13:04:05
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
ლექსები
alekoდრო: სამშაბათი, 25.12.2012, 21:03:53 | შეტყობინება # 51
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 166 166

ვაჟა-ფშაველას ნაამბობი

ვინ დამიბედა გზები პოეტის,

ვინ გამამზადა საბედისწეროდ!

ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!

ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას!

ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან

გამიჯნურება მჩვევია ლექსად?

უმეგობრობა არ მიგლოვია

და არც მოლექსე მყავს წინაპარი,

მე ზღაპარი თუ გამიგონია,

ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი,

და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,

ჯიში გმირული, ჯიში ქართული,

ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,

სატევარით და ცხენით განთქმული.

მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები

და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,

მიტომ არ მიყვარს მე არტახები

და მიტომ ვარგვარ ადამიანად!

მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში

და უცოდველი სისხლი მადინა,

სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი

და მწვერვალები გადინადირა.

მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,

შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,

და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,

მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.

ბაბუაჩემმა ბუნების კარი

გამიღო ოხვრით და სიმძიმილით

და შთამაგონა, რომ ლექსი არის

კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.

მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,

რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,

მან შემაყვარა ბუნების ცრემლი

და სალამურიც მან შემაყვარა.

სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,

მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული

და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,

მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.

ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი

და გაანათა ჩემი კაცობა

და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს

მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.

ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა

ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა,

და ჩემი გულის გმირული კვნესა

მარტოდენ ლექსმა გაიზიარა.

მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,

როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,

რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს

და ლექსი თვითონ ტკივილი არი.

და რადგან მერგო ვიყო პოეტი ―

ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,

რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,

რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,

რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, ―

მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
alekoდრო: სამშაბათი, 25.12.2012, 22:08:26 | შეტყობინება # 52
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(fshavelo)
aleko, ლადო ასათიანი, საოცარი ლექსია, საოცარი !!!


გეთანხმები...

„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა…
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა…
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
მძინარიც ამას ვდუდუნებ,
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არც როს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ,
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ,
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ”…

ვაჟა ფშაველა

.............................................

იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო.
ვაჟა

...............................................

ვაჟა-ფშაველა - სიყმე სიბერედ ვაქციე

სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა.
იმედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აეწია ზენადა.
შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
ამისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შეურაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.
მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.

ამას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გაუმართიათ ყრილობა.
შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დაუსახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!

რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
უსუსურთ საღეჭ კევადა.

1907 წ.


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 11:29:16 | შეტყობინება # 53
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, 10 10

დამატებულია (26.12.2012, 10:26:36)
---------------------------------------------
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიოდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ჰყიოდეს;
მეც მას ბანს ვეუბნებოდე,
გული აღარა მტკიოდეს.

გუშინწინ ვნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა იასა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა.
დღეს ვხედავ, ია მთელია,
სუნნელოვანი, ნაზია,
ვუცქერ და ვამბობ იმასვე:
რა ტურფა, რა ლამაზია!
გველი დაღოღავს მუცლითა,
ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.

კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვაოდენ,
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდენ,
ჩვენის სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხაოდენ!

დაჰბეროს სიცოცხლის სიომ
მომაკვდავს არემარესა,
გაუათასდეს სინათლე
ცაზე მზესა და მთვარესა,
უხვადა სძღვნიდენ წყალობას
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.
ჩვენც, მსხვერპლნი ძალმომრეობის,
ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა.
ჩიტების ტკბილი გალობა
ისმოდეს ყოველ მხარესა.

ვიხილავ სანატრელ სახეს,
რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,
გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,
გაფიცულები გვერდითა
ჭაბუკნი თავდადებულნი,
ტრფიალით მეტისმეტითა,
ტანს უმშვენებდეს წყლულები
ერთგულ მამულის შვილებსა,
ანგელოზები დაფნისას
გვირგვინს ადგამდენ გმირებსა.

1906 წელი ვაჟა. ”კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”

დამატებულია (26.12.2012, 10:29:16)
---------------------------------------------
(სიმღერა)

მოფრინდა უცხო ფრინველი
და დამტრიალებს თავზედა.
არც არწივია, არც ქორი,
თუმც ორივეს ჰგავ ხმაზედა,
აბია შიბი ოქროსი
ოქროთ დაფერილს ბჯღალზედა,
მაზედ მობმული ბარათი
ალს მომიმატებს ალზედა.

შავეთით მოწერილია,
გადმოტანილი ქარისა:
“ჩემთვის ნუ სტირი, საწყალო,
ჩემი სამყოფი ჰყვავისა,
გვიმღერის ტკბილს სიმღერებსა,
შოთაც გვერდითა გვყავისა.
ტახტზე ბძანდება თამარი,
დილის ცისკარსა ჰგავისა.
ვახტანგს მოურჩა წყლულები,
იმედიცა აქვს ხმალისა.
დავითმა ნება აიღო
კავკასის ერთა ზავისა.
სულ გარს მარტყია გმირები
იმ გარდასრულის ჟამისა…
აქ სდგება, უფლის საბჭოში,
დადგენილება ამისა,
არჩევენ გათენებასა
კვლავ სამანდაო ღამისა.
საბრალო შენ ხარ, ბეჩავო,
თავი მოიკლა ლამისა”.

28 დეკემბერი, 1903 წ. ვაჟა


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 14:36:32 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ბოლო ლექსი(სიმღერა) განსაკუთრებით მომეწონა... 166

ნიკო გომელაურის რამდენიმე ლექსი

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
/////////////////////////////////////////////////////////////////

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
////////////////////////////////////////////////////////////////

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...
/////////////////////////////////////////////////////////////////

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 14:46:08 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(aleko)
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .

კარგიააა 10 10

დამატებულია (26.12.2012, 13:46:08)
---------------------------------------------
შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!

.მუხრან მაჭავარიანი


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 14:52:39 | შეტყობინება # 56
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნიკოლოზ ბარათაშვილი

შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

.........................................................................................................................................
აფხაზური კანტატა
ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

შოთა ნიშნიანიძე
.........................................................................................................................................
ამას მკარნახობს ფიქრიც, შეგნებაც,
სამყარო ცეცხლში თუ დაინთქმება,
სიცოცხლეს აზრი მაინც ექნება,
თუ საქართველო კიდევ იქნება!
გულწრფელად ვამბობ სათქმელს, გულღიად,
დე, მკრეხელობად ნუ აღიქმება:
სხვა ყველაფერი წყალს წაუღია,
თუ საქართველო
აღარ იქნება!

გრიგოლ აბაშიძე
................................................................................................................

მუხრან მაჭავარიანი-(ნაწყვეტი პოემიდან)

ვითარცა მტკვარი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან -
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 15:18:34 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, 10 166 166

დამატებულია (26.12.2012, 14:18:34)
---------------------------------------------
კაცი მას ჰქვიან, ვინაც სიცოცხლე
თვისა დალია მედგარ ბრძოლაში,
როგორც არწივმა ფრთით სცნო სიმაღლე,
არ გაერია ყვავთა გროვაში.

კაცი მას ჰქვიან, ვინც ვით კლდე ზღვაში,
სდგას ცხოვრებაში შეუპოვარად,
მოზღვავებულსა ცხოვრების ზვირთებს
მკერდზე შემუსრავს, გაფანტავს ნაცრად.

კაცს მას ვეძახი, ვისაც ბრძოლაში
შუა გადუტყდა ერთგული ხმალი,
მაგრამ მიიწევს მკერდ-სისხლიანი,
[რომ] მაინც მტერთგანს მოსთხაროს თვალი.

[კაცი] ის არის, ვისაც სამშობლო
[აჩნია] წყლულად, ქვეყნიურ ღმერთად,
ვინც უფრთხილდება თავის თავს მისთვის,
რომ თავი იმას შესწიროს მსხვერპლად.

კაცი მას ჰქვიან, ვისიცა გული
ჩამოსხმულია წმინდის გრძნობისგან,
ვის სიყვარული და სიძულვილი
მონათლულია წრფელის შრომისგან.

კაცი მას ჰქვიან, ვინაც ძონძები
ტანზედ ჩაიცვა და მით ამაყობს,
არ აწიოკა გლეხის ობლები,
დაუშრეტელად სიყვარულს გალობს.

კაცი ის არის, ვინაც გაცვალა
ცხვრისა ბოზბაში ჭინჭრის [მხალზედა]
იმ ლტოლვილებით გატაცებული,
რომ შედგეს მაღალს გრძნ[ობის მთაზედა].

კაცი ის არის, ვინც სატირელსა
ტირის და ანჩქლევს ცრემლის მდინარეს,
ვინც გულს უგმირავს თავისა მტერსა
და ყელს ეხვევა, იცავს მოყვარეს.

მე ამ ქცევითა ვაფასებ კაცსა,
მე ესე მიჩანს ჩვენი ცხოვრება,
და თუ რომ კაცი ვერ იზამს ავსა,
ვერც კარგს გვაჩვენებს, ისე მოკვდება.

1883 წ. ”ვის ჰქვიან კაცი?” ვაჟა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 26.12.2012, 15:31:22 | შეტყობინება # 58
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, 10 კარგია...

სოსო მეშველიანი__მონადირის უკანასკნელი ღამე

ხომ შეგიძლია ამ განცდისგან უფალო მიხსნა,
თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ!
ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს გავს
ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.

ვიცი ზედმეტი მომივიდა, სამი მოვკალი
(ალბათ იმ სიზმარს დედაჩემი ტყილილად დაწვავს)
ვუმზერ ჩემს გასწვრივ ვარსკვლავები როგორ როკავენ,
აკეცავს დალიც ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.

თვალებში ელავს ლამარეას მაცხოვრის ფრესკა,
საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა,
აქ ყველაფერი ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს,
შიშით კი არა სინანულით, სევდით ივსება
ეს ჩემი გული რომ იცოდე ღმერთო მაღალო!
ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად.
ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ ვიცი ახლა რომ,
ასეთ ღამეში ავტირდე და ცრემლი დავღვარო.



"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - ოთხშაბათი, 26.12.2012, 17:41:55
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 17:35:07 | შეტყობინება # 59
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია მაგარიიი 166 166

დამატებულია (26.12.2012, 18:46:38)
---------------------------------------------
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი – სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,

არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”

1904 წელი "მხედართა ძველი სიმღერა" ვაჟა

დამატებულია (27.12.2012, 17:35:46)
---------------------------------------------
” საახალწლოდ” აბა ვინა ხართ, სადა ხართ,
გამოიხედეთ გარეთა!
გილოცავთ ახალსა წელსა,
იცოცხლეთ, გაიხარეთა.
ძალად მოვდივარ მეკვლედა,
თქვენ ხომ არ დამიბარეთა:
სულით და გულით მოძღვნილი
სალამი ჩაიბარეთა,
რაც ვსდუმდი აქამომდისა,
ამაში გამიბარეთა!..
უპირველესი სალამი
ივერის არე-მარესა, –
მისს სისხლსა და ხორცს – ქართლ-კახეთს
და იმერეთის მხარესა,
ბედი და ბედნიერება,
დღეთამც ნუ ჰნახვენ მწარესა…
ვუსურვებ დღეგრძელობასა
სამშობლოს მზეს და მთვარესა:
ნუგეშსა გვცემენ, გვათბობენ
და გვითენებენ ღამესა…
მერე სალამი მუშათა:
ცულის და თოხის მქნეველთა,
მწყემსთა და ღამის მეხრეთა,
მინდორში ღამის მთეველთა,
თავის მარჯვენის მადლითა
მთელის ხმელეთის მრჩენელთა.
მწიგნობართ – ერის წინამძღვართ,
ქვეყნისთვის კარგის მრჩეველთა:
რა გვარგებს, რა გვაზარალებს, –
დღე-მუდამ იმის მკვლეველთა…
მენამც თავს შამოვევლები
ჩემის სამშობლოს მთა-ველთა!
სალამი მღვდელთა, მოხელეთ,
რომ ივარცხნიან ქეჩოსა!
ვთხოვ ათლეინონ ჩვენსკენა
წალდუნასა და ეჩოსა…
ყველას, ვინც ქვეყნის გულისთვის
გაიძრას, გაიჩეჩოსა!..
არაფერს ვეტყვი საწყენსა
ამ ჩვენს დახლიდარს ხეჩოსა:
იმას მილოცვა რად უნდა,
ოღონდ ფულები ხვეჭოსა…
ვაი თუ ფულების გამო
ბოლოს ჟამს გაიბეჭოსა!..
ვუსურვებ, რო გაემარჯვოთ
მშობელის ქვეყნის დედათა!
ერთს ვურჩევ, თუ დაიჯერეს,
სარგოსა მეტისმეტადა:
შვილთა აღზრდაზე იუბნონ,
რო შეიყარნენ ერთადა;
ლამაზად შვილის აღმზდელი
დედა მიცვნია ღმერთადა…
და ყრმათ, ჯერ დაუბუმბლავთა,
ერთგულნი ჰყვანდენ დედასა
და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს
ბასრის მახვილის კვეთასა,
როცა-კი მტერი მათ მშობლის
შეურაცხყოფას ჰბედავსა…
დიდიმც ექნება საზღვარი
თქვენთ თვალთ და გულის ხედვასა!..

1899 წ. ვაჟა.

დამატებულია (31.12.2012, 17:52:07)
---------------------------------------------
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
გთხოვ, რომ ცხოვრება
არ გაგვიძნელო.
მოგვშორდი, შხამო,
მოგვშორდი, გველო!
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა.
გვიცოცხლე თავი,
გვიკურთხე მკლავი,
გვაშორე საქმე
ბილწი და შავი…
და მოგვეც ყველას
პირი და ზავი.
თუ არ მისმინო,
მოგიკვდეს თავი.

1890 წ.

დამატებულია (14.01.2013, 12:07:47)
---------------------------------------------
მონადირის ნაამბობი I

მთას ვინადირე… დავბრუნდი,
მთის ძირს მივდევდი ჭალასა,
მეჩქარებოდა შინ მისვლა,
მუხლებს ვატანდი ძალასა
პირია გაზაფხულისა:
ჩირთიც ახალი, მწვანეცა;
შიშს რა გაავლევს ჩემს გულში,
დღეც ტყეში ვცხოვრობ, ღამეცა.
მხოლოდ ამ ადგილს არა დროს
მე არ გამევლო ღამითა,
და რაც მე იქ მოვიხილე –
გავოცებულვარ ამითა!
ანდით მოვდივარ ტყე და ტყე
და ვეგანები ბინასა…
ყურს ვუგდებ გულის საკლავსა
კაცის კვნესას და გმინვასა.
ყატყატი მესმის თანაცა:
კივილ-ჭყივილი საზარი,
ომია გაცხარებული,
ცის ჩამოქცევის სადარი.
ყოველ მხრივ ხალხი ყაყანებს,
ზოგნი უხმობენ შორითა…
„მოგვეშველენით, კაცებო!”
ძახილი მოდის გორითა;
თან თქაფა-თქუფი… ცხენები
გზას მოარღვევენ ტორითა.
ახლა ჩემს წინა ქართულად
დაივაგლახა ვინამა:
„ვაჰმე, ცხენს ფეხი მამიტყდა!..”
ის ანუგეშა წინამა:
– „არა უშავ-რა, წავიდეთ
ახლა ქვეითად, ხმლებითა,
ბალღებს გვიჭრიან თავებსა,
რა უპატრონოდ ვწყდებითა! –
ღმერთი გრისხავდეს, ელიოზ,
რომ უმწეონი ვრჩებითა!”
სხვა კივის კიდევ ქართულად
«დიაკვნის გვერდის» ციხითა:
„გაისარჯენით, ბიჭებო!“
მედგრად და დიდის რიხითა.
სხვა მოსთქვამს: „ხმალი გამიტყდა,
მათხოვეთ ვინმე, ძმობასა!“
ჩემს გადანახადს ვინ იხდის,
ან ჩემს მაშინდელს ყოფასა?!
შიშმა შამიპყრო მაშინ კი,
ვსთქვი: „დავიხელთო1 იქნება,
რა მელანდება, რა არი,
საით რა მომევლინება?“
ვლოცულობ, ვიწერ პირჯვარსა,
მივალ, არ ვიხევ უკანა.
ან სად გავიქცე, რომ შფოთი
არ ცხრება, ისმის ყველგანა.
თუმცა კი კაცი ჭაჭნადა
არ მინახია სწორედა, –
არც სულიერი სხვა რამა…
ნანგრევები დგა ყორედა.
ქვების მეტს ვერაფერს ვხედავ
ამ ბნელს, უკუნეთს ღამეში;
მაინც ვერავის ვნახავდი,
თუნდაც რო მევლო მთვარეში.
ხმა-ჭკვა გარკვევით მესმოდა,
გაბნეულიყო ჰაერში.
კიდევაც ყურებში მიდგა
ხმა, გრგვინავს ვინმე კაცია:
„ბიჭებო, ციხეს უშველეთ,
ეგეც მტერს წარუტაცია!“
საკვირვლად საკვირველება
ამ ნანგრევთ შაუნახია.
ნეტავი მაშინ მენახოს
კაცის ერთისა სახია.
ბოლოს სამ კვნესა გაისმა,
გლოვის წკარუნი ზარისა
და დიდი ოხვრა ამოხდა
დაბლაით მიწა-მყარისა.
შავშინებულვარ ძალიან,
ვეღარა ვძრავდი ბაგესა.
გულში ვლოცულობ, ვევედრი
ამ არე-მარის გამგესა.
შავთხოვდი: ჭკვიდამ ნუ შამშლის,
ნუ გამიმწარებს ყოფასა,
ნუ დაანანებს დედა-ჩემს
ბედკრულის შვილის შობასა.

II

ბინაზე მიველ… ყველანი
გაოცებულნი მსინჯავდნენ.
– რა დაგმართნია, რა არი?
ამხანაგები მკითხავდნენ.
ვუამბე ცოდვა-ჭირითა
ნახული, განაგონარი.
თან დავუმატე: ყველა ეს
იყო დევების ონარი!..
თავებს იქნევდნენ: „არაო“,
და მიამბობდნენ მრავალსა,
რომ ყველას ეს ემართება
ღამით ამ ადგილს მავალსა:
იგივ ხმა, იგივ ძახილი,
იგივ ქართული სიტყვები…
ზოგს თითონ მომაგონებდნენ
ჩვენი მეძროხე ბიჭები:
– ამასაც გაიგონებდი,
ამ და იმ კილოთ ნათქვამსა!
ისინი უკეთ ამბობდნენ
ჩემს მოხილებულს ამბავსა.
თავზედაც გადაჰხედოდათ
ეს ამბავი და შფოთია, –
ყველასთვის არი უკვდავად,
მარტო ერთისთვის როდია!
მხოლოდ-კი ქართველი იყოს,
არ იყოს უცხოს ტომისა,
ყველასაც მოეჩვენება
სახე გრგვინვის და ომისა.
თვით ნანგრევების ამბავი
სთქვა თანდილაანთ ხუტამა:
„მინამ ქვეყანა არსებობს,
ამ ამბავს ჰნახვენ მუდამა.
ნუ იტყვით – ბოროტნი იყვნენ,
კეთილნი სულნი არიან.
ამისთვის ფიცი რად გვინდა,
მე კარგად ვიცი ძალიან.
მეც თითონა ვარ მნახველი,
და სხვა ათასი, მაგისა,
მაგრამ დღეს-აქამომდისა
არა წაუხდა არვისა.
არც ვინ შაცვლილა ჭკვიდამა,
არც ვის მაჰშლია ცხოვრება,
ჯანზედაც კარგად არიან,
უკეთესი აქვთ გონება.
მაგ ნანგრევებზე თქმულება
ძველთაგან გამიგონია,
გიამბობთ, რამდენადაც-კი
შამწევს ძალი და ღონია“.

III

„მანდ, დღეს რომ ყორეებს ვხედავთ, –
ციხე-კოშკების ნანგრევთა –
დარბაზთა, ეკლესიათა
ჩაშლილ-მოშლილთა რამდენთა,
ძველს დროს ქალაქი ყოფილა
მტერ-შეუვალი, მაგარი,
ცხოვნეთად სახელდებული,
სწორედ სამოთხის სადარი.
ხომ იცით, ძველად ჩვენს მხარეს
მრავალი მტერი ჰყოლია,
ეხლაც ბევრი ჰყავ, მაგრამა
ქვა და ლოდებსა ჰსტოლია.
დრო თუ დაუდგათ, კიდევაც
გადმოჰყუდებენ ყურებსა,
კიდევაც დაგვიქროლებენ,
აიშფოთებენ გულებსა.
დიაღ, სწვევია ჩვენს მხარეს
ძველს დროში ურუმთ ლაშქარი,
აუმტუტებავ ქვეყანა, –
ციხე-კოშკები რაც არი,
არ გაუშვია არსადა
დაუქცეველი საყდარი.
ბოლოს მოსულან ამ ადგილს,
საცა დღეს გვესმის კიჟინა
ღამით და აბჯრის ჩხარუნი,
ვინ უკან მირბის, ვინ წინა…
„ელიოზ, ღმერთი გრისხავდეს!“ –
ყველა ერთ-პირად იძახის,
იმასაც გეტყვით ბოლოსა,
ეს ელიოზი ვინც არის.
თავს დასცემია ცხოვნეთსა
ზღვასავით თათრის ჯარია,
ძალიან ცდილა ურჯულო,
ქალაქს გარშემო მდგარია,
აეღო ცხოვნეთ-ქალაქი,
შაეღო ციხის კარია.
მაგრამ ძალი და ხრიკები,
ჰხედვენ, ამაო არია.
გამოსჩენია ურჯულოს
მეშვლად ცხოვნელი, წყეული,
არავინ იცის, რა რჯულის,
ჩვენში სით გამორეული.
ეს კი იციან, სულ-კრულსა
რომ ელიოზი ჰრქმევია.
თათრები გაულაღებავ,
ცხოვნეთი დაუქცევია:
გზა უსწავლებავ მტრისადა
ერთს ბნელს, უკუნეთს ღამეში…
თითონ დიდობა მიუღავ
იმავ თათრების მხარეში.
იმ ცოდვა-ბრალის სურათი,
რაც იმ ერთს ღამეს მომხდარა,
შაუნახია ჰაერსა,
სცოცხლობს და როდი მომკვდარა!
სამშობლოს ერთგულთ სულები
სპეტაკნი, როგორც ცვილები,
თავზე დაჰბრუნვენ ცხოვნეთსა,
როგორაც დედას შვილები.
თან ელიოზსა სწყევლიან,
სამშობლოს დამამხობელსა.
ვაი მას, შავბნელს, უბედურს
და ვაი იმის მშობელსა!
ვპოვებთ ამ ქვეყანაზედა
იმათ კეთილის-მყოფელსა?!
თავის სამშობლოს გამცემზე
ვისმე კეთილის მთხრობელსა?!
ცხოვნეთის მოძახურები
ამაშფოთარის ხმებითა
ჩვენ გონებაში გვაგდებენ,
რადგან ხშირადა ვსცდებითა:
სულითა ვცოცხლობთ ისევა,
როცა ლეშითა ვკვდებითა, –
რაც გვიყვარს, მის სანახავად
საფლავებიდამ ვდგებითა.
დიდება უფლის სახელსა,
სულით ცხონება იმათა,
რაც ღმერთს მიუცავ სამყოფოდ,
ნუმც მოეშლებათ ბინადა!“

1900 წ.

შენიშვნა:

1 გავგიჟდე.

დამატებულია (15.01.2013, 16:24:46)
---------------------------------------------
(სიმღერა)

ათასჯერ მოხვედ, იავო,
მგოსანო გაზაფხულისა,
მეგონე წინამორბედი
მომავლის სიხარულისა,
მთესველი კაცთა შორისა
ძმობის და სიყვარულისა…
თვალ–დამშეული ვუცქერდი
შენს ნაზს და ტურფა ფერასა,
ვფიქრობდი, ამიყვავებდი
მინგრევ–მონგრეულ კერასა,
მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა
შენც ვეღარ ჰშველი ვერასა.
დღესაცა გნახე მოსული
უღრანს, უდაბურს ტყეშია;
ლამაზი, ტურფად მოსილი,
მადლით შემკული ფერშია.
აღარ მოგეცი სალამი,
არც აგიყვანე ხელშია:
დამღალა შავმა ფიქრებმა,
გრკალად მომხარა წელშია,
გაუღონოვდა გულიცა,
ვეღარც გაკოცე ყელშია…
ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ
გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია,
რომ მოაგორებს ლოდებსა,
მოგრგვინავს, როგორც დევია;
კაცს ეგონება, ხმელეთი
დაუპყრავ, დაუძლევია
და, ფიქრით გატაცებულსა,
უკან არ დაუხევია,
კლდეებ–ლოდებთან ბრძოლაში
წარბიც არ შაურხევია…
გულს მითაც თქვენის ნახვითა
მაღლა ვერ აუწევია,
ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული,
კალთები ჩაუხევია…

1894 წ.

დამატებულია (15.01.2013, 16:35:07)
---------------------------------------------


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mamalixarazuliდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 17:51:00 | შეტყობინება # 60
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 18:06:12 | შეტყობინება # 61
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli, 166 166 კარგი იყოო.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:01:40 | შეტყობინება # 62
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრობაზე
ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:20:02 | შეტყობინება # 63
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!

დამატებულია (15.01.2013, 18:06:31)
---------------------------------------------
უკაცრავად მეორეჯერ გაიგზავნა.

დამატებულია (15.01.2013, 18:07:07)
---------------------------------------------
giohunt1982გმადლობთ.

დამატებულია (15.01.2013, 18:10:03)
---------------------------------------------
ვაჟა ფშაველა-ალუდა ქეთელაური

მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,-
სცადა ფრანგული ფხიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,
ალუდაისიც ფთიანი.
გუმან აქვ, გადაავლიონ
არხოტის თავი მთიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა ცვრიანი
ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;
აისხა იარაღები,
გააფხავიდის ხმალიო;
გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.
გათენებისას ჭიუხში
შურთხმა დარეკა ზარიო,
ძაღლებს-კი სძინავ თეოზე,
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.
მალე შააგდო ალუდამ
ქისტების ნავალს თვალიო.
მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
გამასტყვრა მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! -
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, -
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა…
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
კენჩხას არა სჭირს ძვლისასა.
გამოსტყვრა მუცალის თოფი,
ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
ზედაც დაჰვედრებს იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.

დამატებულია (15.01.2013, 18:18:50)
---------------------------------------------
ვაჟა ფშაველა
სტუმარ-მასპინძელი


ზევიდამ ვინღაც უცნობმა

კლდის ლოდი გადმოაგორა,

მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,

წინ უდგას მაღალი გორა.

ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ

მოესმა ქვიშის ჩხრიალი.

მგზავრი სიათას იმარჯვებს:

მტერი არ იყოს ტიალი.

შესცქერის გაფაციცებით

ფეხზე შემდგარის თოფითა,

ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს

კაცი ორ-კაპის ჯოხითა.

შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,

ქვიშა ქანავდა იმითა.

არას ამბობდა უცნობი,

სიტყვა არ მოსდის პირითა.

უპრჭყვინავს სალტა თოფისა,

ვით წვიმის ცვარი დილითა.

- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,

რას იარები ამ დროსა?

- ვინ გინდა? მონადირე ვარ,

კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.

- რაობით სანდო არა ვარ?

სიტყვას რად ამბობ მცდარესა?

ვითომ, რომ დავხეტიალობ

შენებრ ამ კლდიან მხარესა?

მეც მონადირე გახლავარ,

დღეს-კი ვეხეტე უბრალოდ.

- წესია მონადირისა,

ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?

- ესეც ვალია, ძმობილო,

ძლივს-ღა დავათრევ ფეხებსა,

სულ დავიარე ჭიუხი,

არა ვსტოვებდი ხევებსა.

ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,

ნიავი მოსცა ძლიერი,

ხევებით შემომღმუოდა,

როგორაც მგელი მშიერი.

თვალ-წინ გზას ვეღარ ვირჩევდი,

კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,

ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,

ამით ძლიერა ვწვალობდი.

ბევრგან დავაფთხე ნადირი,

ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,

ან როცა გადაფრენილის

ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.

ის იყო გულის საკლავი,

თვალით ვერაფერს ვხედავდი,

სროლას, ან მოკვლას ვინ იტყვის,

წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.

უცნობი ახლოს მივიდა,

შორი-ახლოსა მდგომარე,

“გამარჯვებაო” მისძახა,

“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.

- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,

ჰხოცო ნადირი მხტომარე.

- აი, ნადირი, რას სჩივი? -

უჩვენა ჯიხვი რქიანი, -

მკვდარი, რქებ-გადაგდებული,

დადუმებული, ჭკვიანი.

თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,

როგორც ამხანაგთ, ორადა,

ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,

გავინაწილოთ სწორადა.

ამაღამ ჩემთან წამოდი,

სახლი არ მიდგა შორადა.

სადაური ხარ, ძმობილო?

სახელიც მითხარ შენია.

ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც

დღეს უფალს გაუჩენია.

წილი გდებია შენაცა

ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.

რად გიკვირს, არ გეხუმრები,

არც გეფერები პირშია.

მაშ, თუ ეს ასე არ არის,

რად შამეფეთე ამ დროსა?!

შაჰრცხვეს, ჩემს თავად, ვინც შენა

ნაწილი დაგიკარგოსა.

რა გქვიან? სახელი მითხარ,

ხევსური სჩანხარ იერით.

- ნუნუა მქვიან, ძმისაო,

გადმოხვეწილი ჭიელით, -

იცრუა ზვიადაურმა,

თვისი სახელი დამალა.

რა ქნას? მის სახელს იცნობენ,

ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;

ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,

უდროდ საფლავში ჩალალა.

- შენი სახელიც მასწავლე,

ჩემი ხომ გითხარ მართლადა.

- ჯოყოლა მქვიან, ძობილო,

ალხასტაისძე გვარადა;

არ მოგვიხდება, ერთურთში

სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.

სახლი აქ ჯარეგას მიდგა,

ქავი და ციხე კარადა.

ამაღამ ჩემთან წამოდი,

მე გაგიძღვები თავადა.

თუ კარგად არ დაგიხვდები,

არც დაგიხვდები ავადა.

ხვალ თითონ იცი, ძმობილო,

საითაც გინდა, იარე.

ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,

ზოგიც შენ გამიზიარე.

- საცა არ მიხნავ, ძმობილო,

იქ ვმკო - ეს სადაურია?

ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,

ფეხებიც ჩატყაულია.

გესტუმრო, უარს არ გეტყვი,

გიშველი ჯიხვის ზიდვასა,

წილს-კი არ მოგთხოვ, იცოდე,

თავს არ ვაკადრებ იმასა.

შამოატყავეს ნადირი,

წავიდნენ ჯარეგაშია,

ბევრი იუბნეს ამბავი,

ერთურთს გაეცნენ გზაშია.

დამატებულია (15.01.2013, 18:20:02)
---------------------------------------------
გენაცვალეთ მეგობრებო.კარგი ლექსებია. 10 10 10 10 166 166 166 166


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:25:55 | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqsi-pointer, ლექსებს მივაწვეთ, თორემ პოემები გრძელია ძაან gimili

დამატებულია (15.01.2013, 18:25:55)
---------------------------------------------
ხმალმა თქო: ლეკმა გამჭედა,
ქართველმა მლესა ფხაზედა,
შემკიდეს სააკაძესა,
მაკურთხეს გმირის ტანზედა,
მაგარმა მაჯამ ჩამიგდა,
მალალა ხოყანაზედა,
მიმაგდი ჯაჭვ-მუზარადზე,
ვწიოდი გველის ხმაზედა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:31:23 | შეტყობინება # 65
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 კი აბა რა უბრალოდ დიდი ლექსია.

თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:44:10 | შეტყობინება # 66
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqsi-pointer, ”სტუმარ-მასპინძელი” და ”ალუდა ქეთელაური” პოემებია. ნაწყვეტები დადე ხოლმე, კარგი იქნება. თორემ ალბათ ყველამ ზეპირად ვიცით.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:45:44 | შეტყობინება # 67
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიწავ ჩემო

შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვაროლო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!
შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

დამატებულია (15.01.2013, 18:45:44)
---------------------------------------------
giohunt1982 ვიცი მეგობარო.გენაცვალე. 39


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:47:20 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვაჟა. ”ბებერი ლომი” დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
სხეულით დაუძლურებულს
ვინ შაიბრალებს ნეტარა?!
ის დრო აღარ აქვს მეფესა,
მიწას რო სდრეკდა ტოტითა
გმირულის გავლით ვაჟკაცი,
მამაცის გადაბოტვითა.
ვეღარ სჭექს წინანდებურად,
ბუნაგშია წევს წყნარადა.
ნადირთა თავზარდამცემი
ეხლა იმალვის თავადა,
ჰგავს თორმეტის წლის სნეულსა,
გულით ისეა ავადა,
ფიქრი უპირო სოფელზე
სახეს ატყვია შავადა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
ტანი სულ დაჰკოჟრებია,
შემომტვრევია ბწკალები,
არ ანათებენ ძველებრივ
მისი ლამაზი თვალები.
ბეჩავო ნადირთ მეფეო,
ნეტავ, ვის შაებრალები?
წაჰსვლია ძველი ილეთი,
წყლულად ჰქცევია ტყავია,
ვაჰმე, რა საბრალო არის,
რა ძნელი სანახავია!
სიმშილით შეწუხებული
ჰქექავს თაგვების სოროსა,
თხოულობს მოწყალებასა,
რომ ტანჯვა დაიშოროსა.
ყურს ვინ მიუგდებს საწყალსა?
ყველა თავისთვის ნადირობს,
ზოგი თავხედი და ბრიყვი
ჯავრის ამოყრას აპირობს,
ბევრს იამს ბუნების ცოდვა.
დაუძლურება გმირისა,
არც ერთი ლომის სიბერეს
ნადირი არა სტირისა.
ვეფხვს უფრო გაჰხარებია
სისუსტე ავის პირისა;
გალაღებული ირემი
ფურს უხმობს, მთაზე ყვირისა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
იგონებს იმ დროს, როდესაც
ნადირთა გუნდი ებარა
და ლეში იმის ბუნაგში
გამოულევლად ეყარა.

1893 წ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:50:59 | შეტყობინება # 69
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას)

ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940 წ

საუკეთესო ლექსია. 166 166 166


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
l)omidzeდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 19:51:39 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bendeksi, 10 10 შენ დაწერე?

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
baqsi-pointerდრო: სამშაბათი, 15.01.2013, 20:37:09 | შეტყობინება # 71
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლადო ასათიანი

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი,
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები,
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჯური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება,
ტკბილია, როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალიხა ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, -
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 10:47:49 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqsi-pointer, 10 10 კარგიააა

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 11:29:10 | შეტყობინება # 73
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დედასა სძინავს… ვაი იმ ძილსა:
გულის სიღრმიდან ამოსდის კვნესა,
ჰხედავს სიზმარში, რომ მისი შვილი
პირსისხლიანი წევს ბრძოლის ველსა.

თავს დასტრიალებს ფრინველთა გუნდი,
დაჰყრანტალებენ ყორან-სვავები;
სხდებიან კიდეც მოკლულის ლეშზე,
უნდათ დასთხარონ ჭაბუკს თვალები,
გაუპონ მკერდი, ზედ ინავარდონ,
არ შეიწყალონ გმირის მკლავები.

იკივლა დედამ, ზე წამოიჭრა,
თვალებს აფეთებს, გავარდა კარში,
ასქდება ხესა, აწყდება ქვასა,
გზას როდი ირჩევს, შეიჭრა წყალში.
„ვაიმე, შვილო!“ ჰბოდავს და მოსთქვამს,
თან მუშტებს იშენს პირში და თავში.

და იმ დღიდანა დარბის მთა-ბარად,
აღარ დაბრუნდა ელენე სახლში.
„ქიტუას დედა გაგიჟებულა!“
მეორე დღესა ხმა იყო ხალხში:
„დიდი ხანია მაგ უბედურსა
ალ-ქაჯებთანა კავშირი ჰქონდა“.
ამას ამბობდენ. აი რა სასწვრით
ერი უბირი დედის გულს სწონდა!

1908 წ "დედის სიზმარი" ვაჟა.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 11:38:23 | შეტყობინება # 74
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების ―

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

ლადო ასათიანის ლექში "ნადირობის შემდეგ"

დამატებულია (16.01.2013, 10:38:23)
---------------------------------------------
მე მაგრად მომეწონა. და თქვენ 23 gimili


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:23:49 | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა გხედაო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: “რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!”
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნოებისა,
ჩემიც მიიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავშია
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედი-ზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩვენო ლამაზო დედაო!

1915 წელი


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:24:40 | შეტყობინება # 76
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე,ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ავფრინდები და...ვაიმე!-
ავფრინდები და...
ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,-
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრი...

დამატებულია (16.01.2013, 11:24:40)
---------------------------------------------
ისე ეს ლექსი როგორ დაგვავიწყდა ჰა? 23 gimili gimili gimili 39


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:29:35 | შეტყობინება # 77
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (l)omidze)
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

l)omidze, ეს ლექსი წინა გვრედზეც არის, ახლები შემოყარეთ ახლებიი gimili

დამატებულია (16.01.2013, 11:29:17)
---------------------------------------------

Quote (l)omidze)
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...

ესეც არიიიის gimili

დამატებულია (16.01.2013, 11:29:35)
---------------------------------------------
ახლები მეთქი ახლებიიი gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:49:55 | შეტყობინება # 78
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზევით ცა მხურავს – კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,
და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!

დამატებულია (16.01.2013, 11:49:30)
---------------------------------------------
ესეც არის?

დამატებულია (16.01.2013, 11:49:35)
---------------------------------------------
gimili gimili

დამატებულია (16.01.2013, 11:49:55)
---------------------------------------------
gimili gimili ?


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 12:55:44 | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
l)omidze, ეგ მგონი არაა 069

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:06:54 | შეტყობინება # 80
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
- საით მიდიხარ გახაო,

როდის წახველი სახლითა,

გვერდზე ჩამოგდევს იანე

დაკანებული სახითა.

- მაღლა ვიყვენით იაგორ,

მთა ყინულები ვნახითა,

თან წავიტანეთ თოფები

დანებ გავლესეთ ჩალხითა;

დავხოცეთ ბევრი ჯიხვები,

ხორცი გავგზავნეთხალხითა.

ორწყალ დავანთეთ ცეცხლანი,

ხორცი შანელდა ხახვითა.

არ გვიყვორს ბალღური საქმე

მელებს ვიჭერდეთ მახითა.

დამატებულია (16.01.2013, 12:06:54)
---------------------------------------------
ესეც არის? gimili gimili 069


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
baqsi-pointerდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:08:39 | შეტყობინება # 81
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 49
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მშობლიური ეფემერა

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
,,დიდი ხანია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!''

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!''

ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
,,დაკარგულია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,დაკარგულია!''

გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.

ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.

სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!''


თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 13:09:52 | შეტყობინება # 82
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა

ვაჰ დედას თქვენსას ყოვებო
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს გაფანტყლს ველადა

დამატებულია (16.01.2013, 12:09:52)
---------------------------------------------
ეს ყველამ იცის მაგრამ მაინც gimili


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 14:39:26 | შეტყობინება # 83
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(სიმღერა)

მრავალმა ხმალი აგელა,
მრავალმა – ჭკუა-გონება,
სხვამ – თავმომწონედ იარა,
რომ დიდი ჰქონდა ქონება.
მწირმა უარჰყო სოფელი,
ირჩია სულის ცხონება,
მაინც ვერ ასცდა სიკვდილსა,
მოუნდა მიწის მონება.
სიკვდილისათვის ერთია
მდიდრის და საწყლის ცხოვრება,
სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ,
როს გვწადს სახელის პოება.
მაგრამ მკვდრისათვის ერთია
ავი და კარგი დროება,
ამითი თავსა ვატყუებთ,
სხვა რომ არა გვაქვს შნოება.
თუმც-კი არ არის ურიგო,
თუკი უნარი გვექნება.
სიკვდილის შემდეგ თავისი
კარგი გავწიროთ ხსენება,
ამით ცოტად ვძლევთ სიკვდილსა,
იგია კუბოს შვენება.

1900 წ.

დამატებულია (16.01.2013, 13:39:16)
---------------------------------------------
l)omidze, ეს ლექსი ასეა

დამატებულია (16.01.2013, 13:39:26)
---------------------------------------------
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

1887 წელი


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 15:01:24 | შეტყობინება # 84
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირე თოფს აიღებს
წავა ტყეში მოკლავს კურდღელს,
და ამ ჭიქით გაუმარჯოს
საქართველოს ყველა კუთხეს. gimili

დამატებულია (16.01.2013, 14:01:24)
---------------------------------------------
ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული
და ცაზე კიდევ - სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 18:59:17 | შეტყობინება # 85
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყვავსა და ყორანს გაჰხდოდათ
არწივის საბუდარზედა:
ერთმანეთს თავ–პირს აჭამდნენ
ნადავლარ–ნაქურდალზედა.
ნისკარტს ნისკარტში უყრიან,
ბრჯღალი თარეშობს ბრჯღალზედა,
ერთსაც ეწადა, სხვასაცა
ბინის შეძენა მზაზედა.
ფიქრობენ: ბუდის პატრონი
მოკლესო მაღლა მთაზედა.
როდი იციან, არწივი
რომ მოდის, მოჰყეფს გზაზედა,
ბინისკენ სული ელევა,
ცეცხლი უელავს თვალზედა!

1909 წ. "ამაო ომი". ვაჟა.

დამატებულია (16.01.2013, 17:59:17)
---------------------------------------------
ნეტავი, გოგო, შენი ხმა
ავადმყოფს გამაგონაო.
ტუჩი ტუჩს დამადებინა,
ძუძუებს ჩამაკონაო.
მალ-მალე მოდი ჩემთანა,
შენც ობოლი ხარ, მეცაო,
უბეში ხელის ჩაყოფა
შენც გეამება, მეცაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთადამც დაგვაწვინაო,
დაგვხურა ჩემი ნაბადი,
მაღლით დაუშვა წვიმაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით დაგვასწორაო!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 19:15:50 | შეტყობინება # 86
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შახდომა გინდა (რას იქამ?), საცა ყინვრიან წვერია,
გამათხრა თავის საწოლსა, ღამე რო იყვას ბნელია,
კლდის ძირში გიგავ ლოგინი, კლდის ნაწვეთ ჩამაგდენია.

ძილს გიკრთობს ქვიშის წკრიალი, გულში დარდი გაქვ მტრისაო,
გვერდს გიწევს შენი ბერდენკა, რკინას გულს იხვევ გრილსაო,
ხელი გიკიდავ ზატორსა, იმედ გაქვ როგორც ძმისაო,
ცალკე სიცივე გაღონებს, გმინს გააყოლებ გმინსაო.

შუღამემდი რო გეძინას, მემრ დაძინება ძვირია,
დაგიყუვდების გვერდები, ჭაუხის ქვიშა გრილია,
საგათენებლო მასკვლავი გორის პირ გადახრილია,
მისდევს ქვიშაზე სარტყელი ჯიხვების გადაჭრილია.

დამატებულია (16.01.2013, 18:15:50)
---------------------------------------------
საწყალო მენადირეო, ვის აქვ წვალება შენია?
შახდომა გინდა (რას იქამ?), საცა ყინვრიან წვერია,
გამათხრა თავის საწოლსა, ღამე რო იყვას ბნელია,
კლდის ძირში გიგავ ლოგინი, კლდის ნაწვეთ ჩამაგდენია.

ძილს გიკრთობს ქვიშის წკრიალი, გულში დარდი გაქვ მტრისაო,
გვერდს გიწევს შენი ბერდენკა, რკინას გულს იხვევ გრილსაო,
ხელი გიკიდავ ზატორსა, იმედ გაქვ როგორც ძმისაო,
ცალკე სიცივე გაღონებს, გმინს გააყოლებ გმინსაო.

შუღამემდი რო გეძინას, მემრ დაძინება ძვირია,
დაგიყუვდების გვერდები, ჭაუხის ქვიშა გრილია,
საგათენებლო მასკვლავი გორის პირ გადახრილია,
მისდევს ქვიშაზე სარტყელი ჯიხვების გადაჭრილია.


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
l)omidzeდრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 19:42:59 | შეტყობინება # 87
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, შენც კარგ ლექსებს ამატებ მომწონს gimili 166 39

მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 19:49:14 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
l)omidze, მე, ვაჟას ვეთაყვანები და უმეტესად მის ლექსებს ვამატებ ხოლმე, მაგრამ არ გეგონოთ სხვა პოეტებს არ ვიცნობდე და პატივს არ ვსცემდე. gimili

დამატებულია (16.01.2013, 18:49:14)
---------------------------------------------
სრულ აიკრიბა თოვლები,
ბილიკებ დაჩნდა მთებისა;
კარგად იკიდებს ცხენი ფეხს,
ქუჩზე აღარა სხლტებისა;
ყველგან გაივლის მხედარი:
ზოვებ აღარა სქდებისა.
ლაღო ზაფხულის ბუნებავ,
მამშვენო თვალთა, სმენისა,
თამარ–დედოფლის სახეო,
თავზე გვირგვინი გშვენისა;
გაგინათლებავ ქვეყანა,
ფერი დაგიდვავ ლხენისა.
მკვდართა, მომაკვდავთ იმედო,
სულის ჩამდგმელო, ქშენისა;
მარჯვენა–ბარაქიანო,
ძუძუს ჭირიმე შენისა!..
სამთოდ გავიდა ცხვარ–ძროხა,
არ ედგომლება ბარშია.
ყველასა გვმართებს სიფხიზლე,
ძალის შაკრება მკლავშია;
ერთ მხრივ ლეკები გვესხმიან,
სხვაგნით – ქისტები მთაშია,
გაირეკავენ ცხვარ–ძროხას,
ჩამოჩვეულნი ფშავშია.
ფშაველნიც ამას სჩადიან,
მტრისად ჩამდგარნი კვალშია.
დროა ქისტების დარბევის, –
ხმა გავარდება ხალხშია;
ხატს გაიკითხავს მკითხავი,
ქადაგობს, იცემს თავშია:
“ქისტეთს გადადით, ფშავლებო,
ყველა გამოდით ჯარშია,
ნაქებო ფშავლის შვილებო,
საიმედენო ხმალშია.
დიდი ხანია, ქისტისას
ხარს არ მასჭერით თავიო,
გაუნათლავის ლეშითა
აღარ გამძღარა სვავიო!”
ბატონის სიტყვა საყმოსა
დაუჯდებოდა ჭკვაშია;
სალაშქროდ გული აჩქროლდა,
ვინ ვის აჯობებს ცდაშია.
თოფებს უპირეს ტალები,
ყველამ გალესა ხმალია;
თავს დაიხურეს ჩაჩქნები,
ტანზე ჩაიცვეს რვალია.
ხუზაურ გოგოლაური
შავარდენივით ჩქარია,
იანვარ ელისბარის–ძე
გორის მდრეკელი არია,
სუმელჯი სუმელჯიშვილი –
ამომავალი მთვარია.
სამნი წავიდენ საჯარეს,
შააღეს ბეღლის კარია;
გამააბძანეს დროშაი,
წმინდის გიორგის ჯვარია;
წინ ჩამაუძღვენ ლაშქარსა,
ჩამაამწკრიეს ჯარია.
მათურის თავი გადავლეს,
მთებს გაუბერტყეს ნამია;
მოსხლიტეს ქისტის ცხვარ–ძროხა…
მამლის ყიულის ხანია…
მდევრად გამაჰყვნენ ქისტები,
ვისაც უჭრიდა მკლავია.
ის იყო, გარიჟრაჟია,
მზემ გააბრუნა ღამია,
ზედი–ზედ დატყვრა მაჟრები,
სიათეების ჩქამია;
ბოლო ჩამოწვა ხევებში,
ბრძოლა შაიქნა ცხარია.
ცხრას ქისტს მასდევდა მარტუა
მახინცაური მწარია.
დამარცხდა ქისტის ლაშქარი,
თან გაჰყვა სისხლის ღვარია.
ლაშარის გორზე შამოდგა
ათასი ქისტის ცხვარია,
ასი კურეტი, რქა–თეთრი,
ორასი ნისლა ხარია…
თან მაჰყვა დროშის ჟღერითა
გამარღვებული ჯარია.
მთაზე დაუსჭვეს დროშაი,
აჟღრიალებდა ქარია.
ორმოცს მარგილზე დააგეს
ორმოცის ქისტის თავია,
ორასის ქისტის მარჯვენა,
ფარ–ხმალი ნადავლარია.
მოდგა ლაშქარის სამზერლად
უხვად ქალი და რძალია.
ამ ძუვის ვეფხვების გუნდსა
არ მაჰშორდება თვალია.
ერთკნით ხო ცეცხლი დაენთო,
სხვაგან–კი ჰბუგავს ალია.
ადიდეს ლაშარელაი
და თამარ–მეფე წყნარია.
კარგს ყმათ საკარგყმოს ასმევენ,
მაიხსენიეს მკვდარია,
პირ–ოფლიანნი, ვინაც–კი
ლაშქარს მოკლული არია,
ხატ–თემის ნამუსისადა
ვინც არ დაზოგა თავია!..

1889 წ. "გალაშქრება ლაშარის-ჯვრის დროშით"


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 16.01.2013, 20:42:47 | შეტყობინება # 89
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgevichi83, ქართულად ჯიგარო ქართულაად gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ოთხშაბათი, 16.01.2013, 20:43:06
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 23.01.2013, 03:23:59 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგრად მომეწონა

ბებერი არწივის ბალადა

დაბერდა მთების არწივი ,
ას წელს არს მინანტანები,
რო ბოინობდა, მის აჩრდილს
გულზე იხატდნენ ჭალები,
ზეციდან როგორც მზის სხივნი,
ყველგან უწვდოდნენ თვალები,
იყო ლაღი და ამაყი,
უჭრიდნენ ნისკარტ–ბრჭყალები,
თავისი ნანადირევის
სად არ ეფანტა ძვალები,
არწივს ნასუფრალითა
მუდამ ძღებოდნენ სვავები,
მას ეპყრა დაბლა ხევები,
მაღალი ზეცის კარები,
მგელნიც ისევე უფრთხოდნენ,
როგორც შუნნი და კრავები.
ახლა დაბერდდა, დაზანტდა,
მხრებით ამ ზეცის მტარები,
ბრჭყალნიც დაუცვდა და ფრთებშიც
დაუცხრა ნიავქარები,
სამი დღეა ფრენს მშიერი,
ლუკმასაც არ გამკარები,
მსხვერპლს ვეღარ იჭერს ხნიერი,
აღარ აქვს ძველი ძალები,
ნადირობს, ხევებს შამაფრენს
ამ ყოფით განაწამები,
ძირს, ხევში რაღაც დალანდა
საკბილოს მინამგვანები,
ჩაფრინდა ყინჩად მიმსვლელი,
არა ჩუმ–ჩუმად მპარები,
იქ დახვდა ლეში ჯიხვისა,
საშინლად ანამყრალები,
მეტად აწუხებს შიმშილი,
ლეშისკენ იწევს ბრჭყალები,
„შეჭამე!“ – კუჭი აცდუნებს,
წამებით გადის წამები,
ან უნდა მოკვდეს შიმშილით,
ან ძმად იგუოს ყვავები.
და უცებ ტოფმა იქუხა,
ბინდით დაუვსო თვალები,
ამაიყივლა არწივმა: –
„მსროლელო გენაცვალები,
მაინც არ მაკადრებინე
ვაჟკაცთა არსაკადრები,
არწივის ყოფით ვიცხოვრე
ღმერთსაც არწივად ვბარდები!“
და მოკვდა ბერი არწივი,
საკუთარ სისხლში ნაღები,
ზედ ესხა, როგორც ხმალ–შუბი,
დამცვდარი ნისკარტ–ჭანგები.

თენგო ავსაჯანიშვილი


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 23.01.2013, 11:02:08 | შეტყობინება # 91
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, 166 10 კარგია ძაან.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: ოთხშაბათი, 23.01.2013, 22:34:22 | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ანდუყაფარო,ლიპარიტო,დარნო მთათანო ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო ბიჭოვს სესეო თოთიკაანთ ქალოვ მერანო ვაჯას არწივო შოთას ვეფხო ტატოს მერანო ბზიფო,ენგურო,ალაზანო,მტკვარო,იორო აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაქტიონო ქინძმარაულო ტიბაანო ღვინოვ კახურო გამოსროლილო ხევსურეთიდან ლექსოვ ხალხურო დიდო კოლხეთო დიდო ქართლო დიდო შამქორო ვერ შემაჩერონ ვერ დაძალონ ტუნდაც ჩამქოლონ ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს ფრთები მასხია თგვენგნიტ,მხოლოდ თგვენგნით რამე თუ.

დამატებულია (23.01.2013, 21:34:22)
---------------------------------------------
გვერდულად რატო დაიწერა არ ვიცი არა და ვერტიკალურად ვწერდი 23

 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 24.01.2013, 10:58:31 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცის ქუხილივით გაისმა

სოფლად სიკვდილი გმირისა,

რომ ვერ უშველა ექიმმა,

ზის და ჩუმადა ტირისა.

ვერც მკითხავებმა უშველეს,

ვედრებამ იმათ პირისა.

მიზეზს რად ეძებთ სხვადასხვას -

დღე-წერა იყო იმისა.

“აფსუს, რა ჯონგა წაიქცა!” -

ყველა ამასა ჩივისა.

ცრემლი აწვიმა მთაზედა

ტურფამ ცისკარმა დილისა...

კუბოს ფიცრებიც ითლება

მისრიათ ქალის შვილისა.

დრო ჩამოუგდო მტრის ტყვიამ

გაუღვიძარი ძილისა.

ურჯულოს გაუხარდება, -

ლაშქარში ვეღარ ივლისა.

თავს რომ დაატყო - ვკვდებიო,

ჯალაფთ ანიშნა ხელითა,

რომ გაეყვანათ კარზედა

აბჯარ-აბგარით მთელითა.

სულის დალევა გარეთა

წესია ძველის ძველითა.

ჯერ თავად წამოიწია,

იდაყვებს იდგამს სვეტადა;

სიკვდილსაც არა ჰნებდება:

კერპობა ჰქონდა წესადა.

უნდა ხმლითა სცას მტარვალსა,

თუკი მოუვა ხელადა;

უჩინარია, ვის ებრძვის?

სული ამოჯდა ყელადა.

თავის მომრევი ვაჟკაცსა

არვინ ეგონა ქვეყნადა:

უკვირს, რომ ძალმა უჩინმა

დაჯაბნა მეტის-მეტადა;

მტერი სცემს, პასუხს ვერ აძლევს,

მონას რასმე ჰგავ ქლესასა.

მტრის ჯავრს არა სჭამს მხოლოდ მით,

არ გააგონებს კვნესასა.

მამა ამკაცრებს როსტია,

გული წაჰსვლია დედასა.

ეურჩა შვილი მოხუცსა,

მამას არ აძლევს ნებასა:

ვერ იტანს ვაჟკაცის ფიქრი

გულზე ხელების კრეფასა.

სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის

ნეტა ვინ გეტყვის ქებასა?!

ბერიძის დისა ტირილი

სანთლად დაენთო ზეცასა.

აეღო მთელი მთა-ბარი

ქალთამზის მოთქმა-კვნესასა.

დაიჭრა თმები გიშრისა,

ათეულის ჰგავ კრებასა.

ცოლის გულსაც ჰხვდა ლახვარი,

თუმც ტირილს ვერა ჰბედავსა;

ჩუმად იტირებს ბეჩავი,

როცა არავინ ჰხედავსა.

ხალხთ ჩვეულება დიდია:

დევსა ჰგავ, რკინის მკვნეტავსა!..

დერეფანში წევს ბერიძე,

თვალდახუჭული, მკვდარია.

მშობელი ქვეყნის დარაჯი

მოკვდა და აღარ არია.

პირნათლად მივა სულეთსა,

სადც იმის წინაპარნია,

რომ არ უმტყუვნა, ასრულა

გმირმა გმირული ვალია.

მკერდზე დააწყვეს იმისი

თოფი, ფარი და ხმალია.

თავით დაუდვეს ხანჯარი,

ხმალშეუვალი რვალია.

ფეხთით უდგია ლურჯაი,

ორთ უპყრავ ლაგმის ტარია;

ტოტს უცემს. ელის პატრონსა,

დაუგვიანდა მგზავრია.

დედ-მამას ანდერძს უწირავს:

``შანშეს მიეცით ხმალია,

სხვის ხელში ნუმც მეგულება,

ღირსი სხვა არვინ არია.

ხანჯარი - ფუნჩაიშვილსა, -

ის კარგი მეომარია.

ფარი და ჯაჭვი - ლეგასა,

ჯერ ომში შეუვალია.

ვინაც პირველად მიუხდეს

ბახტრიონს თარაქამასა,

ვინაც კი ამოაშხამებს

თათარს ცოდვების ჭამასა,

ჩემ ცხენი იმასა ჰყვანდეს,

ხელ იმან უსვას გავასა,

ალალი არი იმაზე,

ნურც თქვენ დაუწყებთ დავასა.

თოფი - ელიზბარს, ჭრილობით,

მე მგონავ, იყოს ავადა.

ვინც ჩემს იარაღს იხმარებს

ერთგულად, დაუმცდარადა,

ცოცხალიც ვამბობ, მკვდარიცა:

ღმერთმა ახმაროს ალლადა.

ყველაის შრომამც იქნება

მშობელი ქვეყნის წამლადა”.

ეს სთქვა და გაჰქრა, როგორაც

შანდალში ნამწვი სანთლისა;

ვენაცვლე იმის ბიჭობას,

ჭირიმე იმის გამდლისა!..

საგძალი მისდევს შავეთსა

აქ მოხვეჭილის მადლისა.

შაჭირვებულა სოფელი,

ძებნა სჭირდება ბადლისა:

ვაი, რომ ცუდი ბევრია,

პოვნა ძნელია კარგისა!

1899 წ.

.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
CIVXELA55დრო: შაბათი, 26.01.2013, 18:07:59 | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ლექსია საღოლ 10 10 166 166 aleko,
 
giohunt1982დრო: შაბათი, 26.01.2013, 18:23:18 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქალო, გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ფერდოშია.
ვისი ძუძუ გიწოვნია,
იისა თუ ვარდისაო?
გენაცვალე, შავთვალწარბავ,
გულო ჩემის დარდისაო!
გამიგონე, სად მირბიხარ,
შე უჯიშოს გვარისაო?!
შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა,
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი დედას გიცოცხლებსა!…


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mamalixarazuliდრო: ხუთშაბათი, 31.01.2013, 01:06:25 | შეტყობინება # 96
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლომის აღსარება

ტყიდან მოისმა ღრიალი,
ლომი დაჭრილი ჩიოდა,
მკერდიდან გადმონადენი
მეფური სისხლი სდიოდა.

ამბობდა - რას ვაშავებდი,
რისთვის მესროდნენ ტყვიებსო,
შვლის-ნუკრის შეჭმა მინდოდა
მე მთელი კვირის მშიერსო.

დიდხანს ვეძებდი ჩემს ლუკმას
და ძლივს ვახელდი თვალებსო,
ჩუმ-ჩუმად ვეპარებოდი
პატარა მინდორს, მწვანესო.

მე დავინახე უეცრად
შველი და მისი პატარა,
ხელში რომელი ჩამეგდო,
ამაზედ ფიქრმა დამღალა.

დიდხანს ვუცქერდი ჩემს ლუკმას,
აღარ ვვარგოდი ლომადო,
დედა მომეკლა? ვცოდავდი,
შვილს ვუტოვებდი ობლადო.

ისევ პატარა ვარჩიე,
დიდხანს ვაწამე ტორებით,
ჩემი ცხოვრების მანძილზე
ავივსე მძიმე ცოდვებით.

და ეს ცოდვები ზეცაში,
დაბლა ბარშიაც გაეგოთ,
გადაეწყვიტა უფალსაც,
რომ ჩემთვის მახე დაეგოთ.

არ შევუშინდი მუქარას,
მტერს არ დავნებდი, ვებრძოლე,
მესმოდა მათი ძახილი
რაღას უცდიო, ესროლე.

უეცრად დაბლა დავვარდი,
წუთით ვიგრძენი ტკივილი,
სიკვდილი მეფერებოდა,
ჩუმად მინდოდა ტირილი.

მეფე ვიყავი ცხოველთა,
ბევრს ვუმწარებდი მომავალს,
ახლა კი ვკვდები, და მჯერა
არვინ მიტირებს მომაკვდავს.


"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 01.02.2013, 18:13:53 | შეტყობინება # 97
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამგლიჯა გული შავმა ყორანმა,
წაიღო, სწიწკნის იქვე მარჯვესა;
ნიშნის მოგებით თვალს გადმამავლებს,
თან მაგრა უყრის ნადავლს კლანჭებსა.
მე შევცქერივარ, მინდა რამ ვუთხრა,
მაგრამა ვდუმვარ, მდის ცრემლის ღვარი.
ხელ-ფეხს ვერ ვხმარობ, მხოლოდ ვდუდუნებ:
„რად ვარ ცოცხალი, ბედ-განამწარი?“
მინდა ვიძიო სისხლი მტარვალის,
მინდა, რომ დავცე გულში ხანჯარი:
დამდუნებია მთელი სხეული,
ამაო არი აბჯარ-აბგარი.
ვერც თვალს ვაშორებ, მინდა ვუცქირო
ჩემის სიცოცხლის კვლასა და წეწასა.
მესმის საზარლად ზედ დაყრანტალი.
ფუჰ ამისთანა თვალთა ხედვასა!
აღარავინ მყავს, ნეტავ, თვის-ტომი,
არვინ მიუტანს ამბავს დედასა?
ან მეგობარი არ აღმიჩნდება,
უწამლოს რამ ჩემს ტანჯვა-კვნესასა?
სადა მყავს ძმები? ვითომა მყვანდნენ?
არავინ ეტყვის, ნეტავ, ჩემს დასა?
იმავ წუთაში აქ მოიჭრება,
პირს დაიღადრის, გაიგლეჯს თმასა.
დაღალულს თვალებს მიდამოს ვავლებ,
აბა, არავინ არ იღებს ხმასა!
მოდის და მოდის შავი ნისლები,
წინ მოუძღვება, მოზუის ქარი.
ვარ ერთს ადგილას გაქვავებული,
მდის უშრეტელად ცრემლისა ღვარი.
მითამაშებენ თვალ-წინ ჭინკები,
გადაუდვიათ მხარზედა მხარი:
„ძალიანა გწყინს?“ – მეუბნებიან,
„უარესს ჰნახავ, ეგ ცოტა არი!“
სააქაოსგან უარყოფილსა
საიქიოსი გამიღე კარი,
ღმერთო, რომ ტანჯვას ჩემსას უსაზღვროს
ვერა ჰხედავდეს ჩემივე თვალი.
რომ შევუბრუნო მტარვალსა ხელი,
მომეცი მაინც იმდენი ძალი.
ამას ვიძახი. მგლის ყმუილივით
ჰაერში დნება ჩემის ხმის კვალი.
მაღლა ავხედე, რა მეჩვენება:
თავზე დამყურებს დიდი კლდე, სალი,
და ზედ მიჯაჭვულს ადამიანსა
არწივი სწიწკნის… მოვკარი თვალი.
ეს მომივლინა ზეცამ ნუგეშად?
მამცნოს, ტანჯვაში არა ვარ მარტო,
ნუთუ მოვტყუვდე, ოცნების ჩმახვა
ჭეშმარიტებად გამოვიხატო?
ეგ თქმულებაა, დიდი ხანია
ვიცოდი კარგად და დღესაც ვიცი.
ჩემი ტანჯვა კი სინამდვილეა,
შემოწმებული და დანამტკიცი.
დამცინის ზეცა, სწორედ დამცინის.
რა მომაჩვენა წყლულის მალამოდ?
ვაჰ ამისთანა ნუგეშისცემას,
ნაძღვნევსა ღვთისგან ჩემს დასაამოდ!
მოდის და მბოჭავს შავი ნისლები,
როგორაც კუპრი, როგორაც ფისი,
პირი მევსება შლამით და მურით,
ყორნისაც მესმის ხმა ისევ მქისი.
ტანჯულს თვით ესმის თავისი ტანჯვა,
მას ვერ მისწვდება გრძნობები სხვისი.

1907 წ.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
დათო_მონადირედრო: ოთხშაბათი, 06.02.2013, 23:40:49 | შეტყობინება # 98
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლექსი ვეფხისა და მოყმისა

მოყმემ თქვა, პირტიტველამან,
შიბნ გავიარნე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღმისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვალნი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო აღარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მისანნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნევაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეკოპარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხებთან მეომარია.

ხან ვეფხი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა

აქვე განვმარტავ ლექსში გამოყენებულ სიტყვებს
შიბი - აქ ნახმარია კლდის ბილიკის და ლავგარდანის მნიშვნელობით
ჭიუხი - იგივე ჭაუხი, მაღალი, წვეტიანი კლდოვანი მთა
ხორონი - ხროვა
უერთოდ - უშედეგოდ
გაზი - კლანჭი
ტოტი - ტორი, თათი
ჯაბანი - ლაჩარი
ჯაფა - დაღლილობა
უწყალოდ - დაუნდობლად


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
avtandilდრო: კვირა, 10.02.2013, 12:29:16 | შეტყობინება # 99
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - კვირა, 10.02.2013, 12:29:41
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 10.02.2013, 15:54:18 | შეტყობინება # 100
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბალადა მონადირეზე

მოვიდა თოვლი
და ამარიდა აგვისტოს ხიფათს _
ჟინიან სისხლით გატიკნილ ხარის
სადაფის მარხილს მიმალურსმა ორივე თვალით,
შეაბა ცხენი, დედალ-მამალი,
ისიც სადაფის, საგზალიც მომცა,
არა ვაშლი, შეღებილი წითლად და ყვითლად,
არამედ ჩემი წონა შაქარი...
გადააფარა თეთრი ბისტი ჩემს საღ გონებას
და ნადირივით დამანდო გუმანს,
ქარს გავატანე მთელი ქონება:
დასაკლავი ცხვრის მზისფერი დუმა,
ციკნები მჭლე და დანები მჭრელი,
შეგრძნება ცეცხლის და ჭრელა-ჭრულა,
წითელი მამლის ყულაბებში ჩაყრილი ვერცხლი..
ახლა ვდგავარ და სინათლეს ვასხივებ
და ეჩვენებათ
ელვარებისგან გაოგნებულ სადაფის ცხენებს,
რომ უმაღლესი მე ვარ არსება
და სადაფის ხარისხში აჰყავთ
ხორცი ცოდვილი და უდღეური.
მე კი მაწვალებს იდეა კურდღლის,
რომლის მოკვლა აკრძალულია,
და ალისფერ ჭრელა-ჭრულაში
აფუტკნილ სურვილს ვფუთნი და ვმალავ,
რადგან თეთრ მარხილს
მიმალურსმეს ორივე თვალით
და ტკივილიდან ნათელს ვასხივებ...
მე ეს ნათელი ამაცდენს ხიფათს,
ხოლო ბუნება მკრთალი სიზმრების
უფლებას მაძლევს, არანამდვილი
ვერცხლის ტყვია ვესროლო ნადირს,
მოვკლა ჩუმად და უმტკივნეულოდ
და მის სხეულზე
ერთადერთი წვეთი სისხლისგან
ხე გაიზრდება, შეღებილი წითლად და ყვითლად
და ყოველი ნაყოფი დედაა...
მაგრამ, როდესაც გაილევა სადაფის სევდა
და დავბრუნდები აგვისტოს ცხადში
გადარჩენილი მშვენიერ ხიფათს,
გამასამართლებს
ვერცხლის ტყვიებით დაცხრილული
სასტიკი ბავშვი,
რომელსაც ხელში უჭირავს ვაშლი
შეღებილი წითლად და ყვითლად...


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика