შენ ფოთელი ხაარ? მე სურამელი ვარ და თოფი იკიტ მააქ, ეხლა თბილისში ვარ, აკეთ ვმუსაობ და რომ ჩავალ არ დაგწყვიტავ გულს და შევამოწმებ. და მეე ერტხელ ვიყიდე ჯერჯერობით მაგნუმის მაღაზიაში ესე ქვია ტყვიებს torpedo, ზუსტი წონა არ ვიცი მარა იმაზა მძიმეა რაა და მაგარია უფრო რაა, თუ რამე მერე გავიგებ მაგასაც. . მეც ახალი შეძენილი მააკ ეგ თოფი დააა ჯერ კარგად ვერც გავხედნე რაა.
soso k3, ბოთლს კი ტეხავს, მაგრამ დააკვირდი ტყვიკებს: ეს კაცი ისვრის 18 გრანიანი(1,17გრამი) ტყვიკებით, ხოლო მაგნუმში შენი რეკომენდირებული 4,5 კალიბრიანი კამოს ტყვიკებია 7,87 გრანი(0,51გრამი). ალბათ, 5,5 კალიბრია. თან, სროლის სიზუსტე-სიმჭიდროვეზე ვერ იმსჯელებ
პედიატრი, ძმაო სჰენი და soso k3-ს მსჯელობები წავიკითხე პნევმატიკებზე და ისე შეგატყე ყიდვა ხო არ გინდაა??მეც მომანდომეთ და ერთად ხო არ შეგვეძინა?თან ორცალს რო ავიღებთ ფასზეც შეიძლება დაველაპარაკოთ.ცოტას ჩემი სამსახურითაც შევაწუხებ და ეგაა
gigilo-408, როგორც ვხვდები, 4,5-იანი 100მ მანძილზე ბატზე, ტურაზე სანადიროდ ვერ გამოდგება(უფრო სროლის დაბალი სიზუსტით და შემდეგ დაბალი შეღწევის უნარით). მე სათამაშოდ არ მინდა, მქონდა რუსული და სხვას ვაჩუქე, მინდოდა მსუბუქი ნადირობისთვის. 5,5-იანი ჩვენთან არ შემოაქვთო...რავიცი
magnum-ის მაღაზიაში არის ეგ სამიზნეები, პედიატრი კურდგელს და იხვს 4,5 კალიბრიც კლაავს, აი მე რომ დავდე 800 ლარი რომ გირს ეგ მგელსაც კი კლაავს, პროსტა ძვირია რაა. ეხლა 100 მეტრი თუ არა 60 იყოოს, 100 მეტრზე საპანტიც არ ვარგა და ის თოფი 200 მეტრზე უღებს ბოლოს მსხვერპლს
კი, ძამია. მაგრამ ჯერ კარგად უნდა გავერკვე, მერე მე თვითონ შევამოწმებ და დავწერ ფორუმში. მერე ერთად გადავწყვიტოთ ყიდვა. რაზე მინდა იცი, ჩვენთან ტბაზე არის ბეტონის ღობე ნაპირთან ახლოს, რომელსაც ღრეჭოები აქვს. აქ შეიძლება წყლის ქათმებზე ნადირობა უხმაუროთ, ნაპირთან ბევრი არის ხოლმე. ცდა არ დაგჭირდება, პირდაპირ მიხვალ ღობე-ღობე და პნევმატიკით ინადირებ უხმაუროდ. თორემ, თოფის სროლის შემდეგ ყველა გაფრინდება ტბის სიღრმეში. წყლის ქათამი(მელოტა) იხვზე უფრო ძნელად დასაზიანებელია, 80-100მეტრში პულკის მოხვედრის შემდეგ ადგილზე უნდა დარჩეს, ვერ უნდა გაფრინდეს, თორემ სხვებიც დაფრთხებიან.ასევე ბატზეც, ტურაზეც... 1 1,5 გრამიანი ტყვია კარგი იქნებოდა, ალბათ. ისე, შეიძლება berg-ი ერკვეოდეს ამ ამბებში?
nugomonadire ეგ როგორც ვიცი საქართველოში ჭირს რაა შოვნაა, სხვა მოდელი ნახე შენც მერე,მაგალითად remingtoni და hatsani მაგრებია ძაან და 300-400 ლარად იყიდი ოპტიკით.
იცი რა არის, ვითომ არაფერი მარა პნევმატურით ნადირობაც მგარარია ძაან რაა, ნადირობ უხმოთ და გისცორდება რაა მაინც, არავინ არაფერს გიშლის, ნუ ცუდი კია ბარტყობის პერიოდში მარა მონადირემ ზომაც უნდა იცოდე რაა.
თან, მჭიდროდდასახლებულ რაიონში ცეცხლსასროლი ხრახნილლულიანი თოფით ნადირობა სახიფათოა ირგვლივმყოფთათვის, არცაა სამაგისო ნადირობის ობიექტი. პნევ.თოფის პლიუსია ვაზნის სიიაფე, არაა საჭირო ლიცენზია-საბუთები, უხმაუროა(გარშემომყოფთა ყურადღებას არ იპყრობს) არც ნადირი დაფრთხება. მინუსია სავარაუდოდ სანადიროდ ვარგისი მოდელის საკმაო ფასი და ჯერ რომ ვერ ვართ გარკვეული, რა თოფი ავირჩიოთ და ივარგებს თუ არა
ეს ყოველთვის ასე იქნება დროთა განმავლობაში. მოკლედ, აირგანერების ფორუმი "გადავქექე" და თუ ვიყიდი, აირბალონიან გადასატეხს ორსაფეხურიანი სასხლეტით. ყველაზე მძიმე ტყვია ყოფილა 4,5-იანები 0,8 გრამი მრგვალთავიანი.მოკლედ, დასაწყისში სოსოს შემოთავაზებული თოფებია კარგი, თურმე, მხოლოდ 50 მეტრში სანადიროდ. მე-"პას", ინტერესი გამიქრა.
პედიატრი, ჩემ კისტს აწერია mp512 კალიბრი 4.5 და "ბაიკალი" ოპტიკა მინდა დაუყენო რამე უბრალო და სად ვიყიდო ან რა ღირს ხო არ იცი????30 ლარიანი ვნახე მაგნიუმში და გაქაჩავს კისტისტვის???????????
soso k3, მე ქართულ და რუსულ ინეტში ვეძებე (ბარაკუდა, ჯსვ, სკარაბეი...) და 0,8 ზე მეტი წონის ვერ ვნახე. რომელი ტყვიაა და თუა თბილისში? 1,02 გრამიანი 4,5-ისთვის საკმაოდ კარგი იქნება, ე.ი. 1კგ წონის ცხოველზე ინადირება 50-60 მეტრში:ამ მანძილზე სადაც დაუმიზნებ, იქ მოხვდება( 5 სმ რადიუსში და კარგი თოფით) და ცხოველი დაჭრილი არ გაგექცევა. 100 მეტრზე, თურმე, 20-25სმ დიამეტრში ჯდება ტყვიები, ე.ი. რაც უნდა კარგად დაუმიზნო, მეტია შანსი რომ ააცილებ ან არასასიკვდილო ადგივზე დაჭრი და გაგექცევა. ტურა ჯანდაბას, წავიდეს და მერე მოკვდეს, თუმცა წვალებისთვის მაინც ცოდოა.ისე, რას წერენ იცი აირგანერები, თუ ერთხელ მაინც ისროლე აირდგუშიანი თოფიდან, მერე ზამბარდგუშიანიდან სროლა არ გესიამოვნებაო...
ეს მე რაც მაქვს პსპ-ს პონტშია რა, თავისი ნასოსით 200 ატმოსფეროზე იტუმბება და 10იანი მჭიდი აქვს. ტყვიის ლულიდან გასვლის სიჩქარე 325/მწ. ბალონის ბოლომდე რომ დატენი 50 გასროლას სტაბილურად ისვრის და მერე აკლდება უკვე სიჩქარე მაგრამ არის უზუსტესი იარაღი რადგან უკუცემა თითქმის ნულის ტოლია. გადატენის სისტემა პომპა. მე პირადად 110 მეტრზე მოვხსენი კაჭკაჭი მაგრამ მე ეს შემთხვევითობას მივაწერე. თუმცა 180 მეტრის მანძილიდან ვისროლე ტბაზე და ოპტიკაში კარგად გამოჩნდა რომ ტყვია ძალიან სწრაფად დაეცა წყალზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ტყვიის ფორმას და აგრეთვე წონას ხარისხი თავისთავად უდაოდ მნიშვნელოვანია.
shotka აი, 100 მეტრში თუ მოარტყამს შენი თოფი იხვის ზომა სამიზნეს 10-დან 7, 8-ს მაინც და საკმაო დამაზიანებელი ძალა თუ ექნება. ტყვია, რა თქმა უნდა, ხარისხიანი უნდა იყოს და ცოტა მძიმე. ტბასთან ჩასაფრებით იხვზე,მელოტაზე ნადირობის ვარიანტში თუ ივარგებს 100მეტრზე, ქედანზე როგორი იქნება ამ მანძილზე(მახსოვს, გურული ხარ ლანჩხუთიდან და ეს ვარიანტები, ალბათ, ნაფიქრი გექნება)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!