06:36:25
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
პნევმატური იარაღები
monadire_999დრო: ორშაბათი, 13.03.2017, 14:27:22 | შეტყობინება # 1551
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ეგ გასაგებია რაც უფრო მძიმეა ტვია სიჩქარეც უფრო დაბალია მარა ეგ თოფის მაქსიმალური შესაძლებლობა წერია დაბალგრამიან ტყვიაზე.. ისე როგორი თოფებია გამოცდილი აქ ვინმეს ან გქონიათ შეხება?

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 13.03.2017, 18:02:42 | შეტყობინება # 1552
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფირმა ესპანურია, მაგრამ კაი ხანია აზიის ქვეყანაში კეთდება (მგონი ტაივანში). ხარისხით ნორმალურია, თუმცა არამგონია თურქულებზე ბევრად უკეთესი იყოს. რაც შეეხება 385მ/წმ-ს, გულისხმობენ ნახევარგრამიანი ტყვიით. საერთოდ, როცა ტყვიის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს გადააჭარბებს, სიზუსტეც და სიჩქარეც მკვეთრად ქვეითდება, ამიტომ მასეთი თოფიდან მძიმე ტყვიით უნდა ისროლო, რომ ტყვია დაახლოებით 300-ზე ნაკლებით გამოფრინდეს ლულიდან.
დამთავრდა ნადირობის სეზონი, დავწმინდეთ, დავალაგეთ თოფები და პნევმატურებზე გადავერთეთ, ხომ!
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 13.03.2017, 20:13:42 | შეტყობინება # 1553
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო რავქნა ძმაო უიარაღოდ ყოფნა არ შემიძლია და :) ჩემი არმსანი თავის კეისში დევას უკვე შკაფის თავზე და ახლა პნევმატურს ვიყიდი ამ კვირაში,, სამსახურში მიშენიები ამოვბეჭდე პრინტერზე ბლომად, დავდგები და გავერთობი თავისუფალ დროს..
მეც იგივე აზრზე ვარ რა, ექსპერიმენტების ტარებას მირჩევნია ისევ ჰატსან 95 ან სტრაიკერი შევიძინო, სიზუზტეც კარგი აქ, სიმძლავრეც და გამოცდილიც აქვს ხალხს. ჰატსან 125 გადავიფიქრე ზედმეტად მძლავრია და არაზუსტიო ყველამ მითხრა, ოპტიკასაც აზიანებს ვიბრაციის გამოო.
ბოლობოლო შევჩერდი ან ჰატსან 95 ან სტრაიკერი, ჰატსან 90-იც არაა ცუდიო. იმედია არ შევცდები ამ სამი თოფიდან რომელიმეს ვიყიდი და. 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 13.03.2017, 21:25:49 | შეტყობინება # 1554
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქუთაისში ვესტერნში ქონდათ, გრიშაშვილის ქუჩაზე ადრე, მაგათ ჩამოაქვთ ქარხნიდან. დათო ქვია მგონი, პატარა ტანის ახალგაზრდა კაცია. მაინც თავი დაიზღვიე და კითხე დანაბრუნები ან ნარემონტალი ხომ არაა თქო. რომ იყიდი ერთი კოლოფი ტყვიები ფეშქაში გეკუთვნის, პირველი გასროლები რაც შეიძლება დიდი მასის ტყვიებით გააკეთე, რომ საკონსერვაციო საცხი მანჟეტის დაზიანების გარეშე გამოიწვას, არავითარ შემთხვევაში ცარიელი გასროლები არ გააკეთო და კი იცი, მაგრამ მაინც - საშიში თოფია, მაგარი ძალა აქვს.
 
beqa123დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 16:35:08 | შეტყობინება # 1555
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, monadire_999, ბიჭებო ჰატსან მოდ 33 იყო(ეს ამბავი ასე 4 წლის წინანდელია,ეხლა აღარც გამოდის მემგონი ეს მოდელი) თავიდან ერთი თვე ნორმალურად მუშაობდა,სიმძლავრეც კარგი ჰქონდა და ზუსტადაც მიჰქონდა,ერთი თვის შემდეგ დაეწყოოოო....ლულის და კონდახის 069 069 გარდა ყველაფერი შეცვლილი მქონდა,ბოლოს ვეღარცს "პრუჯუნას" იჭერდა და ტყვიების აქეთ-იქეთ გაფანტვა დაიწყო და აღარც მიცდია გაკეთება
 
TURAდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 17:39:29 | შეტყობინება # 1556
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 159
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი ბიჭებო,უცხოეთიდან შეიძლება შემოტანა?
ბენჟამინი
ეს კარგი მოდელია ამ ფასად?
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 20:12:32 | შეტყობინება # 1557
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი...
გაიხარე ძმა, ხო ვესტერნში ვაპირებ ყიდვას, ვიცნობ მაგ დათოს, თოფიც მანდ ვიყიდე.. ამ თვის ბოლოს გვექნება ახალი პარტიაო მარა ფასი მოიმატებს საკმაოდ დოლარის კურსის გამოო ვესაუბრე და ასე მითხრა.. რჩევისთვის დიდი მადლობა, თავიდან მძიმე ტყვიებს ვიხმარ, კაი რჩევაა ეგ არ მქონდა გათვალისწინებული 10 10

დამატებულია (14.03.2017, 20:12:32)
---------------------------------------------
ისე თავიდან საერთოდ გასროლამდე გაწმენდა ჯობია ხო? ეგ საცხი რო მოშორდეს..


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
besarionდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 20:48:48 | შეტყობინება # 1558
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სალამი მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს..მაგ Hატსან 90 ს..გაფორმება სჭირდება..თუ მიხვალ ჩვეულებრივად გადაიხდი თანხას და წამოიღებ სახლში??
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 21:09:59 | შეტყობინება # 1559
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰატსან 90-საც და ნებისმიერ პნევმატურ თოფს ჩვეულებრივად მიხვალ, იყიდი და წაიღებ სახში ძმა gimili
უკეთ აგიხსნი, ნებისმიერი პნევმატიკა რომელიც არი 4.5 კალიბრის არცერთს არ უნდა გაფორმება და უპროლემოდ შეგიძლია შეიძინო. ხოლო 5.5 კალიბრი და ზემოთ ფორმდება ჩვეულებრივად როგორც თოფი და თან ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია.


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
besarionდრო: სამშაბათი, 14.03.2017, 22:06:17 | შეტყობინება # 1560
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა ძმა ყურადღებისთვის
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 14.03.2017, 22:49:10 | შეტყობინება # 1561
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
39 39

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 10:54:50 | შეტყობინება # 1562
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ისე თავიდან საერთოდ გასროლამდე გაწმენდა ჯობია ხო? ეგ საცხი რო მოშორდეს..

ხო, ჯობია, და მაგას დეკონსერვაციას ეძახიან. გარკვეული საცხი აქვს რომ არ დაიჟანგოს და როცა გასროლას იწყებ, როგორც სალიარი დიზელის ძრავში, ისე ფეთქდება ეს საცხი და მაღალი წნევის გამო დგუშის მანჟეტს აფუჭებს და მერე ძალა ეკარგება თოფს, მანჟეტი გამოსაცვლელი ხდება. მასეთ ძლიერ თოფს გამოუცდელი ადამიანი ვერ დაშლის, რომ დეკონსერვაცია ჩაუტაროს, რადგანაც სპეციალური მოწყობილობა უნდა გააკეთოს ძლიერი ზამბარის გამოისობით. შედარებით იოლი გამოსავალი, ანუ მანჟეტის ნაკლებდამაზიანებელია პირველი 30-40 გასროლა მაქს მძიმე ტყვიებით სროლა, ნელნელა გამოიწვება საცხი.

დამატებულია (15.03.2017, 10:44:24)
---------------------------------------------

Quote TURA ()
სალამი ბიჭებო,უცხოეთიდან შეიძლება შემოტანა?

მაგას ვერა, 5,5 კალიბრია და ჩვენთან აკრძალულია.

დამატებულია (15.03.2017, 10:54:50)
---------------------------------------------

Quote beqa123 ()
ჰატსან მოდ 33 იყო

ეს მოდელი ახლაც გამოდის, პატარა და სუსტი მოდელია, თუ არ ვცდები ვესტერნში 170 ლარი ღირს.ძველი მოდელები უფრო უხარისხოები იყოო, ამბობენ. ახლებს სულ უფრო ხვეწენ თურქები.
 
besarionდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 11:53:11 | შეტყობინება # 1563
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hatsan at 50 long..ამ მოდელზე რა სიტყვით ეგ თუ შეიძლება? ჩვენი კანონი კრძალავს?ანუ რასიძლიერისიც არუნდა იყოს პნევმატური თოფი თუ ის 4,5 კალიბრია ყველა დაშვებულია?
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 13:46:22 | შეტყობინება # 1564
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასეა, მთავარია 4,5 კალიბრი იყოს. თუმცა თუ შემოტანას აპირებ, წინასწარ საბაჟოზე ან საპატრულოში გაიკითხე, რაიმე ნებართვა ხომ არ ჭირდება შემოტანას, მერე ჩვენც გვითხარი - თურქეთი ახლოა და იქ იაფი იქნება.
 
monadire_999დრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 16:04:40 | შეტყობინება # 1565
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ვნახე ეგ მოწყობილობა ინტერნეტში რითაც შლიან ამ თოფებს.. https://www.youtube.com/watch?v=q7c33k5jBMw
აი ლინკიც როგორ კეთდება ეგ მოწყობილობა, საკმაოდ მარტივია და მეთვითონ გავაკეთებ სახლში როგორც კი მოვიცლი..

დამატებულია (15.03.2017, 16:04:40)
---------------------------------------------
გავითვალისწინებ და მთლიანად დავშლი კარგად გავწმინდავ და მერე გავაკეთებ პირველ გასროლას..
და ერთი რამ მაინტერესებს, ამ სპეციალურ საცხს რო მოვაშორებ მერე კარგად გავამშრალო, ავაწყო და ვსიო მზადაა სასროლად? მექანიზმი ან რომელიმე დეტალს დაზეთვა არ უნდა საერთოდ? მაგალითად მე მაქ ზეთი მაგნუმ 2000 რომელსაც ვხმარობ ჩემს სანადირო თოფზე საწმენდად (არმსან ა612-ზე). და ამ ზეთით რო გავწმინდო მექანიზმი და ლულა რაუჭირს?


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 15.03.2017, 20:17:35 | შეტყობინება # 1566
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაღაცას ხმარობენ, მგონი გრაფიტის საცხია, და იმასაც ძალიან თხლად და მხოლოდ კიდეზე უსვამენ მანჟეტს. ჯობია ბატონ სოსოს - მინჩანინს ვკითხოთ. ჩემს რუსულ იჟებს არ დასჭირვებიათ, მაგათი სუსტი ზამბარა დეტონაციას ვერ იწვევს. სხვათაშორის მოიძიე ინფორმაცია "стрельба дизелем с пневматики", დაგაინტერესებს, მაგრამ არ გირჩევ რომ გამოცადო.
ლულა დაახლოებით ყოველი 200-300 გასროლის შემდეგ უნდა გაწმენდა ძაფზე გამობმული მაგ თოფის საწმენდ ზეთში დასველებული ჩვრით სროლის მიმართულებით ძაფის გამოქაჩვით. მერე სუფთა ჩვრით და ბოლოს 5-6 ტყვიის გასროლით, რომ მიზანი "დაუბრუნდეს".
 
giorgigagoshviliდრო: ხუთშაბათი, 16.03.2017, 01:34:01 | შეტყობინება # 1567
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire_999, ჰატსან მოდელ 95 მაქვს 8 წელია, თავიდან რომ ვიყიდე არ მომიცილებია საკონსერვაციო სმასკა, ისე არც გირჩევთ მის მოშორებას, იმიტომ, რომ მაგის დაშლა აწყობა არაა მარტივი. იქ ცალკე სასხლეტის ჩამკეტი აქვს, თვითონ სასხლეტის ბუდეა, მერე ზამბარის ამოძრობაა რთული და კვლავ უკან ჩასმა. ამ პნევმატურზე, ვიტყვი რომ, ძალიან კაია, ძლიერია, მიზანში კარგად ხვდება, კაი დაჯგუფება აქვს შესაბამისი ტყვიით და იმის კვალობაზე, რომ ბავშვობაში იჟ 38 მქონდა, ძალიან მძლავრია მასთან შედარებით, საშიშია რაღაც შემთხვევებშიც, ყვავებს, ქედნებს, კაჭკაჭებს და მასეთ რამეებს თავისუფლად ერევა. შენ მარტო მოარტყი დანარჩენი თვითონ იცის gimili

HOLLAND & HOLLAND
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, 16.03.2017, 19:47:57 | შეტყობინება # 1568
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ძმა რავიცი ამდენ რჩევაში ბოლობოლო ორი თოფი გადავწყვიტე საბოლოოდ, ან ჰატსან 95 ან ჰატსან სტრაიკერი, ყველაზე მეტად მესიმპატიურა ეგ ორი მოდელი.
ჰატსან 125 ტჰ მომწონდა ზაან ვიზუალურადაც და სიმძლავრითაც მარა ძაან ბევრმა მითხრა რო მძლავრი კია არა არაზუსტიაო, თან ძლიერი ვიბრაციის გამო ოპტიკასაც აზიანებსო.
ჰატსან 95-ს და სტრაიკერსაც შენი თქმის არიყოს ყველა აქებს მიზანშიც და სიმძლავრეშიც და რაღა ჩემი გამოდგება ბრაკი 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!

შეტყობინება დაამუშავა monadire_999 - ხუთშაბათი, 16.03.2017, 19:50:00
 
aleksa123დრო: კვირა, 19.03.2017, 02:20:33 | შეტყობინება # 1569
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო გმარჯობათ იჟ-22 როგორია ძალაში კარგი ზამბარით?

ინადირე მაგრამ ზომიერების ფარგლებში
 
პედიატრიდრო: კვირა, 19.03.2017, 11:16:27 | შეტყობინება # 1570
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე სუსტია, მაგრამ კარგი ლულა აქვს და ზუსტია, რათქმაუნდა თუ დაზიანებული არაა.
 
beqa123დრო: კვირა, 19.03.2017, 12:55:34 | შეტყობინება # 1571
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ახალ benjamin titan xs np _ში ღირს 550 ლარის გადახდა,გასაგებია,რომ ბრენდია,კარგია,მაგრამ მაინც გაბერილად მეჩვენება ეს ფასი
თქვენ რას იტYვით?????????????????????????
 
პედიატრიდრო: კვირა, 19.03.2017, 14:55:38 | შეტყობინება # 1572
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბრენდი არაა, მამით ამერიკელია მარა დედა ჩინელი ყავს. გააჩნია რა თანხას ფლობ. ღირს, მარა მე უჯიშო მაგრამ საკმაოდ კარგ და იაფიან ტურკიშს ვიყიდდი.
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 20.03.2017, 19:08:30 | შეტყობინება # 1573
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭები დღეს მომიტანა მეგობარმა ჰატსან 85 სნაიპერი, გამისწორეო, სად არ მქონდა და ვერ გავასწორეო, ასეთ შემთხვევაში რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჯერ ვერ მოვიცალე რო ვნახო სამსახურის გამო სახში მიდევს. ოპტიკა დაზიანებული ხოარაათქო და არაო გავასინჯე მაღAზიაშიო თუარ მომატყუა 23

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
minchaninდრო: ორშაბათი, 20.03.2017, 22:46:27 | შეტყობინება # 1574
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ბიჭები დღეს მომიტანა მეგობარმა ჰატსან 85 სნაიპერი, გამისწორეო, სად არ მქონდა და ვერ გავასწორეო, ასეთ შემთხვევაში რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჯერ ვერ მოვიცალე რო ვნახო სამსახურის გამო სახში მიდევს. ოპტიკა დაზიანებული ხოარაათქო და არაო გავასინჯე მაღAზიაშიო თუარ მომატყუა


ოპტიკური სამიზნის მქონე პნევმატური (და, ასევე ცეცხლსასროლიც) შაშხანის სიზუსტე დამოკიდებულია - თოფზე, ტყვიაზე, ოპტიკურ სამიზნეზე და მსროლელზე. თუ ჩამოთვლილიდან ერთი მაინც არაა სათანადო დონეზე სიზუსტე ცუდი იქნება.
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 21.03.2017, 16:46:50 | შეტყობინება # 1575
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ მოხსენი ოპტიკური სამიზნე და ღია სამიზნით შეამოწმე სიზუსტე, ამით მიხვდები თოფია დამნაშავე თუ ოპტიკური სამიზნე. ტყვია იყიდე ჩეხური მრგვალთავიანი საშუალო წონის ჯსბ ან გერმანული ჰ@ნ
 
monadire_999დრო: სამშაბათი, 21.03.2017, 22:30:56 | შეტყობინება # 1576
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ვასწორებდი,ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს, ვერაფერი მოვუხერხე, ხან მარცხნივ ხვდება ხან მარჯვნივ. ტყვიები საკმაოდ კარგია ჯსბ-ს სნაიპერია. სროლა და მიზანი ნამდვილად არ მეშლება, ბოლობოლო 2 სამხედრო კონტრაქტი მაქ მოვლილი სნაიპერის შტატით. თვითონ თოფიც რატომღაც არ მომეწონა, ძეტმეტი ვიბრაცია აქვს. არვიცი ყველა ეს მოდელი ასეა თუ მარტო ეს. საერთოდ გადავიფიქრე პრუჟუნიანის ყიდვა და მირჩევნია ცოტა დავამატო და ნიტრო ვიყოდო ან ბენჟამინი ან კროსმანი.

დამატებულია (21.03.2017, 22:30:56)
---------------------------------------------
როგორც ვიცი ბევრად ზუსტია ვიდრე ზამბარიანი პნევმატიკები.


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!

შეტყობინება დაამუშავა monadire_999 - სამშაბათი, 21.03.2017, 22:32:50
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 09:26:16 | შეტყობინება # 1577
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს
ოპტიკის ბრალი იქნება, დარტყმას ვერ უძლებს და ირევა,დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ოპტიკას. მეც მასე ვიყავი, ჩვეულებრივი ოპტიკა მქონდა და რომ გავასწორებდი რამდენიმე გასროლაზე ირეოდა თავისით.
Quote monadire_999 ()
როგორც ვიცი ბევრად ზუსტია ვიდრე ზამბარიანი პნევმატიკები
ეგ მასეა, ბევრი დადებითი აქვს ნიტროს, ვიდრე ჩვეულებრივ ზამბარას.


HOLLAND & HOLLAND
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 14:10:27 | შეტყობინება # 1578
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ღიათი ისროლე - თოფი შეამოწმე. ზამბარიან პნევმატიკას არ უვარს მაგრად ჩაბღუჯვა, ცოტა მოშვებულად გეჭიროს. ზამბარიანი პნევმატიკის ოპ. სამიზნეს მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვინემ ცეცხლსასროლს და კარგი ფირმის და ზუსტად ზდპ-ზე გათვლილი ოპ. სამ. უნდა იყიდო. მინიმუმ 100 ლარი დაჯდება ასეთი.
თუ ზდპ არ გინდა, მაგრამ საშუალო სიძლიერე გაწყობს, კარგი ვარიანტებია http://www.topguns.ru/qb-78-deluxe-nichego-obshego-s-crosman-1760/
http://www.topguns.ru/vintovka-ar2079b-shanghai/ http://www.topguns.ru/umarex-850-air-magnum-classic/
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 22.03.2017, 22:29:57 | შეტყობინება # 1579
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
დღეს ვასწორებდი,ზოგჯერ ათიანში მიაქ, ზოგჯერ საერთოდ ურევს, ვერაფერი მოვუხერხე, ხან მარცხნივ ხვდება ხან მარჯვნივ. ტყვიები საკმაოდ კარგია ჯსბ-ს სნაიპერია. სროლა და მიზანი ნამდვილად არ მეშლება, ბოლობოლო 2 სამხედრო კონტრაქტი მაქ მოვლილი სნაიპერის შტატით. თვითონ თოფიც რატომღაც არ მომეწონა, ძეტმეტი ვიბრაცია აქვს. არვიცი ყველა ეს მოდელი ასეა თუ მარტო ეს. საერთოდ გადავიფიქრე პრუჟუნიანის ყიდვა და მირჩევნია ცოტა დავამატო და ნიტრო ვიყოდო ან ბენჟამინი ან კროსმანი.


1. შეამოწმეთ გადამშვები ხვრელის ჰერმეტულობა. ანუ ჩაბერეთ ლულაში (მხოლოდ არა შეყენებულ თოფზე). ჰერმეტულობა უნდა იყოს აბსოლუტური. არსაიდან არ უნდა აპარებდეს ჰაერს. თუ ჰერმეტულობა არა არის, და იგრძნობა ჰაერის გაპარვა უნდა მოახდინოთ მაგ დეფექტის აღმოფხვრა.
2. გაატარე ტყვია ლულაში "შოპმოლით" ისე რომ "შომპოლმა" ხელი არ შეუშალოს ლულის "ნარეზებში" ბრუნვას. მიაქციე ყურადღება თუ როგორ გადადგილდება ტყვია. ანუ, ის თავიდან ძნელად უნდა დაიძრას. შემდედ თითქმის ერთნაირი წინააღმდეგობით, ყოველგვარი "ჩავარდნების" გარეშე, და ბოლოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოვიდეს ლულიდან. დააკვირდი ტყვიას გამადიდებელი შუშით. მასზე "ნარეზების" კვალი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული. ერთნაირად მთელ წრიულ ზედაპირზე. დააკვირდით შემავალ და გამომავალ "ფასკებს". არ ჰქონდეთ "ზაუსენცები". სხვათა შორის, თუ ლულიდან გამოსვლის დროს ტყვია იჭედება (მუხრუჭდება) ეს იმის ნიშანია, რომ ლულის კვეთის ფასკა დასამუშავებელია.
3. თუ აქვს ღია სამიზნე, როგორც ბატონმა პედიატრმა გითხრათ, შეამოწმწთ ღია სამიზნით.
4. სცადეთ სხვა და სხვა ტყვია. საერთოდ ყველა ლულას, ხაზს ვუსვამ ყველა ლულას, და არა თოფს უყვარს თავისი ტყვია. მოსინჯეთ სხვა და სხვა ტიპის ტყვიები. და, რომელიც ყველაზე პატარა დაჯგუფებას მოგცემს მასზე სცადეთ ოპტიკის გასწორებაც.
თუ შორს არ ხართ ზესტაფონიდან მომაწოდეთ და მე ჩავატარებ ყველა მაგ სამუშაოებს.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - ოთხშაბათი, 22.03.2017, 22:32:51
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, 23.03.2017, 14:10:59 | შეტყობინება # 1580
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიდი მადლობა მეგობრებო დახმარებისთვის, ძაან ბევრი ვეცადე, 3 ტიპის ტყვია ვისროლეთ რამდენჯერ ღმერთმა იცის, ოპტიკის გარეშეც ვერ მიაქვს კარგად მიზანში, უეჭველია რო თოფის ბრალია და რაღაც ხარვეზი აქვს, პროფესიონალის ხელი უნდა რა.. გავატანე პატრონს უკვე ვერაფერი მოვუხერხე და.. მე სამტრედიელი ვარ და არანაირი პრობლემა არამაქ ზესტაფონში ჩამოსვლის მარა თოფი ვისიც იყო ის ზუგდიდელია და თქვენი ნომერი თუ შეგიძლიათ დამიტოვეთ და გადავცემ და თუ შეძლებს ჩამოვა რა..
და კიდე ერთი მეც ვაპირებ თვის ბოლოს პნევმატიკის ყიდვას და ასე 450-500 ლარის (განვადებით მინდა ყიდვა) ფარგლებში მირჩიეთ რამე რაც გამოცდილი გაქვთ, მთავარია ზუსტი იყოს, სიმძლავრეც კარგია მარა სიზუსტე თუ არ ექნა მასეთი ძალა რაღათ მინდა. ოპტიმალური რა შეიძლება ამ ფასში, ნიტრო ზამბარიანს ვფიქრობ ბევრად ზუსტიაო და ამ ფასში რომელი ჯობია მირჩიეთ რა კაცურად. მთლად სუსტიც არმინდა.

დამატებულია (23.03.2017, 14:10:59)
---------------------------------------------
305 მ/წ-ში კარგი სიმძლავრეა და ამ სიმძლავრის ყველაზე ზუსტი რომელია? ვიცი რო მსროლელს გააჩნია და ტყვიას და ეგეთები მარა თოფიც ხოა უკეთესი და უარესი.
კროსმანს ან ბენჯამინს ნიტრო ზამბარით ვერ ვიყიდი ამ ფასში? და ეგ ნიტრო ზამბარა რამდენად გამძლეა? მალე ხოარ ფუჭდება? ბევრი კითხვა დავსვი მგონი მარა რავქნა სხვაგან სად ვიკითხო თქვენზე უკეთესად ვინ მირჩევს 23 23


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 23.03.2017, 15:57:20 | შეტყობინება # 1581
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დეკონსერვაცია, ფასკის გაკეთება, თავისივე გაკეთებული აირის ზამბარის ჩასმა და მიზნის გასწორება ბატონ სოსოს მიანდე, მინჩანინს. ბარემ თოფიც მაგას კითხე, რომლებს გირჩევს, ალბათ 300 ლარიან ჰატსანებს და კი ჩაეტევი აღნიშნულ თანხაში.
მესმის შენი, ნადირობის სეზონამდე რაღაცით ხომ უნდა გაიხალისო გული, მე პნევმატურის ყიდვებს შევეშვი და თვითონ ვჩხირკედელაობ რაღაცას ამ ამბავში.
 
monadire_999დრო: ხუთშაბათი, 23.03.2017, 18:32:30 | შეტყობინება # 1582
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო რა ეგრეა, გადავედი თევზაობაზე მარა მაინც იარაღისკენ მიმიწევს გული.

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
robertდრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 11:30:34 | შეტყობინება # 1583
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გთხოვთ დამეხმაროთ და სემარჩევინოთ ამ ორიდან რომელი ვიყიდო
Remington express xp tactical
crosman fury np
სიმაღლის და ძალის პრობლემა არ მაქვს :)
მოკლედ მიზანში სასროლად და სანადიროდ მინდა ასე 70 მეტრზე.
ნიტრო მინდოდა მაგრამ ზამთარში არ ვარგაო ასე ვიცი თუ დიდი სხვაობა არაა მათ შორის მე მაინც რემინგტონისკენ მიწევს გული.
ფასს თითქმის ერთნაირს ვიხდი 20 ლარიანი სხვაობააა.
წინასწარ გიხდით მადლობას რჩევისათვის
 
beqa123დრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 16:06:32 | შეტყობინება # 1584
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
robert, რა ფასი აქვთ?
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 16:53:17 | შეტყობინება # 1585
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უცხოურ საიტებზე 100 და 125 დოლარია. ვერაფერს გირჩევ, ასე ქენი: ჩაწერე საძიებელში და მიაწერე რევიუ ინგლისურად და მერე თარგმნე. აქ მინჩანინი თუ გირჩევთ რამეს.
 
beqa123დრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 17:36:57 | შეტყობინება # 1586
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მე Remington express xp tactical ის და crosman fury np ის ფასი უბრალოდ მაინტერესებდა,თორემ ერთი კვირის უკან benjamin titan xs ში 500 ლარი გადავიხადე
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 20:54:20 | შეტყობინება # 1587
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote beqa123 ()
ერთი კვირის უკან benjamin titan xs ში 500 ლარი გადავიხადე

გილოცავ, სასიამოვნო გართობებს და ნადირობებს გისურვებ. თუ არ დაგვზარდები, დაწერე შთაბეჭდილება, 30 მეტრში ბოთლის თავსახურს 5-დან რამდენს ახვედრებ და ა.შ.
 
minchaninდრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 22:47:11 | შეტყობინება # 1588
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote robert ()
გთხოვთ დამეხმაროთ და სემარჩევინოთ ამ ორიდან რომელი ვიყიდო
Remington express xp tactical
crosman fury np
სიმაღლის და ძალის პრობლემა არ მაქვს :)
მოკლედ მიზანში სასროლად და სანადიროდ მინდა ასე 70 მეტრზე.
ნიტრო მინდოდა მაგრამ ზამთარში არ ვარგაო ასე ვიცი თუ დიდი სხვაობა არაა მათ შორის მე მაინც რემინგტონისკენ მიწევს გული.
ფასს თითქმის ერთნაირს ვიხდი 20 ლარიანი სხვაობააა.
წინასწარ გიხდით მადლობას რჩევისათვის


მართალი ვთქვა რაღაც არსებით კონსტრუკციულ განსხვავებას მათ შორის ვერ ვხედავ. მით უმეტეს თუ ორივე ჩვეულებრივ ზამბარებზეა. ასეთის ჩმა.
 
robertდრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 23:03:37 | შეტყობინება # 1589
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
300 ლარს ვაძლევ კროსმანი ნიტროზე და რემინგტონი ზამბარაზე
Quote beqa123 ()
რა ფასი აქვთ?

დამატებულია (30.03.2017, 23:03:37)
---------------------------------------------

Quote minchanin ()
მართალი ვთქვა რაღაც არსებით კონსტრუკციულ განსხვავებას მათ შორის ვერ ვხედავ. მით უმეტეს თუ ორივე ჩვეულებრივ ზამბარებზეა. ასეთის ჩმა.


კროსმანი ნიტროზე და რემინგტონი ზამბარაზე
 
beqa123დრო: ხუთშაბათი, 30.03.2017, 23:20:38 | შეტყობინება # 1590
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, დიდი მადლობა ,გაიხარეთ, სიმართლე გითხრათ ცოტა მძიმეა და თუ რამზე არ დავაყრდენი მიკანკალებს ხელი(ალბათ მიუჩვევლობის ბრალია),ოპტიკაც მთალ ზუსტად ვერ გავასწორე(ჯგუფი კი კეთდება ნორმალური) ხვალ თუ მოვახერხე დავტესტავ 30 მეტრში და დავდებ ფოტოს
 
robertდრო: პარასკევი, 31.03.2017, 00:12:50 | შეტყობინება # 1591
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
---------------------------------------------
minchanin,
ზამბარას და ნიტროს შორის რამდენად დიდია სხვაობა, და რომელი უფრო გამძლეა ზამტარ ზაფხულში?
მე ქუთაისში ვცხოვრობ და ალბათ პნევმატიკის შეძენის შემდეგ მომიწევს ზესტაფონში ჩამოსვლა..
ან Remington express xp tactical ვიყიდი ან crosman fury np (ნიტროს) ხვალ უკვე უნდა გადავწყვიტო..


შეტყობინება დაამუშავა robert - პარასკევი, 31.03.2017, 00:13:43
 
minchaninდრო: პარასკევი, 31.03.2017, 21:06:00 | შეტყობინება # 1592
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატონო robert, წაიკითხეთ ეს თემა. და, ვფიქრობ პასუხსაც მიიღებთ.
https://www.facebook.com/permali....1147536
 
robertდრო: ორშაბათი, 03.04.2017, 10:30:50 | შეტყობინება # 1593
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
crosman fury np შევიძინე
ვიყიდე JSB Exact Beast Diabolo cal .177 1.02 მგონი მეტად მძიმეა ამ მოდელისათვის?
და რომელ ტყვიებს მირჩევდით სიზუსტე და ზიანის მიყენების მიხედვით?


შეტყობინება დაამუშავა robert - ორშაბათი, 03.04.2017, 11:14:30
 
minchaninდრო: ორშაბათი, 03.04.2017, 13:05:35 | შეტყობინება # 1594
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წონით 0,69 გრამიანები ჯობია ჩემი აზრით. სიზუსტით კი შესარჩევია "ჯსბ", "ბარაკუდა მატჩ", "კროსმან პრემიერ". თუმცა ზოგჯერ უფრო მსუბუქებიც კარგად მიფრინავენ. ცადეთ რამოდენიმე ტიპის ტყვია. და, რომელმაც უფრო პატარა ჯგუფი მოგცეთ იმაზე გაასწორეთ, და შესაბამისად ის იხმარეთ.
 
gugunaდრო: ორშაბათი, 03.04.2017, 21:04:03 | შეტყობინება # 1595
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10.34 naxe aba jsb

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
robertდრო: კვირა, 09.04.2017, 16:59:24 | შეტყობინება # 1596
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote minchanin ()
წონით 0,69 გრამიანები ჯობია ჩემი აზრით. სიზუსტით კი შესარჩევია "ჯსბ", "ბარაკუდა მატჩ", "კროსმან პრემიერ". თუმცა ზოგჯერ უფრო მსუბუქებიც კარგად მიფრინავენ. ცადეთ რამოდენიმე ტიპის ტყვია. და, რომელმაც უფრო პატარა ჯგუფი მოგცეთ იმაზე გაასწორეთ, და შესაბამისად ის იხმარეთ.

მადლობა რჩევისათვის, ვცდი 0,69 გრამიანებს

დამატებულია (04.04.2017, 09:05:19)
---------------------------------------------
Quote guguna ()
10.34 naxe aba jsb

1.05 იანი არმომწონს და შესაბამისად 1,35 იც იგივე იქნება თან მწარმოებელიც იგივეა

---------------------------------------------

დამატებულია (09.04.2017, 16:59:24)
---------------------------------------------

Quote minchanin ()
წონით 0,69 გრამიანები ჯობია ჩემი აზრით. სიზუსტით კი შესარჩევია "ჯსბ", "ბარაკუდა მატჩ", "კროსმან პრემიერ". თუმცა ზოგჯერ უფრო მსუბუქებიც კარგად მიფრინავენ. ცადეთ რამოდენიმე ტიპის ტყვია. და, რომელმაც უფრო პატარა ჯგუფი მოგცეთ იმაზე გაასწორეთ, და შესაბამისად ის იხმარეთ.


მთლად ზუსტად ვერ გავასწორე მიზანი 4X32 ცენტრ პოინტი აყენია კროსმან ფურიზე
ვცადე 1.05 გრ და 0.69 გრ ტყვიები მაგრამ 40 მეტრში სადღაც 8 სანტიმტრიან ჯგუფს აკეთებს /


შეტყობინება დაამუშავა robert - კვირა, 09.04.2017, 16:58:30
 
robertდრო: პარასკევი, 14.04.2017, 08:05:39 | შეტყობინება # 1597
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote minchanin ()
აღდგომის შემდგ მოვიცლი და შევამოწმებთ


აღდგომის შემდგ მოვიცლი და შევამოწმოთ

დამატებულია (14.04.2017, 08:05:39)
---------------------------------------------
ბუშნელი 3*9*40 ზე ვინმეს გაქვთ გამოცდილება თუ როგორია
პნევმატიკაზე მინდა დავაყენონიტროზე?

შეტყობინება დაამუშავა robert - ოთხშაბათი, 12.04.2017, 23:09:08
 
minchaninდრო: პარასკევი, 14.04.2017, 22:27:02 | შეტყობინება # 1598
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბატონო რობერტ, თოფი ქალივითაა, თუ არ გასინჯავ ვერ გაიგებ მის ვარგისიანობას. თქვენს მიერ ნახსენები ოპტიკაც ეგრეა. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ინფო ოპტიკის შესახებ შედით აქ და ყურადღებით ნახეთ და წაიკითხეთ შესაბამისი თემემები. https://www.facebook.com/%E1%83%....1147536
 
monadire_999დრო: შაბათი, 29.04.2017, 00:30:14 | შეტყობინება # 1599
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ბიჭები, ძმურად თუ იცით ვინმემ კროსმანის პნევმატური თოფები დასავლეთში სადმე იყიდება??
კროსმან ფაიერი ან კროსმან ფანტომი??


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
robertდრო: პარასკევი, 05.05.2017, 10:37:35 | შეტყობინება # 1600
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire_999 ()
გაუმარჯოს ბიჭები, ძმურად თუ იცით ვინმემ კროსმანის პნევმატური თოფები დასავლეთში სადმე იყიდება??
კროსმან ფაიერი ან კროსმან ფანტომი??

ქუთაისში ნამდვილად ვერ ვიშოვე არათუ ფანტომი და ფაიერი, არამედ კროსმანის ფირმის.
ისევ მაიმარკეტით ვისარგებლე.
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика