --------------------------------------------- ვინმეს პოინტერი თუ არ აკეთებს აპორტს ამას ჯიშის დამახასიათებელ ნიშან თვისებას ნუ მიაწერთ. ას არის აღზრდის შეცდომა.
მცდარი აზრი შეიძლება იყოს მარა მე ჩემს აზრს კიარ ვამბობ რაც ენციკლოპედიაში წავიკითხე პოინტერზე იმას ვამბობ, უბრალოდ დახასიათების ბოლოს წერია ნანადირევი არ მოაქო, თორე მე პირადად ყველას მირჩევნია ეგ ჯიში და მყავს კიდეც, ნანადირევიც მშვენივრად მოაქ..
ძალიან კარგია თუ მოაქ. მაგას რა სჯობია. ნადირობის ვიდეოები რომ დევს იუთუბში რა ცუდად ხვდება (ჩემთვის) თვალს პატრონი რომ დარბის აპორტზე . და რამხელა პლიუსია სროლის შემდეგ, ადგილიდან გაუნძრევლად რომ ელოდები ძაღლის აპორტს, მოტანის შემდეგ კი იმავე ადგილიდან აგრძელებ ნადირობას. ასე რომ მეგობრებო, ნუ ჩაკლავთ პოინტერში აპორტის ინსტიქტს. ეს მას სისხლში აქვს და ამაში ჯიშის შეურაცმყოფელი არაფერია.
8 დღე გავიდა იმის შემდეგ რაც აქ დავპოსტე ისევ შვიდი თვისაა მაგრამ უკვე თამამად შემიძლია გავიყვანო სანადიროდ. მშვენიერი ძაღლია პოინტერი ყოველდღე ვამჩნევ დახვეწას და ნადირობის სტილის შეცვლას ნაბულის გარეშე მწყერი არ უფრინდება ცოტა სიცანცარე აქვს რაც გასაკვირი არაა ამ ასაკისთვის, სამი მწყერი სტოიკის დროს ყავს დაჭერილი რათქმაუნდა ჩემი ბძანების შემდეგ, ჩემითვის ფრინველის ძაღლის ხიბლი სტოიკა და აპორტია ორივე პირველივე ცდაზე გააკეთა ცოტას ზარმაცობდა ხოლმე ახლა მანქანაშიც თვითონ ხტება
სამი მწყერი სტოიკის დროს ყავს დაჭერილი - ეს არ ითვლება დადებით თვისებად ალბათ დაგვეთანხმებიან კომპეტენტური პირებიც გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
სამი მწყერი სტოიკის დროს ყავს დაჭერილი - ეს არ ითვლება დადებით თვისებად ალბათ დაგვეთანხმებიან კომპეტენტური პირებიც
რამდენად კომპეტენტური ვარ არ ვიცი მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა რომ ასეთი ძაღლები მისდევენ აფრენილ მწყერს დაჭერის მიზნით. შარშან პირველ სეზონზე რომ ჩემი დრათჰაარი აფრენის შემდეგ ფეხს არ იცვლიდა (შარშან და წელს 4 მწყერი დაიჭირა) წელს უკვე ფეხდაფეხ მისდევს. მაშინ კი მიხაროდა უსროლელად მწყრის აღება მაგრამ ახლა თოფი რომ ვერარ ვესროლე მაგრად გამიტყდა.
აუცილებლად გაეკიდება , ნაბულიდანაც თვითნებურად მიეტანება და მემგონი რამოდენიმემ ვაზნის დაზოგვა ვერ გადაწონის ამ ყველაფერს გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ჯერ ერთი არავინ არ უგულვებელყოფს საერთაშორისო წესებს. მეორე ის, რომ შეჯიბრი სადაც ფრინველის მოპოვება ხდება ტარდება ვოლიერულ პირობებში გაზრდილ ფრინველზე და შეჯიბრამდე ხდება მისი მინდორში გაშვება, ესეთი ფრინველი ფაქტიურად სათამაშოა. ფრინველის მოპოვებით ეფციაის წესებიტ რამდენიმე შეჯიბრი ტარდება მათ სორის წმინდა ჰუბერტის სახელობის და ძაღლის გარდა მანდ გამომყვანის გაწაფულობა, ცაცმულობა, სანადირო იარაღი მოწმდება. აპორტირება მხოლოდ ასეთი რანგის შეჯიბრებებში ევალება. ისე ცნობისთვის ევროპულ კინოლოგიაში ყველაზე დაბალი რანგის სეჯიბრებებია, რადგან არ ექცევა ისეთი დიდი ყურადრება ძაღლის სტილს და სისწრაფეს როგორც სანადირო ან დიდ ძებნაში. შარშან მსოფლიო ცემპიონის ტიტული მსგავს შეჯიბრში მოიპოვა პოინტერმა ეისონმა, გამომყვანი და მფლობელი აკოპ მანუკიანი-რუსეთი. ძაღლმა აპორტირება გააკეთა მინდვრიდან და წლიდან. ზოგადად აპორტირების სწავლება პატრონზეა დამოკიდებული. მაგრამ პოინტერს და ინგლისურ სეტერს არასდროს არ თხოვდნენ ამას რადგან ამისთვის ინგლისელებს ყავდათ რეტრივერები რომლებიც ასრულებდნენ ამ შავ სამუშაოს! d.kakulia
პირველ რიგში ჭიაზე დაამუშავე, თუ გაქაჩავ და უყიდი არის ვეტაფთიაქში ეგეთი წამალი-კატოზალი-ცხოველებს და ფრინველებს უკეთებენ ოპერაციის, მშობიარობის ტრამვების მოშუშების მერე-ახდენს ორგანიზმის აღდგენას. ღირებულბა წამლის არის 35 ლარი, უკეთებ კუნთში ან წინა კიდურების ან უკანა, 4 დღე დღეში ერთხელ 3 გრამს.
საკვებს რაც შეეხება ორივე ძაღლს ვაჭმევ ესპანურ ბონ მასკოტას, საკმაოდ კარგი და ხარისხიანი საკვებია, ღირებულება 70-75 ლარი. d.kakulia
monadire_999, პოინტერი და და ძაღლისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემა სხვადასხვაა,თუ ფიქრობთ თქვენ რომ ანალოგიური პრობლემა მდევარს არ შეიძლება ქონდეს?ამისათვის არსებობს http://www.bazieri.ge/forum/38-109-1 ეს თემა და ყველა მაგდაგვარი რომელიც ძაღლის ჯანმრთელობას ეხება.არსებობს კიდევ თავისუფალი თემა და თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ საკითხზე საუბარი(სხვათა შორის ორია თავისუფალი თემა).ძაღლს რომ ერთჯერად სუპებს აჭმევ და ლეკვობის შემდეგ სარძევე ჯირკვლები რომ აქვს ჩამოშვებული,მაგას პოინტერთან კავშირი არ აქვს და არაფერი დამიწერია გაურკვევლად მეგობარო,ამ პოსტების გაწმენდასა და განკუთვნილ თემებში დასაბინავებლად ხალხი ირჯება,პატივი ვცეთ მათ უანგარო შრომას. პს;არც ის არის თემატური,ვინმე თუ დაწერს,პოინტერი დედოფალია და უმაგრესია,ან რა საჭიროა.მე მაგალითად კურცჰაარები ვიცი რომლებიც პოინტერებს ჯობიან პოინტერობაშიც.აზრის დასაფიქსირებლად არსებობს საიტზე ხმის მიცემის ველი და საკმარისია სავარაუდოდ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
კი ძუ ლეკვს ვგულისხმობდი.სამწუხაროა რომ მონადირეთა 99% ის მოთხოვნილებები ვერ აკმაყოფილებს მაგ ლეკვების ხარისხს.დიდ ძებნაზე არაფერს ვამბობ და ამ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები გადამხდა რომ რეალურად სანადირო ძებნის მქონე ძაღლის მუშა ზონაში გიცვივდება ადამიანს ხალხი,ნაკვეთის თავში მანქანებით გელოდებიან და როგოც კი ძაღლი ნაბულს გააკეთებს,გადმოსვავენ ძაღლებს და მინიმუმ 5 ადამიანი ძაღლებითურთ მოგაქცევენ ალყაში,თოფის ხმა ხომ საერთოდ მანოკივით მოქმედებს თითქოს ფრინველი მარტო იქ არის.მეგობარი მოშორებით ნაკვეთში ჩამოდის სანადიროდ(ერთ ნაკვეთში შესვლას რა აზრი აქვს,გვერძე მონადირიდა როცა მინიმუმ 150 მეტრი დისტანციას ითხოვს ჩემი ძაღლი) და ამ დროს სხვათა მიზეზით მანქანაში ჩაჯდომა მიწევს ადგილის შესაცვლელად. იმედი მაქვს მივალთ იმ დონემდე რომ,ოდესღაც მეც მეყოლება ჩემი მოსაწონი და ნამდვილი პოინტერი. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
monadire11, წინანდლის საშენი დაახლოებით მივხვდი რაც არის მარა შეგიძლია ორიოდე სიტყვით უფრო დაწვრილებითი ინფო მოგვაწოდო ამ საშენის შესახებ??. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, კი კარგი იქნებოდა გიოს ვენაცვალე მაგრამ იმას ვჩივი 99% თქო და რომ გაიგებენ ვინც არის monadire11, ი მერე ნახე შენ ამ თემის გაოფება და გაოხრება,შეჭამენ ამ კაი ადამიანს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
რატომ შემჭამენ დავაშავე რამე? რაც შეეხება მე და ჩემს საშენს ,მე ვარ გიგა მეგუთნიშვილი კახელი წინანდლელი,ამიტომ ჰქვია ჩემს საშენს წინანდალი,მასში ცხოვრობს 2 ზრდასრული ძუ და 1 ხვადი და 7 ლეკვი,რომელთაგან 3 ძუ და ერთი ხვადი რჩება ჩემთან ხოლო დანარჩენი იყიდება.ყველა ჩემი ძაღლი არის ევროპული სისხლების
kucuna1, ისეთი არაფერი გოფებაც არ იქნება, პოინტერის თემაა და გიგა პოინტერის საშენზე თუ დაწერს მშვენიერი იქნება. სუ ლეკვების ძიებაში როა ხალხი, ა ბატონო, ამათზე კარგი ლეკვი ამ წუთას არ მეგულება მე. დაინტერესდება ვინმე და დაუკავშირდებიან გიგას. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
monadire11, ცოტა ხნის წინ ძაღლსაშენების ვებგვერდებს ვათვალიერებდი,გრეისიზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ქონდათ განთავსებული,დიდი სიამაყით წერდნენ გრეისიზე რომ მათი ძაღლსაშენიდან იყო,შენც ხარ მოხსენიებული,ამას ჩემგან არ გებულობ რა თქმა უნდა მაგრამ მინდა რომ სხვებმა იცოდნენ რეალურად რომ ამ მონაცემების ძაღლები იშვიათად იბადებიან და რამდენად საამაყო უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანისთვის წვდომა რომ გვაქვს მის შთამომავლობასთან.არც ძაღლი მყავს ურიგო და არც მე ვარ წეროს მოყვანილი მაგრამ სიამოვნებით შევიძენდი,შენი რჩევის შესაბამისად მივიყვანდი დაგეშვის ასაკამდე და შენვე დაგახვეწინებდი.რაც რომ მაფერხებს წინა პოსტშიც დავწერე.არადა დღეს დღეისობით არანაკლებ თანხებს იხდის ხალხი და მხოლოდ იმაში რომ მშობელს რინგზე ფრიადი აქვს. ძაღლსაშენის არსებობა კი მართლაც სასიხარულო ამბავია,ეგ გარანტიას გვაძლევს რომ ძაღლების ხარისხი მოიმატებს სამომავლოდ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1 მეგობარო წელს ძალიან ბევრი ვინადირე სართიჭალასა და საგარეჯოს ტერიტორიაზე,ყოველ მეორე დღეს ხან ერთი ძაღლით დავდიოდი ხან მეორეთი და ხან მესამეთი,ერთადერთხელ გახსნაზე შემექმნა პრობლემა როდესაც 5 მა მუტრუკმა ჩამიჭრა გზა,მაგრამ დამიჯერე რანაირი ძაღლითაც გინდა ინადირო მაინც ჩაგიჭრიან,ისე დამიჯერეთ და გრეისი საველეზე სულ სხვაა და სანადიროდ სულ სხვა,როდესაც თოფს ხედავს ჩემს ხელში სულ იცვლება,ხოგადად ფიქრობს და ეგრება იმ რელიეფს და ადგილს სადაც ვნადირობ,ისე ამ ძაღლებს ბადალი არ ყავთ კაკაბზე და მთის ნადირობებზე.გრეისი ნამდვილად გამომადგა და ღმერთს მადლობას ვუხდი,მარა დამიჯერეთ ლოკი უფრო გამომადგა ,ძალიან მაგარი ხვადია და მიხარია რომ საქართველოში მოხვდა და თავისი ძმების მსგავსად რუსეთსა და სერბეთში არ მოხვდა. ვიდეოს დადება მინდა მარა ვერ დავდე
monadire11, გრეისის ყველა ვიდეო ნანახი მაქვს რაც რომ ინტერნეტსივრცეში ჭაჭანებს,ლოკი მაინტერესებს ძალიან მაგრად და თუ შეგიძლია რომ ვიდეო გვაჩვენო.რამდენადაც ვიცი უკვე მეორე თაობაა ამ წყვილის,რას შვრებიან უფროსი თაობა,ვიცი ჯერ რაიმეს თქმა ნაადრევია მაგრამ რიგითი პოინტერის ლეკვებიდან რომ გამორჩეულები იქნებიან ეგ ცალსახაა.მეორე ზრდასრულ ძუზეც ხომ ვერ გვეტყოდი რამეს.რადგან საწინააღმდეგო არაფერი გაქვს,სასურველი იქნებოდა რომ ლწკვების მოლოდინი დაგეანონსებინა ხოლმე,ამ თემაში ძირითადად პოინტერების გულშემატკივრები სტუმრობენ და მე პირადად გული დამწყდებოდა,ლეკვი რომ შემეძინა და ერთ კვირაში შენს ძაღლსაშენში ლეკვები დაბადებულიყვნენ(ამ ფრაზას იმედი მაქვს სწორად გამიგებთ),ერთი წლით ხომ არ აგვყავს ძაღლი და ლოგიკურია რომ ხარისხიანი ავიყვანოთ და ძვირი გადავიხადოთ გვირჩევნია. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1 გრეისი არასდროს არ დამირთვას მეგობარო,პირველი ბუდობაა გრეისის,ლოკიც ახალგაზრდაა,ვიდეო ლოკისი ჯერ არ მაქვს.მეორე ძუს რაც შეეხება არის არისტანის კლემენტის შვილი(ევროპაში ყველაზე სტილიანი ხვადია კლემენტი) ჰქოვია ექტროკანიელპის გრემი,გრემი ყავდა სერგო შაგინოვს,ეხლა ჩემთანაა და დართულია პატივცემულ ლოკიზე,გრემის ყავს უკვე ერთი წლის ლეკვები, ძალიან პერსპექტიული ძუ არის ჩემი ძმაკაცის გიო არაბულის ხელში,ვნახოთ რა გამოვა,მეგობარო საწყენი ისაა აგერ ორი ხვადია გასაყიდი და მაქსიმალურად ვახანგრძლივებ მაგათ საქართველოში ყოფნას,იქნებ აქ დარჩნენ და გამოგვადგნენ მეთქი მარა სულ ტყუილად.
monadire11, თუ ბიზნესის კუთხით უდგები მაგ საკითხს უნდა გაატანო აზერბაიჯანელი კი არა თურქი და ოსმალოც რომ იყოს. თუ ქვეყანაში გინდა ლეკვების დატოვება მაშინ ისეთი ფასი უნდა ედოს რასაც როგითი ქართველი მონადირე გასწვდება (მაპატიეთ თუ ვცდები, ჩემი გადმოსახედიდან ვაფასებ ასე). ან დაიცადო და შეიძლება გამოჩნდეს ვინმე მაგ ფასის გადამხდელი. ძალიან გთხოვ საწყენად ნუ მიიღებ. მე გავზრდიდი მასეთ ლეკვს დიდი სიამოვნებით, და კარგ ძაღლადაც დავაყენებდი მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მიუწვდომელია ის ფასი რაც თქვენ ძაღლებს ადევთ. წარმატებები ლეკვების გაყიდვაში.
tereos, ერთი შეხედვით სწორია რასაც შენ ამბობ 100%. მაგრამ მაგ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ეხლა წარმოიდგინე თვითონ ამ ადამიანმა რანდენი გადაიხადა ამ ლეკვებში + კიდე ჩამოყავს როგორც მივხვდი ამ ყველაფერს დავამატოთ ის ხარჯები და ენერგია რაც მათ აქამდე მოყვანაში შეალია და ცოდოა ეს ადამიანიც. და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყველაფერი კარგი ძნელად მისაწვდომია და ძვირად ფასოფს. გულდასაწყვეტი კი ნამდვილადარის გულით რომ გინდა და მიუწვდომელია, განა იმიტომ რომ ძვირია. არამედ იმიტომ რომ ჩვენი სახსრები ბერ წვდება მას.
tereos მეგობარი შენ რა ფასს ეძახი ქართველებისთვის მიუწდომელს?100 ლარი? გრეისში მაქვს 1000 აშშ დოლარი გადახდილი,ლოკის დედის შეჯვარებაში მარტო 1500 ევრო გადავიხადეთ,დაგირეკავს გიკითხავს ფასი? ბიზნესის თვალსაზრისით რომ ვუდგებოდე აქამდე გაყიდული იქნებოდა ყველა ლეკვი. იქნებ ხელმისაწვდომია.ეს თემა არაა ყიდვა გაყიდვის ბოდიში მოდერს
monadire11, ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ისე აგეწყოს შენი საქმე როგორც შენ გინდა. მე საწყენად არაფერი დამიწერია. ყველაფერს დრო და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დაარეგულირებს . მე მგონი არ ვცდებოდი თუ დავწერე რომ 500 ამერიკული დოლარი (1160 ლარი) მაღალია ქართველ მონადირეთა უმეტესობისათვის. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ჩემი აზრის გამოთქმით თუ ვინმეს რაიმე ვაწყენინე. ასევე ადმინისტრატორს თუ არათემატურად ვპოსტავ. ამის დაწერაც არ მინდოდა რომ კამათში არ გადაზრდილიყო, მაგრამ არც ის მინდოდა ჩემი ნათქვამი არასწორად გაგებულიყო.
ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი საშუალოდ სამი ლარი არის,მონიმუმ ერთ კოლოფს ეწევა ყოველდღიურად ყოველი მწეველი,წელიწადში 365 დღე არის რამდენადაც მახსოვს.365*3=1095 ლარი,ეს მინიმუმ.ანუ რეალურად გამოდის რომ,ყოველ წლიურად,მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე,მწეველი კაცი საკუთარი თვალის წინ წვავს აღნიშნულ თანხას(მათ შორის მეც).მაგრამ ანალოგიური თანხის გადახდა ძაღლში,რომელიც ათი წელი უნდა ემსახუროს ეძვირება.რატომ;1)ფილტრი არ აქვს.2)ცელოფანში არ არის გახვეული.3)აქციზი არ აქვს.და კიდევ სხვა მრავალი. შესაძლებელია საქართველოში ერთერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება მაქვს მაგრამ,არცერთი წამით არ დამენანებოდა,თუნდაც სასესხებელი ფული.ძაღლი რომ არ მყავდეს ასეც მოვიქცეოდი,არ ვემდური ჩემს ძაღლს მაგრამ,მინდა გითხრათ რომ არც ძალიან ნაკლები მაქვს გადახდილი.იმ დროისთვის რომ მქონოდა ამგვარი შანსი,არც მეტზე დავფიქრდებოდი ვიდრე აფასებს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1 გაიხარე მეგობარო,სასიხარულოა როდესაც ვხედავ კაცს ვინც იცის რეალური ფასი,მე ამ დართვიდან ავიყვანე უკვე რაც მჭირდებოდა, 3 ძუ და 1 ხვადი,კიდევ ერთი ხვადიც ჩემი დასაგეშია,მე ძაღლი არასდროს არ გამიჭირდება და ის ზუსტად ვიცი რომ ჩემ ძაღლებზე ნაკლები პოინტერი არასდროს აღარ მეყოლება,ამ ფორუმზე 2383 დღის წინ დავრეგისტრირდი,როდესაც ვკითხულობ ძველ თემებს გული მისკდება რეებს ვწერდი თურმე ,პირველი "პოინტერი" იყო საბჭოთა მოშენების ძაღლი რომელიც ძალიან კარგი მონადირე იყო უდაოდ,3 მესამე ხარისხი ჰქონდა,მაგრამ ერთხელ გიორგი კუხალეიშვილი გავიცანი და მან მასწავლა როგორ მენახა იუთუბზე გრეისის დიდი პაპა მილორდ დი გროპო, მას მერე ოცნება გამიჩნდა მყოლოდა ესეთი ძაღლი,მთელი ზაფხული მტვირთავად ვიმუშავე რათა გრეისი მეყიდა და ღმერთმა გადმომხედა და კარგი ძაღლი გამოვიდა უდავოდ.ასე რომ მონდომებული ხალხია მთავარი :)))
kucuna1, აზრი არ აქვს თემო მაგ კალკულაციას! რაზეა ლაპარაკი 500$-საც ვხარჯავთ სიგარეტში და ბევრად მეტსაც, მარა ერთიანად როცა უნდა გადაიხადო მაშინ ცოტა მწუთხე ამბავია. მართალს ამბობს ერთის მხრივ ტერეოსი ქართველი რიგითი მონადირისათვის შესაძლოა მიუწვდომელი იყოს მასეთი ლეკვი რადგან ვერ გადაიხდის 500$ მაგრამ რიგითი მონადირის ხელში მე პირადად არც მინდა რომ მოხვდეს ხოლმე მასეთი ხარისხის ლეკვები! 100 მონადირიდან 10 თუ დაგეშავს შესაბამისად კარგი იქნება მაგრამ ათიც ვერ დაგეშავს შესაბამისად და დავინახავთ მერე მინდორში ფეხებში მოძუნძულე პოინტერს რომელსაც გამუდმებით უყვირის პატრონი „ახლოს ახლოს მოდი შენი.... "! ვინც არი დამფასებელი და მცოდნე ის გადაიხდის მაგ ფას და ვინც არ იცის ის არ გადაიხდის. უბრალო ამბავია რა. ჩემს რეგიონში ტიპები შენიაჩკას არ მოიკითხავენ ხოლმე იმიტო რო კიდიათ და ასეთი ტიპი არ გადაიხდის ფულს და ასეთის ხელში არც უნდა მოხვდეს კარგი ლეკვი. მერე პოინტერი მდევარზე რო არ შეაჯვაროს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მთელი ზაფხული მტვირთავად ვიმუშავე რათა გრეისი მეყიდა -
ფასზე არ ღირს კამათი. ბევრს რომ აჩუქო ჩვეულებრივ "კურცხალას" გაზრდის, ჯერ არ ვართ მზად ასეთი ძაღლების მისაღებად. ალბათ ჯერ მენტალური პრობლემები უნდა მოგვარდეს.
დამატებულია (04.10.2016, 22:36:49) --------------------------------------------- ნადირობისადმი მიდგომა, შეხედულება უნდა შეიცვალოს და მერე დააფასებს ადამიანი ასეთ ძაღლს.
დამატებულია (04.10.2016, 22:42:08) --------------------------------------------- ახლა უბრალოდ "ძვირიანი" ლეკვებია.
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!