13:01:02
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
ლექსები
giohunt1982დრო: ორშაბათი, 11.02.2013, 17:55:12 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:
ალავერდი სჩანს, კახეთი,
ჩემის სამშობლოს შვენება;
გულში ამოხდა ცისკარი,
ღამემ დაიწყო თენება.
მომინდა ძველის დროების,
გარდასრულ გმირთა ხსენება.
იმათ აჩრდილთან ლანდადა
მკლავებიც მომეჩვენება,
ხმლითა და ფარით შემკული,
მამულის მტერზე ტევება.
დავლიო შესანდობარი,
ოცნება მომეფერება.
სმით გავძეღ, მოგონება კი
გულს საუკუნოდ ენება.

რაზმი და რაზმი ფიქრების
გარს შემომერტყა ნისლადა,
აღარ მაცლიან ავწონო,
რაც მომივიდა ფიქრადა.
ტალღა აწვება ტალღასა,
ჩემს გულს იხდიან ბინადა,
ათას ნაწილად დაიჭრა
ერთად ნაგრძნობი წინადა.

თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:
აყვანილი მყავ შვილადა,
ნატბევარია სისხლისა,
დღეს განისვენებს ტკბილადა;
ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული
მას ეყოლება ძვირადა!
ოცნება ბახტრიონისა
მონასტერშია მწირადა.

თვალს დავაყოლებ ალაზანს,
ქცეულსა ბევრჯელ სისხლადა,
ველს, ოქროს მტევნად წოდებულს,
აჰკიდებია კისრადა
გაღმა-გამოღმა სოფლები,
თავის სიცოცხლედ, იღბლადა.
ფილტვად აქვს კახეთს თელავი,
ხოლო სიღნაღი — ღვიძლადა,
პირის-პირ დაუყენებენ
კავკასიის ქედს ჯიბრადა
იმ თავის ციხე-გალავნებს,
ანაგებებსა მკვიდრადა.
ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
თუ ვის სხვას ერგო წილადა?
ქედ-დახრილნი ვართ, ბეჩავნი,
შთენილნი განაწბილადა.
წიწამურს, კიდით-კიდემდე
გართხმულს ალაზნის ველადა,
მე ვსახავ სული-წმინდადა,
მოფენილს კახთა მცველადა.
დღეს სად არიან, ვისაცა
ჩვენი დაღუპვა ეწადა?
რა ირგეს? — სხვა არაფერი,
მხეცები დარჩნენ მხეცადა!
ჩვენი ტანჯვის და ვაების
ალი აუშვეს ზეცადა.
ჩვენ ბევრი გვავნეს, თავის თავს
ვერ არგეს ერთი ბეწვადა.
რა დაჰრჩესთ ან დღევანდელებს
შემდეგში დასაკვეხადა!

დავცურავ ფიქრის ზღვაშია,
ტალღა პირში მცემს სილებსა,
ბედ-იღბლის ვერაგობაზე
ამაოდ ვაღრჭენ კბილებსა.
ავაყენებ კი ტირილით
გარდასრულ ქართვლის გმირებსა?
ხმალს ვინც იქნევდა, კვდებოდა
მკლავზე სისხლ-გადამდინარი,
ვინც ვერა სთმობდა მამულსა,
მტრის რაზმში ელვად მფრინავი,
“არ მოგცემთ ჩემსა სამშობლოს.”
ამირანის ხმით მგრგვინავი.
კვდებოდა პირზე ღიმილით
იმაზე მეტი ბევრადა,
რაც კახეთს მწვანე ამოვა
ტურფა ყვავილთან ერთადა
მაისის დამდეგებშია
მთა-მინდორ-ჭალა-ველადა.

დღეს გმირთა შესანდობარსა
მთები-ღა ჰსვამენ მაღლები,
რადგან კახეთში კახთათვის
დაცარიელდა მარნები.
ის მთები კავკასიისა, —
მკვდარი კახეთის ზღუდენი,
კვარცხლბეკი შავის ნისლების,
სად არწივთა აქვთ ბუდენი.
ჩემი ბავშვობის ოცნება —
ბარტყი — გაზარდა ორბადა,
უზარმაზარის მხრებითა,
კიდით-კიდემდე ზორბადა,
თავზე დაჰბრუნავს კახეთსა
გულმტკივნეული, მშობლადა.
და რომ არ იყოს ტანჯვითა
სულ მუდამ ისე ობლადა,
ალავერდს გიორგისა სთხოვს,
ბოდბეში — წმინდა ნინოსა,
რომ იმათ მეოხებითა
კახთ სხივი მოეფინოსა;
მეტი ისწრაფონ სწავლისკენ,
ნაკლებსა ჰსვამდენ ღვინოსა.

1913 წ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
დათო_მონადირედრო: სამშაბათი, 12.02.2013, 17:15:20 | შეტყობინება # 102
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არწივი მუდამ ლაჯვარდებს ეძებს,
კაცური კაციც რაღაცით ფასობს,
თეთრონი ცხენი მათრახს არ ირტყამს,
მათრახს ის ირტყამს ვინც არაკაცობს

არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა

ვაჰ დედას თქვენსას ყოვებო
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს გაფანტყლს ველადა


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
avtandilდრო: სამშაბათი, 12.02.2013, 19:12:24 | შეტყობინება # 103
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლექსის დაწერის იდეა თურქეთში მოგზაურობისას გაჩნდა.
მოგეხსენებათ, ადრე ტრაპიზონამდე ტერიტორიები ჩვენ გვეკუთვნოდა,
მათ შორის ულამაზესი ტაო-კლარჯეთიც! მიტაცებული, წართმეული კუთხე...[/size]

ჩვენ სარფს გამოვცდით და საზღვარზედაც
პასპორტს დაასვეს თურქთა ბეჭედი
გამაფრთხილებელ სიგნალად, თითქოს,
შემოგვეფეთა მყისვე.. მეჩეთი!

დღეს ჩემს ფესვებზე სხვები დაძრწიან
და ჩემს მიწაზე ვარ ბარბაროსი
ტაო-კლარჯეთში უცხო ტურისტის
დამაქვს სტატუსი ვით ავგაროზი

ჩემს მთებს, ჩემს ბაღებს, ალმას ჩანჩქერებს
შემოჭდობია უცხო მკლავები
სუნთქვას მართმევს და გულსაც აჩერებს,
ბოღმა მახრჩობს და ვერ ვუმკლავდები!

ნუთუ, წინაპართ წმინდა სისხლები
უაზროდ დარჩა გადაკარგული?!
ნუთუ, იმისთვის გასწირეს თავი,
აღარ რქმეოდა ამ ცას ქართული?!

ნუთუ, ღვთისმშობელს თავის ნაწილი,
წილ-ხვედრი მხარე გადაავიწყდა?!
აღარ ჭრის ლოცვა. ლოცვა, რომლითაც
ხმები და რწმენის ხიდიც ჩაგვიწყდა!

...გადაარჯულეს, მაგრამ ელ-ფერი
დღემდე ქართული შემორჩენია
რა ტკივილია, რომ ქვია სხვისი
არადა, იცი, უფრო.. შ ე ნ ი ა !!

გამოვცდით ბრძოლით შეჭყეტილ საზღვრებს,
ჩამოვიტოვეთ უკან აჭარა
მყის, მეჩეთიდან დაზარულ ლოცვამ
მწარე სიმართლე შემოგვახალა:
აჭარის იქით, ტრაპიზონამდე,
აღარ არისო თქვენი, აღარა!
31.12.2012

ავტორი: თათია სილაგავა


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - სამშაბათი, 12.02.2013, 19:13:37
 
დათო_მონადირედრო: სამშაბათი, 12.02.2013, 20:20:20 | შეტყობინება # 104
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა
ყაბარდოს ველი გადაიარა.
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.

-რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყამს ტყვიას....


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.02.2013, 15:50:52 | შეტყობინება # 105
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 0543049.jpg (57.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 13.02.2013, 18:27:54 | შეტყობინება # 106
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 14:13:11 | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შენი ჭირიმე ხმლის პირო
მგლურად მიმყოლო მტრებისა,
ჯავრს რო არ აჭმევ კაი ყმას
იმედო ქართველებისა.
დაღლილო უქმად გდებისგან,
მკვდარივით გაშტერებულო
ჩვენი ტირილის ხმებისგან.
შენი ჭირიმე, ნუ დარდობ
ნალესო კაი ყმებისგან,
ერთს თუ მოგვიკვლენ იცოდე
სხვა კიდევ გაიზრდებისა“ გ.ჩოხელი


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 15:09:59 | შეტყობინება # 108
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (27.02.2013, 14:09:59)
---------------------------------------------
მაგარი კაცი მაგარ ლექსებს კიტხულობს, მაგრად მიყვრს გურამ რჩეულიშვილის ლექსს რო კითხულობს მაგარია


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 17:14:16 | შეტყობინება # 109
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების ―

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 19:13:01 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიწრო ბილიკი ნადირთ სავალი,
გადამივლია ოჩონის ძირსა,
ფსიტის ჯოგისთვინ თვალ დამივლია,
სასტვენ-ჟაკანი ვაცს ჯიგარს სჭრისა.

ნადავლი ხევში ჩამითრევნია,
ამიკუწნია ივრისა პირსა,
ხატის კარს რქანი შამიწირნია,
არა მტოვებდა მშიერსა მწირსა.

დალეულიყო მთვარე ტიალი,
ვერ გავქცეოდი ვეღარსად ბინდსა,
შამამიკეცავს ნაბდის კალთები,
თან შავწოლილვარ საწოლსა თბილსა.

მაგრამ მარტო ეს რას მიშველიდა,
თუ არ ვუმარჯვებ ცეცხლს ხმელსა წკირსა,
ყაპყზედ წამოსულ ყინვის ჭახჭახზედ
ვაცემინებდი კბილზედა კბილსა.

ღამე ბორგვაში გამითენებავ,
ეგ არაფერი, ნაფერ ვარ მგლისა,
რიჟრაჟს ჯანსაღად შევგებებივარ,
დიდება უფალს! მადლი მზის სხივსა


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 21:06:19 | შეტყობინება # 111
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 21:40:03 | შეტყობინება # 112
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომ შეგიძლია, ამ განცდისგან უფალო მიხსნა,
თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ!
ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს გავს,
ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.

ვიცი ზედმეტი მომივიდა, სამი მოვკალი.
(ალბათ იმ სიზმარს, დედაჩემი ტყუილად დაწვავს)
ვუმზერ, ჩემს გასწვრივ ვარსკვლავები როგორ როკავენ,
აკეცავს დალიც, ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.

თვალებში ელავს, ლამარიას მაცხოვრის ფრესკა,
საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა.
აქ ყველაფერი, ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს...
შიშით კი არა, სინანულით, სევდით ივსება
ეს ჩემი გული, რომ იცოდე ღმერთო მაღალო!
ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად.
ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ, ვიცი ახლა რომ
ასეთ ღამეში, ავტირდე და ცრემლი დავღვარო.

დამატებულია (27.02.2013, 20:40:03)
---------------------------------------------
მიშველიანი სოსო


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 22:25:58 | შეტყობინება # 113
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!
ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი - ერთადერთი ჩაუბია,
თავი - სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში...
- „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში - კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე - მითხარით ზარი!.."
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...
ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!
მურმან ლებანიძე


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 22:29:06 | შეტყობინება # 114
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადამიანს გარსს უფარავს ასზე მეტი ნიღაბი
სათითოოდ რომც ჩამოხსნა ვერ მიხვდები ვინ არის
სახე ნიღბით დაუფარავს მორიდებით მცინარეს
ხოლო შიგნით მისი სული ბოროტებით მძვინვარებს


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 22:49:22 | შეტყობინება # 115
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაფიელ ერისთავი

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 22:55:35 | შეტყობინება # 116
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლადო ასათიანი

ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,
და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!

1936 წ.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 23:11:40 | შეტყობინება # 117
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაჰ დედას თქვენსა ჯიხვებო,
დავბერდი, მაკლეს თალთაო,
ფეხდაფეხ ვეღარ მოგყვებით,
მუხლები დამეხლართაო.
კიდევ სამ გაყურებინებთ
ჩემის ხირიმის ხმასაო,
ჭიუხში შეგაბერტყინებთ
ცისკრის ხანს ქუჩის ნამსაო.

თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს,
გული გკლავს მონადირეო:
ჯიხვო, ვერ მოგკალ, ტიალო,
სისხლი ვერ გაგადინეო.
ვერ დავიკვეხე სწორებში,
რქაზე ვერ დაგაბჯინეო;
ვერ გადაგაგდე კლდეზედა,
გულო, ვერ გაგაცინეო.

ვაჟა-ფშაველა


ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 23:15:34 | შეტყობინება # 118
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლადო ასათიანი

ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება
ეს დღე – მთისა და ბარის ზეიმით…
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.
ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.
ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.
ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!
პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 16:14:08 | შეტყობინება # 119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კვლავ შუბისტარზე იცდის ცხელი მზე,
მე გულს მიხარებს აგვისტოს დარი,
ხვალ ხომ პირველი დღეა სეზონის
და ამდენი ხნის ნანატრი წამი.

დღეს უჩვეულოდ გაჯიუტდა ნაზი საღამო,
თითქოს უარყოფს დაუწერელ ბუნების კანონს,
მზე აღარ უთმობს შემოდგომის ღამეს ასპარეზს
და ალბათ ჩემი მოთმინების გამოცდას ლამობს.

ეშვება მზე და ამოდის მთვარე,
ამ ჩემს სიხარულს ვერცხლისფრად ხატავს,
ო, როგორ გავლევ ამხელა ღამეს,
დილამდე როგორ ვითმინო ახლა.

აჰ, ძაღლის ყეფამ გამაღვიძა ძილი გამიკრთო,
კვლავ წამოვჯდები, ნერვიულად ვანთებ ყალიონს,
მე ძილნასვამი ადრიანად ვიწყებ სამზადისს
და მოუთმენლად ველოდები ნანატრ ალიონს.

აი სხივებმა გადასწიეს ღამის ფარდები,
უცებ ააშრეს ბალახიდან ცვარი ანკარა,
მე კვლავაც დავლევ სადღეგრძელოს ნადირთ ქალღმერთის,
თუ დღესაც ისევ ბარაქიან ფეხზე მატარა.

და მივაბიჯებ ღოლოიან მწვანე მდელოზე,
თვალს ახარებენ მორბენალი ჭრელი მდევრები,
ისევ ჩერდება პოინტერი მტკიცე ნაბულზე,
და ძველებურად, როგორც მაშინ მეც ავღელდები.

,,ჩუჟოი" ბოი დამიოკე ღელვანი გულის,
კვლავ დამანახე თვალისმჭრელი კიაფი ლულის,
ვიცი მწყერია განაბული იმ ბუჩქის ძირას
და მოლოდინი უსაზღვრობის მორევში მძირავს.

,,ჩუჟოი" ბოი, კვლავ შემაკრთო ფრთების ხმაურმა,
უცებ აიჭრა გულგოროზი ხოხობი ცაში,
მან ხმა შეუწყო თავისუფალ ბუნების ყივილს,
ფერადი ფრთებით მომხიბვლელად დაუკრა ტაში.

ახლოს გაისმა ბოხი ყეფა მადევრებისა,
კვლავ გამაჟრჟოლა, ,,ესტონკის" ხმამ ცეცხლად ამანთო,
სულ დამავიწყდა თოფის სროლა მე მონადირეს
ბუნების ხმებმა ლაღ ფიქრებში ისე გამართო.

მე დავინახე ბუნების სახე,
თავისუფლების ლაღი ყივილი,
ობოლი წერო ფირუზის ცაზე
და ყვითელი მზის ნაზი ღიმილი.

მე ვერ გავბედე ხელი მეხლო ამ სურათისთვის,
მისმა სილაღემ უდარდელი ფიქრით ამავსო,
კვლავ გამიტაცა ფანტაზიის უსაზღვრო სივრცემ
და თვით ბუნებას მაზიარა,ახლოს გამაცნო.

მე დავინახე ნათლად ის საფრთხე,
რამაც კაცობას, სინდისს დაასწრო,
ამ სილამაზის განადგურებას,
ღმერთო ამას გთხოვ მე არ მომასწრო.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 13.03.2013, 23:19:38 | შეტყობინება # 120
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვეფხისტყაოსანი

დასაწყისი
1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.

4

თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5

მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6

აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7

მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

10

თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11

რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15

მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

16

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, -
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17

მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18

ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

19

ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
baqsi-pointerდრო: კვირა, 14.04.2013, 09:54:07 | შეტყობინება # 121
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
***ამირანი***
უზარმაზარი ტანისა
კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო,
გულის მდნობელი ნაღველი
უხმოდ დუღს იმის მკერდშიო.

უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ
ეხვევა, როგორც გველიო,
და აბლაბუდა თვალებზედ
გადაჰკრობია ქსელიო.

ტანზედ აჰსხმია ყინული
და ხავსი შავის ფერისო,
სდგას ესე დაჩოქებული,
მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო.

პირდაპირ დაყუდებული
ჟანგდება მისი ხმალიო,
მოსვენებასა თაკილობს,
ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო.

დაჰვიწყებია ეს მონა
ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა,
არ იხსენებენ მისგანა
დევ-ეშმაკების ჟლეტასა.

მოზარე წამებულისა
ფეხთ ჩასწოლია ფინია,
ამ პაწაწინა არსებას
უცხო რამ დაუჟინია.

დაუსვენებლად ენითა
ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს,
რომ თავი იხსნას ტანჯულმა,
ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, -

რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს
მის დასაბმელად ჯაჭვიო,
არ შეიბრალეს მართალი,
გაგზავნეს ტყვედა მთაშიო.

რა გაწყვეტამდის მიიყვანს
ფინია რკინის მართულსო,
გულქვა მჭედელი გამოდის,
გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო.

და ჯაჭვი ისევ მთელდება,
გულის საკლავად მონისო.
ნეტავ ეს უღვთო წვალება
ამ გმირს გასწირავს როდისო?!

როდის ადგება ამირან,
ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,
ჩამოსდნობოდეს ყინული
და უცინოდეს პირიო.

ეჭიროს ხელში თვის ხმალი,
იცქირებოდეს ბარადა,
მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი,
მას თავს უკრავდენ კვალადა.

მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი
ფუოდენ, ხტოდენ შავადა,
კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი
მთებზე სხდებოდენ ჯარადა.

სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი,
კარგების სანატრელიო,
დაუკრას ტკბილი საკრავი,
ცას მიაწოდოს ხელიო.

მუნით ჩამოწვეს ღრუბელი,
გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,
იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი:
“ვაჰმე, რა დიდი ჭირია!”

მჭედლები ცოდვას ნანობდენ,
ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო,
თვის იარაღის ნაშთებზედ
აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.

დამატებულია (14.04.2013, 08:54:07)
---------------------------------------------
ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიზახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში
მთვარიფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და
ჭირნახულის ჟივილხივილში
დაზამთრებული გურიის მთებში
ხელიხელ ნაკრებ ჩხავერის ტკბილში
საგაზაფხულედ მზა ანადურებში და
კრიმანჭულის ჭირზე სიცილში
ედნიერებამ მითხრა რად მეძებ
მე ხომ მეგრული ნანები მქვია
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ ვაჟებს რომ ზნე დატყვია
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის,
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო
სტუმრის გულიან მოსაფერეთის
უარყოფა ვარ სოფლის საამო
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი
გულით ბაგრატის გუმბათის ხელა
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაცური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში,
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ,
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერ მოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არ გუებული,
შენი ერთგული აჭარელი ვარ,
ბედნიერებამ მითხრა თუ მეძებ,
ალექსანდროულს ნუ მოსწევ გვიან,
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან,
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ ბერების არ განაგონი
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის,
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შდენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერ მოწვდენილი,
გალავნებამდე სვეტიცხოველის,
მამა გრიგოლის შეწყნარებული,
არა უდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ,
თუ არ დაგღალე აფხაზეთი ვარ,
სურნელი სოჭის მთუთქავს მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს,
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ ქალების მალულად დევნას
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას საფლიდო ლხენას,
სანამ უძღები შვილი მამასთან,
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის,
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით,
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი,
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით,
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად,
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე,
ბედნიერებამ მითხრა სად მეძებ?
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე,
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად,
სადმე სულ ახლოს აქ ვარძიასთან,
სარკის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან
მის მოღალატე ცოლის დანკალზე
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს,
ლურჯ ბალახიანს ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდებარი ფიქრის კვალდაკვალ,
მიადგებოდე მოპარულ ლორეს,
ბედნიერებამ მითხრა რა ვიცი
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი და
მარნეული არ გეშენება,
ისე მოკვდები გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ, საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ,
რას ადღეგრძელებ რაებს იხსენებ,
ვის რად არგია სად რა მოგსვლია,
დასთვრები ისტორიას იჩემებ,
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას.
არაფერს არ ქმნი,
რითღა შოულობ მაგ საგროვებელს-
და არა სარჩოს,
მოფხანვის მაგვარ, შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე რის გეშინოდა,
როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი,
ბედნიერებამ მითხრა არ მეძებ,
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას,
იავარდ ქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას,
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი,
ნაღდი თბილისის საღამოებად,
არ დანაბიჯებ ხატების გრილში,
ვიწრო ქუჩების ჭა ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში,
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი როგორც ივერი,
ჩაგიხუტებდი რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი,
და შენნაირი გარეთ ვინ დაგვრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი,
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა,
ნააღსარებზე აწი შენ გულზე,
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა,
ამიტომ ნურსად გესმის ნუ მეძებ,
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე,
და სიხარულის უხლებ ველებზე,
იმედის სიოდ გამომიძახე …


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
giohunt1982დრო: კვირა, 14.04.2013, 19:06:55 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, — ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე. თოვლიან-ყინულიანი,

ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქარით გადმოჰქუხს ბროლი წყლიანი.

ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისკენვე იხარის.

სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,

იქ მიჯობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,

არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,

ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

1881 წ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 27.05.2013, 10:33:01 | შეტყობინება # 123
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ქართველი ვარ სისხლით
და ქართველი ვარ გვარად;
მე ქართველი ვარ სიტყვით
და ვარ ქართველი მარად!

მე მაქვს უფლება სისხლით –
რისხვით ვიცავდე მამათ!
მე მაქვს უფლება სიბრძნით –
სიმწრით ვკიცხავდე ღალატს!

ვალდებული ვარ ფიქრით,
ჩემი არსებით, ცხადად:
რომ თაყვანს ვცემდე უფალს
მამა–პაპათა გვარად.

მე ქართველი ვარ სისხლით
და საქართველო – გვარად;
მე ქართველი ვარ ფიქრით
და საქართველო მარად!

მე მაქვს უფლება გმინვით,
მტერს მახვილს ვცემდე ბარად...
მთაში ამოსულს მოყვრად
მოყვრულად ვცემდე სალამს.

ვალდებული ვარ, ვიცი
და მოვალე ვარ, თავად
საქართველოსთვის ძგერდეს
ეს ჩემი გული მარად!

ეს იყო დიდი ფიქრი:
შოთას, ილიას, ვაჟას...
ეს იყო დიდი ფიქრი:
თამარის, ცოტნეს, შალვას...

მე ამაყი ვარ ფიქრით
და მაქვს სიდიდის განცდა:
რომ საქართველოს მნათედ
დიდი ილია ჰყავდა.

სხვა სიდიადეს არ ვცნობ,
არც სხვა სიბრძნეს და ძალას –
მხოლოდ ილიას, მხოლოდ!
მას სხვა არავინ ჰგავდა.

მე ქართველი ვარ სისხლით,
მე ქართველი ვარ ტანად...
ეს ქართველობის განცდა
სულ თან დამყვება ფარად.

მე ქართველი ვარ ფიქრით
და როგორც ქართველს მტანჯავს:
რად ემეტება შობილს
მშობელისათვის ტანჯვა?!

დღეს თითქმის ყველა ვაჭრობს
სახელით – მალვით, ცხადად...
ნამუსი არად ფასობს,
ილიას მკვლელის კვალად.

მე ქართველი ვარ სულით
და ქართველობა მტანჯავს:
რაოდენ მიყვარს ერი,
იმოდენადვე მზარავს...

მე ქართველი ვარ ფიქრით,
საქართველო მყავს ხატად
და სამშობლოსთვის ფიქრით,
ვღელავ და ველავ მარად!

მე ქართველი ვარ ნიჭით;
მე ქართველი ვარ გვარად;
საქართველოსთვის ვიბრძვი,
მამა–პაპათა გვარად.

ავტორი: მაია ბასარია


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lexoდრო: ოთხშაბათი, 26.06.2013, 23:28:03 | შეტყობინება # 124
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვნახე და ბევრჯერ მსმენია,
სიტყვა რუსეთის ქებისა,
მაგრამ სულ სხვაა სილაღე
ჩემ საქართველოს მთებისა.
რა შაედრების კლდის თავზე
ჯიხვი რომ გადმოსდგებისა.
ფრინველთა მეფე არწივი როცა
მსხვერპლს ექროლვებისა
შავარდნის ელვა კამარა,
ტყლაშუნი ირმის რკებისა,
წყაროზე ჩუმად ჩამოსვლა
ათრთოლებული შველისა.
ბაჯბაჯა დათვის ბურდღუნი
როცა ბელ გაუწყრებისა.
შიმშილით გადამწირული
შორით ყმუილი მგელისა.
ნაბადზე შავად ელვარე
ნადირთა რისხვა ბერდანა
და კურდღელს დადევნებული
წარბა,ქორია,ქედქნქ
 
mamalixarazuliდრო: ორშაბათი, 31.03.2014, 13:31:40 | შეტყობინება # 125
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 31.03.2014, 18:40:52 | შეტყობინება # 126
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli დიდი მადლობა მეგობარო,ვისიამოვნე.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 01.04.2014, 01:51:00 | შეტყობინება # 127
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული სივრცეს გადასცდება ფრენით,
ეხლაც მახსოვს მისამართი შენი.
ტერენტი გრანელი
 
doreuli2000დრო: შაბათი, 14.02.2015, 20:12:56 | შეტყობინება # 128
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე თოფს აიღებს
წავა ტყეში მოკლავს კურდღელს,
და ამ ჭიქით გაუმარჯოს
საქართველოს ყველა კუთხეს gimili


ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
gogeდრო: ოთხშაბათი, 25.03.2015, 19:32:52 | შეტყობინება # 129
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზამთარია,დეკემბერის
ოზდაშვიდი არის რიცხვი,
გარეთ როფავს ყველაფერს და
სუროს ძირში ჩუმათ ვისთი.
მიყინს ხელი,მიყინს ფეხიც,
რათქმაუნდა მიყინს ცხვირიც,
იმხელა მაქ აი ცხვირი,ვფიქრობ
ნეტა სა დავმალო...ნუ იცინით!
ხოდა, უცფათ ვხედავ რაცხას,
მოფარფატობს ჩემსკენ ჩქარა,
არიქა - თავს შემოვძახე და
თვალს რაცხა დამეფარა,
სიხარულით, სიხარულით,
სიხარულით, აბა თვარა
იმინუჩი ფანტელები
თვალში კი არ ჩამეყარა.
ხოდა, ქი ვარ ამფერ დღეში,
სა წევიდე აღარ ვიცი,
სიხარულით გადვირიე
და მივეცი ჩემ თავს ფიცი:
"სანამ კარქათ არ იქნება
ჩემთან ახლოს მაი ჩიტი,
იქობამდის არ წევიღო
სასხლეტისკენ ტყულაც თითი."
ვფიქრობ ამას მარტოტკალა,
გარეთ, ხეზე ატუზული,
წაყინული, წაროფილი,
სობელი, თლა გაწუნწული.
ვფიქრობ და არ მენაღლება
სისობლე და გაციება,
მთავარია არ გამექცეს,
არ მომიხდეს დაცილება...
როვარც იქნა მუაღწია და
დამაჟდა თლა, თლა თავზე,
გადმევიღე აი თოფი
და მევიგდე უცფათ მხარზე,
დუუმიზნე თლა ზე ზუსტათ,
ვსდრინგე ერთი, ვსდრინგე ორი,
აი ჩიტი მიფრინავს და
ვხედავ ხეზე მოსკტა ბოლი;
მოსკტა და ხმაი ქნა იმააან,
გაზანზარდა დედომიწა;
ვდგანვარ პირდაფჩენილი და
ინსტიქტურათ სასხლეტს ვწიწავ,
მარა ორი ტყვიის მეტი,
კარ იდობა ამ ჩემ თოფში,
მარა მაი საღა მახსოვს
გაყინული რომ ვარ თოლში.
ეჰ, მევედი აზრზე, მარა
მივხთი უკვე გვიან იყო;
გამიმართლა მე იქინე,
კაციშვილი რომ არ იყო.
სირცხვილით, ქი მოვკტებოდი
კაციშვილს რომ დევენახე,
იმფერ იმას დავაცილე,
დევიმალე პირი, სახე.
დამწყტა გული ნამეტარი
და ნევრები მომეშალა,
გამოვცვალე პატრონები
და მოვდივარ სახში ჩქარა.
მოვდივარ და არცერთ თვალში
არ მიჩანა მე აფერი,
აი თოლი ქია თან და
ერ ფერშია ყველაფერი.
გეიხედე ბიჯო თურმე,
წინ ყოფილა დიდი წუმპე,
მარა ვეღარ დევინახე და
პირდაპირ შით არ ვდღლუმპე?
ამან, სულ თლა გადამრია,
ნევრები მაქ დაწყვეტილი,
უუჩქარე ფეხს უფრო და
მოვფრინავ თლა აწყვეტილი.
მოვფრინავ და გზაში ვფიქროფ:
მეც არ ვიცი, რაცხას ჩემდა,
მგონი, ვწყევლი და ვიძახი:
"მაგის ბურდღა გადაშენდა!"
ვარ ა ამფერ დღეში მე და
წამოვწიე თავი მაღლა,
წამოვწიე და ეგრევე
დამავიწყტა ხელათ დაღლა.
ვხედავ ფრინველს მოდის დაღმა,
ხან უკუღმა და ხან წაღმა,
საღა მახსოვს ახლა დაღლა?!
დეინახა აიც ძაღმა,
გამორეკა, იყო გაღმა...
ვიკუნცხები ნელა–ნელა,
ვფიქროფ: "ახლა უნდა გავძღე,"
უცფათ, ფეხი დამისთა და
მიწაზე ქარ ევიბარძღე?
გევიშხლართე უსულოთ და
ვფიქროფ:ნაღდათ გამშპა სული,
და თან სიხარულისგან მე
ამუარდნაზე მაქ გული...
მოვსულდგმულდი პაწა კი და
მევიკრიფე ცოტა ძალა,
დევიხედე ტუჟურკაზე,
ამოქვანქლილი მაქ,მარა
მაგას ახლა ვინ უყურებს,
საღადაა მაგის დროი,
გადმევიღე თოფი უცფათ
და ვზეპე მას დალნი ბოი!
ვზეპე და უნდა გენახათ,
რაფერ უცფათ მოწყტა ცაში,
ახლა ვფიქროფ მორტყმული
აქ, ან თავში და ანდა ფრთაში...
გევიფიქრე:"საქმეში რომ
გეერევა ჩემი ბედი,"
ვაახ! ვფიქროფ და ვხედავ, რომე
ფრინველისკენ მირბის "ლედი;"
მირბის თრიხინ–თრიხინით და
მიაღწია როვარც იქნა,
ავდექი მეც გევიქეცი,
აღარც მიფიქრია დიდხანს.
ხოდა, რომ არ გამავიწყტეს,
მუაყოლე ახლა რაზე:
"იმ მომენტში სიხარულით
ვსეირნობდი მეცხრე ცაზე!"...
ამფერია ნადირობა:
ზოგჯერ საცხა საჩხინავშიც,
რომ ესროლო, ჩამუაგდებ,
თუ მუარტყი იმას თავში!...
ნადირობის მე ვარ გიჟი,

დამატებულია (25.03.2015, 18:32:52)
---------------------------------------------
იხვის პერიოდია და
ქარაშოტიც ქია გარეთ,
ხოდა, მონადირეებმაც
თავი ერთად მევიყარეთ....
ვთათბირობთ და ერთმა თქვა,
რომ თიკერშია თურმე იხვი,
ისე, რომე ყველა წუთში, ისმის
ხვი, ხვი, ხვი, ხვი, ხვი, ხვი.
აი, თქვა და ქი გავსქურეთ,
რა გაგვაჩერებდა სახში?
იხვი მამფერ ამინდშია,
თოლში, წვიმაში ან ქარში...
მივეით და გავნაწილდით...
ჩემთან ახლოს ვინცხა დგანა,
უზაპუნებს ამ "ფაბარმს" და
პირს არ უღებს იმას დანა.
ერი ფალასკა დაწვა და
ფიქრობთ რამე მოკლა განა?
დავბერდი და მე მსროლელი
არ მინახავს მაგისთანა...
ან "სტრეპტოციტს" სროილობდა
ანდა, სროლის ანა – ბანა
არ იცოდა, თვარა ერ ცალს
ქი მოკლავდა იქედანა...
მე, ვარ ჩემდა გასუსული,
ველოდები იხვის გრუპას;
და თან ვფიქრობ: აი კაცი,
ამ სროლით თავს დეიღუპავს.
მეცინება მის სროლაზე...
ირგვლივ უკვე სკვარამია;
არა, იხვზე ნადირობა
რაცხა მაინც სხვა რამეა...
ხოოდა, ამ სიცილ–სიცილში
ქარ გამოშთა იხვის გრუპა?
დუვუმიზნე "იჟი," ვზდრინგე
და იხვმა წყალში ქარ ზდღლუმპა?
იი კაცი ქი მიყურებს
ასე ა, პირდაფჩენილი;
და ვატყოფ, რომ ერთი
გილძიც აღარააქ დარჩენილი.
მის გვერძე კი, ვინცხა, "ჰუგლუთ,"
უბაზუნებს იხვებს, მარა
ერი კაკალი საფანტიც, იხვს,
ვერსად ვერ გააკარა.
აბა მე, რა მენაღლება?
გამოშთება იხვი, თვარა
ვსროილობ, და წყალში იხვი,
ჟღვართანს ადენს წარა–მარა.
ამ იხვების ცვენის ხმაი,
ირგვლივ ყველას ესმის ყურში;
" იჟ – 27– ი მაქ ხელში
და იხვს გააქ ტყლაშა–ტყლუში.
ამფერია ძამა " იჟი, "
თოფი არის რაცხა გიჟი;
ვერ მოსპობ, თუკი ლულაში
შემთხვევით არ ჩაგჩა პიჟი!
დევიჭვირთე იხვებით და
მევიხურე მხრებზე პლაში,
მოვდივარ და ამ დროს ვინცხა
ორი კაცი შემხთა გზაში.
ერთს, " ჩიფსანი " უკავია,
მეორეს კი "ატანეო"
და მითხრეს, რომ "იჟით" ძამა,
რაფერ გვჯობნი აქანეო?
გამეცინა... და მივხთი, რომ
არ იცოდენ " იჟის" ფასი,
რომ ამ ქვეყნად არ არსებობს
თოფი, თანაც " იჟის " მსგავსი!
ავტორი: ლევან ღაჟონია


giorgi
 
ddevidzeდრო: კვირა, 12.07.2015, 20:33:46 | შეტყობინება # 130
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცის გაჩენის მიზანზე კითხვებს
პასუხს ვცემ მხოლოდ ნადირობისას.
ბუნების ძალას მხოლოდ აქა ვგრძნობ
ვიწრო ჭიუხზე გადადგომისას.
მხოლოდ და მხოლოდ ნადირობისას
მესმის წინაპართ სისხლის ხადილი,
ვგრძნობ რომ ვარ ღმერთის ქმნილი სამყაროს,
პატარა, მაგრამ მაინც ნაწილი.
1987წ.


Jora Shariqadze
 
lebardeდრო: ორშაბათი, 13.07.2015, 10:33:57 | შეტყობინება # 131
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Я жду полгода, с лихорадкой,
Тех летних и осенних дней…
Ружьё потрогаешь украдкой,
Как будто в чём-то стал сильней.

Вот март прошёл и май проходит,
А там уж август на носу
И, словно хмель по жилам бродит,
Как будто я уже в лесу.

С каким же жадным нетерпеньем
Я жду того большого дня,
С каким сравнится наслажденьем
Она - охота, для меня!

Встречать осенние рассветы,
Скрываясь тихо в камыше,
В полях бродить легко одетым
И чуять тяжесть в ягдташе.

Картинной любоваться стойкой
Забыв, что есть в руках ружьё.
Красивой восхищаться сойкой,
Всё это – в сердце, всё – моё!

И вот, когда придёт заветный,
Желанный, радостный тот день,
Вскочу с постели неодетый
И пристегну к ружью ремень.

Оденусь, выйду вместе с верной
Легавой сукой в поводке -
Она скулит и жмётся нервно
И нюхает ружьё в руке.

И на болотистой низине
Сниму замок на поводке -
Как на натянутой резине
Пойдёт собака в «челноке».

И вот причуяла – потяжка, стойка,
Поднята лапа, хвост дрожит!
Я ждал минуты этой столько,
Но время медленно бежит…

Бросок и лёжка: два бекаса -
Свинцовый шлю им свой привет.
Как долго этого ждал часа,
Какой красивый был дуплет!

Собака быстро их приносит
И мы с ней счастливы вдвоём,
И вот она уж снова просит
Глазами карими: - Пойдём!

И снова стойка, снова выстрел,
И снова поиск в челноке…
Как этот день проходит быстро,
Немеет палец на курке.

А вечером, под свет заката,
Идём домой, ружьё в чехле.
Пуст патронташ, но мы богаты
Всем этим днём и что, в чехле,

На поясе - два дупеля, бекасы.
И, не смотря по сторонам,
Идём домой и это – счастье,
Его дала охота нам!

А завтра – тоже день охоты,
Опять мне затемно вставать,
И снова, запахи болота,
Я буду грудью всей впивать

Как жизни вкус неповторимый,
Как вид любимого лица.
И страстью той неодолимой
Болеть я буду – до конца!


saburtalo77
 
ddevidzeდრო: შაბათი, 18.07.2015, 04:56:48 | შეტყობინება # 132
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზაფხულში ვწევარ თივაში, მათრობს მე მისი სუნი
ფეხებთან მიწევს მწევარი, დაუღალავი გული.
თავს უკან თაგვის ფაჩუნი, გვერდით ჭრიჭინის ხმა,
შორიდან ცხენის ჭიხვინი, სიამოვნების ზღვა...


Jora Shariqadze
 
lagoდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 00:42:39 | შეტყობინება # 133
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელმა უთხრა - მწევარო
ვეღარ მიცანი? მე ვარო.
თუ ვაჟკაცი ხარ მობრძანდი,
აგერ ბუჩქებში ვწევარო.
მწევარმა უთხრა - კურდღელო
სიზმარში გნახე წუხელო.
მართალია, რომ დავბერდი
ვარ უფეხო და უხელო.
მაგრამ მე არა ვწუხვარო
შენც არხეინად ნუ ხარო,
ისეთი ლეკვი მეზრდება
სიზმარშიც ვერ წაუხვალო.
ნ. დუმბაძე
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика